Print

2016 წ. 31 ოქტომბერი - უწყებათაშორისო კომისიას

პასუხის პასუხი, ანუ

კიდევ ერთხელ - ჩვენი შეთავაზების თაობაზე

 

გაგაცნობთ იმ საკითხის თაობაზე გამართული მსჯელობის ცალკეულ დეტალებს, რომელიც, საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის, ჩვენს მიერ, ა.წ. 30 ოქტომბერს გაჟღერებულ კონკრეტულ წინადადებას ეხება.

 

მიღებული პასუხი:

მოგესალებით,

პირველ რიგშიმადლობას მოგახსენებთ წარმოდგენილი ინიციატივისთვის, თუმცა გაცნობებთ, რომ ამგვარი კომისიების (საბჭოების) შექმნა პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობისროგორც კოლეგიური ორგანოს უფლებამოსილებაა (მაგსაქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის N316 დადგენილებით დამტკიცებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბერი N390 დადგენილებით დამტკიცებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო; საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის N408 დადგენილებით დამტკიცებული  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისია და ..).

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსგავი კომისიის (საბჭოს) შექმნის გარეშეც, გვაქვს შესაძლებლობა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე პროექტები, შესაბამისად,  2016 წლის 15 ნოემბრამდე ველით თქვენგან საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე წინადადებების წარმოადგენას.

 

პატივისცემით,

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო

31 ოქტომბერი, 2016 წ.

12:21

 

 

პასუხის პასუხი

გამარჯობათ!

გვინდა გაცნობოთ შემდეგი:

1. როგორც მოგეხსენებათ, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება უნდა მოხდეს არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა. მიმდინარე ვადებიდან [30. 10. 2016 წ.] გამომდინარე ეს თარიღი - 2016 წ. 18 ნოემბერზე მოდის. ამავე კოდექსის მიხედვით - „უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან“ [მუხლი 48,41], ეს კი, როგორც ითქვა - 2016 წ. 18 ნოემბრითაა გამოკვეთილი.

მაშასადამე - მ/წ 18 ნოემბერს კომისიას უწყდება უფლებამოსილება. ამიტომ, გაუგებარია:

ა. რომელ სტრუქტურულ ერთეულს უნდა წარედგინოს ჩვენი, ანუ პარტიების მხრიდან შემუშავებული წინადადებების პროექტები?

და

ბ.  რა ფორმატში მოახდენს იუსტიციის სამინისტრო ამ წინადადებების განხილვას?

 

2. თქვნ ბრძანებთ, რომ - „გვაქვს შესაძლებლობა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე პროექტები“-ო.

როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად - „საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს“ [მუხლი 67,1].

შესაბამისად, ცალკეული სამინისტრო, მხოლოდ მთავრობის მეშვეობით ახდენს საკანონმდებლო ინიციატივის უფლების გამოყენებას. და ბუნებრივია, რომ სწორედ ამ მექანიზმის გამოყენება გახდება საჭირო, ჩვენს მიერ შემოთავაზებული კომისიის ფარგლებში შემუშავებული ცვლილებათა პაკეტის პარლამენტისათვის წარსადგენად.

 

3. კონსტიტუციის თანახმად - „სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრი კანონის, პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებას“ [მუხლი 822,2]

ჩვენი შემოთავაზება: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის  შექმნის თაობაზე, ეფუძნება არა კონსტიტუციის ხსენებული მუხლის ე.წ. მეორე ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევას,

არამედ, ჩვენის აზრით, მისი რეალიზება უნდა მოხდეს კონსტიტუციის მუხლი 822,2-ის ე.წ. პირველი ნაწილის ფარგლებში, რომლის ძალითაც - „„სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე...“

28 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივის პრაქტიკული რეალიზება, ჩვენის აზრით, სწორედ, მინისტრისათვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ხსენებულ მუხლზე დაყრდნობითაა შესაძლებელი; ანუ ამ კომისიის შექმნა არ საჭიროებს სამთავრობო დონეზე მისაღებ გადაწყვეტას, რამეთუ იგი შეიძლება იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გადაიჭრას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება უშუალოდ ქალბატონ თეასთან კონსულტაციის გზით იქნეს მიღებული წამოჭრილი საკითხის დარეგულირებისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება.

საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ჩავერთოთ ნებისმიერ ფორმატში გამართულ კონსულტაციის პროცესში.

პატივისცემით   

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

31 ოქტომბერი, 2016 წ.

13:24