Print

N 9. „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“ [2014 წლის 18 მარტი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

1992 -2012 წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა, და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიას, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ - იპოთეკარები. ამიტომ:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ ანონპროექტს: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 3 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 18 მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ

იპოთეკით დაზარალებულთა

საკითხის დარეგულირების მექანიზმი“

 

თავი 1. 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა მიერ 1992 წ. 2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობამ უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს მოსახლეობას.

 

თავი 2. საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ შექმნილი არაჯანსაღი სამართლებრივი სივრცის გამო იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6. 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკარების დახმარების არასამთავრობო ფონდი“-ს შექმნის საკითხს.

 

თავი 3. საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

თავი 4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაჩეროს იპოთეკარების გამოსახლების თაობაზე მიღებული სააღსრულებო წარმოების აღსრულება, საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე;

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

 

კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა

საკითხის დარეგულირების მექანიზმი“

 

განმარტებითი ბარათი

 

1992 -2012 წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა, და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიას, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის - იპოთეკართა პრობლემის მოგვარება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების პარალელურად, ხელისუფალი ვალდებულია, შესაბამისი სამართლებრივი ფონის შექმნით, შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საკანონმდებლო გადაწყვეტილებათა გამო დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენს მიერ შემუშავებული საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალია, რომელთა ბაზაზე მიღებული გონივრული გადაწყვეტილება, შესაძლებლობას მისცემთ იპოთეკით დაზარალებულებს, სახელმწიფოს დახმარებითა და ხელშეწყობით, თავადვე მოახერხონ მათ წინაშე მდგარი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება.

 

თავი 2. კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“ -ს ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- კობაიძე ალექსანდრე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „განსჯა“-ს თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობაიძე ალექსანდრე [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა,

მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი,

შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.