Print

ამონაწერი წესდებიდან - ლასკარი

ამონაწერი :

 „სამართლიანობის აღდგევის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

 

6.4 სათათბიროს სხდომებს შორის პერიოდში კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა ლასკარი, რომელიც მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. ლასკარის რიგგარეშე/საგანგებო სხდომის მოწვევა ხდება თავმჯდომარის ან ლასკარის წევრთა 1/3-ის ინიციატივით,  ერთი კვირის ვადაში. ლასკარის სხდომის გადაწყვეტილება სავალდებულოა კავშირის ყოველი წევრისათვის.

6.5 კავშირის ლასკარი:

_ კოორდინაციას უწევს კავშირის სათათბიროს გადაწყვეტილებათა განხორციელებას;

_ ხელმძღვანელობს კავშირის წევრთა მიერ წესდებისა და პროგრამის დაცვა-განხორციელებას;

_ კოორდინაციას უწევს რეგიონალური ორგანიზაციების საქმიანობას;

_ აწყობს და წარმართავს საარჩევნო კამპანიას;

_ ამტკიცებს ხელისუფლების არჩევით ორგანოებში დეპუტატობის კანდიდატთა საბოლოო სიებს;

_ განიხილავს კავშირის წევრის გარიცხვის საკითხს;

_ განაგებს ფულად სახსრებს;

_ ლასკარის თავმჯდომარის არყოფნის, ან მის მიერ მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლასკარის თავმჯდომარის რეკომენდაციით, ან ლასკარის გადაწყვეტილებით, ლასკარის თანათავმჯდომარეებიდან ერთ-ერთს ირჩევს ლასკარის თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად;

_ ლასკარი იხილავს სხვა საკითხებსაც.

ლასკარი გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აქვს ლასკარის თავმჯდომარეს.“