Print

უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უწყებათაშორისი კომისიის

სამდივნოს

საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად - 2016 . 8 ოქტომბრის დადგენაწინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38- და 113- მუხლების მოთხოვნებთან; შესაბამისად:

1. სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი:  ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.];

2. თავის მხრივ, - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.], - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აძლევს - „უკანონო არჩევნების“ სტატუსს;

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის [№03/06/02; 03. 06. 2016 .] საფუძველზე დანიშნული უკანონო არჩევნების ჩატარების შედეგად, ქვეყანას ეყოლება - უკანონო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო [პარლამენტი].

4. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე [25 აგვისტო], კანონით განსაზღვრული ორთვიანი პერიოდის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანიის - 8 ივნისიდან, ანუ 4 თვით ადრე დაწყება:

ერთის მხრივ - აკანონებს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარ საარჩევნო გარემოს.

მეორეს მხრივ - იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს [დღეისათვის სახეზე გვაქვს - 3 764 840 ლარის ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი.

[იხ. თანდართული წერილი].

საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოგმართავთ წინადადებით - უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე ერთობლივი მსჯელობის საგნად ვაქციოთ ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი თემატიკა.

 

 

დანართი

 

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

გვინდა მოგახსენოთ შემდეგი

 

ალბათ ვერ ვიქნებით ორიგინალურები თუ ვიტყვით, რომ - 2016 წლის ოქტომბერში გასამართი მორიგი საპარლამენტო არჩევნები, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საარჩევნო პროცესი იქნება. აქედან გამომდინარე ყველას ვალია იზრუნოს:

ერთის მხრივ - მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მკაცრად დაცვისა,

და

მეორეს მხრივ, სწორედ ამ საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით,  სამართლიანი და თანაბარი პირობების მქონე საარჩევო სისტემის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით:

 

1. არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59- დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

თავის მხრივ, 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღე - 23 ოქტომბერზე მოდის; ხოლო

მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკონსტიტუციო  მოთხოვნიდან გამომდინარე [მუხლი 50,21], გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი; ამიტომ:

 

2. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38- და 113- მუხლებით განსაზღვრული ვადების სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასრულებიდან, არანაკლებ - 59 დღის შემდეგ, ანუ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს; ამასთანავე:

 

3. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1],

საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული - „თანასწორი უფლების“ უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე,

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩვევნების ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო,

ხოლო

) ზედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი უნდა განისაზღვროს.

 

მოგეხსენებათ, რომ - 2016 წლი 3 ივნისს, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის რჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02].

 

როგორც ზემოთ განხილულ დროითი რეგულაციებიდან ვნახეთ - საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად - 2016 . 8 ოქტომბრის დადგენაწინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38- და 113- მუხლების მოთხოვნებთან; შესაბამისად:

1. სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი:  ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.];


2. თავის მხრივ, - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.], - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აძლევს - „უკანონო არჩევნების“ სტატუსს;

 

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის [№03/06/02; 03. 06. 2016 .] საფუძველზე დანიშნული უკანონო არჩევნების ჩატარების შედეგად, ქვეყანას ეყოლება - უკანონო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო [პარლამენტი].

 

4. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე [25 აგვისტო], კანონით განსაზღვრული ორთვიანი პერიოდის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანიის - 8 ივნისიდან, ანუ 4 თვით ადრე დაწყება:

ერთის მხრივ - აკანონებს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარ საარჩევნო გარემოს. ასე მაგალითად:

მარტო დღეის მდგომარეობით, საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მისაღებად ცესკოში შესულია 41 პოლიტიკური გაერთიანების განაცხადი [ეს მაშინ, როდესაც განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 1 აგვისტომდეა და შესაძლებელია რეგისტრაციის მსურველთა რიცხვის გაზრდა], რომელთაგან საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 13 პოლიტიკურმა სუბიექტმა

[8 ივნისის მდგომარეობით მხოლოდ ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი - იხ. http://www.cesko.ge/uploads/other/34/34098.pdf];

 

მეორეს მხრივ - იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. კერძოდ:

- 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებით ორთვიანი საარჩევნო კამპანიის მთლიანი ხარჯი - 34 371 400 ლარს შეადგენდა.

- წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან დაწყების გამო, ცესკოს მიერ 2010 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა დადგენილება [№31/2016] - „2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის შემდეგაც საარჩევნო კამპანიის ხარჯი მიმდინარე ეტაპისათვის - 38 136 230 ლარით განისაზღვრა [იხ.https://matsne.gov.ge/ka/document/view/3306138].

ამდენად, დღეისათვის სახეზე გვაქვს - 3 764 840 ლარის ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საარჩევნო გაერთიანებას „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ ერთადერთ კანონიერ გამოსავლად გვესახება - საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმოს მის მიერვე გამოცემული ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.],

და

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 113- მუხლით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად გამოაცხადოს: 23 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში მოქცეული მისთვის სასურველი ნებისმიერი დღე.

 

აღნიშნულის თაობაზე, სათანადო რეაგირებისათვის, სპეციალური მიმართვები დაეგზავნათ:

- საქართველოს პრეზიდენტს 2016 წ. 6 აპრილს [წერ. ჩაბ. № 1/7219];

- საქართველოს პრემიერ მინისტრს 2016 წ. 7 აპრილს [წერ. ჩაბ. № 1/742];

- ცესკოს თავმჯდომარეს 2016 წ. 11 მაისს;

- საქართველოს პრემიერ მინისტრს 2016 წ. 6 ივნისი [წერ. ჩაბ. № 19974];

- ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2016 წ. 10 ივნისი [რეგ. №16001391974];

- საქართველოს მთავარ პროკურორს 2016 წ. 21 ივნისი [წერ. ჩაბ. № 01/13-57836];

- საქართველოს პრეზიდენტს 2016 წ. 21 ივნისი [წერ. ჩაბ. № 1/12820];

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 22 ივნისი [წერ. ჩაბ. № 11346];

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 22 ივნისი [წერ. ჩაბ. №03/66-16];

- საქართველოს სახალხო დამცველს 23 ივნისი, [წერ. ჩაბ. № 8025/16].

 

ამჯერად, საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოგმართავთ წინადადებით - უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე ერთობლივი მსჯელობის საგნად ვაქციოთ ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი თემატიკა.

 

პატივისცემით

 

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

 

28 ივნისის, 2016 წელი