Print

2016 წლის 7 ივლისის პასუხი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს მთავარი პროკურატურა

№13/42872, 07 ივლისი, 2016 წ. ქ. თბილისი

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“,

თავმჯდომარე მიხეილ (გელა)  სალუაშვილს

ქ. თბილისი, მუხიანის 1-ლი მ/რ, კორპ. 2, ბ. 95,

ტელ. 5[91] 63-63-36]

ბატონო მიხეილ!

გაცნობებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში განხილულ იქნა თქვენი განცხადება, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გაცნობოთ, რომ განცხადების შესწავლის შედეგად შეუძლებელია დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან განცხადებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

 

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს

პროკურორი

ლეონტი ადეიშვილი

 

 

ჩვენი მინაწერი:

ამდენად, ბ-ნი პროკურორისთვის, თურმე არაფერს ნიშნავს:

- არც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევა, რის შემდეგაც ქვეყანა ღებულობს - უკანონოდ დანიშნულ არჩევნებს, და ამ გზით არჩეულ უკანონო პარლამენტს; და არც

- წინასაარჩევნო კამპანიის 2 თვიანი ვადით წარმართვის ნაცვლად, 4 თვის დადგენის გამო, ქვეყნის ბიუჯეტიდან უკანონოდ და არამიზნობრივად გამოყოფილი ოთხ მილიონამდე ლარის დამატებითი ხარჯი;

და რომ ყოველივე ეს, თურმე - „არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს“.

 

[იხ. ჩვენს მიერ საქართველოს მთავარი პროკურორისადმი 2016 წ. 21 ივნისს გაგზავნილი „ღია მიმართვა“]