Print

პასუხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას [11. 10. 2019]

წერ. ჩაბ. N10/0119284765-19; 11. 10. 2019 წ.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს

[საქალაქო სამსახურის უფროსს]

ბატონ ირაკლი გვილავას!

 

ბატონო ირაკლი!

თქვენს მიერ, ჩვენთვის გამოგზავნილი წერილის [N19-01192811667, 08. 10. 2019 წ.] პასუხად უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც, მიზეზთა გამო, ვერსად ნახავთ - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ“, ვერც ერთ, ვიზუალური აღქმისათვის განკუთვნილ რაიმე მინიშნებას.

ქ. თბილისის მერის სახელზე ა/წ 26 სექტემბერს გაკეთებული ჩვენი ღია მიმართვა [წერ. ჩაბ. N10/01192693067-01], სწორედ ზემოთქმული ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

 

დავეყრდენით რა - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის [ქანდაკების], ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ რეგულაციას [კერძოდ, მერიის მიერ შესაბამისი ნების შემთხვევაში: „...როდესაც არსებობს სხვა გარემოება, რომელიც თავისი შინაარსით გამორიცხავსკონკურსის ჩატარების აუცილებლობას“]; და

გავითვალისწინეთ რა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მმართველი სახელისუფლო პარტიის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი,

სწორედ ამიტოაცმ, მივმართეთ უშუალოდ - ქ. თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს.

 

გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, დედაქალაქში - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლის განთავსებაა, და არა ის, თუ ვინ იქნება ამ მემორიალის ავტორი.

პოლიტიკური ნების მიღების შემთხვევაში, თუ დედაქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩვენი შემოთავაზებული პროექტი, ამა თუ იმ მიზეზით, ან მიუღებელია, ან მისი დადგმის შესაძლებლობა მხოლოდ - შესაბამისი წესით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი, ჩვენთვის გასაგები იქნება საკითხისადმი ასეთი მიდგომა.

 

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსება არის საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადასადგმელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანი,

თქვენ, როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს: ქ. თბილისის მერიას - ვინ გიშლით აღნიშნულ საკითხზე კონკურსის გამოცხადებას?

გამოაცხადეთ, რომ - მოვიდა დრო [იქნებ დაგვიანდა კიდეც], რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილმა“ ვიზუალური აღქმის მატარებელმა მინიშნებამ დაიკავოს მისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ადგილი - საქართველოს პარლამენტის შენობის წინარე ადგილი [იხ. მერიის სახელზე გაკეთებული ჩვენი ზემოთ აღნიშნული წერილი], და - გამოაცხადეთ შესაბამისი კონკურსი.

 

ბატონო ირაკლი!

თუ თქვენ ბრძანდებით ზემოთქმულის თაობაზე პოლიტიკური ნების მიმღები პირი, მაშინ იქნებ ამის თაობაზე გვაცნობოთ თქვენი პოზიცია - ქ. თბილისის მერია აცხადებს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლის შერჩევის კონკურსს.

შესაბამისად, ჩვენც გავითვალისწინებთ თქვენს წერილში დაფიქსირებულ შემოთავაზებას [რაც დაინტერესებული პირებისათვის ისედაც ცნობილია] და, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, მერიის შესაბამის კომისიას წარვუდგენთ, დადგენილი წესით შევსებულ განაცხადს.

 

და თუკი ამ საკითხის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება თქვენს კომპეტენციას აღემატება, მაშინ, ვგონებთ უკეთესია, თავიდანვე გამოკვეთილიყო ხსენებული კომპეტენციის მქონე - დღევანდელი მმართველი გუნდის ნება.

 

ბატონო ირაკლი!

ვფიქრობთ, რომ ზემოთქმული საკითხის არსი თქვენთვის ალბათ ისედაც ცნობილია.

ამიტომ, მიგვაჩნია რა, რომ - ბატონი კახი კალაძისადმი განკუთვნილი ღია მიმართვის თაობაზე, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნების დაფიქსირება, მოგმართავთ წინადადებით:

თუ ბატონი კახი კალაძის მიერ ამ საკითხის თაობაზე პოზიციის შემუშავება თქვენ დაგევალათ, მაშინ თქვენს მიერ საბოლოოდ შედგენილ მოხსენებაში, შესაბამისი მართებული კუთხით, გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ ზემოთქმულის შინაარსი.

ჩვენის მხრივ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის კიდევ უფრო დეტალურად გააზრების მიზნით გამართულ ნებისმიერ შეხვედრაში.

 

თუ, მიზეზთა გამო, თქვენ ჩათვლით, რომ ასეთი შეხვედრა ამ ეტაპზე საჭირო არ არის, მაშინ გთხოვთ - თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენი წვლილი შეიტანოთ, ჩვენთვის იმ პასუხის ამსახველი დოკუმენტის შედგენაში, რომელშიც ქ. თბილისის დღევანდელი ხელმძღვანელი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ასახული.

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. და კიდევ:

 

ბატონო ირაკლი!

მიუხედავად ზემოთქმულისა, ვხელმძღვანელობთ რა - ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის სურვილით, რათა მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ჩვენი მხრიდან საკითხის მოგვარების გზაზე რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი; და

ვეყრდნობით რა ზემოთხენებული საკანონმდებლო რეგულაციის მე-2 [„ძეგლის განთავსების საკითხის ინიცირება“] და მე-3 [„მიზანშეწონილობის განხილვა“] მუხლებით გაწერილ რეგულაციას,

წარმოგიდგენთ, როგორც ამ კანონის მუხლი 2,1-5 -ით გათვალისწინებული შესაბამისი „განცხადებით“ განსაზღვრულ ინფორმაციას [იხ. დანართი}; ასევე

ბროშურას - „საქართველოს პარლამენტის შენობის წინ: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმის საკითხისათვის“ – 1 ცალი..

 

დანართი:

განცხადება - 23 ფურცელი;

ბროშურა - 1 ცალი

 

პატივისცემით

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის თეოლოგიისა და პოლიტიკის

აკადემიის პრეზიდენტი,

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

თბილისი, 2019 წ. 11 ოქტომბერი

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას

 

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლესთან არსებული:

ზვიად გამსახურდიას სახელობის

თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის

[მის. ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მე-2 კორპ. ბ. 95;

ტელ. 5[91] 63-63-36]  

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

1. ზოგადი ინფორმაცია:

ჩვენი შემოთავაზება ეხება - 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1991 წ. 9 აპრილს მიღებული - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსებას.

 

2. მოვლენის მიზანშეწონილობის დასაბუთება, კონცეფცია:

დღეს მოქმედ „საქართველოს კონსტიტუციაში“ ვკითხულობთ:

„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“ [მუხლი 1,1].

მეორეს მხრივ, გაეროში, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელის სახელმწიფოს გაწევრიანების საკითხს საფუძვლად უდევს სწორედ 1991 წლის 9 აპრილის მიღებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

სამწუხაროთ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც, მიზეზთა გამო, ვერსად ნახავთ - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ“, ვერც ერთ, ვიზუალური აღქმისათვის განკუთვნილ რაიმე მინიშნებას.

შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსება არის საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადასადგმელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანი.

 

3. განთავსების ადგილი

მეოცე საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე, ორ წლიანი ინტერვალით მომხდარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესი - 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედია, და - 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება - ორგანულად დაუკავშირდა ერთმანეთს.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართული, 1989 წ. 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის ჯარის მიერ საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგის სისხლიანი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, ყველა მნახველს ახსენებს ამ ადგილას განვითარებულ მოვლენას.

 

ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით მოქმედმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ხსენებული მოვლენის სათანადო ვიზუალური აღთქმისათვის განკუთვნილი მემორიალი, უნდა დაიდგას - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ადგილას, ანუ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

 

აღნიშნული საკითხის ამ კუთხით გადაწყვეტა, ვფიქრობთ, ხაზს გაუსვამს არა მარტო 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელთა წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიღწევის საქმეში,

არამედ, ყველა მნახველს შესაძლებლობას მისცემს სათანადოდ გაიაზროს საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წ. 9 აპრილსა და 1991 წ. 9 აპრილს მომხდარი, ამ ორი, უმნიშვნელოვანესი მოვლენის ორგანული ურთიერთ კავშირის მნიშვნელობა.

 

პარლამენტის შენობის საერთო ფასადური ფონის გათვალისწინებით - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი“, უნდა დაიდგას 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მემორიალის მარჯვენა გვერდითა მხარეს იმ მანძილზე, რომ დაცული იყოს ამ ორი ძეგლის პარლამენტის შენობის ფონზე განთავსების სიმეტრიულობა.

 

4. დამატებითი ინფორმაცია

 

1. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ აღწერილობა:

მემორიალი [ზედხედი - იხ. სურ. 01 და გვერდხედი - სურ. 02] წარმოადგენს ორფასადიან კომპოზიციას, რომლის ცენტრში დგას დიაბაზის ფილაზე ამოკვეთილი მწვანედ შეფოთლილი მუხის ხე [იხ. სურ. 1], რომელიც წარმოადგენს:

ერთის მხრივ - მუხის, ვითარცა - „ღვთაებრივი ხის“ სიმბოლოს; ხოლო

მეორეს მხრივ მიანიშნებს - „მემლი მუხასას“ არსობრივ მხარეზე;

 

რუსთაველის გამზირზე გამავალ ფასადურ მხარეს, მუხის ხეზე დამაგრებულ მართკუთხა ფორმის - თითბერის ოქროსფერ ფურცელზე გამოსახულია: გაეროს მიერ 1991 წ. 21 დეკემბრის მდგომარეობით აღიარებული საზღვრების მქონე საქართველოს რუკა [იხ. სურ. 2].

რომელიც წარმოადგენს: მუხის ხეზე დამაგრებული „ოქროს საწმისის“ სიმბოლოს.

 

სიმბოლურ მუხის ხეზე დამაგრებული მართკუთხა ფორმის ფილის ზედა მარჯვენა კუთხეში, საქართველოს რუკის თავზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

ფილის მარცხენა ნაწილში, საქართველოს რუკის გვერდით, შავი ზღვის ფონზე დატანილია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების თარიღი - 09. 04. 1991 წ.

 

ვითვალისწინებთ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში, ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერისა და იმ დროს, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას უდიდეს როლს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რომ აღნიშნული მემორიალური ძეგლის კომპოზიციაში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ზვიად გამსახურდიას პიროვნული ღვაწლი.

შესაბამისად:

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ მემორიალზე“ დატანილი საქართველოს რუკის ცენტრალურ სამხრეთ ნაწილში, მუხის ტანის თავზე, გამოსახულია - მაგიდასთან მჯდომი ზვიად გამსახურდიას წელზევითა პორტრეტი. [იხ. სურ. 2].

 

მუხის ხის ფორმის მქონე დიაბაზის ფილა ჩამაგრებულია, მემორიალის მარჯვენა და მარცხენა განაპირა მხარეს მდგარ, ბაზალტის ქვისაგან დამზადებულ, ორ საყრდენზე [იხ. სურ. 3].

აღნიშნული საყრდენების რუსთაველის გამზირზე გამავალ ფასადურ მხარეს დამაგრებულ - თითბერის ოქროსფერ ფურცელზე, კერძოდ:

მარცხენა მხარეს მდგარ საყრდენზე - ქართულად, ხოლო

მარჯვენა მხარეს მდგარ საყრდენზე, იმავე შინაარსის მქონე - ინგლისურად,

დატანილია შემდეგი ტექსტი :

„ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, 1990 წ. 28 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს, 12:30 სთ-ზე გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“.

 

Under the direction of Zviad Gamsakhurdia, The Supreme Council of the Republic of Georgia, elected on October 28, 1990, based on the results of the referendum held on March 31, 1990, on April 9, 1991, at 12:30 p.m.,

announced the restoration of Georgia's state independence,

under the May 26, 1918 Act of Independence of Georgia.

 

საქართველოს პარლამენტის შენობისაკენ გამავალ ფასადურ მხარეს, მუხის ხეზე დამაგრებულ მართკუთხა ფორმის - თითბერის ოქროსფერ ფურცელზე გამოსახულია: 1918 - 1921 წ.წ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი საზღვრების მქონე საქართველოს რუკა [იხ. სურ. 5].

სიმბოლურ მუხის ხეზე დამაგრებული მართკუთხა ფორმის - თითბერის ოქროსფერი ფურცლის ზედა მარჯვენა კუთხეში, საქართველოს რუკის თავზე დატანილია შემდეგი ტექსტი: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

თითბერის ოქროსფერი ფურცლის მარცხენა ნაწილში, საქართველოს რუკის გვერდით, შავი ზღვის ფონზე დატანილია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღი - 26. 05. 1918 წ.

მუხის ხის ფორმის მქონე დიაბაზის ფილის საყრდენების საქართველოს პარლამენტის შენობისაკენ გამავალ ფასადურ მხარეს დამაგრებულ თითბერის ოქროსფერ ფურცელზე, კერძოდ:

მარცხენა მხარეს მდგარ საყრდენზე - ქართულად, ხოლო

მარჯვენა მხარეს მდგარ საყრდენზე - ინგლისურად, დატანილია შემდეგი ტექსტი [იხ. სურ. 6]:

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 . 26 მაისს, 17:10 სთ-ზე მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა ასე განსაზღვრა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“.

Elected by the National Assembly of Georgia on November 22, 1917, the National Council of Georgia, on May 26, 1918, at 17:10 pm, issued Georgian Independence Act and defined the political form of independent Georgia as Democratic Republic of Georgia“.

 

მემორიალის ფუნდამენტზე დამაგრების ადგილი: მიწის ნულოვანი ნიშნულიდან ამოწეული - 20 სმ-ის სიმაღლის ფუნდამენტის მთელი პერიმეტრი, მოპირკეთებული იქნება დიაბაზის - 3 სანტიმეტრიანი სისქის ფილებისაგან.

 

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულია მემორიალის სრული კონსტრუქციული ანგარიში.

[კონსტრუქტორები: ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სტუ-ს პროფესორი ბექა (ბიჭიკო) სურგულაძე და ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მიხეილ [გელა] სალუაშვილი]. კერძოდ:

 

2. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“

კონსტრუქციული გაანგარიშების ზოგადი მახასიათებლები

1. ბაზალტის მოცულობითი წონა = 2 800,0 კგ/3;

2. დიაბაზის მოცულობითი წონა = 3 000,0 კგ/3;

3. ქარის სიჩქარე მთაწმინდის რაიონისათვის: V = 28 /წმ (იხ. პროექტ. ნორმა[პნ] 02.05-08, ცხრილი N19);

4. ქარის ჩქაროსნული ნორმატიული დაწნევა: w = V2/16=28x28/16 = 49 = 50 კგ/2, საანგარიშო დაწნევა (დატვირთვა): W = 50 (08+06)1.4 = 98 = 100 კგ/2;

5. გრუნტის ტიპი (პარლამენტის შენობის ქვეშ, c კორპუსი):

პირველი შრე - ღორღი, არგელიტების და ქვიშაქვების, თიხნარის შემავსებლით, მოყავისფრო, ლურჯი ყავისფერი, სიმძლავრე: 1,2 .

მეორე შრე - თიხნარი. გაანგარიშებაში მიღებულია პირობითი საანგარიშო წინაღობა: R0 = 2.0 კგ/სმ2.

6. ბაზალტისა და დიაბაზის საანგარიშო წინაღობა ღუნვისას: Riw = 712 კგ/სმ2 (იხ. DINENiSO178);

7. კომპრესიული სიმტკიცე - დიაბაზის = 40-230 /მმ2 და ბაზალტის = 400-230 /მმ2 (იხ. BNEN1926).

გრუნტის სეზონური გაყინვის სიღრმე: 230 მმ. (იხ. პნ 02.05-08, ცხრილი N20).

საძირკველზე მოქმედი ჯამური დატვირთვა (მემ. დაფას + სადგამები + ფუნდამენტი) N = 2,5 x 2 x 0,2 x 2,8 + 1 x 1 x 1 x 2,8 x 2 + 3 x 1.5 x 0.7 x 2,75 = 17,06 .

მემორიალის დაფაზე (ერთ გრძივ მეტრზე) მოქმედი მღუნავი მომენტი (იგივეა საძირკვლის ღერძზეც - ერთ გრძივ მეტრზე): M=(W x H2)/2 = (01 x 2 x 2)/2 = 0.2 x .

ძაბვა მემორიალის დაფის განიკვეში: p = M/W = 20 000/40 000 = 0,5 კგ/სმ2 << Riw = 712 კგ/სმ2 , აქ: w = (100 x 20 x 20)/6 = 40 000,0 სმ3

   საძირკვლის სიმძიმის ცენტრზე გამავალ ღერძზე მოქმედი მღუნავი მომენტი: M = 0,2 x 3 = 0.6 x .

ექსცენტრისიტეტი: e = M/N = 0.6/17,06 = 0.035 .

საძირკვლის ქვეშა ძაბვა: p = N/A (1 ± 6 x e/b) = 1 706/3 x 1,5 (1 ± 6 x 0,035/1,5) = 3.79 (1 ± 0.14),

მაქსიმალური ძაბვა: p = 3,79 (1 + 0.14) = 4,12 /2 << R0 = 20,0 /2.

სადგამების ჩასამაგებელ ანკერებზე (ცალ [თითოეულ] მხარეს) მოქმედი ძალა: N = M/h x 3 = 60 000/60 x 3 = 333,33 კგ.

 

8. ანკერის საჭირო ფართობი: A = 333,3/2000 = 0.17 სმ2.

ანკერის დიამეტრს ვიღებთ კონსტრუქციულად: D = 12 A-III., სიგრძე=800,0 მმ.

ანკერები წინასწარ ჩაწებდეს (WIT-C100 წებოს გამოყენებით) სადგამების ტანში (ნახვრეტების დიამეტრი: D = 14 მმ, სიღრმე = 400 მმ.) და ერთიანად ჩამონტაჟდეს საძირკველში წინასწარ მოწყობილ, დუღაბით შევსებულ, ოთხკუთხა ხვრელებში (ხვრელების ზომები: 50 x 50 x 400).

9. საძირკვლის ძირზე (ქვემოდან: 75 მმ = ზე) ვაწყობთ არმატურის ბადეს:

D = 12 A-III. ბიჯი = 200 მმ.;

ბეტონის კლასი სიმტკიცის მიხედვით: B25.

10. საძირკვლის ქვეშ ბეტონის მომზადება: t = 100 მმ. ბეტონის კლასი სიმტკიცის მიხედვით: B10.

 

3. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“

სამუშაოს წარმართვის თანამიმდევრობა

1. მემორიალის აღმართვის შესაბამის ნიშნულზე, კეთდება - ქვაბული, ზომებით:

სიგრძე - 4,0 მეტრი; სიგანე - 2,0 მეტრი; სიღრმე - 0,8 მეტრი.

 

2. ქვაბულის ცენტრში კეთდება - ბეტონის მომზადება [ე.წ. ბალიში], ზომებით:

სიგრძე - 3,7 მეტრი; სიგანე - 2,1 მეტრი; სისქე - 0,1 მეტრი [იხ. სურ. N1].

ბეტონის კლასი სიმტკიცის მიხედვით: B10.

 

3. ბეტონის მომზადების ცენტრში ისხმება რკ/ბ საძირკველი, ზომებით:

სიგრძე - 3,0 მეტრი; სიგანე - 1,5 მეტრი; სიმაღლე - 0,70 მ

[ნულოვან ნიშნულამდე - 0,50 მეტრი; ნულოვანი ნიშნულის ზევით - 0,2 მეტრი] [იხ. სურ. N2].

საძირკვლის ძირზე (ქვემოდან: 75 მმ = ზე) ვაწყობთ არმატურის ბადეს:

D = 12 A-III. ბიჯი = 200 მმ.; ბეტონის კლასი სიმტკიცის მიხედვით: B25.

 

4. საძირკველში, შესაბამის მანძილებზე წინასწარ ვაწყობთ ოთხკუთხა ხვრელებს (ხვრელების ზომები: 50 x 50 x 400 მმ.) [იხ. სურ. N2].

 

5. მემორიალისათვის, ბაზალტის ქვისაგან მზადდება წინასწარი ზომისა და ფორმის, ორი ცალი - სადგამი [იხ. ნახ. N3].

თითოეულ სადგამზე, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში კეთდება, ე.წ. ანკერებისათვის განკუთვნილი ნახვრეტები (ნახვრეტების დიამეტრი: D = 14 მმ, სიღრმე = 400 მმ.).

ანკერები წინასწარ უნდა ჩაწებდეს (WIT-C100 წებოს გამოყენებით) სადგამების ტანში

ანკერის დიამეტრს ვიღებთ კონსტრუქციულად: D = 12 A-III., სიგრძე=800,0 მმ.

 

6. ზემოთაღნიშნული წესით გამზადებული სადგამები, შესაბამის ადგილებზე, მათზე დატანილი ანკერების მეშვეობით, უნდა ჩამონტაჟდეს, საძირკველში წინასწარ მოწყობილ, დუღაბით შევსებულ, ოთხკუთხა ხვრელებში (ხვრელების ზომები: 50 x 50 x 400).

 

7. მუხის ხის იმიტაციის მქონე დიაბაზის ფილას, დამონტაჟების შემდეგ აქვს შემდეგი ზომები:

სიგრძე - 2,5 მეტრი; სიმაღლე - 2,0 მეტრი; სისქე - 0.2 მეტრი [იხ. ნახ. 4].

კარიერზე აღნიშნული ზომის მთლიანი დიაბაზის ფილის დამზადების შეუძლებლობის გამო, აღნიშნული ფილა მზადდება სამი ნაწილისაგან [იხ. ნახ. 5].

განაპირა [სადგამებში ჩამჯდარი] დიაბაზის ფილის ზომებია: 1,5 x 1,0 x 0,2 მ

შუა დიაბაზის ფილის ზომებია: 2,0 x 0,5 x 0,2 მ

დიაბაზის სამივე ფილის ქვედა [საყრდენი] ნაწილის ცენტრში კეთდება, ე.წ. ანკერებისათვის განკუთვნილი ნახვრეტები (ნახვრეტების დიამეტრი: D = 14 მმ, სიღრმე = 400 მმ.).

ანკერები წინასწარ უნდა ჩაწებდეს (WIT-C100 წებოს გამოყენებით) სადგამების ტანში

ანკერის დიამეტრს ვიღებთ კონსტრუქციულად: D = 12 A-III., სიგრძე=800,0 მმ.

წინასწარი დამუშავების მქონე დიაბაზის ფილის სამივე ნაწილის ადგილზე მონტაჟი ხორციელდება მათი ერთმანეთთან შეწებების გზით.

 

8. სადგამების შესაბამის ადგილებში წინასწარ ვაწყობთ ოთხკუთხა ხვრელებს (ხვრელების ზომები: 50 x 50 x 400 მმ.) [იხ. სურ. N3].

 

9. ზემოთაღნიშნული წესით გამზადებული დიაბაზის თითოეული ფილა, შესაბამის ადგილებზე, მათზე დატანილი ანკერების მეშვეობით, უნდა ჩამონტაჟდეს, სადგამებსა [იხ. ნახ.3] და მემორიალის ფუნდამენტზე [იხ. ნახ.2] წინასწარ მოწყობილ, დუღაბით შევსებულ, ოთხკუთხა ხვრელებში (ხვრელების ზომები: 50 x 50 x 400).

 

10. მემორიალის შესაბამის ადგილებში [იხ. სურ. N6], კერძოდ

მუხის ხის იმიტაციის მქონე დიაბაზის ფილის ორივე მხარეს, ცენტრალურ ადგილზე, ისევე როგორც - მემორიალის სადგამებზე, წინა და უკანა მხარეებზე, მაგრდება: საჭირო წარწერის მქონე - თითბერისაგან დამზადებული ფურცლები [იხ. ნახ. N6];

 

11. აღნიშნული სამუშაოების დამთავრების შემდეგ, მემორიალის საძირკველზე დადგმის ადგილზე, ანუ მიწის ნულოვანი ნიშნულიდან - 0,2 მეტრის სიმაღლეზე, ვიდრე - საძირკვლის ნულოვან ნიშნულამდე, მთელ პერიმეტრზე [სიგრძე - 3,0 მეტრი; სიგანე - 1,5 მეტრი; სიმაღლე - 0,20 მეტრი] ეწყობა - დიაბაზის მასალაში [სისქე - 30 მმ] გადაწყვეტილი მოპირკეთება.

 

ბოლოს გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ გაგვაჩნია აღნიშნული მემორიალური ძეგლის საავტორო უფლება.

 

5. დაფინანსების წყარო

ჩვენის აზრით, ძეგლის დაფინანსება უნდა მოხდეს ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. დღეის მდგომარეობით არსებული ფასების გათვალისწინებით, მემორიალის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა მერყეობს: 20-25 ათასი ლარის ფარგლებში.

პატივისცემით

ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის

აკადემიის“ პრეზიდენტი,

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი