Print

N 56. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [ასაარჩევნო უბანი შექმნის ვადები]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

ვითვალისწინებთ რა საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობას, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული - საუბნო კომისიის შექმნის ვადისა და მათი საქმიანობის განმსაზღვრელი ცალკეული წესი. შესაბამისად:

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 6 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2019 წლის 6 აგვისტო,

წერ. ჩაბ. N 1-15030/19,

07. 08. 2019 წ.

ელ. ფოსტა This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისათვის გამოიყენოს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა.“;

 

2. 28-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს - „ი“ ქვეპუნქტი, შემდეგი რედაქციით:

„ი) გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი.“;

 

3. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის არჩეულ წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში);

 

4. 61-ე მუხლის მე-2 მუხლის „დ1)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და მისთვის სხვა ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“;

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის ვადებისა [უფლებამოსილების გასვლის წლის ოქტომბერი] და, აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადის ახლებურად განსაზღვრამ [„წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე...“ მუხლი 45,1], დღის წესრიგში დააყენა სხვა თანმდევი ნორმების დაზუსტების აუცილებლობა.

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში, გთავაზობთ - საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადის კორექტირებას. კერძოდ:

ერთის მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, კანონმდებლობით - ოქტომბრის თვეზე ორიენტირებულ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების სავარაუდო თარიღებს, თავისთავად იკვეთება, უკვე აღნიშნული - :კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე „წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის]“ სავარაუდო დაწყების ქვედა მიჯნა - საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტოს თვის მეორე ნახევარი.

 

მეორეს მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით განსაზღვრული, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა-დანიშვნის [იხ. მუხლი 25,4-5], ასევე ამ კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ვადები [იხ. მუხლი 25,21], შესაბამისად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე და 30-ე დღეებიდან იწყებს ათვლას; რაც ასევე საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტო-სექტემბრის თვეზე მოდის.

ზემოთქმულზე დაყრდნობით, ვხელმძღვანელობთ რა - სახელისუფლო რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადა, და კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში დღეისათვის არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა“, შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი“.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი და ...“ - შემდეგ როგორც ტექსტშია.

ამ ცვლილებით განსაზღვრული, 3700-ზე მეტი - საუბნო საარჩევნო კომისიების ამოქმედების ვადის ერთი თვით გადაწევა - სახელისუფლო რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვან შემცირებას უზრუნველყოფს.

არჩევნების ჩატარების პრაქტიკამ აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრები, სხვადასხვა მიზეზით, უმეტეს შემთხვევაში, უარს აცხადებენ გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მათთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე.

ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაბამის ეფექტურობას მოკლებულია, საარჩევნო კოდექსით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის მინიჭებული უფლებამოსილება [იხ. მუხლი 61,1-ის „დ1“ ქვეპუნქტი].

აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გთავაზობთ:

1. ჩვენის აზრით, სასურველია ერთგვარად გაფართოვდეს, საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული - „. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“, და ამ მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის - „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი.“.

 

2. კანონის დონეზე განისაზღვროს, და გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში ასარჩევ წევრთა წილისყრაში მონაწილეობის ვალდებულება დაუწესდეს საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არჩევის წესით შერჩეულ წევრებს [იხ. მუხლი 24,2].

შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტში, საჭირო გახდება ორი ცვლილების განხორციელება. კერძოდ:

„დ)“ და „დ1)“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის არჩეულ წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში“);

„დ1) თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და მისთვის სხვა ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“;

 

საქართველოს პარლამენტის მიერ ზემოთქმული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, კერძოდ:

ერთის მხრივ - საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადები; და

მეორეს მხრივ ამ კომისიის წევრების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულების შემოთავაზებული რეგულაცია,

ვფიქრობთ თავის წვლილს შეიტანს საარჩევნო პროცესის უფრო მეტად გაუმჯობესების საქმეში.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.