Print

N 3 [2] „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ [2014 წლის 4 თებერვალი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი ტრაგიკული მოვლენებიდან მოყოლებული ხელისუფლების სათავეში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების, ანუ ანტიკონსტიტუციური გზით მოსული 1992 წ. 2 იანვარს შექმნილი - „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, და 1992 წ. 10 მარტს დაარსებული „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრეთა, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე და დ. ბაქრაძის ხელმძღვანელობით დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობა ჩვენი ქვეყნის უდიდეს ტრაგედიად გადაიქცა.

ჩვენ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიგვაჩნია რომ, ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ამიტომ:

 

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ - 5 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 8 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 4 თებერვალი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

 

 

 

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და

მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“

 

თავი 1.

ზოგადი დებულება

მუხლი 1. 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის - 1992 წ. 2 იანვარს შექმნილი ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, აგრეთვე 1992 წლის 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრეთა მიერ - 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004 და 2008 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო ე.წ. „არჩევნები“, არა მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავდა საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას.

მუხლი 2. 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და ქვეყნის სათავეში, წინა პოლიტიკური რეჟიმის სამართალმემკვიდრე, იმ სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა, რომლის ცხრაწლიანი მმართველობის დროსაც - არნახულ დონეს მიაღწია ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური დარღვევის ფაქტებმა; ახალ ხარისხში იქნა აყვანილი ქვეყნის ტერიტორიული რღვევის პროცესი; ეკონომიკური საფუძვლების მოშლამ უკიდურესობამდე გააუარესა მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე.

მუხლი 3. საქართველოში 1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის ფუძემდებლების:

ერთის მხრივ - ედუარდ შევარდნაძისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“; და

მეორეს მხრივ - მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში.

 

თავი 2.

1992 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასება

მუხლი 4. 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა მიერ 1992 წ. 2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი.

 

თავი 3.

1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შეფასება

მუხლი 5. პოლიტიკური გაერთიანებების - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ყველა იმ პირს, რომელიც ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი];

- მინისტრი;

- მინისტრის მოადგილე;

- მთავრობის წევრი;

- მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

თავი 4.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება

მუხლი 6. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 54,1-ის შესაბამისად, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს   წევრის სტატუსით დეპუტატის მანდატის მომპოვებელ ყველა პირს შეუჩერდეს სადეპუტატო უფლებამოსილება.

 

თავი 5.

გარდამავალი დებულება

მუხლი 7. ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნას - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრთა დამდგენი კომისია“.

 

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და

მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

თავი 1. შესავალი

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ, გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე სამართლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებული საქმიანობის ახალ ეტაპზე აყვანის რეალური საფუძველი შექმნა..

ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველი ხალხი, თავისი გამორჩეული შვილების წინამძღოლობითა და გვერდში დგომით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მეტ-ნაკლები წარმატებით, განუწყვეტლივ აწარმოებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა-დამკვიდრებისაკენ მიმართულ თავგანწირულ ბრძოლას.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში, 1988 წლის ბოლოდან ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აზვირთებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას - კონკრეტული შედეგი მოჰყვა:

ქართველი ხალხის ნდობის მანდატით აღჭურვილმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, თავდაპირველად შექმნა ისეთი პირობები, რამაც შესაძლებელი გახადა შესაბამისი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მისცემოდა - რუსეთის იმპერიის სახეცვლილ საბჭოთა კავშირში იძულებით მყოფი ჩვენი ქვეყნის 70 წლიანი ისტორიის მონაკვეთს.

სათანადო წინაპირობათა შესრულების შემდგომად, 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა და აქედან მომდინარე სამართლებრივი ბაზის საფუძველზე, 1991 წ. 9 აპრილს მიღებულმა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა“, დე-იურე საფუძველი შეუქმნა, მოგვიანებით მიღწეულ საქართველოს დე-ფაქტო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

ქვეყნის აღმშენებლობისაკენ მიმართული სწორი გზასავალი 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ - ძირფესვიანად შეცვალა...

ბოლო წლებში, ჩვენს თვალწინ განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობთ ყველასათვის ნათელი უნდა იყოს თუ რა ზიანის მომტანი აღმოჩნდა 1992 -2012 წ.წ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოქცეული ძალის მიერ გაწეული საქმიანობა.

2012 წ. 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატული საქართველოს მოსახლეობის ნების რეალურად განმახორციელებელი პოლიტიკური გუნდისათვის, ნათელი უნდა იყოს, თუ რა ზიანის მომტანი აღმოჩნდა - ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ, მათი სამართალმემკვიდრე, ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდგომად - მ. სააკაშვილის მიერ დამყარებული, დანაშაულებრივი რეჟიმებისა და მისი შემქმნელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობა.

 

თავი 2.

1992 – 2012 წლებში

საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის საკითხისათვის

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, სამართლიანობის ყველა ნორმის დაცვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გათვალისწინებით, მოხდა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანონიერების სრული დაცვით, პრეზიდენტობის ალტერნატიულ კანდიდატთა შორის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებით, მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად, ბატონ ზვიად გამსახურდიას არჩევა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში მოხდა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო სტრუქტურების დაშლა, რითაც შელახული იქნა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება და მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობანი; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1992 წლის 2 იანვარს შექმნილი უკანონო სამხედრო საბჭოს“ მიერ, უკანონოდ იქნა შეჩერებული - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია“, რამაც სათავე დაუდო კანონიერების სრულ მოშლას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

„სამხედრო საბჭოს“ მიერ არაერთხელ იქნა სასტიკად დარბეული საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი საპროტესტო მშვიდობიანი აქციები (მიტინგები, მსვლელობები), როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში (სამეგრელოს დარბევა და ხალხის ნების დათრგუნვა); აგრეთვე

 

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

„სამხედრო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე სახელმწიფო საბჭოს“ მიერ 1992 წლის 24 ივნისს დაგომისში, ხელმოწერილ იქნა ცხინვალის რეგიონის ოსურ-რუსული ძალებისადმი კონტროლზე გადაყვანის ხელშეკრულება, რითაც აღნიშნული ტერიტორია ფაქტიურად გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციიდან; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

„სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზი სეპარატისტების მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ მიეცა სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნა გატარებული მისი სალიკვიდაციო სრულფასოვანი ღონისძიება, რითაც თანმიმდევრულად დაკარგულ იქნა მთელი აფხაზეთის ტერიტორია; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა .. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს . სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის (რუსეთის) ჯარების გამოყენებაზე, საქართველოს .. მეთაურის მოთხოვნა, აგრეთვე საქართველოს დსთ“-ში გაწევრიანებაზე თანხმობა გაკეთდა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, არამედ ქვეყანაში არსებული ხელისუფლების მმართველობის რეჟიმის შენარჩუნებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გაუთვალისწინებლად (1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საპირისპიროდ) და თვით საქართველოში არსებული ფაქტობრივი რეჟიმის მიერ დადგენილი მთელი რიგი კანონების უხეში დარღვევით, მოხდა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების რატიფიკაცია; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია“, 1992 წლის 11 ოქტომბრის უკანონო და გაყალბებული .. არჩევნების“ შედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერაა მიღებული, და შესაბამისი ლეგიტიმაციაც გააჩნია; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1992, 1995, 1999, 2000 და 2003 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო .. არჩევნები“, არა მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავდა საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2003 წლის ნოემბერში, .. ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და ქვეყნის სათავეში ახალი, სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1999 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ, . სააკაშვილის გუნდის ზეწოლით განხორციელებული საკანონმდებლო [კონსტიტუციური] ცვლილებები, ერთის მხრივ მ. სააკაშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოკალათებული ძალისათვის განუზომელი ძალაუფლების თავმოყრის იურიდიულ საფუძვლად იქცა;

და მეორეს მხრივ, ხელისუფლებაში დამკვიდრებული ძალის მიერ გაუგონარი მაშტაბების უკანონო ქმედებებმა, კიდევ უფრო ცხადი გახადა 2004 და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო .. არჩევნების არალეგიტიმურობა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2008 წლის აგვისტოში [7/8-12; 25-26 აგვისტო], . სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელმა ქმედებებმა, ყოველმხრივ შეუმზადა ნიადაგი რუსეთის ფედერაციას, რათა იგი არა მარტო ჩართულიყო სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ ქმედებებში, არამედ ეღიარებინა კიდეც აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის“ ფორმალური დამოუკიდებლობა და ამ .. დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოთხოვნით თავისი შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა დაეკანონებინა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2004 და 2008 წლების ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო „არჩევნებით“ ქვეყნის მართვის სათავეებთან მოსული მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუთვლელი ქმედებების შედეგად გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია ქართული ცნობიერების მოშლა-გადაგვარებისაკენ მიმართულმა საქმიანობამ... ფეხქვეშ გაითელა ადამიანის თითქმის ყველა უფლება... ციხეები გაივსო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაკავებული პირებისაგან...

ქვეყანაში მცხოვრები აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა ე.წ. სახელისუფლებო ელიტაში მყოფი და მათთან დაახლოებულ ჯგუფში შემავალი მცირე წრის უზომო ფუფუნება, რომელთა კეთილდღეობის ყოველდღიური წარმოჩენა, მთლიანად ქვეყნის წინსვლის დემონსტრირების ფორმალურ საფუძველად იქცა...

მხედველობაში ვიღებთ, რომ

აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისა და ამ პ/გ-ებების რიგითი წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა,

 

ყოველივე ზემოთქმულიდან [და არამარტო აქედან] გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ყველა საფუძველი არსებობს დადგეს [და გადაიჭრას კიდეც], წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული - საქართველოში 1992 - 2003 და 2003 - 2012 წლებში დამყარებული [ხსენებული] დანაშაულებრივი რეჟიმებისა და მათი შემქმნელი პარტიული ხელმძღვანელობის საქმიანობის პოლიტიკური შეფასების საკითხი.

თავი 3.

კანონპროექტის ავტორი

 

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“, ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე.

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე.

 

თავი 4.

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა,

მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი,

ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.