Print

N 15 „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“[კომისიები, საეთერო დრო... ] [2014 წლის 15 ივლისი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

მიგვაჩნია რა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს, კანონიდან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 5 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 5 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 15 ივლისი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

წერილის ჩაბ. №12881

23. 06. 2014 წ.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 - მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცესკო შედგება თავმჯდომარის, 12 წევრისა და შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.“;

2. მე-19 - მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„61. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს კომისიის წევრი, შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო ოლქში დანიშნოს/გაანთავისუფლოს თითო წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“;

3. მე-20 - მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები; აგრეთვე შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი“;

4. 24 - მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები; აგრეთვე შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი“;

5. 24 - მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი, შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო უბანზე დანიშნოს/გაანთავისუფლოს თითო წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“;

6. 50-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება:

1. კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-40 - დღიდან...“ [შემდეგ როგორც ტექსტშია];

7. 51 - მუხლის მე-3; მე-5; მე-6 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და ძალაში შედის მხოლოდ, ამ კანონის მიხედვით, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან;

„5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არაუმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

6. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“;

12. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.

8. 51-ე მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

9. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების გამოყენება.“;

10. 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

11. მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოყოფილია ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად ნაწილდება, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე.

2. შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ფონდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრის ჩარიცხვა უნდა მოხდეს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის მეორე დღეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის თითოეული მუხლი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარ პირობები იყოს უზრუნველყოფილი. შემოთავაზებული რეგულაციების თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

1. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-10; მე-19; მე-20 და 24-ე მუხლებში შესატანი ცვლილებები, საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილ საარჩევნო გაერთიანებებს, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში სრულფასოვნად ჩართვის მიზნით, უფლებას აძლევს დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები სამივე დონის საარჩევნო კომისიებში;

2. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 50-ე მუხლში შესატანი ცვლილებება: არსებული 50 დღიანი ზღვარის 40-მდე შემცირება, გამომდინარეობს, ამავე კანონის - „მუხლი 114. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“-ში გათვალისწინებული საბოლოო ვადებიდან;

3. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ – „მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა“-ში, კერძოდ:

- მე-3 პუნქტში განსაზღვრული ცვლილების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო სარეკლამო დროის გამოყენებასთან დაკავშირებეული კანონით უზრუნველყოფილი უფლების გამოყენების ათვლის თარიღად დადგენილია, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის გამოკვეთის დღე; აგრეთვე

- ახალი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით მე-5; მე-6 და მე-12 პუნქტებიდან ამოღებულია საარჩევნო სუბიექტისათვის განკუთვნილი ცნება - „კვალიფიციური“; აგრეთვე

- მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებიდან გამომდინარე, ვინაიდან საარჩევნო სუბიექტებისათვის საეთერო სარეკლამო დროის გამოყენება დასაშვები ხდება, მხოლოდ შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან, აუცილებელი გახდა 51-ე მუხლის მე-13 პუნქტის გაუქმება [ამოღება];

4. 54-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებთან დაკავშირებული ცვლილება გამომდინარეობს სარჩევნო სუბიექტების დაფინანსების ახალი წესიდან;

5. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება, მათთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების მეშვეობით.

შესაბამისად, დღეისათვის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 54,8 პუნქტით განსაზღვრული რეგულაცია, რომლის თანახმადაც - „8. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული“, თავის დანიშნულებას კარგავს, ამიტომაც იგი გაუქმებულ უნდა იქნეს;

6. წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს აგრეთვე, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი იქნეს წინასწარ დადგენილი - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული ცვლილებათა პაკეტი;

1. საარჩევნო სუბიექტებისთვის, ყველა დონის საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენელთა ყოფნის უფლების მიცემა;

2. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო;

3. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი,

მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი,

ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.