Print

N 11. „საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ [2014 წლის 1 აპრილი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ხელისუფლების სათავეში მოსულმა მ. სააკაშვილმა, მის მხარდამჭერ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, „წარმატებით“ გააგრძელა მანამდე მომქმედი ედ. შევარდნაძისა და მისი მხარდამჭერი ძალის მიერ დაწყებული ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესი. 2003 – 2012 წ.წ. ცხრაწლიანი მმართველობითი პოლიტიკური რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობა ჩვენი ქვეყნის უდიდეს ტრაგედიად გადაიქცა.

ჩვენ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიგვაჩნია რომ, ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ამიტომ:

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 1 აპრილი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. "> This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოში 2003– 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და

მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“

 

თავი 1.

ზოგადი დებულება

მუხლი 1. 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების დანაშაულებრივი ხელისუფლება, და ქვეყნის სათავეში, წინა პოლიტიკური რეჟიმის სამართალმემკვიდრე, იმ სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა, რომლის ცხრაწლიანი მმართველობის დროსაც - არნახულ დონეს მიაღწია ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური დარღვევის ფაქტებმა; ახალ ხარისხში იქნა აყვანილი ქვეყნის ტერიტორიული რღვევის პროცესი; ეკონომიკური საფუძვლების მოშლამ უკიდურესობამდე გააუარესა მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე.

პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში.

 

თავი 2.

2003 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასება

მუხლი 2. 2003 – 2004 წლების გასაყარიდან- 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი.

 

თავი 3.

2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შეფასება

მუხლი 3. 2003 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობის ყველა იმ პირს, რომელიც, დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი];

- მინისტრი;

- მინისტრის მოადგილე;

- მთავრობის წევრი;

- მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამკვიდრებელს აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

თავი 4.

გარდამავალი დებულება

მუხლი 4. ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნას - „2003-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირთა დამდგენი კომისია“.

მუხლი 5. ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის მანძილზე, პლენარულ სხდომაზე გამოსატანად მომზადდეს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი, რათა 2003 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდის ყველა იმ წევრს, რომელმაც 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს   წევრის სტატუსით მოიპოვა დეპუტატის მანდატი, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 54,1-ზე დაყრდნობით - შეუჩერდეს სადეპუტატო უფლებამოსილება.

 

მუხლი 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: საქართველოს კანონი - საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

თავი 1. შესავალი

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ, გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე სამართლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებული საქმიანობის ახალ ეტაპზე აყვანის რეალური საფუძველი შექმნა...

2012 წ. 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატული საქართველოს მოსახლეობის ნების რეალურად განმახორციელებელი პოლიტიკური გუნდისათვის, ნათელი უნდა იყოს, თუ რა ზიანის მომტანი აღმოჩნდა 2003 წ. ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის სათავეში მოსული მ. სააკაშვილის მიერ დამყარებული, დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი შემქმნელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობა.

 

თავი 2. საქართველოს სინამდვილეში არსებული პრეცედენტი

 

1. ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის თაობაზე, 1991 წ. 26 აგვისტოს, მიღებულ იქნა - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება:1991 წლის 19-21 აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, აფხაზეთის კპ რესპუბლიკური კომიტეტის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის კპ საოლქო კომიტეტისა და .. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ“, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

- „6. შეჩერდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეულ დეპუტატთა უფლებამოსილება; სამანდატო და დეპუტატის ეთიკის კომისიამ მოამზადოს და სესიის მომდევნო სხდომაზე დააყენოს ამ დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი.

7. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი კომუნისტური პარტიის წევრობის გამო.“.

ვფიქრობთ, რომ ხსენებული დადგენილებით განსაზღვრული საკანონმდებლო რეგულაცია, ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადების რეალიზების ერთგვარ პრეცედენტად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

2. გვინდა შევეხოთ, 2015 წ. 28 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ № 2/5/560 გადაწყვეტილებას.

როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო დავის საგანს წარმოადგენდა:

„საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.“.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები ასეთი შინაარსისაა:

„მუხლი 14. ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

მუხლი 17. 1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

მუხლი 29. 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.

როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის [თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვ] აღნიშნულ ქვეპუნქტებში გამოკვეთილია:

„გ) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები;

) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები;“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, კერძოდ ვკითხულობთ:

„1. კონსტიტუციური სარჩელი #560 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. კონსტიტუციური სარჩელი #560 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. არაკონსტიტუციური ნორმები იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან...“.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას, კერძოდ ხაზი გაუსვა, რომ

12. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელისთვის კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან...

16. სადავო ნორმებით მოსარჩელეს და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს სრულად და უვადოდ ერთმევა სახელმწიფო სამსახურის მნიშვნელოვან სეგმენტში საქმიანობის უფლება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე ყოფილი სსრკ-ის პერიოდში გარკვეულ პარტიულ თანამდებობებს იკავებდა...

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ დროის ხანგრძლივობასთან ერთად აქტუალობას კარგავს საფრთხეები და გამოწვევები, რაც წარმოადგენდა სადავო ნორმატიული აქტის მიღების მიზეზს. სადავო ნორმა მოსარჩელეს მე-8 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავების უფლებას უკრძალავს იმის შეფასების გარეშე, თუ რამდენად რეალისტურია ეს საფრთხეები და რამდენად წარმოადგენს მოსარჩელე დღესაც იმავე საფრთხის მატარებელს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის...

25. სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა მოქმედებს უვადოდ. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პირებმა, რომლებიც, თუნდაც ერთ დროს იზიარებდნენ კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიას და იკავებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებს კომუნისტურ პარტიაში, გარკვეული დროის შემდეგ შეიცვალონ დამოკიდებულება. კანონმდებელი არ ითვალისწინებს ადამიანის როგორც თავისუფალი ინდივიდის უნარს, შეიცვალოს შეხედულებები და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესის საფუძველზე პირებს სამუდამოდ და უპირობოდ აქვთ წართმეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება.“.

როგორც ვხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლომ მთავარი აქცენტი გააკეთა - თანამდებობის „სრულად და უვადოდ“ აკრძალვაზე, რამეთუ მოქმედი კანონი - „არ ითვალისწინებს ადამიანის როგორც თავისუფალი ინდივიდის უნარს, შეიცვალოს შეხედულებები და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა.“

ჩვენს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში, ეს ნორმა სრულად გამართულია, და, გარკვეული პირებისათვის, დადგენილია თანამდებობის დაკავების შეზღუდვის კონკრეტული ვადა - „ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები, რომლებსაც საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში ეკავათ არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

 

თავი 3. 2004 – 2012 წლებში საქართველოში დამყარებული

დანაშაულებრივი რეჟიმების და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის საკითხისათვის

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2003 წლის ნოემბერში, .. ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და ქვეყნის სათავეში ახალი, სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1999 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ, . სააკაშვილის გუნდის ზეწოლით განხორციელებული საკანონმდებლო [კონსტიტუციური] ცვლილებები, ერთის მხრივ მ. სააკაშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოკალათებული ძალისათვის განუზომელი ძალაუფლების თავმოყრის იურიდიულ საფუძვლად იქცა;

და მეორეს მხრივ, ხელისუფლებაში დამკვიდრებული ძალის მიერ გაუგონარი მაშტაბების უკანონო ქმედებებმა, კიდევ უფრო ცხადი გახადა 2004 და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო .. არჩევნების არალეგიტიმურობა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2008 წლის აგვისტოში, . სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელმა ქმედებებმა, ყოველმხრივ შეუმზადა ნიადაგი რუსეთის ფედერაციას, რათა იგი, თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად, არა მარტო ჩართულიყო სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ ქმედებებში, არამედ ეღიარებინა კიდეც აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის“ ფორმალური დამოუკიდებლობა და ამ .. დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოთხოვნით თავისი შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა დაეკანონებინა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2004 და 2008 წლების ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო „არჩევნებით“ ქვეყნის მართვის სათავეებთან მოსული მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუთვლელი ქმედებების შედეგად გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია ქართული ცნობიერების მოშლა-გადაგვარებისაკენ მიმართულმა საქმიანობამ... ფეხქვეშ გაითელა ადამიანის თითქმის ყველა უფლება... ციხეები გაივსო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაკავებული პირებისაგან...

ქვეყანაში მცხოვრები აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა ე.წ. სახელისუფლებო ელიტაში მყოფი და მათთან დაახლოებულ ჯგუფში შემავალი მცირე წრის უზომო ფუფუნება, რომელთა კეთილდღეობის ყოველდღიური წარმოჩენა, მთლიანად ქვეყნის წინსვლის დემონსტრირების ფორმალურ საფუძველად იქცა...

მხედველობაში ვიღებთ, რომ

აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისა და ამ პ/გ-ების რიგითი წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა,

ყოველივე ზემოთქმულიდან [და არამარტო აქედან] გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ყველა საფუძველი არსებობს დღის წესრიგში დადგეს და დადებითად გადაიჭრას კიდეც, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული საკითხი.

 

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- კობაიძე ალექსანდრე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „განსჯა“-ს თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“, ინიციატორია - საზოგადო-ებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობაიძე ალექსანდრე [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა,

მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი,

შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა,

ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.