Print

საქართველოს ტელემაუწყებელ კომპანიებს

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

გვინდა მოგახსენოთ შემდეგი

 

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38- და 113- მუხლებით განსაზღვრული ვადების სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასრულებიდან [25 აგვისტო], არანაკლებ - 59 დღის შემდეგ, ანუ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს; ამასთანავე:

საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული - „თანასწორი უფლების“ უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩვევნების ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

) ზედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი უნდა განისაზღვროს.

 

საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად - 2016 . 8 ოქტომბრის დადგენაწინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38- და 113- მუხლების მოთხოვნებთან; შესაბამისად:

1. სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი:  ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.];

2. თავის მხრივ, - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.]: 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აძლევს - „უკანონო არჩევნების“ სტატუსს;

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის [№03/06/02; 03. 06. 2016 .] საფუძველზე დანიშნული უკანონო არჩევნების ჩატარების შედეგად, ქვეყანას ეყოლება - უკანონო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო [პარლამენტი].

4. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე [25 აგვისტო], კანონით განსაზღვრული ორთვიანი პერიოდის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანიის - 8 ივნისიდან, ანუ 4 თვით ადრე დაწყება:

ა) აკანონებს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარ საარჩევნო გარემოს.

ბ) იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს [დღეისათვის სახეზე გვაქვს - 3 764 840 ლარის ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი];

გ) საქართველოს ტელემაუწყებელ კომპანიებს აყენებს ფინანსურ ზარალს, რამეთუ უფასო პოლიტიკური რეკლამების გაშვების ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ტელემაუწყებელ კომპანიებს მოუწევთ დამატებით 2 თვის მანძილზე განათავსონ უფასო პოლიტიკური რეკლამები.

 

საარჩევნო გაერთიანებმა „ზვიადის გზა უფლის სახელით“, გაითვალისწინა რა, ყოველივე ზემოთქმული:

1. საქართველოს პროკურატურაში შეიტანა მოთხოვნა, რათა: აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე“; ხოლო

2. საქართველოს პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენა საკითხი - საქართველოს პრეზიდენტის ქმედებაში „საქართველოს კონსტიტუციის“ 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული - „დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის“ გამო, „საქართველოს კონსტიტუციის“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული [იმპიჩმენტის] პროცედურის დაწყების აუცილებლობის თაობაზე“.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის თანახმად - „უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა,.." [მუხლი 48,4].

 

აქვე მოგახსენებთ, რომ საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ „უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოსთვის“ გადაგზავნილი ზემოთხსენებული საკითხის განხილვა მოხდება აღნიშნული კომისიის პირველსავე სხდომაზე.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ ფართოთ გააშუქებთ უწყებათაშორისო კომისიის სხდომის მიმდინარეობას, და თქვენს წვლილს შეიტანთ სამართლიანობის აღდგენის პროცესში.

 

პატივისცემით

 

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

 

28 ივნისის, 2016 წელი