Print

N 16. „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“ [2014 წლის 29 ივლისი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა საქართველოს მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომლისთვისაც მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე- 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 29 ივლისი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოში

ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის

დაწესების თაობაზე

 

მუხლი 1. დღეს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადას-ტურებელი  ელექტრონული მოწმობის ჩიპიანი „აიდი“ ბარათის პარალელურად, დაწესებული იქნეს ალტერნატიული - უჩიპო, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობა;

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

თავდაპირველად უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

საქართველოში 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობამ - 4. 601. 534 შეადგინა. ეროვნული შემადგენლობის მონაცემები ასეთი სახის გახლავთ:

ქართველი - 3. 767. 393, ანუ მოსახლეობის - 81,9%

აზერბაიჯანელი - 284. 881, ანუ - 6,2%

სომეხი - 281.229, ანუ - 6,1%

რუსი - 100. 071, ანუ - 2,17%

ოსი - 84. 728, ანუ - 1,8%

აფხაზი - 45. 518, ანუ - 0,9%

ბერძენი - 19. 066, ანუ - 0,4%

უკრაინელი - 10. 869, ანუ - 0,2

ებრაელი - 4. 202, ანუ - 0,1%

სხვა ეროვნების - 20.000, ანუ - 0,43%

ამათგან, აღმსარებლობის მიხედვით,ზოგადი მონაცემი ასეთია:

მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია, მოსახლეობის - 3.880.000, ანუ მოსახლეობის - 84,32%

კათოლიკური აღმსარებლობისაა - 95.000, ანუ მოსახლეობის - 2%

მუსულმანური აღმსარებლობისაა - 400.000, ანუ მოსახლეობის - 8,7%

გრიგორიანული აღმსარებლობისაა - 200.000, ანუ მოსახლეობის - 4,35%

იუდაური აღმსარებლობისაა - 4.202, ანუ მოსახლეობის - 0,1%

ათეისტური პოზიციის მატარებელია - 22.332, ანუ მოსახლეობის - 0,5%

როგორც ვხედავთ, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა რელიგიური [ქრისტიანული, მუსულმანური, იუდაური და სხვა] აღმსარებლობის მიმდევარია, და მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც არ სწამს ღმერთის, ანუ ათეიზმს აღიარებს.

როგორც ცნობილია, ხელისუფლების გადაწყვეტილებით - 2011 წლის 1 აგვისტოდან გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათები“.

ამასთანავე უნდა მოგახსენოთ, რომ მორწმუნე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. ჩიპიან „აიდი“ ბარათში თავისუფლების შეზრუდვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის საფრთხეს ხედავს. იმ ფონზე, როდესაც:

- მოქმედი კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ ვინ არის უფლებამოსილი, ფლობდეს „აიდი“ ბარათზე დატანილ ინფორმაციას, ამასთან

- ცნობილი არაა იმ უწყებათა ჩამონათვალი, ვისაც აქვს უფლება ამ ინფორმაციით სარგებლობისა, ხოლო

- კონფინდენციალობის დარღვევის შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ფორმები,

ჩნდება დიდი ეჭვი და საშიშროება იმისა, რომ დაირღვეს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საყოველთაოდ აღიარებული კონსტიტუციური უფლება.

როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, „აიდი“ ბარათთან დაკავშირებით 2012 წ. 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში ასე განსაზღვრა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი:

სადღეისოდ წარმოდგენილი აიდი“ ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.“

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ [ასეთთა რიცხვშია მაგ.: გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, აშშ- ათეულობით შტატი, სადაც ასევე ეწინაღმდეგებიან ელექტრონული ბარათის შემოღებას და მისთვის სავალდებულო სახის მიცემას], სწორედ დემოკრატიის პრინციპების ერთგულებისა და პიროვნების თავისუფლების დაცვის გამო, მიუხედავად უკვე გაწეული ფინანსური დანახარჯებისა, საბოლოოდ თქვა უარი „აიდი“ ბარათების გამოყენებაზე.

გარდა ზემოთქმულისა, საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებების არ არსებობა, გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნის ამომრჩეველს, სხვადასხვა ტიპის არჩევნებში მონაწილეობისათვის.

არგუმენტების მოყვანას აღარ გავაგრძელებთ, რამეთუ ზემოთქმული, ვფიქრობთ სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, საქართველოს კანონის - საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს კანონი „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს კანონი „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი,

მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი,

ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.