Print

სახელისა და დევიზის თაობაზე

საარჩევნო გაერთიანების

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

საარჩევნო პროგრამა

 

„სულის ხსნისა და

 საქართველოს გაბრწყინებისათვის

გადასადგმელი ნაბიჯები“

 

წინათქმა:

ა) გაერთიანების დასახელება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

2014 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში მონაწილე ჩვენი გაერთიანების დასახელება: „უფლის სახელით“ - უფალია ჩვენი სიმართლე“, ბიბლიაში დაცული რამოდენიმე მინიშნების ბაზაზე გამოიკვეთა, კერძოდ:

„... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ -ო [მათე 23,39].

- „აჰა, დადგება ჟამი (კოდია), ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს (კოდია), მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6).

ამდენად, ბოლო ჟამში ასაცხადებელ ნიშანთა შორის, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშანსვეტი, ერთი პირობითი მედლის ორ მხარედ იქცა... აქედან, ერთ მხარეს - „უფლის სახელით“ აწერია, ხოლო მეორე მხარე ასე იკითხება – „უფალია ჩვენი სიმართლე“.

 

ბ) გაერთიანების დევიზი:

„აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ“

საარჩევნო გაერთიანების დევიზი: „აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ“,  ასევე ბიბლიური მინიშნების მიხედვით შეირჩა, კერძოდ

„ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებე მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა...” [2 რჯ. 30,19-20];

და კიდევ - „...მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართოს ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა. თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები. რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“ [3 ეზრა 7,57-59].

 

ამდენად, თქვენს წინაშეა - „აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ“ დევიზით მომქმედი საარჩევნო გაერთიანების: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, ორი ნაწილისაგან შემდგარი საარჩევნო პროგრამა: „სულის ხსნისა და  საქართველოს გაბრწყინებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები“.