Print

მორიგი შეთავაზება - შეიქმნას „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისია“ [30. 10. 2016 წ.]

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოდან მიღებული გზავნილი

 

2016 წ. 28 ოქტომბერი, 23:26

მოგესალმებით

როგორც თქვენთვის ცნობილია, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ მოუწოდა პარტიებს, ადგილობრივ და საერთაშორიო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ კომისიის ფარგლებში განხილული შემთხვევებიდან გამომდინარე, წერილობით წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რათა მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთეს გარემოში ჩატარდეს და როგორც პარტიები ასევე კანდიდატები კიდევ მეტად დაცულ და კონკურენტულ გარემოში შეეჯიბრონ ერთმანეთს

 ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გთხოვთ, თქვენი წინადადებები წარმოადგინოთ უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოში არაუგვიანეს 2016 წლის 15 ნოემბრისა.

პატივისცემით,

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო

ცხელი ხაზი: +995 599850011

This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

№28 ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

გაგზავნილი პასუხი

2016 წ. 30 ოქტომბერი, 20:07

მოგესალმებით!

ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ უფლებამოსილნი ვართ განგიცხადოთ, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის.

ამასთანავე, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ჩვენს მიერ მომზადებული წინადადებების პაკეტის წარმოდგენამდე, გვინდა კონკრეტული შემოთავაზება შემოგთავაზოთ.

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გაგვაცნოთ ქალბატონ თეა წულუკიანის პოზიცია, ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხისადმი.

თქვენგან მიღებული პასუხიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ჩვენს მიერ მომზადებულ წინადადებებათა პაკეტს.

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრს,

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უწყებათაშორისი კომისიის“ თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა უფლის სახელით“

თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღია მიმართვა

  ქალბატონო თეა!

ვეხმაურებით რა თქვენს მიერ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“ 2016 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე - პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გაკეთებულ მოწოდებას - წერილობით წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

 

როგორც მოგეხსენებათ - „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია“ იქმნება და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  მუხლი 48,3-9 გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში.

იქვე მითითებულია, რომ - „უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან“ [მუხლი 48,41], შესაბამისად,

 

ვითვალისწინებთ რა, ზემოთ აღნიშნული, თქვენს მიერ გაჟღერებული წინადადების აქტუალობას;

და

მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით სასურველია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოინახოს ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი,

ს/გ „ზვიადის გზა -უფლის სახელით“  გამოვდივართ წინადადებით, რათა, თქვენი, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის სპეციალური ბრძანებულებით, შეიქმნას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომქმედი - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისია“.

აღნიშნული კომისიის მთავარი მიზანი იქნება, საარჩევნო გარემოს სრულყოფისათვის, შექმნას საფუძველი, რათა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი სავარაუდო ცვლილებების პროექტის მომზადებისა და განხილვის პროცესში, უზრუნველყოს ქვეყანაში მომქმედი როგორც - საპარლამენტო, ასევე - არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმა.

 

კომისიის ძირითად ამოცანად უნდა განისაზღვროს - საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ საარჩევნო წლის საგაზაფხულო საპარლამენტო  სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონპროექტის წარდგენის უზრუნველყოფა; რათა საერთო არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ - ექვსი თვით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა,

 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მაქსიმალურ დარეგულირებასა და კოორდინაციაში  ხსენებული კომისიის მიერ შესატანი სავარაუდო წვლილიდან გამომდინარე, საჭიროა რომ:

- კომისია შედგებოდეს საპარლამენტო ფრაქციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენლისაგან;

- მას ხელმძღვანელობდეს - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო

- თანამდებობრივად მეორე პირი [კომისიის მდივანი] წარმოადგენდეს  ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტია ან საარჩევნო ბლოკი).

კომისიის დებულების დამტკიცება უნდა მოხდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ.

 

ქალბატონო თეა!

ვხელმძღვანელობთ რა აღნიშნული საკითხის დროულად გადაწყვეტის სურვილით, წარმოგიდგენთ

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოსაცემი ბრძანებისა [იხ. დანართი №1] და

- საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის “-ს დებულების პროექტის [იხ. დანართი №2} ცალკეულ ფორმულირებებს.

 

გვჯერა რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის მოგვარებისადმი თქვენს მიერ გონივრული დამოკიდებულებისა, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ ფორმატში დაგეგმილ საკონსულტაციო შეხვედრაში.

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა უფლის სახელით“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

დანართი №1

პროექტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება N...

... ნოემბერი,  2016 . . თბილისი

 

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების

მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის

შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

 

საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით ვბრძანებ:

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განსახორციელებელ შესაძლო ცვლილებების კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისია

მუხლი 2.

დამტკიცდეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიისთანდართული დებულება.

მუხლი 3.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

თეა წულუკიანი

 

 

დანართი №2

პროექტი

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების

მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისია[შემდგომში კომისია] თავის საქმიანობაში ეფუძნება კოლეგიალობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების ფართო წრეების საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვაში ჩაბმის პრინციპებს;

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

 

მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, მდივნის, აგრეთვე საპარლამენტო ფრაქციებისა და საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენლისაგან;

2. წარმოდგენილი კომისიის წევრის შეცვლა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია კომისიის წევრის წარდგენის უფლების მქონე შესაბამისი სუბიექტის მიერ.

 

მუხლი 3. კომისიის ამოცანები

1.  კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტის მომზადება.

2. საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ საარჩევნო წლის საგაზაფხულო საპარლამენტო  სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონპროექტის წარდგენის უზრუნველყოფა; რათა საერთო არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ - ექვსი თვით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა,

 

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

ამ დებულების მიზნიდან გამომდინარე ამოცანების გადასაწყვეტად, კომისია უფლებამოსილია:

) მოამზადოს . საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს, ხოლო სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთოს, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მასალები და დოკუმენტები;

) ცვლილებათა პროექტის ცალკეული ნაწილების მომზადებისა და ექსპერტიზისათვის მოიწვიოს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

 

მუხლი 5. კომისიის სტრუქტურა

1. კომისიის თანამდებობის პირები არიან - კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;

2. კომისიის თავმჯდომარე

კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე -  საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. კომისიის მდივანი

კომისიის მდივანი ხდება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული საპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელი.

4. კომისიის აპარატი

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნ-ველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი“ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

 

მუხლი 6. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც.

3. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ სხდომებს ესწრება მათი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებათა პროექტის მიღების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნეს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის სხდომის ოქმი ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.

 

მუხლი 7. გარდამავალი დებულება

კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, ახლადარჩეული პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.