Print

2020 წ. 23 ივლის მომხდარი მოვლენის ბიბლიური მინიშნება

ნიშნები ბოლო ჟამისანი

 

ა] საარჩევნო ბლოკის შექმნის საკითხი

ლასკარულ ცნობიერება ზიარებულმა მკითხელმა იცის, რომ ბიბლიაში მოცემული, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულებას თავის დრო-ჟამი აქვს.

თითოეული ასეთი ნიშანი, მისი მნიშვნელობიდან მომდინარე პირობითი მოზაიკური სურათის შემადგენელი ნაწილია.

 

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი ჩვენი საარჩევნო ბლოკი: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“, ორი სუბიექტისაგან შედგება.კერძოდ, ესენია:

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

და

- პოლიტიკური მოძრაობა „დავითი და თამარი“.

საარჩევნო ბლოკის სახით მათი გაერთიანება - საპარლამენტო არჩევნების კანონისმიერი მოთხოვნებითაა ნაკარნახევი.

 

ამდენად, დღემდე დამოუკიდებლად მოქმედი ორი სუბიექტი, ერთ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებით, იქცა კიდეც დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ერთ პოლიტიკურ სუბიექტად.

 

ჩვენი აზრით აღნიშნული მოვლენის ბიბლიური გამოძახილი - ეზეკიელის წინასწარმეტყველებაშია მოცემული. სადაც ვკითხულობთ:

„15. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

16   შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი [აქ - ხსენებული საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი] და ზედ წააწერე: იუდასთვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი [აქ - საარჩევნო ბლოკის მეორე სუბიექტი] და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის შტო) და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათვის;      

17   ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები [აქ - საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბება] და იყოს, როგორც ერთი, შენს ხელში.

18   როცა შეგეკითხებიან შენი ერის შვილები, ხომ არ გვეტყვი, ეს რა გაქვსო?

19   უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხეს, რომელიც ეფრემის და ისრაელის შტოთა, მის თანამდგომთა, ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხეს, გადავაქცევ ერთ ხედ და ერთი [აქ - საარჩევნო ბლოკი] იქნება ჩემს ხელში“ [ეზეკ. 37,15-17].

 

ბ] საარჩევნო ბლოკის დაარსების თარიღის თაობაზე

მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადა - „პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე“ [მუხლი 113,1-ბ] დროითაა შემოსაზღვრული.

 

ხსენებული, „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“, საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების ერთგვარ ორიენტირად, მიზეზთა გამო სწორედ 15 ივლისი იქნა არჩეული.

 

გარკვეული ტექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ, ჩვენი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებისათვის - 2020 წლის 23 ივლისი გამოიკვეთა.

 

მოდით ვნახოთ რაზე მიგვანიშნებს ბიბლია:

„მერვე დღეს [აქ - 15 ივლისიდან ათვლით: 16-17-18-19-20-21-22-23, 23 ივლისი] გამართეს წვეულება [აქ - საარჩევნო ბლოკი დაფუძნდა]...

მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს [აქ - ივლისის თვის 23] გაისტუმრა ხალხი [ამ დღეს ლასკარში შეკრებილები], თავთავის კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს“ [მე-2 ნეშტთა 7,9-10].

 

აი, ასეთი თანხვედრაა ჩვენს თვალწინ - კონკრეტული ათვლიდან მე-8 დღეს მომხდარზე, რომელიც მეშვიდე, ანუ ივლისის თვის 23-ე დღეს გამოკვეთავს.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ბოლო ჟამის მისტერია ნორმით სრულდება.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი