Print

უფალია ჩვენი სიმართლე

ბოლო ჟამის სახელდებითი ეტაპი - „უფალია ჩვენი სიმართლე“

 

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ 2011 წლის მიწურულს, ერთის მხრივ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-სა, და მეორეს მხრივ: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ შერწყმის შემდგომად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებული ჩვენი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება საბოლოოდ ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“.

მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე გადაწყდა - საქართველოში დაგეგმილ ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დამდგარი ბოლო ჟამის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისათვის, „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილებების გამოყენება.

 - 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მიზეზთა გამო, საარჩევნო რეგისტრაციის მოპოვება ვერ მოხერხდა;

- 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობისათვის, 2013 წლის მიწურულს, ჩვენი პარტიის ინიციატივით, ჩამოყალიბებული იქნა: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“. აღნიშნული გაერთიანების ეგიდით  მივიღეთ მონაწილეობა, საგარეჯოს რაიონში ჩატარებულ, 2015 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებშიც;

- 2016 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ხსენებული გაერთიანების სახელდება ასე ჩამოყალიბდა: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“.

აღნიშნული გაერთიანების ეგიდით  მივიღეთ მონაწილეობა - 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში.

მთლიანობაში, ბოლო ჟამის მხილებისეული ეტაპის მიმდინარეობისას, ამ ორი გაერთიანების ბაზაზე წარმოებული აქტივობის შედეგად:

- „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერნეტისა და სხვადასხვა სატელევიზიო სივრცეში გადაიცა, ჩვენს მიერ ჩატარებული რამოდენიმე ათეული პრესკონფერენცია, ორასამდე ვიდეო მიმართვა დასატელევიზიო სიუჟეტი;

- საქართველოს პარლამენტს 2013 – 2018 წლებში წარედგინა: ორმოცდაათამდე საკანონმდებლო წინადადება;

- მომზადდა და გამოიცა: რამოდენიმე ათეული კრებული;

- საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას, ისევე როგორც - ცესკოს, უწყებათაშორის კომისიას, პროკურატურას, სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციას ჩაბარდა არაერთი - განცხადება თუ ღია მიმართვა.

 

2018 წლის 31 მარტს გამართულ ლასკარის ღია სხდომაზე, სხვა საკითხების პარალელურად, განხილულ იქნა წინადადება, მიმდინარე - ბოლო ჟამისმიერ მონაკვეთში, პოლიტიკურ ასპარეზზე - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ საქმიანობითი ეტაპის დამთავრების თაობაზე.

მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2015 წლის 28 თებერვლის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარტიის სახელდებაში რედაქციული ხასიათის ცვლილების შეტანის შესახებ. საბოლოოდ, პარტიის დასახელება ასე განისაზღვრა:

„უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“ [იხ. გაზ. N10 [958], გვ.1, 2015 წ. 7 მარტი], რომელიც, იურიდიულად, ძალაში შევა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ცვლილების დარეგისტრირების შემდეგ.

შესაბამისად, 2018 წ. 31 მარტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოქმედი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების რეორგანიზაციისა, და პოლიტიკურ ასპარეზზე - „უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს სახელით მოქმედების გაგრძელების თაობაზე.

აღნიშნულზე საუბარი, შემდეგი ბიბლიური მინიშნების შეხსენებით გვინდა დავასრულოთ - „აჰა, დადგება ჟამი (კოდია), ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს (კოდია), მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6).

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და  უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]  სალუაშვილი