Print

N 8. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ“. [ერთადა] [2014 წლის 11 მარტი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი, ამიტომ:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ ანონპროექტს:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 12 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 11 მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -> This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“

შესატანი ცვლილების შესახებ

 

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ [2012 წლის 22 ივნისი, №6533-Iს] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 31-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] პირველ პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

ჟ) საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხთა [„ეროვნული თანხმობის დარბაზი“], შემდგომში „ერთადა“;

 

2. 32-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] პირველ პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. „ერთადა“-ს შემადგენლობა განისაზღვრება, პარლამენტის წევრებისა და ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკურ გაერთიანებათა თითო წარმომადგენელთაგან, რომლებმაც დააგროვეს აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 0,5%-ზე მეტი და 5%-ზე ნაკლები ხმები“.

 

3. 32-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მე-2 და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის [გარდა „ერთადა“-ს] შემადგენლობაშია არანაკლებ 10 პარლამენტის წევრი. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის შემადგენლობაში [გარდა„ერთადა“-ს კომიტეტისა] შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად“;

 

4. 33-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მეორე პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. „ერთადა“-ს კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, თავისი რიგებიდან, ასახელებს ის პოლიტიკური გაერთიანება (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების მიხედვით, დაიკავა ბოლო ორი ადგილი“.

 

5. 33-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘4. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან [თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელ დეპუტატთაგან] წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე“.

 

6. 33-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მეექვსე პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:

„61. „ერთადა“-ს კომიტეტის თავმჯდომარის ახალი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს, კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას“.

 

7. 34-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეკომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, „ერთადა“-ს არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენელი კომიტეტის წევრთა სამი მეხუთედი“;

 

8. 36-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების მიხედვით, ბოლო ორ ადგილზე გასული პოლიტიკური გაერთიანება კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში არ წარადგენს კომიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან [თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელ დეპუტატთაგან] წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე“;

 

9. 37-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მესამე პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ.„ერთადა“-ს კომიტეტის“ წევრის, 32-ე მუხლის 11 პუნქტით განასაზღვრული დასახელების უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან“;

 

10. 38-ე მუხლს [კარი 2, თავი 5] დაემატოს შემდეგი შინაარსის „4“ პუნქტი:

„4. „ერთადა“-ს დებულება, პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცების შემდეგ, მიღებული უნდა იქნეს, „ერთადა“-ში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ, მათი წესდებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. „ერთადა“-ს დებულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს „ერთადა“-ს თავმჯდომარეს. „ერთადა“-ს დებულების ხელმომწერი ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენენ მის მიღებას, მას შემდეგ, რაც იგი ძალაში შევა, გახდებიან „ერთადა“-ს წევრები იმ დღიდან, როდესაც ისინი ჩააბარებენ კომიტეტს, თავიანთ, შესაბამის, დამტკიცების დამადასტურებელ დოკუმენტს“;

 

11. 39-ე მუხლს [კარი 2, თავი 5] დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ და „22“ პუნქტები:

„21. „ერთადა“-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას თავისი რიგებიდან, ასახელებს ის პოლიტიკური გაერთიანება (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, მოიპოვა აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.

22. „ერთადა“-ს თავმჯდომარის მოადგილები ხდებიან იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელნი, რომლებმაც მოაგროვეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 0,5%-ზე მეტი და 5%-ზე ნაკლები, და ერთმანეთზე მეტი ხმა“;

 

მუხლი 2. ეს კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს ახლადარჩეული პარლამენტის წევრი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის დღიდან“.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“

შესატანი ცვლილების შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

თავი 1. წინათქმა

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი. შესაბამისად:

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დარეგისტრირებული ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საქართველოში - ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიზანია - არჩევნების გზით მოიპოვოს უფლება შესაბამისი წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაწესებული ბარიერის ვერ გადამლახავი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის აუცილებელია მოძებნოს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ეფექტური მექანიზმი,

გამოვდივართ ინიციატივით რათა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, შეიქმნას: საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხთა კომიტეტი: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს, შემადგენლობაში თავს მოიყრიან საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკური გაერთიანებების თითო წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გადალახავენ დაწესებულ საარჩევნო ბარიერს.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, თავს მოუყრის რა განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოწოდებული იქნება, რათა პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალებმა, საპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად გაინაწილონ პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ იქნება ის ადგილი, სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი.

თავი 2. კომიტეტის დებულების პროექტი

წარმოგიდგენთ - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხთა კომიტეტის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს დებულების პროექტს:

პროექტი

საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“

(„ერთადა“)

დებულება

წინათქმა

ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო კომიტეტში „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ გაერთიანებული საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციები, ვესწრაფვით რა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყანაში დემოკრატიული ფასე-ულობების დამკვიდრებას:

- ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწე-ვისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

- კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

- ხელს შევუწყობთ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯო-ბესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში;

- გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას საქართველოში მშვიდობის, უშიშროებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის მიზნით.

 

I. ზოგადი დებულება

მუხლი 1. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ (შემდგომში - „ერთადა“) შექმნილია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

მუხლი 2. „ერთადა“ შექმნილია პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

მუხლი 3. „ერთადა“-ს უფლებამოსილება, მუშაობის წესი და ფორმები განი-საზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ამ დებულებით.

მუხლი 4. წინამდებარე დებულება სრულებითაც არ ანიჭებს „ერთადა“-ს უფლებას, ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომელიც, არსებითად, „ერთადა“-ში შემავალი რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის შინაურ კომპეტენციაში შედის.

მუხლი 5.

1. „ერთადა“-ს დებულება, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, მიღებული უნდა იქნეს, „ერთადა“-ში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ, მათი წესდებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. „ერთადა“-ს დებულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს „ერთადა“-ს თავმჯდომარეს. „ერთადა“-ს აპარატი ადგენს ოქმს თითოეული დოკუმენტის მიღების შესახებ და ოქმის ასლებს უგზავნის „ერთადა“-ში შემავალ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას.

3. „ერთადა“-ს დებულების ხელმომწერი ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენენ მის მიღებას, მას შემდეგ, რაც იგი ძალაში შევა, გახდებიან „ერთადა“-ს წევრები იმ დღიდან, როდესაც ისინი ჩააბარებენ თავიანთ, შესაბამის, დამტკიცების დამადასტურებელ დოკუმენტს.

მუხლი 6. „ერთადა“-ს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან.

მუხლი 7. „ერთადა“-ს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

 

 

II. „ერთადა“-ს შემადგენლობა და სტრუქტურა

მუხლი 8.

„ერთადა“ შედგება - თავმჯდომარის, თავმჯდომარის სამი მოადგილისა (მათ შორის პირველი მოადგილე) და ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკურ გაერთიანებათა თითო წარმომადგენელთაგან, რომლებმაც დააგროვეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 0,5%-ზე მეტი და 5%-ზე ნაკლები ხმები.

მუხლი 9.

1. „ერთადა“-ს თავმჯდომარის კანდიდატურას, თავისი რიგებიდან, ასახელებს ის ორი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების მიხედვით, დაიკავა ბოლო ორი ადგილი.

2. „ერთადა“-ს თავმჯდომარის არჩევის წესი, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად.

3. „ერთადა“-ს თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი გან-ცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს.

4. „ერთადა“-ს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.

5. „ერთადა“-ს თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას წარადგენს, თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანება.

 

მუხლი 10.

1. „ერთადა“-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას თავისი რიგებიდან, ასახელებს ის პოლიტიკური გაერთიანება (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, მოიპოვა აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.

1. „ერთადა“-ს თავმჯდომარის მოადგილები ხდებიან იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელნი, რომლებმაც მოაგროვეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 0,5%-ზე მეტი და 5%-ზე ნაკლები, და ერთმანეთზე მეტი ხმა;

2. „ერთადა“-ს თავმჯდომარის თითოეული მოადგილე იღებს საპარლამენტო კომიტეტების აპარატის უფროსის ოდენობის ანაზღაურებას;

3. „ერთადა“-ში გაერთიანებული არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების თითოეული წარმომადგენელი იღებს საპარლამენტო კომიტეტების სპეციალისტის ოდენობის ანაზღაურებას.

 

მუხლი 11.

საარჩევნო ბლოკის სუბიექტებიდან „ერთადა“-ში წარმომადგენლის წარდგინება ხდება საარჩევნო სიის რიგითობის გათვალისწინებით.

 

მუხლი 12.

1. „ერთადა“-ს პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს „ერთადა“-ს თავმჯდომარე, პარლამენტის მიერ მისი თავმჯდომარედ არჩევიდან 3 დღის ვადაში.

2. „ერთადა“-ს პირველი საორგანიზაციო სხდომა, სავალდებულო წესით, ამტკიცებს „ერთადა“-ს თავმჯდომარის მოადგილეებს და „ერთადა“-ში თანამ-შრომლობის უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებს.

3. საორგანიზაციო სხდომის ოქმი დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.  

 

თავი 3. კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- კობაიძე ალექსანდრე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „განსჯა“-ს თავმჯდომარე.

 

 

თავი 4. კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობაიძე ალექსანდრე [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა,

მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი,

შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.