Print

N 10 - „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ [2014 წლის 25 მარტი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, საქართველოს ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამრუდების გამო, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავედ აისახა მთიანი რეგიონების ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემებთან მიმართებაში. აღნიშნული საკითხის დარეგულირებაში სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვის შემუშავების მიზნით:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ ანონპროექტს: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 25 მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის -

„განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე

 

თავი 1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, საქართველოს ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამრუდებით გამოწვეული მთიანი რეგიონების უმძიმესი ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით შეიქმნას - „განსახლების ფონდი“.

 

თავი 2. „განსახლების ფონდი“-ს საქმიანობის განმსაზღვრელი დებულების შემუშავების მიზნით - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; ლტოვილთა და განსახლების სამინისტროების; აგრეთვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით, შეიქმნას: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში განთავსებულ დაცლილ თუ ნახევრად დაცლილ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხს;

2. „განსახლების ფონდის“ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ადგილის ხსენებული კატეგორიის ოჯახებისათვის საკუთარ მფლობელობაში გადაცემის საკითხს, პირველი ერთი წლის მანძილზე მასში მუდმივად ცხოვრების შემდეგ და ხუთი წლის მანძილზე გაყიდვის უფლების გარეშე;

3. საქართველოს მთიან რეგიონებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ამ რეგიონებში განსახ-ლებული საქართველოს მოქალაქეთა ზემოხსენებული ნაწილისათვის - საგადასახა-დო შეღავათების, დემოგრაფიული დახმარების დაწესებისა და კომუნალური გადასახადების სრული სუბსიდირების შემოღების საკითხებს;

4. „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს ეფექტური საქმია-ნობისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს.

 

თავი 3. საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება, კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირის ვადაში, დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული შესაბამისი განკარ-გულებით.

 

თავი 4. კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში, შემუშავებული კანონპროექტი საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემათა დარეგულირების - „განსახლების ფონდი“-ს საქმიანობის შესახებ“, წარმოდგენილი იქნეს საპარლამენტო განხილვისათვის.

 

თავი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

 

კანონპროექტი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის -

„განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე

 

განმარტებითი ბარათი

 

მე-18 და მე-19 საუკუნეებიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გაუქმებისა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ანექსიის შემდგომი დროის მანძილზე, მიზანმიმართული იმპერიული პოლიტიკის განხორციელებას, უმძიმესი დემოგრაფიული ფონის შექმნა მოჰყვა.

ერთის მხრივ: 1918 – 1921 წ.წ., და მეორეს მხრივ: 1990 - 1991 წ.წ. დაწყებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზი, გარე და შიდა ძალების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო - გამრუდდა.

1992 -2012 წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა, და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიას, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობამ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრება:

- სამართლებრივი სივრცის არასწორმა განვითარებამ, ეკონომიკური გარემოს დამძიმება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის [დროებითი] დარღვევა გამოიწვია;

- გაუსაძლისი პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წამსვლელთა დიდ ნაკადსა და ეკომიგრანტთა ჯგუფს, თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებულთა ნახევარმილიონიანზე მეტი ლტოლვილთა არმია შეემატა;

- საქართველოში ფეხმოკიდებულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ არნახულად გაზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხვედრითი წილი;;

- დანაშაულებრივი საბანკო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ჩამოყალიბდა იპოთეკით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეთა მრავალათასიანი ჯგუფი;

- მიზეზთა გამო მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდათ, დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტობრივად, ქუჩაში წასვლა უწევთ;

- დამძიმებულმა ეკონომიკურმა გარემომ, გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა მთიანი რეგიონების დაცარიელებისათვის; და ა.შ.

ზემოთხსენებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო ქმედითი ზომების განხორციელების საქმეში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადასადგმელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება, შემოთავაზებული კანონპროექტის - საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ რეალიზება.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა პაკეტით განსაზღვრული - „განსახლების ფონდის“ საქმიანობა, უნდა დაემყაროს ორი უმთავრესი მიზნის განხორციელებას:

- სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში ბინების შეძენითა და მუდმივ საკუთრებაში გადაცემის გზით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას; და

- დაცარიელებული, ან ნახევრად დაცარიელებული მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის საჭირო გარემო პირობების [ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე თუ დიდი ინვესტიციების მოზიდვის გზით სამუშაო ადგილების შექმნა...] ჩამოყალიბებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ღვთის შეწევნითა და შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება - ზოგადად ქვეყანაში, და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში არსებული ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების საბოლოო დაძლევა.

 

თავი 2. კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“ -ს ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- კობაიძე ალექსანდრე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „განსჯა“-ს თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობაიძე ალექსანდრე [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა,

მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი,

შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა,

ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.