Print

№ 6 ბრძანებულების პროექტი

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 6

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს 

„პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული წარმომავლობის, ან საქართველოს საპატიო მოქალაქეობის“ მქონე ყველა იმ პირს, ვისაც, ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისათვის საჭირო პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში, უნდა მიეცეს ამ სურვილის რეალიზების შესაძლებლობა და

ვეყრდნობი რა 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო“;

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი