Print

2016 წლის 7 დეკემბრის სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით

უფლისმიერი ლასკარის  2016 წლის 7 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

 

სხდომაზე მოისმინეს:

უფლისმიერი ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომზადებული მორიგი საკანონმდებლო წინადადების -  „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“;

2. საქართველოში 1991 წ. 22 დეკემბერს კრიმინალურ-სამხედრო ძალების მიერ დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებიდან გასული 25-ე წლის თავზე ჩასატარებელ ღონისძიებასთან დაკავშირებით;

 

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ელგუჯა ქოჩიაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, სოლომონ ბაიაშვილი, ნანა კოდელაშვილი, დალი ფიროსმანაშვილი, ბეჟან ნათელაძე, ალექსანდრე თაქთაქიშვილი, ნათელა გოხელაშვილი...

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისისი გადაწყვეტილება.

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.