Print

26 სექტემბერი - ქ. თბილისის მერს ბ-ნ კახი კალაძეს

ჩაბ. N 10/01192693067-01, 26/09/2019.

ქალაქ თბილისის მერს

ბატონ კახი კალაძეს!

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის

„თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

 

ღია მიმართვა

 

ბატონო კახი!

ვითვალისწინებთ რა საქართველოში 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ისტორიული გამარჯვების მნიშვნელობას; აგრეთვე

ვიზიარებთ რა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ ორიენტირებული დღევანდელი მმართველი ძალის საქმიანობის სულისკვეთებას; და

სათანადოდ ვაფასებთ რა ქალაქ თბილისის მერის პოსტზე თქვენი ძალისხმევით წარმართულ აღმშენებლობით საქმიანობას,

გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

 

როგორც მოგეხსენებათ - გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე, ორ წლიანი ინტერვალით მომხდარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესი - 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედია, და - 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება - ორგანულად დაუკავშირდა ერთმანეთს.

 

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართული, 1989 წ. 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის ჯარის მიერ საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგის სისხლიანი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, ყველა მნახველს ახსენებს ამ ადგილას განვითარებულ მოვლენას.

 

ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე -1991 წ. 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით მოქმედმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

ბატონო კახი!

იმედს გამოვთქვამთ რა, რომ - თქვენი რანგის სახელმწიფო მაღვაწისათვის ძნელი არ იქნება სათანადოდ აღიქვას, ქვეყნის ისტორიის ამსახველ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოთა წარმოჩენისაკენ გადაგმული ნაბიჯის მნიშვნელობა,

გთავაზობთ, რომ

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ადგილას, ანუ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაიდგას ამ მოვლენის სათანადო ვიზუალური აღთქმისათვის განკუთვნილი მემორიალი.

 

აღნიშნული საკითხის ამ კუთხით გადაწყვეტა, ვფიქრობთ, ხაზს გაუსვამს არა მარტო 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელთა წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიღწევის საქმეში,

არამედ, ყველა მნახველს შესაძლებლობას მისცემს სათანადოდ გაიაზროს საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წ. 9 აპრილსა და 1991 წ. 9 აპრილს მომხდარი, ამ ორი, უმნიშვნელოვანესი მოვლენის ორგანული ურთიერთ კავშირის მნიშვნელობა.

 

პარლამენტის შენობის საერთო ფასადური ფონის გათვალისწინებით - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი“, უნდა დაიდგას 1989 წ. 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მემორიალის მარჯვენა გვერდითა მხარეს იმ მანძილზე, რომ დაცული იყოს ამ ორი ძეგლის პარლამენტის შენობის ფონზე განთავსების სიმეტრიულობა.

 

ბატონო კახი!

თქვენი და თქვენი გუნდის მიერ, მოახლოებული 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების ფონზე, სათანადო პოლიტიკური ნების დაფიქსირების შემთხვევაში, ხსენებული - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“, თუნდაც:

- 2019 წლის 31 დეკემბერს,

ანდა - 2020 წ. 9 აპრილის დღეებში გახსნა, კარგი საჩუქარი იქნება:

არა მარტო - ჩვენი ქვეყნის ბედზე მაფიქრალთათვის;

არამედ ხელს შეუწყობს - დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და საქართველოს ამომრჩეველთა შორის სათანადო თანამოაზრეობის სულისკვეთების გამყარებას.

 

ჩვენ კი, როგორც - მიმდინარე ბოლო ჟამის კვლევის კუთხიდან მომზირალი, დღევანდელობაში განვითარებული მოვლენების ობიექტურად შემსწავლელი ჯგუფის წარმომადგენლებმა

თქვენგან გამოხატული მზაობის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ პრაქტიკული განხორციელების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ნებისმიერ შეხვედრაში.

 

16-17 ათასი ლარის სავარაუდი ხარჯთახრიცხვის მქონე - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ დანართი: სულ - 24 გვერდი; მათ შორის:

1. დანართი N1:აღწერილობა - 4 გვ.; შესაბამისი სურათები - 8 გვ.;

2. დანართი N2: კონსტრუქციული გაანგარიშება - 2 გვ.;

3.დანართი N3: სამუშაოის თანამიმდევრობა - 3 გვ.; შესაბამისი სურათები - 7 გვ.

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით:

 

ზვიად გამსახურდიას სახელობის

„თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“

პრეზიდენტი,

აკადემიური დოქტორი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2019 წ. 26 სექტემბერი