Print

"დაკანონებული ყაჩაღობა" - 2018 წ.

2018 წ. დაგეგმილი პარტიების დაფინანსების სქემა, ანუ

სახელმწიფო ბიუჯეტის - ძარცვა გრძელდება

 2017 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ მიღებული N138/2017 განკარგულება - „პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„...2017 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის, საქართველოს პარლამენტის 2016 წ, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისა და საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 30-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით პარტიების მიერ წარმოდგენილი წერილობითი თანხმობის საფუძველზე ვადგენ:

მუხლი 1. 2017 წ. 20 ნოემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვროს დანართის მიხედვით...“.

 

ამ დანართის მიხედვით ვგებულობთ, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიიღო - 18 პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელთაგან:

 

2016 - 2017 წ.წ. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გზით ნაჩვენები შედეგის მიხედვით დაფინანსდება - 3 პარტია. ესენია:

- პგქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო[გიორგი კვირიკაშვილი]- 2 081 038 ლარი [2017 წ. შედეგით];

- პგთავისუფალი დემოკრატები[შალვა შავგულიძე] – 512 196 ლარი [2016 წ. შედეგით];

- პგ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" [შალვა ნათელაშვილი] – 472 812 ლარი [2017 წ. შედეგით].

 

დანარჩენი 15 პარტია დაფინანსებას მიიღებს 2016 – 2017 წ.წ. შექმნილ ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად მიღწეული შედეგის მიხედვით. ესენია:

 

2016 წელს შექმნილი ბლოკის შედეგით:

პგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" [დავით თარხან-მოურავი] – 1 270 995 ლარი

პგ "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" [აკაკი ასათიანი]– 87 024 ლარი;

პგ "თავისუფალი საქართველო" [კახა კუკავა]– 87 024 ლარი;

პგ "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" [კონსტანტინე გამსახურდია]– 87 024 ლარი;

პგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" [გია ბერძენიძე] - 87 024 ლარი;

პგ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" [ნიკოლოზ ჯოგლიძე] – 87 024 ლარი.

 

2016 წელს შექმნილი ბლოკის შედეგით:

პგ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" [ნინო ბურჯანაძე] - 241 625 ლარი.

პგ "ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა" [გრიგოლ ჯოჯუა[ – 241 625 ლარი [2016 წ. შედეგით, როგორც ბლოკში მყოფი პგ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამართალმემკვიდრე პარტიამ];

 

2016 წელს შექმნილი ბლოკის შედეგით:

პგ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" [ნიკა მაჭუტაძე] – 195 511 ლარი;

პგ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" [გიორგი ვაშაძე] – 195 511 ლარი.

 

2017 წელს შექმნილი ბლოკის შედეგით:

პგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"[ნიკა მელია] – 991 726 ლარი;

პგ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" [შოთა მალაშხია]– 378 849 ლაეი;

პგ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" [ბაჩუკი ქარდავა] - 378 849 ლარი.

 

2017 წელს შექმნილი ბლოკის შედეგით:

პგ "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" [გიორგი უგულავა]  – 1 036 126 ლარი;

პგ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"[ხათუნა ქოიავა] - 507 174 ლარი.

 

მთლიანობაში, ამ პარტიათა დასაფინანსებლად - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება -  8 939 157 ლარი. მათ შორის:

- 4 საპარლამენტო პარტია ჯამში აიღებს - 5 379 885 ლარს [60,18 %]; ხოლო

- 14 არასაპარლამენტო პარტია მიიღებს - 3 559 272 ლარს [39,82 %].

 

მოდით ვნახოთ რა შედეგეები აჩვენეს ამ პარტიებმა 2017 წელს გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე.

 

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მისაღებად საჭირო კანონით დაწესებული 3%-იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ ხუთმა პარტიამ. ესაა -

1. პგქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო: აიღო 837 119 ხმა - 55.74 % და დაფინანსდება - 2 081 038 ლარით;

2. პგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": საარჩევნო ბლოკის სახით აიღო 256 452 ხმა - 17.08 %, და ჯამში მიიღებს - 1 749 424 ლარს;

3. პგ "ევროპული საქართველო": საარჩევნო ბლოკის სახით აიღო 156 221 ხმა - 10.4 %, და ჯამში მიიღებს - 1 543 300 ლარს;

4. პგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი": აიღო 98 453 ხმა - 6.56 %, და დაფინანსდება - 1 270 995 ლარით;

5. პგ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია": აიღო 49 108 ხმა - 3.27 %, და დაფინანსდება - 472 812 ლარით;

 

კვალიფიციური პარტიის სტატუსისა და შესაბამისად დაფინანსების მისაღებად საჭირო კანონით დადგენილი 3% ზღვარი ვერ გადალახა, არჩევნებში მონაწილე - 8 ე.წ. კვალიფიციურმა პარტიამ. კერძოდ:

საარჩევნო ბლოკში:დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ შემავალმა:

ა) „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-მ და ბ) „თავისუფალმა საქართველო“-მ, რომლებმაც ერთად აიღეს 38 888 ხმა (2.59 %); მიუხედავად ამისა, როგორც ვნახეთ:

1. პგ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" [ნინო ბურჯანაძე] მიიღებს - 241 625 ლარს; ხოლო

2. პგ "თავისუფალი საქართველო" [კახა კუკავა] მიიღებს – 87 024 ლარს.

 

საარჩევნო ბლოკში:გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ მყოფმა „ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“-მ, პგ „ევროპელ დემოკრატებთან“ ერთად აიღო 18 429 ხმა (1.23 %); მიუხედავად ამისა:

3. პგ „ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“ [გიორგი ვაშაძე] - 2018 წ. მიიღებს - 195 511 ლარს;

 

4. პგ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"-მ მიიღო მხოლოდ  892 ხმა (0.06 %); მიუხედავად ამისა მისი სამართალმემკვიდრე პგ "ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა" [გრიგოლ ჯოჯუა] დაფინანსდება - 241 625 ლარით;

5. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ [ნიკა მაჭუტაძე]  მიერ მოპოვებული იქნა: 606 ხმა (0.04 %), მაგრამ დაფინანსდება - 195 511 ლარით;

6. „თავისუფლებაზვიად გამსახურდიას გზა“ [კონსტანტინე გამსახურდია]-მ მოიპოვა 9 101 ხმა (0.61 %); 2018 წ. მიიღებს - 87 024 ლარს;

7. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ [ნიკოლოზ ჯოგლიძე] -ს მიერ აღებულ იქნა 267 ხმა (0.02 %), თუმცა დაფინანსდება - 87 024 ლარით;

8. პგ "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა" [აკაკი ასათიანი] აიღო: 226  ხმა (0.02 %), სამაგიეროდ ბიუჯეტიდან მიიღებს - 87 024 ლარს.

 

მიზეზთა გამო [კვალიფიციური სტატუსის დაკარგვის შიშით], არჩევნებში საერთოდ  არ მიიღო მონაწილეობა 2 პარტიამ. ესენია:

- პგთავისუფალი დემოკრატები[შალვა შავგულიძე], მაგრამ დაფინანსდება – 512 196 ლარით; და

- პგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" [გია ბერძენიძე], რომელიც - 87 024 ლარს მიიღებს.

 

მოდით ვნახოთ, თუ რა შედეგები აქვთ ნაჩვენები 2012 წლიდან ათვლით სხვადასხვა დონის არჩევნებზე, ზემოთხსენებულ ბლოკებში შემავალ პარტიებს:

 2017 წ. თვითმმართველობის არჩევნებში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბლოკში მყოფ:

- "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიას" [შოთა მალაშხია], თავისი არსებობის მანძილზე - დამოუკიდებლად, არცერთ არჩევნებში არ მიუღია მონაწილეობა;

- "ეროვნულ-დემოკრატიულ პარტისა" [ბაჩუკი ქარდავა] – 2016  და 2014 წ.წ. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია; 2012 წ. საპარლამენტო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 0.14% [3 023 ხმა]

 

2016 წ. საპარლამენტო არჩევნებზე პგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან" ერთად ბლოკში მყოფი პარტიებიდან:

- პგ "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს" [აკაკი ასათიანი] – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა არ მიუღიათ; 2017 წ. არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა - 0.02% [226 ხმა].

- პგ "თავისუფალი საქართველო"-მ [კახა კუკავა]– 2012 წ. საპარლამენტო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 0.27% [5 865 ხმა]; 2014 წ. არჩევნებში, „ახალ მემარჯვენეებთან“ ბლოკში მყოფმა მიიღო - 2,24 % [31 725 ხმა[;

- პგ "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"-მ [კონსტანტინე გამსახურდია]– 2012 წ. საპარლამენტო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 0.05% [1 013 ხმა]; 2014 წ. არჩევნებში მიიღო - 0,06 % [870 ხმა[; 2017 წ. არჩევნებზე მოიპოვა - 0.61 % [9 101 ხმა];

- 2013 წ. შექმნილმა პგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობა"-მ [გია ბერძენიძე] - 2014 წ. არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 0.95% [13 390 ხმა]; 2017 წ. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია;

- 2016 წ. შექმნილი პგ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები"-ს [ნიკოლოზ ჯოგლიძე] მიერ – 2017 წ. არჩევნებში მოპოვებულ იქნა ამომრჩეველთა - 0.02% [267 ხმა].

 

2017 წ. არჩევნებზე პგ "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთად ბლოკში მყოფი პგ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"[ხათუნა ქოიავა] 2017 წ. 22 აგვისტოს შეიქმნა.

 

2016 წ. საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბლოკმა „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“, რომელშიც შედიოდა: "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" და "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", აიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 3,53% [62 166 ხმა].

- 2017 წ. პგ "თავისუფალი საქართველო“-სთან ბლოკში მყოფმა პგ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-მ [ნინო ბურჯანაძე] მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 2,59% [38 898 ხმა]; ხოლო

- პგ "ქრისტიან - დემოკრატიულმა მოძრაობა"მ [გრიგოლ ჯოჯუა] 2017 წ. არჩევნებზე მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 0.06% [886 ხმა];

 

2016 წ. საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 3,45% [[60 681 ხმა]; ხოლო 2016 წ. რეგისტრირებულმა პარტიებმა:

- პგ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" [ნიკა მაჭუტაძე] 2017 წ. მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 0,04% [[606 ხმა]; ხოლო

- პგ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" [გიორგი ვაშაძე] 2017 წ. მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 1,33% [[18 426 ხმა].

 

ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, აღნიშნულ პარტიებს, მათი საქმიანობის უზრუნველსაყოფად, როგორც ითქვა, 2018 სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში გამოეყოფათ -  8 939 157 ლარი, კერძოდ:

1 პგქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო[გიორგი კვირიკაშვილი]- 2 081 038 ლარი;

2. პგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" [დავით თარხან-მოურავი] – 1 270 995 ლარი;

3. პგ "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის"[გიორგი უგულავა] – 1 036 126 ლარი;

4. პგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"[ნიკა მელია] – 991 726 ლარი;

5. პგ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"[ხათუნა ქოიავა] - 507 174 ლარი;

6. პგთავისუფალი დემოკრატები[შალვა შავგულიძე] – 512 196 ლარი;

7. პგ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" [შალვა ნათელაშვილი] – 472 812 ლარი;

8. პგ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" [შოთა მალაშხია]– 378 849 ლარი;

9. პგ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" [ბაჩუკი ქარდავა] - 378 849 ლარი;

10. პგ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" [ნინო ბურჯანაძე] - 241 625 ლარი;

11. პგ "ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა" [გრიგოლ ჯოჯუა[ – 241 625 ლარი;

12. პგ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" [ნიკა მაჭუტაძე] – 195 511 ლარი;

13. პგ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" [გიორგი ვაშაძე] – 195 511 ლარი;

14. პგ "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" [აკაკი ასათიანი]– 87 024 ლარი;

15. პგ "თავისუფალი საქართველო" [კახა კუკავა]– 87 024 ლარი;

16. პგ "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" [კონსტანტინე გამსახურდია]– 87 024 ლარი;

17. პგ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" [გია ბერძენიძე] - 87 024 ლარი;

18. პგ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" [ნიკოლოზ ჯოგლიძე] – 87 024 ლარი.

 

აი ასეთია, უკიდურეს ეკონომიურ გაჭირვებაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხით შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტის ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობით“ გამოწვეული უყაირათო ხარჯის სქემა.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი