Print

N 2. „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“ [დადგენილების პროექტი] [2013 წლის 19 დეკემბერი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა საქართველოს მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომლისთვისაც მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე- 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2013 წლის 19 დეკემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - i This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

საქართველოში

ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის

დაწესების თაობაზე

 

1. ვითვალისწინებთ რა საქართველოს მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომლისთვისაც მიუღებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება, და

ვეყრდნობით რა 2011 წლის 20 დეკემბერს წმ. სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ID ბარათთან დაკავშირებით, სადაც გამოთქმულია თხოვნა საქართველოს მთავრობისადმი - ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებების დაშვებასთან დაკავშირებით,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დღეს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი  ელექტრონული მოწმობის ჩიპიანი ID ბარათის პარალელურად, დაწესებული იქნეს ალტერნატიული - უჩიპო, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობა;

2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2014 წ. 1 მარტამდე უზრუნველყოს, საქართველოს მოქალაქეებისათვის, ალტერნატიული - უჩიპო, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება.

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

 

თავდაპირველად უნდა მოგახსენოთ შემდეგი: საქართველოში 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობამ - 4. 601. 534 შეადგინა. ეროვნული შემადგენლობის მონაცემები ასეთი სახის გახლავთ:

ქართველი - 3. 767. 393, ანუ მოსახლეობის - 81,9%

აზერბაიჯანელი - 284. 881, ანუ - 6,2%

სომეხი - 281.229, ანუ - 6,1%

რუსი - 100. 071, ანუ - 2,17%

ოსი - 84. 728, ანუ - 1,8%

აფხაზი - 45. 518, ანუ - 0,9%

ბერძენი - 19. 066, ანუ - 0,4%

უკრაინელი - 10. 869, ანუ - 0,2

ებრაელი - 4. 202, ანუ - 0,1%

სხვა ეროვნების - 20.000, ანუ - 0,43%

ამათგან, აღმსარებლობის მიხედვით,ზოგადი მონაცემი ასეთია:

მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია, მოსახლეობის - 3.880.000, ანუ მოსახლეობის - 84,32%

კათოლიკური აღმსარებლობისაა - 95.000, ანუ მოსახლეობის - 2%

მუსულმანური აღმსარებლობისაა - 400.000, ანუ მოსახლეობის - 8,7%

გრიგორიანული აღმსარებლობისაა - 200.000, ანუ მოსახლეობის - 4,35%

იუდაური აღმსარებლობისაა - 4.202, ანუ მოსახლეობის - 0,1%

ათეისტური პოზიციის მატარებელია - 22.332, ანუ მოსახლეობის - 0,5%

როგორც ვხედავთ, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა რელიგიური [ქრისტიანული, მუსულმანური, იუდაური და სხვა] აღმსარებლობის მიმდევარია, და მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც არ სწამს ღმერთის, ანუ ათეიზმს აღიარებს.

როგორც ცნობილია, ხელისუფლების გადაწყვეტილებით - 2011 წლის 1 აგვისტოდან გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათები“.

ამასთანავე უნდა მოგახსენოთ, რომ მორწმუნე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. ჩიპიან ID ბარათში თავისუფლების შეზრუდვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის საფრთხეს ხედავს. იმ ფონზე, როდესაც:

- მოქმედი კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ ვინ არის უფლებამოსილი, ფლობდეს ID ბარათზე დატანილ ინფორმაციას, ამასთან

- ცნობილი არაა იმ უწყებათა ჩამონათვალი, ვისაც აქვს უფლება ამ ინფორმაციით სარგებლობისა, ხოლო

- კონფინდენციალობის დარღვევის შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ფორმები,

ჩნდება დიდი ეჭვი და საშიშროება იმისა, რომ დაირღვეს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საყოველთაოდ აღიარებული კონსტიტუციური უფლება.

როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, ID ბარათთან დაკავშირებით 2011 წ. 20 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში ასე განსაზღვრა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი:

სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.“

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ [ასეთთა რიცხვშია მაგ.: გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, აშშ- ათეულობით შტატი, სადაც ასევე ეწინაღმდეგებიან ელექტრონული ბარათის შემოღებას და მისთვის სავალდებულო სახის მიცემას], სწორედ დემოკრატიის პრინციპების ერთგულებისა და პიროვნების თავისუფლების დაცვის გამო, მიუხედავად უკვე გაწეული ფინანსური დანახარჯებისა, საბოლოოდ თქვა უარი ID ბარათების გამოყენებაზე.

 

გარდა ზემოთქმულისა, საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებების არ არსებობა, გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნის ამომრჩეველს, სხვადასხვა ტიპის არჩევნებში მონაწილეობისათვის.

 

არგუმენტების მოყვანას აღარ გავაგრძელებთ, რამეთუ ზემოთქმული, ვფიქრობთ სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება - საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე, ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- მეუფე ქრისტეფორე [წამალაიძე];

- მეტეხის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა აკაკი [მელიქიძე];

- ფუტიეთის წმ. სამების სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ავთანდილი [გიორგობიანი];

- ბოლნისის ეპარქიის აკაურთის მონასტრის დეკანოზი მამა ბასილი [ახვლედიანი];

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე

 

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა,

ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობიაშვილი რევაზი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამა ავთანდილი [გიორგობიანი]; მამა აკაკი [მელიქიძე], მამა ბასილი [ახვლედიანი], მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,

მელქაძე ნათელა, მეუფე ქრისტეფორე [წამალაიძე]; მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა,

ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დინა,

ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე.

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.