Print

N 4.„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“[50% + 1 ამომრჩეველი] [2014 წლის 11 თებერვალი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოში - სახელისუფლო შტოს ყველა ვერტიკალი უნდა ყალიბდებოდეს არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 11 თებერვალი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - > This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

[ჩაბ. № 3178]

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. 76- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

     „9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონა-წილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონა-წილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა.

  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი...“

[კონსტიტუცია, მუხლი 5,1]

 

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ [მუხლი 6,1].

და აი, სახელმწიფოს ეს უზენაესი კანონი, მე-5 მუხლში, ნათლად განსაზღვრავს, რომ:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.

თავის მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო - ხალხი, თავის პოლიტიკურ ნებას, არჩევნების მეშვეობით გამოხატავს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მიხედვით არჩევნები არის - „საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა“ [მუხლი 2 - გ].

ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის მიერ შემოღებული, და დღეისათვის მომქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხა-დებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.

დიახ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ ზღვარს არ აწესებს იმის თაობაზე, თუ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რამდენი პროცენტის მისვლის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ჩატარებულად.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ითვლება.

ყოველივე ზემოთქმული, სრულ თეორიულ საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ - სახელისუფლო შტოები შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არა - უმრავლესობის [50% + 1], არამედ, არჩევნებზე მისული, 1-დან 50 პროცენტამდე ზღვარში მოქცეული, ნებისმიერი ოდენობის ამომრჩევლის მიერ.    

საარჩევნო კოდექსიდან მომდინარე ამდაგვარი დამოკიდებულება, ხელისუფლებაში მოსულ ძალას შესაძლებლობას აძლევს:

ერთის მხრივ - შექმნას მისი პოლიტიკური კურსის მომხრე, და შესაბამისად საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული, საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი; და

მეორეს მხრივ - ყველაფერი გააკეთოს მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა მიზეზით, საარჩევნო პროცესიდან განრიდებისათვის [ნიჰილიზმის დამკვიდრება, ბოიკოტის თემის აფიშირება და სხვა].

ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, მოთხოვნა:

1. 76- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

     „9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა.“

ითვალისწინებს ისეთი საკანონმდებლო წინაპირობის [და ვალდებულების] შექმნას, რომელზე დაყრდნობითაც ხელისუფლებაში მოვა - საარჩევნო უფლების მქონე ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა.

არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის კანონით განსაზღვრული ზღვარის, კერძოდ: 50% + 1-ის დადგენა, ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას დაავალდებულებს:

1. დაადგინოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი ოდენობა; და

2. ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რათა საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

 

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი],

ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა,

ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი, ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.