Print

N 19. „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“] [2014 წლის 27 ოქტომბერი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვესწრაფვით რა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებას; აგრეთვე

ვესწრაფვით რა - ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი, სამართლებრივი ბრძოლის გზით აღდგენას; აგრეთვე

ვესწრაფვით რა - ქვეყანაში მშვიდობისა და სამართლიანობის მყარად დამკვიდრებას; აგრეთვე

ვესწრაფვით რა - ორმხრივად მისაღები თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური, თანამიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას,

ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაცხადებთ: საქართველო უნდა გახდეს - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო.

შესაბამისად, ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 10 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 27 ოქტომბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება

 

საქართველოს კანონი

„საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“

 

მუხლი 1.

კანონის მიზანია დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდება-რეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

მუხლი 2.

საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო.

მუხლი 3.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო არ შეიძლება იყოს რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი.

მუხლი 4.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია მეორე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგება.

მუხლი 5.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორ-ტირება.

მუხლი 6.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოში აკრძალულია სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნა.

 

მუხლი 7.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ შეიძლება ჩართული იქნენ სამხედრო დაპირის-პირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში.

მუხლი 8.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლება - შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

მუხლი 9.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს უფლება აქვს თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში, რათა თავადვე გახდეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების აქტიური ხელშემწყობი ქვეყანა.

მუხლი 10.  

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

დაევალოს საქართველოს მთავრობას, რომ:

1 ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მოახდინოს საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ინფორმირებულობა;

2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი განკუთვნილი სპეციალური მიმართვის გაგზავნა, რათა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა წინაშე დაისვას საკითხი, მათი მხრიდან, საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტე-ტის - გარანტორებად დადგომის თაობაზე;

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მოამზადოს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადება, რათა - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

საქართველოს კანონი

„საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადებასთან დაკავშირებით“

განმარტებითი ბარათი

თავი 1. დღევანდელი რეალობის მაგალითები

ჩვენეული თვალსაზრისის შემოთავაზებამდე, მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს.

ზოგადად, ტერმინი - „ნეიტრალიტეტი (გერმ. ნეუტრალიტატ, ლათ. ნეუტერ - არც ერთი, არც მეორე), საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა“-ს ნიშნავს.

თავის მხრივ, ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას, ომის პერიოდში ნეიტალური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის. ესენია:

- არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;

- არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთანები);

- არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა: ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).

თავისთავად ცხადია, რომ ნეიტრალიტეტის ცნება, ზოგადად, დაკავშირებულია ომის მდგომარეობასთან. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ევენტუალური ანუ კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში.

მაგალითად, ცივი ომის ათწლეულებში ასეთ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ შვედეთი და ფინეთი. უნდა ითქვას, რომ რომელიმე ომში ევენტუალურად ნეიტრალური სახელმწიფო სრულიად არ არის ვალდებული ასევე ნეიტრალური იყოს ნებისმიერ სხვა ომშიც.

სართაშორისო სამართალში - ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა, მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც (ასეთებია: მალტა, ავსტრია და შვეიცარია).

თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში იგი ესმით, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, რომლის თანახმადაც ეს სახელმწიფო უკვე მშვიდობიანობის დროს მოვალეა არ იკისროს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ომის შემთხვევაში იძულებულს გახდიდა ხელი აეღო თავის ნეიტრალიტეტზე ან საფრთხეში ჩაეგდო იგი.

მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო:

ა) არ უნდა შედიოდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში;

ბ) არ უნდა აძლევდეს თავის ტერიტორიას უცხოური ჯარებისა და სამხედრო ბაზებისთვის;

გ) მუდმივად ნეიტრალურ სახელმწიფოს ასევე ეკრძალება უცხო სახელმწიფოს მიმართ პროტექტორატის დაწესება, თუ კი ამ უკანასკნელს მუდმივი ნეიტრალიტე-ტის სტატუსი არ გააჩნია.

დ) მუდმივი ნეიტრალიტეტი შეიძლება იყოს გარანტირებული რომელიმე სხვა (მაგალითად დიდი) სახელმწიფოების მიერ ან არგარანტირებული.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ზემოთ ნახსენები სამივე მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოს ეს სტატუსი გარანტირებულია სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით.

სართაშორისო სამართალში თავისი შინაარსით ცნობილია ნეიტრალიტეტის ორი ფორმა: - აბსოლუტური და - კვალიფიციური.

აბსოლუტური ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას (მაგალითად შვეიცარია, რომელიც გაეროს წევრიც კი არ არის),

ხოლო - კვალიფიციური, წარმოადგენს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფეხმოკიდებული კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის განვითარების შედეგს, როდესაც მისაღებია გარკვეულ პირობებში (ვთქვათ სამართლიანი ან თავდაცვითი ომის წარმოებისას), რომელიმე მეომარი მხარისთვის გარკვვეული შეღავათების გაწევა.

ამის მაგალითია ავსტრია, რომელიც მუდმივი ნეიტრალიტეტის მიუხედავად გაეროს წევრი სახელმწიფოა და მოვალეა აღნიშნული ორგანიზაციის წესდების თანახმად რომელიმე ქვეყნის ან რეჟიმის მიმართ გამოცხადებულ სანქციებში იღებდეს მონაწილეობას.

დღესდღეობით შვეიცარია კვლავ მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მქონე სახელმწიფოა და აბსოლუტური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებს, შვედეთი და ფინეთი ცივი ომის პერიოდში და დღესაც ევენტუალური ნეიტრალიტეტის პოზიციაზე დგანან.

მოდით ვნახოთ, როგორია ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოთა მიერ

შეიარაღებაზე დახარჯული ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებელი.

 

ა) ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების

თავდაცვის ხარჯები 1990 და 1999 წლებში:

1. მთლიანი შიდა პროდუქტი (მლრდ. დოლარებში):

1990 წელი: ავსტრია – 157,48; შვედეთი – 219,36; შვეიცარია – 227,97; ფინეთი – 137,78.

1999 წელი: ავსტრია – 198,0; შვედეთი – 230,0; შვეიცარია – 246,0; ფინეთი – 123,0..

 

2. სამხედრო ხარჯები (მლრდ. დოლარებში):

1990 წელი: ავსტრია – 1,54; შვედეთი – 5,51; შვეიცარია – 4,10; ფინეთი – 1,57;

1999 წელი: ავსტრია – 1,7; შვედეთი – 5,2; შვეიცარია – 3,1; ფინეთი – 1,7.

 

3, სამხედრო ხარჯების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (პროცენტები):

1990 წელი: ავსტრია – 0,98; შვედეთი – 2,51; შვეიცარია – 1,80; ფინეთი – 1,14;

1999 წელი: ავსტრია – 0,86; შვედეთი – 2,26; შვეიცარია – 1,26; ფინეთი – 1,38.

 

როგორც ვხედავთ, ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნების თავდაცვის ხარჯები მერყეობდა 0,86-დან (ავსტრია) 2,51%-მდე (შვედეთი) ფარგლებში.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთის ამ მაჩვენებელში შეყვანილი იყო 0,5 მლრდ. დოლარამდე სამოქალაქო თავდაცვისთვის გამოყოფილი ასიგნებებიც.

 

ბ) ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების

მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 2000 წ.

1. მოსახლეობა: ავსტრია – 8 138 000; შვედეთი – 8 947 000;

                         შვეიცარია – 7 090 000; ფინეთი – 5 183 000.

2. მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები (მოსახლეობის რიცხოვნების პროცენტული წილი):

                         ავსტრია – 35 500 (0,4 %); შვედეთი – 52 700 (0,59 %);

                         შვეიცარია – * (*); ფინეთი – 31 700 (0,61 %).

3. რეზერვები (მოსახლეობის რიცხოვნების პროცენტული წილი; ადამიანი):

                         ავსტრია – 1 065 000 (13,90 %); შვედეთი – 570 000 (6,37 %);

                         შვეიცარია – 351 200 (4,98 %); ფინეთი – 485 000 (9,36 %).

როგორც ვხედავთ, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები ცივი ომის პერიოდში და დღესაც:

მშვიდობიანობის დროს ინახავენ მოსახლეობის 0,45-0,75% რიცხოვნების რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს (შევეიცარიაში ეს სისტემა რამდენადმე სახეშეცვლილია),

ომის შემთხვევაში კი, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ვარაუდობენ სამხედრო სამსახურში მოსახლეობის დაახლოებით 10%-ის გაწვევას. ეს კი მათი მცირე ტერიტორიების გათვალისწინებით, საკმარისად სერიოზული ძალაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობნისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების ჯარებს შესაბამისი შეიარაღებაც გააჩნიათ.

 

გ) ევროპის ნეიტრალური ქვეყნების ძირითადი შეიარაღება

[2000 წ. მონაცემები]

ავსტრია: 283 საბრძოლო ტანკი, 533 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, 535 საველე საარტილერიო სისტემა, 11 დამრტყმელი ვერტმფრენი, 52 საბრძოლო თვითმფრინავი.

შვედეთი: 658 საბრძოლო ტანკი, 2067 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1050 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 250 საბრძოლო თვითმფრინავი.

შვეიცარია: 556 საბრძოლო ტანკი, 1538 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1092 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 154 საბრძოლო თვითმფრინავი.

ფინეთი: 230 საბრძოლო ტანკი, 1063 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1937 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 64 საბრძოლო თვითმფრინავი.

დ) ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების სარდლობები

ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში გეგმავდნენ

მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზებას

- 5-მილიონიან ფინეთს ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში 90-იანი წლების დასაწყისში იარაღით ხელში უნდა გამოეყვანა 500 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან:

300 ათასი საბრძოლო (საველე) ჯარებში და 200 ათასი ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში. გარდა ამისა, კიდევ 200 ათასი - იარაღის გარეშე (ზურგისა და დამხმარე სამსახურებში). ამ ძალებით ფინური სარდლობა ვარაუდობდა:

23 ბრიგადის (ორი ჯავშანსატანკო, 20 სხვადასხვა ტიპის ქვეითი, ერთიც სანაპირო თავდაცვის),

70-მდე ცალკეული პოლკისა და ბატალიონის,

ტერიტორიული თავდაცვის 200 ცალკეული ბატალიონისა და ასეულის,

სამი საბრძოლო საავიაციო ფრთის,

სადაზვერვო და სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილიების,

ოთხი საზღვაო ესკადრის (საარტილერიო, სარაკეტო და საპატრულო კატარღების, აგრეთვე სანაღმო ომის წარმოების) დაკომპლექტებას;

 

- 6,5-მილიონიან შვეიცარიას ომიანობის დროს უნდა გამოეყვანა 625-ათასიანი შეიარაღებული ძალები, რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც ნაჩვენები იყო:

სამი მექანიზებული, ექვსი ქვეითი და სამი სამთოქვეითი დივიზია (სულ 12 დივიზია), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ცალკეული პოლკები, ბატალიონები და დივიზიონები, 11 სასაზღვრო ბრიგადა და სხვა ჯარები;

17 საბრძოლო საავიაციო ესკადრილია;

 

- 9 მილიონიანი შვედეთის სარდლობა ომიანობის დროის შეიარაღებულ ძალებში (709 ათასი ადამიანი) ითვალისწინებდა: 21 საბრძოლო ბრიგადისა და 100 ცალკეული ბატალიონის (დივიზიონის), ტერიტორიულ ჯარებში - 60 ცალკეული ბატალიონისა და 400-500 ცალკეული ასეულის, 20 საბრძოლო საავიაციო ესკადრილიისა და საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავების, სარაკეტო, საპატრულო კატარღებისა და სანაღმო ომის წარმოების (ნაღმგადამღობი გემებისა და ტრალერების) ესკადრების გამოყვანას.

თავისთავად ცხადია, რომ შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის მცირე ტერიტორიებისთვის, ასეთი რიცხოვნებისა და საბრძოლო შემადგენლობის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დასაცავად.

 

თავი 2. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცების გარანტი - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი

„ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.

ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე,

ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.

იმედს ნუ დაამყარებ მთავრებზე, ადამის ძეზე,

რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული,

დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.

ნეტარ არს ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა,

ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე,

რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია;

რომელიც იცავს ჭეშმარიტებას უკუნისამდე“

[ფსალმ. 145,1-6]

მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეთა გასაყარიდან მოყოლებული, თითქმის ყველა საუკუნეთა მიჯნაზე, საქართველოსთვის არასასურველად დატრიალებული ბედის ჩარხის გამო, მრავალი განსაცდელისათვის უხდება გამკლავება ქართველ ერს.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხად-ებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგში დააყენა, ჩვენს წინ მდგარი ორი გზიდან - უკეთესის არჩევის აუცილებლობა:

- საქართველოს სახელმწიფომ, უნდა გაითვალისწინოს რა: კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, ცალსახად უნდა თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე;

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტე-ტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტის მიერ ისეთი კანონის მიღების შეთავაზებას ითვალისწინებს, რომლის მიზანია:

დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად [მუხლი 1].

საკანონმდებლო წინადადების მესამე-მერვე მუხლების ფორმულირება, ძირითადად ეყრდნობა, ჯერ კიდევ - 1907 წელს მიღებულ ჰააგის კონვენციებისა და სხვა დოკუმენტების სულისკვეთებას, რომელთა მიხედვით:

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია და არ შეიძლება გადაიქცეს საომარ მოქმედებათა ცენტრად;

- მეომარ მხარეებს ეკრძალებათ მისი გავლით ჯარების, იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების ტრანსპორტების გადაყვანა და ა.შ.

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იკრძალება მეომარი მხარეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სამხედრო ფორმირებებისა და მოხალისეთა დასაქირავებელი დაწესებულებების შექმნა;

- ნეიტრალურ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალი უფლებას აძლევს შეიარაღებული ძალის მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

საკანონმდებლო წინადადების მეთერთმეტე თავში - „გარდამავალი დებულებები“, დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თითოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელსეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

საკანონმდებლო წინადადების გარდამავალ დებულებებში მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ აღსასრულებლად განსაზღვრული დავალება, რათა

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადების მომზადებისათვის, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა.

თავი 3. კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“, ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

თავი 4. კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი,

მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი,

ჭკადუა მზია, ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.