Print

2016 წ. 31 ოქტომბერი - უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს - მე-2 ნაწილი

 

ასუხის პასუხი, ანუ

კიდევ ერთხელ - ჩვენი შეთავაზების თაობაზე

[მე-2 ნაწილი]

 

მადლობა წერილისთვის.

მინისტრის პოზიციაა, რომ წინადადებათა შეგროვების შემდეგ ზუსტად ისევე წარიმართოს პროცესი, როგორც ეს მოხდა სპეცუბნების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას, რომლის იდეაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიაში დაიბადა და ამავე კომისისი მუშაობის შეწყვეტის შემდეგ იქნა გატანილი მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე. როგორც გახსოვთ, ამ მიზნით არ შექმნილა რაიმე დამატებითი ორგანო ან კომისია.

პატივისცემით,

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო

ცხელი ხაზი: +995 599850011

This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

31 ოქტომბერი, 2016 წ.

17:39

 

გმადლობთ გამოხმაურებისათვის...

მას შემდეგ, რაც თქვენ, ჩვენი შემოთავაზების შესახებ არსებული მასალა გააცანით ქ-ნ თეას, თუ მან მხოლოდ თქვენგან მიღებულ ბოლო გზავნილში დაფიქსირებული პოზიცია გამოხატა, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ის შეგვიძლია დავსძინოთ, რომ სამწუხაროდ, ალბათ, ვერ მოვახერხეთ უფრო ნათლად დაგვენახებინა თქვენთვის ჩვენი შემოთავაზების არსი...

 

ჩვენის აზრით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს ის პოტენციალი, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების ურთიერთ თანამშრომლობის უნიკალური მექანიზმი აამოქმედოს...

 

ჩვენი შემოთავაზების მთავარი არსი სწორედ ასეთი ცენტრის [აქ - კომისიის] შექმნაშია, თორემ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით [მუხლი 150] - პოლიტიკურ პარტიებს [და არა მარტო მათ] ისედაც გვაქვს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართვის უფლება...

 

შესაბამისად, ამ გზაზე ახალი შუალედური რგოლის შემოტანა, თუ ეს შემოთავაზებული კომისიის ფარგლებს გასცილდება, ჩვენის აზრით პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებ ეფექტიანი იქნება...

 

იმედს ვიტოვებთ, რომ ქ-ნი თეა და თქვენც, როგორც ამ შემთხვევაში ჩვენი წინადადების ანალიზში ჩართული მხარე, კიდევ ერთხელ გაანალიზების შემთხვევაში სათანადო დასკვნებს გააკეთებთ...

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით რა რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ ფორმატში ვერ შედგა, ვისარგებლებთ შემთხვევით და წარმატებებს გისურვებთ...

 

პატივისცემით

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

31 ოქტომბერი, 2016 წ.

18:13