ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეთორმეტე ნაწილი
ბოლო ჟამი - მეთორმეტე ნაწილი
[8 ნოემბერი, 2012 წ.]
იოანე ნათლისმცემლის
არსისმიერი ასპექტები, ანუ
უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება
„საიდუმლონი დაფარულნი შემოქმედისანი
ჟამთა უკანასკნელთა საცნაურ იქმნეს“
(სულხან-საბა ორბელიანი,
„თხზულებანი“, ტ. III, თბ. 1963 წ., გვ. 184)
„უკანასკნელი ხანის“ არსისმიერი საკითხისათვის
ბიბლიაში, მოკლედ, მაგრამ - ღვთაებრივი სისადავითა და სიღრმითაა გადმოცემული, განსახილველ „უკანასკნელ ხანში“ განსავითარებელი პროცესების შემცველი მინიშნებანი. მივყვეთ თითოეული მათგანის განხილვას.
ზემოთ განხილულ ბიბლიურ თხრობაში მოცემული მინიშნება ასე გრძელდება
- „აჰა, თავი [მ. სააკაშვილი] რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა [დამარცხდა], ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად...“ (3 ეზრა, 12,2].
მოდით ვნახოთ, რა კოდირებულ არსს შეიცავს აქ მოცემული - „ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ“.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო ჟამის „დასასრულამდე“ შემორჩენილი „ორი მეფე“ [იხ. 3 ეზრა 12,21] –
1. საქართველოს სპრეზიდენტი მ. სააკაშვილი და
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი,
თავ-თავისი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი გუნდებით, ერთგვარად, ბიბლიისეული „ოთხეულით“ არიან „დაღდასხმულები“, და აი, როგორ:
1. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოკვეთიდან რამოდენიმე დღეში, ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი გადაბარების პროცესის დაწყებისათვის, ორივე ძალის მხრიდან ოთხ-ოთხი პირი იქნა გამოყოფილი, კერძოდ:
მ. სააკაშვილის მხრიდან - დ. ბაქრაზე, გ. ბოკერია, გ. უგულავა და პ. კუბლაშვილი;
ბ. ივანიშვილის მხრიდან - ს. უსუფაშვილი, ი. ალასანია, ი. ღარიბაშვილი და ს. სუბარი.
2. 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილმა ორივე ფრთამ, ოთხ-ოთხი ე.წ. ლიდერი გამოკვეთა:
ა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - დ. საგანელიძე, და „ოცნების“ სამი ფრაქციის თავმჯდომარეები - ზ.ქუცნაშვილი, ი. ჩიქოვანი და დ. ბერძენიშვილი;
ბ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი - დ. ბაქრაზე, და „ნაცების“ სამი ფრაქციის ლიდერი - გ. გაბაშვილი, ა. ბობოხიძე და ტ. ლონდარიძე.
როგორც ითქვა, ამ - „ორი მეფის“ „ბედის“ თაობაზე, ასეთი ბიბლიური მინიშნებაა:
- ამათგან ერთ-ერთი, უნდა - „გაუჩინარდეს“, რაც ხელისუფლებაში მყოფი მ. სააკაშვილის მიერ ძალაუფლების ბერკეტების დათმობასა და მისი გუნდის ოპოზიციაში გადასვლაზე მიგვანიშნებს;
- ბ. ივანიშვილისა და მისი გუნდის - პოზიციიდან, სახელისუფლო ძალად „გარდაქმნის“ თაობაზე, ასე გვეუწყება - „ის ოთხი ფრთა კი , რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად“-ო [3 ეზრა 12,2].
მოცემული „ოთხი ფრთა“, ჩვენს რეალობაში ასე განივთდა - პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმაღლესი საპარლამენტო პოსტები ასე ნაწილდება:
გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, თავისი რიგებიდან ირჩევს - პარლამენტის თავმჯდომარეს, მის ერთ პირველ და სამ რიგით მოადგილეს;
საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ერთი პოსტი;
საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებული აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიებში არჩეული სადეპუტატო კორპუსი, თავისი რიგებიდან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ასარჩევ - თითო კანდიდატს.
ამდენად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უფლება აქვს დაიკავოს 5 უმაღლესი არჩევითი პოსტი.
მიზეზთა გამო, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულმა ძალამ, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ხუთი უმაღლესი თანამდებობიდან, ერთის - გაუქმება მოითხოვა, და მხოლოდ ოთხი პოსტი დაიტოვა. კერძოდ:
პარლამენტის თავმჯდომარედ - დ. უსუფაშვილი აირჩიეს; მის პირველ მოადგილედ მანანა კობახიძე მოგვევლინა; ხოლო პარლამენტის თამჯდომარის მოსადგილეები - ზვიად ძიძიგური და ზურაბ აბაშიძე გახდნენ.
მეორეს მხრივ, ზოგადად, საპარლამენტო საქმიანობა - ფრაქციების ხელმძღვანელობით წარიმართება. ფრაქციების წევრები, შესაბამისი ქვოტებით არიან წარმოდგენილნი საპარლამენტო კომიტეტებში.
როგორც ითქვა, არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ, საარჩევნო სუბიექტმა: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პარლამენტში - სამი ფრაქცია, და მის ბაზაზე დაფუძნებული - „საპარლამენტო უმრავლესობა“ შექმნა, რითაც ჯამში - ოთხი პოლიტიკური თანამდებობა გამოკვეთა - „უმრავლესობის“ ლიდერი, და - სამი ფრაქციის თავმჯდომარე.
ზემოთქმულის გახსენების შემდეგ, მოდით ბიბლიის ასეთ მინიშნებას გავეცნოთ
- „როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე: აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა“ [3 ეზრა 12,1-2].
აღნიშნული, ჩვენთვის საძიებელ-განსახილველი „უკანასკნელი ხანის“ რამოდენიმე ეტაპს გამოკვეთს:
- „როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა“- თი მინიშნებაა იმაზე, რაც ჩვენს თვალწინ 2012 წლის 2 აგვისტოდან [ლომის ზოდიაქო] დაიწყო;
- „აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა“, გვითითებს 2012 წ. 1-25 ოქტომბრისეულ დროით მონაკვეთში მომხდარზე, რასაც სელისუფლებაში მყოფი მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის დამარცხება ჰქვია;
- „ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად“ არჩევნებში გამარჯვებული ძალის, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - ოთხი უმაღლესი თანამდებობითა თუ ოთხი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით წარმომადგენლობაზე უსვამს ხაზს; რაც 2012 წ. 21-25 ოქტომბრიდან იწყება;
- „მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა“, კოდირებულად მიგვანიშნებს 2012 წლის 21-25 ოქტომბრიდან დაწყებული „უკანასკნელი ხანის“ მიმდინარეობის ხასიათზე. კერძოდ, იგი თურმე
- „ხანმოკლეა“, დროითი თვალსაზრისით; და
- „შფოთით სავსეა“, ამ დროში განსავითარებელი მოვლენების ხასიათის თვალსაზრისით.
თავის მხრივ, ბიბლიისეული მინიშნება - „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან, ჩვენს თვალწინ დაწყებულ ე.წ. ორხელისუფლებიანობაზე უნდა გვანიშნებდეს.
ამ - „ორიდან“, ერთ-ერთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ბ. ივანიშვილი, სრულად აკონტროლებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს; და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო გუნდის საქმიანობას; ხოლო
მეორე მხარეს წარმოადგენს - მ. სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობასთან ერთად, თავის გავლენას ინარჩუნებს, როგორც არჩევითი [საკრებულოები] და აღმასრულებელი შტოს ქვედა რგოლებზე [გუბერნატორები, მერები, გამგებლები], ასევე - სასამართლო ხელისუფლებაზე.
ამ „ორი მეფის“ მიერ დამყარებული რეალობა, ანუ ე.წ. ორხელისუფლებიანობა, თავისთავად წარმოადგენს საძიებელი - ბოლო ჟამის დროითი მონაკვეთის „გასრულებისეული“ ჟამის დადგომის დასტურს, რამეთუ - „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30].
ჩვენი შემდგომი საუბარიც, სწორედ ბიბლიური - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“ სამეფოს არსისმიერი მხარის გახსნით გვინდა განვაგრძოთ.
შემდგომ თხრობას, თუ ღმერთი ინებებს, 9 ნოემბერს შემოგთავაზებთ.