Print

N 7 [1] „საქართველოს კანონში - „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“. [ 2014 წლის 8 აპრილი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

საქართველოს საპატრიარქოს მიერ - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდანაც გადაიდგეს დემოგრაფიული სურათის დადებითად შეცვლისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები, ამიტომ:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ ანონპროექტს:საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 8 აპრილი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - i This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებდა

საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“

შესატანი ცვლილების შესახებ“

 

მუხლი 1. საქართველოს კანონში საჯარო სამსახურის შესახებ (პარლამენტის უწყებანი, N45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 34-ე მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ სასკოლო ასაკის შვილის მყოლ ქალს“.

2. 37-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. სასკოლო ასაკის შვილის მყოლი ქალის შრომის ანაზღაურება ტოლია სამუშაოს სრულ განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებისა.“.

3. მე-40 მუხლის მეორე პუნქტს დაემატო, შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სასკოლო ასაკის შვილის მყოლი ქალის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, მისი თანხმობის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 24 საათს.“.

 

მუხლი 2. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ [საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12. 2012 წ., მუხ. 461] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია ორსული, ახალნამშობიარები ან სასკოლო ასაკის შვილის მყოლი ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვე-თურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე სასკოლო ასაკის შვილის მყოლი ქალის დასაქმებამისი თანხმობის გარეშე“.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებდა

საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“

შესატანი ცვლილების შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

თავი 1.

საქართველოში

დემოგრაფიული მდგომარობის გამოსწორების მექანიზმი

 

დემოგრაფიული პრობლემატიკით დაკავებულ მკვლევართა ერთსულოვანი შეფასებით, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო - დემოგრაფიული დაბერების პროცესშია, რაც გამოიხატება - მოსახლეობაში ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების შემცირებასა და 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილის მატებაში.

მიზეზთა გამო, ქართველი ერი - ფიზიკური შემცირების, ანუ - გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდანაც გადაიდგეს დემოგრაფიული სურათის დადებითად შეცვლისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები.

ჩვენის აზრით, შესამუშავებელია კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დედას - დაუბრუნდეს ოჯახს და მაქსიმალურად ჩაერთოს შვილების აღზრდაში.

ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადების არსი შემდეგშია:

ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციის პარალელურად, რომლითაც ორსული და მეძუძური დედის უფლებებია გამოკვეთილი, საჭიროდ მიგვაჩნია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სახელმწიფო საჯარო სამსახურში მყოფი სკოლის ასაკის შვილიანი დედისათვის სამუშაოს ხანგრძლივობის განახევრების პირობებში, მისთვის - სრული განაკვეთის ტოლფასი ანაზღაურების შენარჩუნების მექანიზმი.

სახელმწიფოს მიერ კანონით გამყარებული ხსენებული რეგულაცია, სკოლის ასაკის შვილის მყოლ დედას, შესაძლებლობას მისცემს - დაუბრუნდეს ოჯახს და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შემდგომი დროის მანძილზე მაქსიმალურად გაახანგრძლივოს შვილთან ურთიერთობის დრო.

აღნიშნული კანონმდებლობა, შესაძლებლობას მისცემს თითოეულ ოჯახს - დაგეგმოს ურთიერთ თანაცხოვრების მთელი დროის მანძილზე შვილების ყოლისა და მათი სათანადო აღზრდისათვის საჭირო ქმედებები.

ერთის მხრივ: საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებ“, და მეორეს მხრივ: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შემცველი წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინება, უდავოდ შეიტანს წვლილს ყოველივე ზემოთქმული ნაბიჯის რეალიზების საქმეში.

 

თავი 2. კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“ ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- კობაიძე ალექსანდრე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „განსჯა“-ს თავმჯდომარე.

 

თავი 3. კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობაიძე ალექსანდრე [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.