Print

N 1. „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ ] [2013 წლის 12 დეკემბერი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება:

„უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ბოლო 22 წლის მანძილზე მიმდინარე ქართული ცნობიერების რღვევის პროცესი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლის წინმსწრებ, და ერთგვარ - გამომწვევ მიზეზადაც იქცა.

დღეს, არ გვეგულება საქართველოში მცხოვრები არცერთი პიროვნება, რომელიც ვერ გრძნობდეს ჩვენი ქვეყნის თავზე დატრიალებული უბედურების სიმძიმეს; უბედურებისა, რომელიც სათავეს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი ტრაგიკული დღეებიდან იღებს, როდესაც, გარეშე და შიდა ძალების ერთობლივი მოქმდების შედეგად, მოხდა უდიდესი ბოროტება:

- სათავე მოეშალა კანონიერებასა და სამართლიანობას, იარაღის გამოყენებით განდევნილ იქნა ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება;

- უკანონოდ იქნა გაუქმებული ქვეყანაში მოქმედი ძირითადი კანონი: კონსტიტუცია;

- ხელოვნურად შექმნილი ხელისუფლების ვაკუუმი შეივსო ჯერ დროებითი მთავრობით, სამხედრო (1992 . 2 იანვარი) და სახელმწიფო (1992 . 10 მარტი) საბჭოებით, ხოლო შემდგომ (1992 . 11 ოქტომბრის) არჩევნებით“ მოსული პარლამენტით...

შექმნილი სახელმწიფოებრივ - პოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება უნდა იქცეს ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის ყოველწამიერი ფიქრის საგნად... ამ კუთხით, ერთ-ერთ პირველ გადასადგმელ ნაბიჯად მიგვაჩნია გაკეთდეს: 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შესაბამისი შეფასება,

ამიტომ, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 11 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2013 წლის 12 დეკემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების

პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“

 

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოში 1991-1992 წლეის მიჯნაზე გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით გამოწვეულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ, ჩვენს ქვეყანაში, სათავე დაუდო - არნახულ უკანონობას, მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რამაც, მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია;

ვითვალისწინებთ რა, რომ 1992 წლის 13 მარტს, . გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიერ მიღებულ [1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ] და 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“] დადგენილებებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც - საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

თავი 1.

შესავალი

ბიბლიური სწავლების თანახმად - არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ყოველი ჩვენთაგანი, მიზეზთა გამო, გარკვეულ ცხოვრებისეულ შეცდომებს ვუშვებთ. თითოეული ასეთი შეცდომა, მისი - გამოუსწორებლობის, ანუ - მოუნანიებლობის შემთხვევაში, თითქმის გადაულახავ ბარიერად გვექცევა ხოლმე. და პირიქით - ყოველი ჩადენილი შეცდომის მართებულად გააზრებისა და მონანიების შემთხვევა, ჩვენი ცხოვრების კვლავ ნორმალურ მდინარებაში დაბრუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

ანალოგიური მდგომარეობაა ინდივიდთა ერთობისაგან შემდგარ ერსა და სახელმწიფოსთან მიმართებაშიც:

ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ, მიზეზთა გამო, ჩადენილი შეცდომა-დანაშაული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ნორმალურ რიტმს, დანაშაულის ხარისხისდა მიხედვით აფერხებს - ქვეყანა გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ვარდება.

1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების გამო გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი.

საქართველოში 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომად შექმნილი მდგომარეობა, უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, თავის ლოგიკურ დასასრულამდე იქნეს მიყვანილი - 1992 წლიდან სამართლიანობის აღდგენისათვის დაწყებული ბრძოლა.

 

თავი 2.

1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში

საქართველოს რესპუბლიკაში

განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის

 

2.1 სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ

გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯები

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, სამართლიანობის ყველა ნორმის დაცვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გათვალისწინებით, მოხდა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევა; აგრეთვე

1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანონიერების სრული დაცვით, პრეზიდენტობის ალტერნატიულ კანდიდატთა შორის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებით, მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად, ბატონ ზვიად გამსახურდიას არჩევა.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოს რესპუბლიკის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ:

- ხელმძღვანელობდა რა სამართალმემკვიდრეობის აღდგენის აუცილებლობით,

- ეყრდნობოდა რა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას,

- საერთაშორისო აქტებს, ადამიანის: ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ასევე საბჭოთა კავშირის და საქართველოს კონსტიტუციებს, სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით:

- 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, დაადასტურა რა თავისი სურვილი, მხარი დაუჭირა საქართველოს რესპუბლიკის გასვლას საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე;

- 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, აღადგინა - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც დადასტურებულ იქნა სათანადო აქტით, და რის საფუძველზეც საქართველოს რესპუბლიკა გახდა სუვერენული სახელმწიფოს - 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

 

საქართველოს რესპუბლიკა, თანახმად:

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი განმსაზღვრელი დოკუმენ-ტებისა,

- ჰელსინკის, პარიზის, კოპენჰაგენის თათბირების დასკვნითი აქტებისა,

- ჰააგისა და ჟენევის კანონმდებლობებისა

გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რადგან:

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაიქვემდებარა მთელი ქვეყნის მუნიციპალური და აღმასრულებელი ორგანოები, ქვეყნის შეიარაღებული ძალები, რითაც დააწესა კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და აიღო სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფო მართვაზე.

მაშასადამე, საქართველოს რესპუბლიკა:

- 1991 წლის 9 აპრილიდან დე-იურე გახდა სრულუფლებიანი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც იმთავითვე აღიარა საერთაშორისო სამართლის პრიმატი და დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას.

 

2.2 საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების

შეიარაღებული გზით დამხობა

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დე-ფაქტოდ აღიარების გზაზე მავალი ეროვნული ხელისუფლება საბჭოთა იმპერიულ მანქანასთან უთანასწორო ბრძოლას აწარმოებდა.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული იმპერიული ძალების ძალისხმევით, საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური ძალების გარკვეულმა ნაწილმა, რომლის:

ერთი ჯგუფი - წინააღმდეგი იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა, ხოლო

მეორე ჯგუფი თავად მიელტვოდა უკანონო გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოცხადების პირველივე დღეებიდან მოყოლებული, გააჩაღა აღვირახსნილი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა.

შეიარაღებული ოპოზიციის მოქმედება შელამაზებული იყო მათი, ვითომდა ქვეყნისადმი, იმ გულისტკივილით, თითქოსდა საქართველოში არსებული ხელისუფლების პოლიტიკით ქვეყანა სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში ექცეოდა, ანუ ფერხდებოდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, საერთაშორისო აღიარება.

სინამდვილეში საქმე შემდეგში გახლდათ:

მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერად არჩეულმა ხელისუფლებამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირიდან თავისი გასვლა დააფიქსირა, სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობა მაინც იგვიანებდა არა იმიტომ, რომ საქართველოში მაშინდელი ხელისუფლების კურსი არ აკმაყოფილებდა გარკვეულ საერთაშორისო ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არამედ იგვიანებდა იმის გამო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მაშინ, საბჭოთა კავშირის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ტოლფასი იქნებოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო ქვეყნის სათავეში, საქართველოს, როგორც - დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა შეუძლებელი იყო, თუ არ მოხდებოდა საბჭოთა კავშირის, როგორც პოლიტიკური ერთეულის დაშლა.

 

მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა.

1991 . 8 დეკემბერს - რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის სახელმწიფო მეთაურები, ერთობლივად მიღებული დოკუმენტის საფუძველზე, დაშლილად მიიჩნევდნენ საბჭოთა კავშირს და აცხადებდნენ - სლავურ სახელმწიფოთა კავშირის ჩამოყალიბებას.

1991 . 21 დეკემბერს კი, ალმა-ათაში საბოლოოდ გაფორმდა საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლა და მის მაგივრად თერთმეტი რესპუბლიკის ბაზაზე - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნა.

საქართველო ამ თანამეგობრობაში არ შევიდა.

 

ამდენად, საბჭოთა კავშირი, როგორც საერთაშორისო სამართლის პოლიტიკური ერთეული _ 1991 წლის 21 დეკემბრიდან უკვე აღარ არსებობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს, როგორც - დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ხელს აღარაფერი უშლიდა.

და მართლაც, თუ 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებული ჰქონდა მხოლოდ რვა სახელმწიფოს, ესენია :

1. რუმინეთი, [1991 . 27 აგვისტო],

2. მოლდოვა [1991 . 27 აგვისტო],

3. აზერბაიჯანი [1991 . 30 აგვისტო],

4. სომხეთი [1991 . 13 სექტემბერი],

5. უკრაინა [1991 . 12 დეკემბერი],

6. თურქეთი [1991 . 16 დეკემბერი],

7. მონღოლეთი, [1991 . 20 დეკემბერი],

8. ლიტვა [1991 . 20 დეკემბერი].

მომდევნო, სულ რაღაც, ორი კვირის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორისაა:

- აშშ, კანადა, ირანი [1991 . 25 დეკემბერი],

ბრაზილია, კუბა, ტაილანდი, ინდოეთი [1991 . 26 დეკემბერი],

ვიეტნამი, ბელორუსია, ეგვიპტე, ალჟირი, ჩინეთი, სლოვენია [1991 . 27 დეკემბერი] და სხვა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კარგად ჩანს, თუ რა იყო კრემლის მიერ მართული შეიარაღებული ოპოზიციის ის მოტივი, რამაც მათ შეიარაღებული გამოსვლებისაკენ უბიძგა:

- 1991 წლის 21 დეკემბრიდან ქრებოდა მითი: საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნის შესახებ.

მათი დანაშაულებრივი ქმედების კულმინაციამ, საბოლოოდ 1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებულ შეიარაღებული გამოსვლის დღეს მიაღწია.

თბილისში დისლოცირებულ უცხო ქვეყნის [საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე - რუსეთის] შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით, 1991 . 22 დეკემბრიდან დაიწყო კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული გზით ქვეყნის მმართველობიდან ჩამოცილება, რაც 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოსა (თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი) და დროებითი მთავრობის (თავმჯდომარე თენგიზ სიგუა) შექმნით დამთავრდა - ჩამოგდებულად გამოცხადდა პრეზიდენტი, გაუქმებულ იქნა უზენაესი საბჭო. ამავე დროს, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და დემოკრატიის მებრძოლთა არმიაში ჩართეს დაახლოებით 4000-მდე პატიმარი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაინახა რა, რომ ომის გაგრძელებას სისხლისღვრა და დედაქალაქის სრული ნგრევა მოჰყვებოდა, 1992 წლის 6 იანვრის გამთენიას დატოვა საქართველოს ტერიტორია.

- 1992 წ. 21 თებერვალს გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კონსტიტუცია, რამაც, სამართლებრივი ვაკუუმის შექმნით, საფუძველი დაუდო საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების შემდგომ ესკალაციას.

 

2.3 დევნილობაში მყოფი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის კანონიერმა ორგანომ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1992 წლის 13 მარტს მიიღო შემდეგი დადგენილება:

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დადგენილება

„1991 წლის 22 დეკემბერს

რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების

პოლიტიკური შეფასების შესახებ“

...იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“.

(იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

მეორე ნაწილი, თბ. 1996 წ., გვ. 471-472).

 

2.4 უკანონო სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრე

2003-2004 წ.წ. მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული

დადგენილება

საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს მიღებულ იქნა შემდეგი დადგენილება:

 

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების

სამართლებრივი შეფასების შესახებ

- საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მ. მაჭავარიანი

თბილისი, 2005 წ. 11 მარტი, [№1104 - Iს]

 

 

თავი 3.

დასკვნის მაგიერ

წარმოდგენილი მასალის საფუძველზე, როგორც ვხედავთ სახეზე გვაქვს ორი უმაღლესი საკანონმდებლო შტოს მიერ მიღებული დადგენილებები:

 

1. 1992 წლის 13 მარტს,

. გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფმა, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭო დადგენილება:

- 1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება;

...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი...“;

2. 2005 წლის 11 მარტს,

2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

- 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება...“.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტს, შესაბამისი პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ისღა დარჩენია გაიზიაროს 1992 წ. 13 მარტისა და 2005 წლის 11 მარტის დადგენილებებში დაფიქსირებული სულისკვეთება, და დაადგინოს, რომ:

 

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში

საქართველოში მომხდარი მოვლენები:

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც - საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

 

თავი 4.

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი.

 

თავი 5.

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი],

კობიაშვილი რევაზი, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი],

საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ჯიქია დინა, ჯიქია თენგიზი,

ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე.

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.