Print

N 12. „საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ [2014 წლის 8 მაისი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა, რომ - დღეისათვის არსებული ყველა რელიგიური [მათ შორის ათეისტური] მიმდინარეობა, მკვეთრად ემიჯნება ცოდვასთან გაიგივებული [გათანაბრებული] არატრადიციული ორიენტაციის მიმდევართა და მათი მხარდამჭერი ე.წ. ფსევდო-ლიბერალების ქმედებას - მოახდინონ ცოდგის ლეგალიზაცია; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყანაში მოსალოდნელი იმ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება მოყვეს ხელისუფლების მხრიდან - ცოდვის ლეგალიზაციის მცდელობას; და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.- 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 12 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 8 მაისი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

„საქართველოს კანონი

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს კანონში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (07/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.017403) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

„1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნების, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს კანონი

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

განმარტებითი ბარათი

 

„სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და

ჩამოვედი სანახავად,

არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები“

[დაბ. 18,20-21]

საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი...“

[კონსტიტუცია, მუხლი 5,1]

 

მსოფლიო ხალხთა ისტორიიდან არაერთი მაგალითია ცნობილი იმისა, თუ ქვეყნის ძირითად მაცხოვრებელთა მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ზნეობრივი ფასეულობების საწინააღმდეგოდ მომქმედი ხელისუფალი, როგორ ტრაგიკულად ამთავრებს თავის საქმიანობას.

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ [მუხლი 6,1].

და აი, სახელმწიფოს ეს უზენაესი კანონი ნათლად განსაზღვრავს, რომ: „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“ [მუხლი 5,1].

შესაბამისად, ვითვალისწინებთ რა, რომ ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ადეკვატურად რეაგირებდეს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გამოხატული ნებით, შემოვდივართ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც, დღეისათვის მომქმედ კანონში შემდეგი ხასიათის ცვლილების განხორციელებას ისახავს მიზნად:

1. საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, პირველ მუხლში ვკითხულობთ:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნების, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში დამკვიდრებული ნორმის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისაგან განსხვავებით, უფრო მეტ უფლებებს ითვალისწინებს [მაგ. არჩევნებთან მიმართებაში].

შესაბამისად, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც „მოქალაქეობის“ მიუხედავად, „ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა“-ს ისახავს მიზნად, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, და აუცილებლად უნდა გასწორდეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველი მუხლიდან ჩანაწერის - „მოქალაქეობისა“ ამოღებას.  

2. განსახილველი კანონის პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, თავისი არსით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისაღებ ზნეობრივ ფასეულობებთან.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა შეგახსენოთ შემდეგი:

სალექსიკონო განმარტებებში თუ ჩავიხედავთ ვნახავთ, რომ - „სექსუალური ორიენტაცია გულისხმობს იმას თუ რომელი სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვს ადამიანს ემოციური და სექსუალური ლტოლვა“; და კიდევ - „გენდერული იდენტობა/თვითაღქმა გულისხმობს იმას თუ რომელ ბიოლოგიურ ან სოციალური სქესთან ახდენს ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას“.

ამასთანავე - „...სექსუალური ორიენტაცია როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება: ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა (ასექსუალობა ხშირად ითვლება მეოთხედ). ეს სამი არსებობს ჰეტეროსექსუალურ-ჰომოსექსუალურ კონტინუუმს შორის და დამწკრივებულია ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალობიდან ექსკლუზიურად ჰომოსექსუალობისკენ; შუაში მოიცავს ბისექსუალობის მრავალ სახეობებს. ეს კონტინუუმი ყველას ვერ ერგება, რადგან ზოგი ადამიანი თავს ასექსუალად აიგივებს. ეს ხაზოვანი სკალა არის სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური იდენტობის უფრო მეტად ნიუანსური ბუნების გამარტივება; ბევრი სექსოლოგი მას ზედმეტად გამარტივებულად თვლის.

სექსუალურ სურვილთა ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანთა კლასიფიცირება თანამედროვე დასავლური ცნებაა.

სექსუალური ორიენტაციის სახეობები[ა]:

ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია - მხოლოდ ან განსაკუთრებულად საპირისპირო სქესით გატაცება (ჰეტეროსექსუალი);

ბისექსუალობა - როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესით გატაცება; არა აუცილებლად ერთ დონეზე და არა აუცილებლად ერთდროულად;

ჰომოსექსუალობა - მხოლოდ ან განსაკუთრებით საკუთარი სქესით გატაცება (გეი, ლესბოსელი, ჰომოსექსუალი);

პანსექსუალობა - საზღვრებს შორის მოქცეული სქესის გარდა სხვა „გარდამავალი“ სქესით გატაცებაც (პანსექსუალი)...“.

საქართველოს კანონის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის თაობაზე არსებული ჩანაწერის მიზანია - ქართულ სამართლებრივ სივრცეში აღნიშნული კანონის ნორმის დამკვიდრებით, მიაღწიონ ტრადიციული და არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის მიმდევართა უფლებების გათანაბრებას.

ამ უკანასკნელთ, ხშირად „სექსუალურ უმცირესობებადაც“ მოიხსენიებენ [რომელთა სექსუალური იდენტურობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისგან. ეს ტერმინი გაჩნდა 1960 წლიდან, როდესაც გამოვიდა ლარს უილერსტამის წიგნი „ეროტიული უმცირესობები"].

უკვე ხსენებულის გარდა, არსებობს მრავალგვარი გადახრის, ანუ არატრადიციული ორიენტაციის მატარებელ პირთა ჯგუფი, მათ შორისაა:

- ანდროფილია [ბერძნ. „ანდროს“ - კაცი; „ფილია“ - სიყვარული) - მოზარდი კაცისადმი რომანტიკული, ემოციური, ან სექსუალური ინტერესი];

- გინეფილია [მოზარდი ქალისადმი რომანტიკული, ემოციური, ან სექსუალური ინტერესი];

- პედოფილია [ლტოლვა პატარა ასაკის გოგონების მიმართ ან მისწრაფება მოზარდი გოგოების მიმართ, რომელსაც ეფებოფილია ეწოდება];

- ზოოფილია [ცხოველების მიმართ სექსუალური ინტერესი];

- ნეკროფილია [გვამის მიმართ სექსუალური ინტერესი] და სხვა.

სხვადასხვა ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით უმრავლესი ამათთაგანი კანონით დასჯად ქმედებათა რიცხვს მიეკუთვნება.

მსოფლიოში არსებული აბსოლუტურად ყველა რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნებისმიერ ფორმას - ერთ-ერთ უპირველეს ცოდვათა რიგს მიაკუთვნებს, მთელი არსით ეწინააღმდეგება ამ ცოდვის პროპაგანდის ყოველგვარ გამოვლენას.

საქართველოს კანონის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ანუ ცოდვის მატარებელ პირთა ჯგუფს, აძლევს რა - „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის“ უფლებას, საკანონმდებლო დონეზე, ხელს უწყობს [და ახალისებს], რათა არაჯანსაღი ზნეობის მატარებელმა პირებმა, მოახდინონ თავად ამ ცოდვის პროპაგანდა.

ზემოთქმული, პირდაპირ თუ ირიბად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეებისათვის დღეს მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულ დებულებებთან. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:

ა) აქართველოს კანონ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, ახალისებს ე.წ. ფსევდო-ლიბერალურ ფასეულობებზე ორიენტირებულ პირთა მცდელობას - არატრადიციულ სქესობრივ ორიენტაციათა შორის გამოყონ ზოგიერთი მათთაგანი, და ტრადიციულ ორიენტაციის მიმდევრებთან მათი გათანაბრების მიზნით, მიაღწიონ, მათთვის საყოველთაოდ აღიარებული ისეთი ადამიანური უფლებების მიღებას, როგორიცაა - სხვადასხვა თავშეყრის, მიტინგებისა და მსვლელობების ჩატარების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. დიახ, კანონის ხსენებული ჩანაწერი საშუალებას აძლევს ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შეუზღუდავად გამოყენების საბაბით, მოითხოვონ თავისი ამორალური ზნეობრივი ფასეულობების ღიად გამოყენების უფლება. კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ - „ ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“ [მუხლი 25,1].

მაშასადამე, ხსენებული კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამ ცოდვაში ჩავრდნილთა ე.წ. „გუნდის“ მხრიდან ამ უფლების გამოყენებით თავისი ცოდვების ფართოდ რეკლამირების [მსვლელობებზე, მიტინგებზე...] უფლების მოპოვებაა;

ზემოთქმული კი, ლახავს საქართველოს მაცხოვრებელთათვის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს, რომლის თანახმადაც - „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია: [მუხლი 17,1].

ე.წ. სექსუალური უმცირესობის ამორალური ზნეობრივი ფასეულობები ლახავს საქართველოს მაცხოვრებელთა ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური ღირებულებების მქონე უმრავლესობის პატივსა და ღირსებას;

 

ბ) „საქართველოს კონსტიტუცია“-ში ვკითხულობთ:

„1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. 2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები“ [მუხლი 44].

ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთათვის საქართველოს მოქალაქეთა უფლებებით თანაბრად სარგებლობის უფლების მინიჭება და მათ მიერ ამ უფლებათა გამოყენების საბაბით ამორალური ზნეობრივი კატეგორიების სხვადასხვა თავყრილობათა ფორმით [მიტინგები, დემონსტრაციები და სხვა] ღიად გამოხატვით დაირღვევა - კონსტიტუციით გარანტირებული ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საქართველოს უმრავლესობის მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული ცხოვრების წესი;

 

გ) „საქართველოს კონსტიტუცია“-ში ვკითხულობთ:

„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. 3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“ [მუხლი 19,1-3].

როგორც ვხედავთ, ქვეყნის უმაღლესი კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ - „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“, ანუ ხსენებული უფლებით მოსარგებლემ, თავისი ქმედებით, არ უნდა შელახოს სხვათა უფლებები.

ფსევდო-ლიბერალური პოზიციების მატარებელი, ხსენებული კანონის განსახილველი ჩანაწერის საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან დაპირისპირების მთავარი მიზეზიც ეს გახლავთ. სახეზე გვაქვს უმცირესობის ასეთი ჯგუფის მხრიდან, უმრავლესობის შეხედულებათა იგნორირების ფონზე განხორციელებული ძალადობა - ნებისმიერ ფასად მიაღწიონ ცოდვის ლეგალიზებას. ეს უკანასკნელი კი აშკარად ლახავს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ფუნდამენტურ უფლებებს;

 

დ) „საქართველოს კონსტიტუცია“-ში ვკითხულობთ - „1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“ [მუხლი 36].

აქართველოს კანონ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის, ხსენებული კონსტიტუციური ჩანაწერის უფლების თანაბრად გამოყენების საბაბით, დღის წესრიგში დადგეს ამ ცოდვაში ჩავრდნილთა ე.წ. „გუნდის“ მიერ მომდევნო მთავარი მიზნის განხორციელება ერთსქესიანთა ქორწინების უფლების დაკანონება.

 

საქართველოს კანონის - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მე-5 მუხლში: „ამ კანონის დებულებათა არასწორად გამოყენების აკრძალვა“, ვკითხულობთ:

- „2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებას“.

კანონმდებლის მიერ გაკეტებული ხსენებული ჩანაწერი, ცდილობს როგორმე შეარბილოს ის მოსალოდნელი წინააღმდეგობა, რაც ამ კანონის მიღებას ახლავს თან.

ამავე კანონის პირველ მუხლში დაფიქსირებული ხსენებულ - „სექსუალური ორიენტაცია“-ზე მიმანიშნებელი ჩანაწერი, რომელიც სხვათა უფლებებთან გათანაბრების მიზანს ამოფარებით, ცოდვის ლეგალიზაციის მცდელობაა, დიახაც ეწინააღმდეგება იქვე მოცემული მე-5 მუხლში დეკლარირებულს.

ბიბლიაზე დაფუძნებული, ქრისტიანული სამყაროს კანონმდებლობის განმსაზღვრელი - „დიდი სჯულის კანონი“, მკვეთრად ემიჯნება გაუკუღმართებული ქმედების ნებისმიერ გამოვლენას.

მოდით, ამჯერად მხოლოდ ქართული სინამდვილის უბრწყინვალესი ნიმუში - „რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა [1105 წ.] [კანონები]“ გავიხსენოთ. კერძოდ მის მე-18 მუხლში ვკითხულობთ:

„ღვთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სოდომელთა ცოდვა, არ ვიცით როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისგან, ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს:

მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი - კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ.

მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: „სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები“ [შესაქ. 18,20-21]. ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა!...

თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასათვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნობთ ყველას -

დიდსა და მცირეს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს -

განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლისწერის წაკითხვის შემდეგ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღვთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღვთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის.

ამასთან ერთად, ჩვენგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას“ [„დიდი სჯულისკანონი“, თბ. 2004 წ. გვ. 310-312].

 

მოდით ვნახოთ, რას გვამცნობთ ღმერთის ნების ამსახველი ბიბლია:

„არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა“ [ლევ. 18,22]

„წმიდაჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი...

ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“ [ლევ. 20,7-8; 13].

პავლე მოციქულის პირით ღმერთი გვაფრთხილებს - „...მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას“ [რომ. 1,26-28];

„ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ [1 კორ. 6,9-10];

„რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში“ [ეფეს. 5.5].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველი მუხლიდან ჩანაწერის - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ ამოღებას.

 

წინამდებარე განმარტებითი ბარათი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მიერ, 2014 წ. 20 აპრილის სააღდგომო ეპისოლეში გადმოცემული შეგონებით გვინდა დავასრულოთ:

„...თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ“.

 

გვახსოვდეს, განკითხვის დღეს, ყველანი ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს! ამიტომ, ღმერთმა მოგცეთ საკუთარი სულის ხსნისათვის საჭირო მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა,

მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი],

შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე,

ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.