Print

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს - ეკა ბესელიას

საქართველოს პარლამენტის

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას!

 

პასუხის პასუხი

 

ქალბატონო ეკა!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ N778 საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით თქვენგან მიღებული „დასკვნის“ თაობაზე [N3031/4-10, 20.03.18], უნდა მოგახსენოთ შემდეგი“

 

თქვენგან წარმოდგენილი „დაკვნა“ შემდეგ - სამ არგუმენტს ემყარება:

1. „წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად უარესდება იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება [საუბნო კომისიებში დაფინანსება მცირდება 150 ლარიდან 100 ლარამდე, ხოლო საოლქო კომისიებში - 200-დან 150 ლარამდე]. რომელთა საარჩევნო ბლოკში შედის ორი ან მეტი კვალიფიციური პოლიტიკური პარტია“;

 

კომენტარი:

ჩვენი წინადადების ერთ-ერთი მთავარი არსი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის არამართლზომიერად გამოყენების აღმოფხვრაა. და ასეთ შემთხვევაში, იმის თქმა რომ ამით თურმე „პარტიების ფინანსური მდგომარეობა: გაუარესდება“ - სახელმწიფო ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვის წახალისებაა და მეტი არაფერი.

 

2. „საკანონმდებლო წინადადების ავტორებს საკმარისად არ აქვთ დასაბუთებული საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების შემცირების აუცილებლობა“.

 

კომენტარი:

საკანონმდებლო წინადადების თანმდევ „განმარტებით ბარათში“ წარმოდგენილი ჩვენი დასაბუთება ნათლად წარმოაჩენს - „პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების შემცირების აუცილებლობას“.

დღეს ცესკოს მიერ გამოყოფილია 18 ე.წ. კვალიფიციური პარტია, რომელთაც სსახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ჩაერიცხოთ თანხები.

ამდენად, თეორიულად შესაძლებელია - ისეთი 9 საარჩევნო სუბიექტის შექმნა, რომელშიც მინიმუმ - ორი კვალიფიციური პარტია იქნება გაერთიანებული.

ჩვენს მიერ განმარტებით ბარათში მოტანილი მაგალითი ეხება ორი კვალიფიციური პარტიისაგან შემდგარ ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო საარჩევნო ბლოკს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად უნდა დაიხარჯოს - 185 850 ლარი.

ამ პრინციპით, 9 შესაძლო საარჩევნო ბლოკზე,, ყოველ საარჩევნო ციკლზე, ზედმეტად დახარჯული თანხა შეადგენს - 1 672 650 ლარს.

 

3. „საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკების შექმნის წესი ერთჯერადად დატოვებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შემდგომ კი უქმდება, რის გამოც წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება აზრს კარგავს“.

 

კომენტარი:

აქაც ნათელია საკითხისადმი არასახელმწიფოებრივად მიდგომის ფაქტი. კერძოდ, უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილია:

2018 წელს - საპრეზიდენტო,

2020 წელს - საპარლამენტო, ხოლო

2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარება [თეორიულად, შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნებიც].

შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით შესაძლებელია დაიხარჯოს, მინიმუმ - 5 017 950 ლარი.

ყოველივე ზემოთქმული, ჩვენი აზრით, ნათლად მეტყველებს, თუ რამდენად აქტუალურია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება.

 

მინაწერი:

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

რამეთუ, მაცხოვარი ბრძანებს:

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 22 მარტი, 2018 წ.


http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1702-n-45-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90