Print

2016 წ, 21 დეკემბრის სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით’’

უფლისმიერი ლასკარის 

2016 წლის 21 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

 

სხდომაზე მოისმინეს:

1. საქართველოში 1991 წ. 22 დეკემბერს კრიმინალურ-სამხედრო ძალების მიერ დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებიდან გასულ 25-ე წლისთავთან დაკავშირებით მომზადებული,  გაერთიანების უფლისმიერი ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

ა) ‘’ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი, როსტომ ჩხეიძის რომანი-დილოგიას ‘’ეკლის გვირგვინი’’ [თბ. 2015 წ.] გარჩევა-ანალიზი’’;

ბ) ‘’ზვიად გამსახურდიას თაობაზე ბიბლიაში არსებული მინიშნებანი’’.

2. მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია, გასული ერთი თვის მანძილზე, გაერთიანების სახელით საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი ოთხი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე.

3. გაერთიანებაში შემავალი: ა/ო „ექიმები: ექიმთა და პაციენტის უფლებებისათვის“ თავმჯდომარის ქ-ნ იზოლდა [იზა] გრიგოლიას მოხსენება - ‘’საყოველთაო დაზღვევის პაკეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე’’.

 

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, სოლომონ ბაიაშვილი, ალექსანდრე თაქთაქიშვილი, გობრონ წერეთელი, იზოლდა [იზა] გრიგოლია, ბეჟან ნათელაძე...

 

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისისი გადაწყვეტილება.

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.