Print

ბიბლიური ნიშნები - ედ. შევარდნაძეზე

მესამე რგოლი:

 ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების

ედ. შევარდნაძის საქმიანობის დროითი საზღვარი,

ანუ 1992-2003 წ.წ.

 

ედ. შევარდნაძის ჩვენს თვალწინ წარმართული საქმიანობა, ბიბლიურ სცენართან მიმართებაში, ასეთი სახისაა:

ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, ანუ 1992 წლის 2 იანვარს, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, ჩამოყალიბებული იქნა „სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა); 1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი - ედ. შევარდნაძე; ხოლო 1992 წ. 10 მარტს იქმნება ე.წ. -  „სახელმწიფო საბჭო“, რომლის პრეზიდიუმიც ოთხი კაცის შემადგენლობით განისაზღვრა - ედ. შევარდნაძე, ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი და თ. სიგუა.

 

პავლე მოციქული გვაუწყებს - „იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც თითქოს ჩვენგან (აქ - ბიბლიიდან) მოწერილი წერილის გამო, ვითომც უკვე მოიწია დღე ქრისტესი. ნურც ნურავინ ნურასგზით გაცდუნებთ თქვენ, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება (სსრკ-ს დაშლა, 1991-1992 წლების მოვლენები), და არ გაცხადდება ცოდვის კაცი, ძე წარწყმედისა (აქ - ანტიქრისტე-ედ. შევარდნაძე)“ (II თესალ. 2,2-3).

 

დანიელის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ:

- „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა... მისი (ზვიად გამსახურდიას) მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ (დეკემბერ-იანვრის მოვლენების ბიბლიური შეფასება), დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე (ედ. შევარდნაძე)...“ (დან. 8,21-23).

 

ედ. შევარდნაძე 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. „არჩევნებით“, „საქართველოს სახელმწიფო მეთაური-პარლამენტის თავმჯდომარის“ სტატუსით აღიჭურვა, და შეუდგა საქმიანობას:

- „განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს...“ (დამ. 8,24-25).

 

წმიდა წერილი იქვე იუწყება - ედ. შევარდნაძის საქმიანობის, ზოგადი - 10,5 წლიანი დროითი მიჯნის თაობაზეც, რომელიც ორი პირობითი

1. „ერთი შვიდეული“ და

2. „შვიდეულის ნახევარი“ მონაკვეთისაგან შედგება:  

როგორც ვიცით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აქტიური მზადება ედ. შევარდნაძემ, თავისი გუნდის მიერ 2003 წლის 5 აპრილს, საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებით დაიწყო.

როგორც ვიცით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აქტიური მზადება ედ. შევარდნაძემ, თავისი გუნდის მიერ 2003 წლის 5 აპრილს, საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებით დაიწყო. 2003 წლის 22-23 ნოემბერს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ედ. შევადნაძემ ქვეყნის მართვა, თავისივე გამოზრდილი გუნდის ახალგაზრდულ ფრთას „დაუთმო“.

 

ზემოთქმულის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ:

- იგი (ედ. შევარდნაძე) მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას (1992 . ოქტომბერიდან) ერთ შვიდეულში [აქ - 7 წელი: 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 ოქტომბერი], შვიდეულის ნახევარში [აქ - 3,5 წელი] შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს [იწყება „მოქკავშირის“ რღვევის პროცესი: 2000, 2001, 2002 და ნოემბერი, დეკემბერი; 2003 წლის: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 2003 წლის აპრილში ედ. შევარდნაძემ  შექმნ საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“, რომელმაც 2003 წლის 22-23 ნოემბერს დაასრულა თავისი საქმენი-საგმირონი]. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი (ედ. შევარდნაძის საქმიანობის ბიბლიური შეფასება) ვიდრე (1992 წ. ოქტომბრიდან, 10,5 წლის ბოლოს, ანუ 2003 წელს) განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს [დან. 9,27];

 

ამდენად, ზვიად გამსახურდიაზე ნაწინასწარმეტყველების [62 შვიდეული, ანუ 434 დღე] მსგავსად, მის შემდგომად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ედ. შევარდნაძემაც, სწორედ ბიბლიაში დაფიქსირებული - 10,5 წლიანი დროის ამოწურვის შემდეგ დაამთავრა თავისი მმართველობა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

მომდევნო ინფორმაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თაობაზე არსებულ ბიბლიურ ნიშნებს შეეხება, თუ ღმერთი ინებებს,  22 მაისს შემოგთავაზებთ...