Print

თაღლითურად მითვისებული სახელმწიფო სახსრები

"ნაცების| თაღლითური საქციელი, ანუ  

გახარჯული საბიუჯეტო სახსრები

დღეს მოქმედი კანონმდებლობა, სხვადასხვა პოლიტიკურ გართიანებებს,  შესაძლებლობას აძლევს ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობის“ გზით, მიითვისონ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები.

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ზოგადად, პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნა - დაწესებული საარჩევნო ბარიერის ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის მიზნით ხდება. ასეთ შემთხვევაში, ამ გზით მიღებული სადეპუტატო მანდატების განაწილების მექანიზმი, ბლოკში შემავალი პარტიების მიერ წარდგენილ ერთიან პარტიულ სიაში ჰპოვებს ხოლმე ასახვას, რომელშიც ყველა პარტია თავისი გავლენის შესაბამისი კანდიდატთა რაოდენობითა და რიგითი ნომრებითაა წარმოდგენილი.

პოლიტიკური გარიგების [ვაჭრობის] შემთხვევაში, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დარწმუნებული ე.წ. „ძლიერი“ პარტია, დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების მიზნით - საარჩევნო ბლოკს ქმნის მისსავე სატელიტ ე.წ. „სუსტ“ პარტიასთან. ამ დროს ე.წ. ბლოკის პარტიული სია, როგორც წესი მხოლოდ ერთი, ანუ ე.წ. „ძლიერი“ პარტიის წევრებით კომპლექტდება.

ხსენებული მიზნით შექმნილი საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ, კვალიფიციურობის სტატუსისა, და შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ე.წ. „სუსტი“ პოლიტიკური პარტიის ფინანსურ რესურსს, ფაქტიურად განკარგავს ე.წ. „ძლიერი“ პარტია. აი ასეთია პარტიული კორუფციის კლასიკური მაგალითი.

 

წინამდებარე წერილში „ნაც. მოძრაობიდან“ გამოყოფილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, ე.წ. „ევროპული საქართველოს“ მიერ, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად გამოყენების თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

2017 წ. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო ბლოკში:ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ გაერთიანდა ორი პარტია - 1. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", და 2. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", თუმცა ერთიან პარტიულ სიაში ე.წ. „სუსტი“ პარტიის [„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"] არცერთი წევრი არ იყო შეყვანილი.

თავად ამ ბლოკის შექმნის თაობაზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან თარხნიშვილი, საინფორმაციო სააგენტოს „ინტერპრესნიუსი“-ს მიერ 2017 წ. 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს - „ეს არის ტექნიკური საარჩევნო ბლოკი, რომლის შექმნის შესაძლებლობას კანონმდებლობა იძლევა... ჩვენ ამ შესაძლებლობით ვისარგებლეთ და ტექნიკური საარჩევნო ბლოკი შევქმენით, როგორც აქამდე ვიქცეოდით, როცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავით. ეს იძლევა საშუალებას გვქონდეს გარკვეული სარგებელი, აბსოლუტურად ლეგალური...“.

ამ ე.წ. სარგებელის დეტალებს იგი ასე აკონკრეტებს - „...პირველი, რომელიც მყისიერია, ამ არჩევნების დროს წარმომადგენლების დაფინანსება და ა.შ.; და მეორე,  რომელიც შეიძლება დადგეს მომავალში, თუკი ამ საარჩევნო სუბიექტს ექნება კარგი შედეგი... შესაბამისად, იქნება საშუალება, რომ მეორე პარტიაც გახდეს კვალიფიციური სუბიექტი და შემდეგი არჩევნებისთვის ჰქონდეს საეთერო დრო, დაფინანსება და ა.შ.“.

ბლოკში შემავალ მეორე პარტიის თაობაზე ლევან თარხნიშვილი იქვე აღნიშნავს, რომ - „პარტია მათმა თანამებრძოლებმა და მეგობრემა დააფუძნეს“.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ, აღნიშნული - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" - 2017 წ. 22 აგვისტოს იქნა დარეგისტრირებული [რიგითი N243]. მისი თავმჯდომარეა - საპარლამენტო უმცირესობის აპარატის თანამშრომელი - ხათუნა ქოიავა.

ამავე 22 აგვისტოს, გამოიცემულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება [N22/08/01] მუნიციპალური ორგანოების არჩევნების 2017 წ. 21 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს განკარგულება, კანონმდებლობით განსაზღვრული - პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემული თანხმობის შემდეგ, იმავე 22 აგვისტოს გამოქვეყნდა ცესკოს ელექტრონულ გვერდზე.

მოდით ვნახოთ, რა გზით შეეძლო ამ პარტიას საარჩევნო რეგისტრაციის მოპოვება

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 142-ე მუხლი [„ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია“] თანახმად:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

.) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

.) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტისქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას“.

 

ბუნებრივია, რომ 2017 წლის 22 აგვისტოს დარეგისტრირებული ეს პარტია:

-  2016 წ. ჩატარებულ საპარლამენტო  არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, და შესაბამისად, პარლამენტის დეპუტატი წევრად ვერ ეყოლებოდა, ანუ ვერ აკმაყოფილებს მუხლი 142,1 - ა;ა) და ა.ბ) მოთხოვნას;

- 15 ივლისამდე ვადაში ვერანაირი განცხადებით ვერ მიმართავდა ცესკოს, ანუ იგი, ვერც კანონის მუხლი 142,1-ბ პირობის მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

მიუხედავად ამისა, ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2017 წ. 26 აგვისტოს მიღებული N38/2017 განკარგულებით, პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, „ევროპული საქართველოს“ სადეპუტატო წარმომადგენელთაგან, მინიმუმ ერთი წევრის მიერ გაცემული - ყალბი წერილობითი დადასტურება, რომ იგი, 22 აგვისტოს მდგომარეობით, თითქოსდა გახლდათ ახლად შექმნილი პარტიის წევრი [მუხლი 142,1 - ა.ბ) მოთხოვნა]. 

დღეს მოქმედი - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად:

„2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით).

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.

5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 300 000 ლარი.

6. თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა გაორმაგდება“  [მუხლი 30,2-3; 5-6].

 

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ამ საარჩევნო ბლოკმა, არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 10,4 % მიიღო. რის შედეგადაც მასში გაერთიანებულმა, „ახლადგამოჩეკილმა“ პარტიამ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. რომლის მინიმალური წლიური ოდენობა, კანონის მუხლი 30,5-6 -ის თანახმად: 600 000 ლარს შეადგენს.

ეხლა ვნახოთ, თუ კიდევ რა ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ. საარჩევნო კოდექსის თანახმად:

არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით...“ [მუხლი 43,1].

საქართველოში დღეს გახსნილია - 73 საოლქო და 3 644 საუბნო საარჩევნო უბანი. შესაბამისად, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად:

- ერთი კვალიფიციური პარტია მიიღებს: 73 x 150 = 10 950  და  3 644 x 100 = 363 400 ლარს, ანუ ჯამში - 375 350 ლარს;

- სარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ეს ორი კვალიფიციური პარტია მიიღებს: 73 x 200 = 14 600  და  3 644 x 150 = 546 660 ლარს, ანუ ჯამში - 561 260 ლარს.

ამდენად, თაღლითური გზით ე.წ. „კვალიფიციური პარტიის“ სტატუსის მომპოვებელი - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", მინიმუმ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს: 600 000 x 4 = 2 400 000 ლარს; ხოლო - 2018, 2020 და 2021 წლის არჩევნების წელს: 375 350 x 3 = 1 126 050 ლარს, ანუ - ჯამში - 3 526 050 ლარს.

მეორეს მხრივ, ამავე თაღლითური სქემის მიხედვით, საპარლამენტო პარტია „ევროპულო საქართველო“, თავის ერთიან პარტიულ ბიუჯეტში, მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, დამატებით: ყოველწლიურად 600 000 ლარს, ხოლო ყოველ საარჩევნო წელს - 561 260 ლარს მიიღებს.

 

წინამდებარე წერილის დასასრულ დავსძენთ, რომ ზემოთ გადმოცემული ანალიზის ამსახველი მასალა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედ - უწყებათაშორისი კომისიის 2017 წ. 13 ნოემბრის სხდომაზე წარდგენის შემდეგ, შესაბამისი რეაგირებისათვის, გადავეცით, ამავე კომისიის წევრს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს ბ-ნ გიორგი გაბიტაშვილს.

დანართი

ამონაწერი აღნიშნული კომისიის სხდომის ოქმიდან:

„... ბატონმა მიხეილ [გელა[ სალუაშვილმა [„ზვიადის გზა - უფლის სახელით“] თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა „ევროპული საქართველოს“ წევრ ლევან თარხნიშვილის მიერ საინფორმაციო პორტალ „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემულ კომენტარზე, სადაც ბატონი ლევანი დეტალურად ხსნიდა, თუ როგორ შექმნეს პოლიტიკური ბლოკი შემდგომში სატელევიზიო დროისა და ფინანსური სარგებლის მისაღებად. ბატონმა მიხეილ სალუაშვილმა ზედმიწევნით აღწერა ამ პოლიტიკური ბლოკის შექმნისა და ფინანსური სარგებლის მიღების სქემა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზიანს აყენებდა და იქვე ყურადღება გაამახვილა, რომ ეს ყოველივე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების ბრალი იყო და საჭიროება მოითხოვდა მის დროულ ცვლილებას. ბატონმა მიხეილ [გელამ] საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა თხოვნით დაინტერესებულიყვნენ აღნიშნული საკითხის შესწავლით...“ [იხ. იუსტიციის სამინისტროს ელ. გვერდი].

 

ბოლო ჟამის არსში გარკვეულ მკითხველს კი, გვინდა მაცხოვრისეული მინიშნება შევახსენოთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „...ხოლო ვისაც არ ესმის, დაე ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი