Print

1990 წ. ოქტომბერი

ზვიად გამსახურდია, ანუ ბიბლია და სინამდვილე

 

შესავალი

ცოდვით დაცემის გამო სამოთხიდან გამოდევნის შემდგომად დაწყებული ადამის მოდგმის გზასავალი მეორედ დიდებით გაცხადებული უფალ იესუ ქრისტეს მიერ ჩასატარებელი განკითხვის დღით დასრულდება.

ამ წუთისოფლის - ბოლო, და მარადისობის კარიბჭის სათავის დამდები, ამ დიადი დღის თაობაზე, ბიბლია ასე იუწყება - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ - ბოლო ჟამი, დროის ის მონაკვეთია, რომელიც ამ ქვეყნად „ძე კაციასას“ მეორედაც შობით მოსვლიდან, ვიდრე - მისი ძალმოსილებით აღჭურვამდე, ანუ საყოველთაო დიდებით მომავალ უფალ იესუ ქრისტეს რანგში გაცხადებამდელ ეტაპს მოიცავს.

საქართველოს სულიერი მისია მსოფლიოს წინაშე, ბოლო ჟამის მთავარი ფიგურის - ქართველი ერის წიაღში დაბადებული ძე კაცისას არსთან დაკავშირებით, წმიდა წერილებში გადმოცემულ წინასწარნაუწყებ მოვლენათა აცხადების თაობაზე ინფორმაციის მოძიება-დადასტურებაში მდგომარეობს.

ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი მინიშნებანი, საბჭოთა კავშირად წოდებული რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის 70 წლიანი [1921 – 1991 წ.წ.] დროის გამოკვეთით იწყება და მის შემდგომად განვითარებულ მოვლენებს ეხება.

თავად ეს ბოლო ჟამი ორ პირობით ეტაპად შეიძლევა გავყოთ:

- პირველი ეტაპი 1921 წლიდან 1993 წლამდე დროის მონაკვეთს მოიცავს, და, ძირითადად, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მთავარი მებაირახტრის, საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის პირველი წარმომადგენლის  - ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება;

- მეორე ეტაპი უკვე 1993 წლიდან ვიდრე განკითხვის დღემდე განვითარებულ მოვლენებს აერთიანებს.

ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებები, თავის მხრივ სამ მონაკვეთად გვინდა დავაჯგუფოთ. ესენია:

1. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე მოსახდენ მოვლენათა შესაცნობი ნიშნები;

2. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროის გამომკვეთი ნიშნები; და

3. ზვიად გამსახურდიას დევნილობისა და სიკვდილის მაუწყებელი მინიშნებანი.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით მივყვეთ ჩვენ ძირითად სათქმელს.

 

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე

მოსახდენ მოვლენათა შესაცნობი ნიშნები

1801 წლიდან რუსეთის იმპერიაში ყოფნის 117-ე წლისთავზე - 1918 წ. 26 მაისს მიღებული სამართლებრივი აქტით,  საქართველომ კვლავ მოიპოვა დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე ათეისტური სახელმწიფო წყობა დამყარდა, რომელიც, მოგვიანებით, რუსეთის იმპერიის ახალი დასახელების მქონე - საბჭოთა კავშირის შემაგენელ ნაწილად გამოცხადდა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ საქართველო არის - ბოლო ჟამის შესაცნობ ძირითად ნიშანთა განსავითარებელი ადგილი. ამიტომ, ბიბლია აღწერს იმ პოლიტიკურ სისტემასაც, რომლის მმართველობის რეჟიმშიც წლების მანძილზე იმყოფებოდა ჩვენი ქვეყანა.

  მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ტერიტორიაზე ათეისტური კომუნისტური რეჟიმის დამყარების თაობაზე ბიბლია ასე იუწყება:

- „...ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები [ვერ შევინარჩუნეთ 1918 – 1921 წ.წ. დამოუკიდებლობა], აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის [აქ - რუსეთის] ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე [საქართველოზე], მის მაცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე [მთლიანად კავკასია]...“ [იერ. 25,8-9].

- „ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი [საბჭოთა იმპერიაში დამყარებული ათეისტური სახელმწიფო], მიწასთან გაასწორესენიმერთის სახელის სამკვიდრებელი [ქრისტეს კვართის დაფვლისა დავთისმშობლის წილხვედრი საქართველო].ქვეს [კომუნისტებმა] ავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვესმერთის ყველა საკრებულო [ეკლესიების ნგრევა, სამღვდელოების დევნა-შევიწროება] დედამიწაზე [აქ - „დედამიწა“, იგივე - „მსოფლიო“, კოდში მიანიშნებს ბოლოამის მოვლენების ასრულებისირითად ადგილს, ანუ - საქართველოს]“ {ფსალმ. 73,7-8];

ბიბლია გამოყოფს ამ ათეისტური სახელმწიფო წყობის მქონე იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ყოფლის დროსაც:

„გაოხრდება და გაუკაცურდება [ათეისტური სახელმწიფო წყობის დამყარება] მთელი ეს ქვეყან [საქართველო], ბაბილონის [კოდირებული სახელი რუსეთის იმპერიისა] მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს..“ [იერ. 25,11].

დროის ამ მონაკვეთში საბჭოთა იმპერიის ხელისუფლების სათავეში მყოფთა თაობაზე, გამოცხადებისეული ტექსტი ასე გვაუწყებს:

„...ვიხილე მხეცი [საბჭოთა იმპერია] ზღვიდან ამომავალი [1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია ხომ პეტერბურგში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებით, ე.წ. „ავრორის გასროლით“, ანუ - ზღვიდან დაიწყო] ათრქიანი [აქ მინიშნებაა საბჭოთა პერიოდის 10 მმართველზე, ესენია: ლენინი, სტალინი, ბერია, ბულგანინი, მალენკოვი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო და გორბაჩოვი] და შვიდთავიანი [ანუ გამოკვეთილია 7 ძირითადი მმართველი: ლენინი, სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო და გორბაჩოვი]...“ [გამოცხ. 13,1].

ჩრდილოელი მეზობლის ტყვეობა ყოფნის სამოცდაათწლიანი დროის მონაკვეთის ბოლოს, ბიბლიის მიხედვით, საქართველოში უნდა მოვიდეს ახალი მთავრობა - ცხებული მეფის ხელმძღვანელობით, რომელიცემდგომში მოკვეთილი უნდა იქნას.

აქვე უნდა ითქვას, რომ - ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო ის სრული კაცი, რომლის ამქვეყნად მოვლინება და მოღვაწეობა დაედო საფუძვლად ბოლოამის, ანუ მეორედ უფალ იესუ ქრისტესმერთად მოვლინების დროისეცნობას.

დიახ, ზვიად გამსახურდიამ მისცა ბიძგი ბოლოამის მოვლენების დაწყებას, მან დაუდო სათავე საქართველოს, ანუ ბოლოამისირითადი მოვლენების განსავითარებელი ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღდგენას, ამ გაგებით - ზვიად გამსახურდია გახლავთ გზის გამკვალავი მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტესი, რამეთუ თითქმის მთელი ბოლოამის განსავითარებელი მოვლენები, პირდაპირ ირიბად, სათავეს იღებს იმ ფენომენის მოღვაწეობა-საქმიანობიდან, რომელსაც - ზვიად გამსახურდია ერქვა.

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს განვითარებული მოვლენებზე, ბიბლიის კოდირებული ტექსტი ასე მიგვანიშნებს:

- როდესაც მე ამას ვაკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან [ევროპის მხარდაჭერით მოძლიერებული] ერთი ფაჩვნიერი ვაცი [საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა] მთელი დედამიწის ზურგზე [ბოლოამისესაცნობი მოვლენების განსავითარებელი ადგილი - საქართველო] გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა [ისეთი ეროვნული აღტკინება იყო, ისეთი სულიერი  აღმაფრენა, რომ თითქოსდა მიწაზე არც კი დავდიოდით], ვაცს [ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას] ვალებსუა რქაქონდა [ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი - ზვიად გამსახურდია}“ [დან. 8,5];

- „... ეს ფაჩვნიერი ვაცი [ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა] იავანის [ანუ კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის] მეფეა [ლიდერია]; თვალებსუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა [ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან ქვეყნის სათავეში მოსული - პირველი ლიდერი: ზვიად გამსახურდია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტიც გახდა]“ [დან. 8,21].

ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის მიზნით, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით 1990 წ. 7-10 მაისს შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „მრგვალ მაგიდას“, 1990 წ. 10 სექტემბერს, მისივე ინიციატივით: მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ დაერქვა, რომელმაც ამ დღიდან 49-ე დღეს, ანუ 1990 წ. 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა.

ამ დღიდან მოყოლებული 434 დღის გასვლისემდეგ, ანუ 1992 წ. 6 იანვარს საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით დატოვაბილისი და საქართველო. ყოველივე ამაზე ბიბლია ასე ბრძანებს:

 „ოღონდ იცოდე დაეიგნე: მასემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის [ბოლოამში - თბილისის კოდური სახელი] აღსადგენად და ასაშენებლად [დამოუკიდებელი  სახელმწიფოს აშენება],ვიდივიდეული [7x7=49 დღე, ანუ დრო: 1990 წ. 10/09-დან - 28/10-მდე] და სამოცდაორივიდეული [62x7=434 დღე] გავა ცხებული მეფის [ზვიად გამსახურდიას] მოსვლამდე [მისი მოღვაწეობის დრო]. აღდგება ქუჩა და უბანი [ამ დროს დაწყებულიველი დასახელებების აღდგენა], ოღონდნელბედობისამს [ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, რასაც საბჭოსა იმპერიის საინფორმაციო მანქანა აკეთებდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ]“ [დან. 9,25].

ჩვენი შემდგომი საუბარიც, სწორედ - 1990 წ. 28 ოქტომბრის შემდგომად განვითარებული მოვლენებით გვინდა განვაგრძოთ.

 

ზვიად გამსახურდიას

ხელისუფლებაში ყოფნის დროის გამომკვეთი

ბიბლიური ნიშნები

წინამდებარე თხრობა შემდეგი ბიბლიური ინფორმაციით გადმოცემით გვინდა დავიწყოთ:

მაშინ [1990 წ. 28 ოქტომბერი]ალზე განდიდდა [ხელისუფლებაში მოვიდა] ფაჩვნიერი ვაცი [ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა], როდესაც გაძლიერდა [1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმი, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა, 1991 წ. 26 მაისს ზვიად გამსახურდიას არჩევა საქართველოს პირველ პრეზიდენტად], მაშინ მოსტყდა მას [ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას] დიდი რქა [ზვიად გამსახურდია] და მის ადგილზე ოთხივერილი [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა დაევარდნაძე] ამოვიდა...“ [დან. 8,8];

იქვე დაკონკრეტებულია ხელისუფლებაში ყოფნის დროითი საზღვარი: 

სამოცდაორივიდეულისემდეგ [62x7=434 დღე, დრო 1990 წ. 28 ოქტომბრიდან ვიდრე 1992 წ. 6 იანვრამდე] მოიკვეთება ცხებული [ზვიად გამსახურდია], მაგრამ ბრალი არ ექნება [1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება]. ქალაქსა [თბილისი] და საწმიდარს [საქართველოს] დაანგრევს მომავალი [ანუ ჯერ კიდევიად ასპარეზზე არ გამოსული] მთავრის [ევარდნაძის] ხალხი [დეკემბერ-იანვრისეიარაღებული გამოსვლის უშუალოამდენნი]“ [დან. 9,26];

ბიბლია ხაზს უსვამს ხელისუფლებაში მოკლე დროით ყოფნის ფაქტსაც -  „მცირე ხანს ეპყრა [ხელისუფლება] ენს [ზვიად გამსახურდიას] წმიდა ხალხს [ეროვნულ ხელისუფლებას],ვენმა მტრებმა გათელესენი საწმიდარი [საქართველო]“ [ესაია 63,18];

ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეში კანონიერი ხელისუფლების ყოფნის პირობებში, შიდა და გარე დამნაშავე ძალების ერთობლივი შეიარაღებული გამოსვლის მიწურულს - 1992 წ. 2 იანვარს შეიქმნა ე.წ. „სამხედრო საბჭო“ [ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი] და „დროებითი მთავრობა“ [თ. სიგუა], რომელიც - 1992 წ. 10 მარტს ე.წ. „სახელმწიფო საბჭოდ“ [ედ. შევარდნაძე, ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა] გადაკეთდა.

აღნიშნულის თაობაზე, ბიბლიური ტექსტი ასე წინასწარმეტყველებს:

შენი [ზვიად გამსახურდიას] მტრები [უკანონობის მხარდამჭერები]მუიან საკრებულოში [დაეუფლნენალაუფლებას]“ [ფსალმ. 73,4];

„ვაი მწყემსებს [ზვიად გამსახურდიასემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული  იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა დაევარდნაძე], რომლებიცუპავენ და ფანტავენემს სამწყსო ცხვარს [ქართველებს], ამბობს უფალი, ისრაელის [საქართველოს კოდირებული სახელი]მერთი, მწყემსებზე [იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა,ევარდნაძე], რომლებიც მწყემსავენ [ბოლოამში]ემს ერს [ქართველებს]:ქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი [საქართველოდან ქართველების მასიური გადინება],ქვენ გარეკეთ იგი და ყური არ უგდეთ [კანონიერების აღდგენის მოთხოვნით გამოსული მოსახლეობის ხმას]. აჰა, მე ვუგდებ  ყურსქვენს ბოროტ საქციელს [განკითხვის დღის დადგომამდე], ამბობს უფალი]“ [იერ. 23,1-2].

მოდით ამჯერად შევწყვიტოთ ბიბლიურ ნიშნებზე საუბარი, და გავეცნოთ, საქართველოში ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებულ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც 1990 წ. 28 ოქტომბრიდან ვიდრე 1992 წ. 6 იანვრამდე განვითარდა.

საქართველოს სახელმწიფოს სათავეში ზვიად გამსახურდიას ყოფნის 434 დღეში, ანუ ბიბლიურ - 62 შვიდეულში მომხდარი, თვეების მიხედვით დაყოფილ დროით მონაკვეთებად გვინდა წარმოგიდგინოთ.

ამდენად, მოდით მივყვეთ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მომქმედი ეროვნული ძალების ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან, ანუ - 1990 წ. 28 ოქტომბრიდან, ვიდრე ქვეყნიდან განდევნამდე, ანუ - 1992 წ. 6 იანვრამდე მოქცეულ 16 თვეში მომხდარი მოვლენების ფაქტობრივ აღწერას.

 

თვე იგი პირველი - 1990 წ. ოქტომბერი

ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მომქმედი ეროვნული ძალების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა, რომ 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია მთლიანად დაკომპლექტებულიყო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთაგან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ - „1990 წ. 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ“ გამოქვეყნებულ ცნობაში, კერძოდ ვკითხულობთ:

„საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 3 444 002. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 2 406 742 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის - 69,88 პროცენტს შეადგენს. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო - 2 311 923 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის - 67,13 პროცენტს შეადგენს; ბათილად ცნობილია - 84 797 ბიულეტენი.

   პროპორციული სისტემით არცევნებისას პარტიების [საარჩევნო ბლოკების] სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა:

1. „თავისუფლება“ – 71 602 [3,10%];

2. „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 32 699 [1,41%];

3. „საქართველოს კომუნისტური პარტია“ – 683 824 [29,58%];

5. „თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება“ – 80 262 [3,47%];

6. „საქართველოს სახალხო პარტია“ – 15 496 [0,67%];

7. „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება“ – 53 673 [2,32%];

10. „სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი“ – 8 029 [0,35%];

12. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ – 1 248 111 [53,99%];

13. „საქართველოს სახალხო ფრონტი“ – 43 711 [1,89%];

14. „დემოკრატიული საქართველო“ – 40 769 [1,76%]...

საქართველოს უზენაესი საბჭოს არცევნების კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური დანიშნულია მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, 7 საარჩევნო ოლქში...

ცენტრალური საარჩევნო კომისია“ [გაზ. „კომუნისტი“, 1990 წ. 7 ნოემბერი].  

ამდენად, კანონით დაწესებული საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-მ და „საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ“ გადალახა.