Print

N 21„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ [ 2014 წლის 24 ნოემბერი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა საქართველოს მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომლისთვისაც მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - 5 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 7 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 24 ნოემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

ჩაბ. №23 852

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით.

3. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

4. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) სახელს;

) გვარს;

) დაბადების თარიღს;

) დაბადების ადგილს;

) მოქალაქეობას;

) სქესს;

) პირად ნომერს;

) ფოტოსურათს;  

) პირად ხელმოწერას;

კ) მისამართს [გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა];

ლ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;

) მოწმობის გაცემის თარიღს;

) მოწმობის მოქმედების ვადას;

) ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს [მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა];

5. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს. იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის.

6. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა.

7. ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის (ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

8. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დამატებითი მონაცემების ფარგლებში.

9. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნეს განცხადება მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე. ასეთი განცხადების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომელიც სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან არის დაკავშირებული.

11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

დღეს მომქმედი - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის [პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996 წ.] თანახმად:

„საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია: ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ) ბინადრობის მოწმობა[მუხლი 11,1].

2011 წლის 24 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების [№4937 რს] ამოქმედების ვადებთან მიმართებაში, იქვე ვკითხულობთ: „მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არა უგვიანეს 2011 წლის 30 ივლისისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა“ [იხ. საკანონმდებლო მაცნე, 14.07.2011 წ.].

აღნიშნულის შესაბამისად - 2011 წლის 1 აგვისტოდან მოყოლებული გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობა“, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათები“.

აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლიდან მოყოლებული, პიროვნების მაიდენტიფიცირებელ საშუალებებთან მიმართებაში, კანონში არსებული ტერმინის: „პირადობის (ბინადრობის) მოწმობის“ პარალელურად, დაფიქსირდა ტერმინი: „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა“.

მათ შორის არსებულ განსხვავებათა თაობაზე, იმავე კანონში ვკითხულობთ:

1. „საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიაგრთვე აფხაზურ ენაზე[მუხლი 14,1];

პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე[მუხლი 14,61].

2. „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე“ სავალდებულო გახდა - „მოქალაქეობისა“ და „სქესის“ მითითება. იგი, აგრეთვე უნდა შეიცავდეს - „ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს[მუხლი 14,7 - დ1, დ2, ნ].

ამასთანავე, ამოღებული იქნა - „მისამართი“, და - „...პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომსააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით[მუხლი 2,4].

3. კანონის მე-14 მუხლის მე-4 და მე-41 პუნქტების თანახმად: „4. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).

41. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის დახურულ გასაღებს და ამ გასაღების არასანქციონირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს. იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე დატანილი (ჩაწერილი) მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის“.

ამასთანავე - „პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე და შესაბამის ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დამატებითი მონაცემების ფარგლებში[მუხლი 14,9].

კანონით გათვალისწინებული, ზემოთხსენებული განსხვავებები, ბუნებრივია განკუთვნილია დღევანდელი რეალობის ასახვისათვის, როდესაც 2011 წ. 1 აგვისტოდან სავალდებულო სახით შემოღებული ახალი - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“ პარალელურად, საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ [მოქმედების ვადის გასვლამდე] აქვს 2011 წ. 1 აგვისტომდე აღებული პირადობის მოწმობა.

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მათთვის ალტერნატიული, ანუ „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] არმქონე „პირადობის [ბინადრობის] მოწმობის“ აღების შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, 2001 წ. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომად, დღის წესრიგში დადგა ტეროიზმთან საბრძოლველად უსაფრთხოების განსაკუთრებული მექანიზმის შემოღების აუცილებლობა [იხ. გაერო-ს 2001 წ.28 სექტემბრის №1373 რეზოლუცია].

მოგვიანებით, კერძოდ - 2004 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა №2252/2004 დადგენილება: ბიომეტრიული მონაცემების - პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებში შეტანის თაობაზე. ეს დადგენილება არ ვრცელდება - პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საკუთარ მოქალაქეებზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დადგენილების გათვალისწინებაზე უარი განაცხადა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა - დანიამ, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ, ირლანდიამ.

დღეის მდგომარეობით, განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს თავად - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონის ვალდებულებასთან მიმართებაში. ასე მაგალითად: ზოგიერთ ქვეყანაში [გერმანია, ჰოლანდია და სხვა] პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა სავალდებულოა; თუმცა არის ქვეყნები [ავსტრია, აშშ, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, შვეიცარია], სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა არ არის სავალდებულო, და მას წარმატებით ცვლის - მართვის მოწმობა, სადაზღვევო მოწმობა და სხვა.  

პირადობის მოწმობაზე „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] დატანას, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის ელექტრონული გზით თავმოყრა [მაგ. ფინანსური ტრანსაქციები, ქონებრივი მდგომარეობა, სამსახურებრივი ურთიერთობა, გადაადგილების მარშრუტი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.], დასავლეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება, რამეთუ მას, მისი ინტერესებისათვის საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქვამს.

მთელ რიგ ქვეყნებში, ასეთი პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ზოგიერთმა ქვეყანამ [დანია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი] საერთოთ უარი თქვა ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღებაზე. დღეის მდგომარეობით აშშ-ის რამოდენიმე ათეული [29] შტატი ასევე უარს ამბობს ელექტრონული პირადობის მოწმობის ცენტრალური სისტემის დანერგვაზე. ე.წ. ჩიპიანი ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობის აღებას შესაძლებლობა აქვთ მაგ. ავსტიისა და შვეიცარიის მოქალაქეებს.

მთელი რიგი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც - ადამიანთა დიდ ნაწილს, სამართლებრივი თვალსაზრისის პარალელურად, თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. ასეთ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული უალტერნატივო წესი, თავისთავად იწვევს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების - რწმენის თავისუფლების შეზღუდვას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, „აიდი“ ბარათთან დაკავშირებით 2012 წ. 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასე განსაზღვრა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი:

სადღეისოდ წარმოდგენილი აიდი“ ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.“ [იხ. „საპატრიარქოს უწყებანი“, №27 [640], 2012 წ., გვ. 4].

არგუმენტების მოყვანას აღარ გავაგრძელებთ, რამეთუ ზემოთქმული, ვფიქრობთ სავსებით საკმარისია ზოგადი სურათის შესაქმნელად.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე:

- ვითვალისწინებთ რა, რომ „ელექტრონული მატარებლიანი“ [ე.წ. ჩიპიანი] პირადობის მოწმობათა აღების დავალდებულებით, ხელისუფლება, ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და შესაძლებლობას აძლევს საჯარო და კერძო დაწესებულებებსა თუ კონკრეტულ პირებს, ფლობდნენ მოქალაქეთა ცხოვრების ცალკეული დეტალების შემცველ ინფორმაციას; რითაც ილახება - ადამიანის პიროვნული განვითარების, ინფორმაციული თვითგამორკვევის და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებები,

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია - შემოღებული იქნეს კანონით განსაზღვრული უფლება, რათა საქართველოს მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში შეეძლოს ელქტრონული მატარებლის არმქონე პირადობის მოწმობის აღება.

ჩვენს მიერ ამ მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსი განისაზღვრება შემდეგში:

„პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“ პარალელურად, დაშვებული იქნეს ე.წ. ალტერნატიული - „პირადობის [ბინადრობის] მოწმობა“, რომელსაც ექნება ამ კანონით - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობისათვის“ განსაზღვრული ყველა მახასიათებელი, გარდა - „ელექტრონული მატარებლისა“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონის მე-14 მუხლში შესატანი ცვლილების ამსახველი საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინება, სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნას.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსე-ნებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,

მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა,

სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე,

ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.