Print

ჩამოვაყალიბოთ: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ინიციატივა

 ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, ესწრაფვის რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ მიმართული თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალ - აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფალთა წინაშე, დაისვას საკითხი - ხუთი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ნებიდან, გამომდინარე შეიქმნას:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი], რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას: თავისი წვლილი შეიტანონ ევროპაში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

 

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“ -ის

[საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი]

შექმნის მიზანშეწონილობა

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, მსოფლიო საზოგადოება, არაერთი პრობლემატური საკითხის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებათა შედეგად, მიზეზთა გამო, ახალი ფორმით გამწვავდა ურთიერთობა - აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის; საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სახელმწიფოებრივ საზღვრებში საკუთარი ტერიტორიების სრულად გაკონტროლების პრობლემის წინაშე დადგნენ - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფალნი.  

მსოფლიო საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისა და მათ მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების ფონზე, ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ: ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციასა, და, მეორეს მხრივ - ნატოში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის მოქცეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდი წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებული: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის დამფუძნებელი დოკუმენტის პროექტს.

 

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“ -ის

დამფუძნებელი დოკუმენტი

[შეთანხმება]

 

წინათქმა

ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - საქართველო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა და ბელარუსის რესპუბლიკა:

ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით;

ვაღიარებთ რა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; და

ვესწრაფვით რა ევროპის სახელმწიფოთა შორის მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას,

წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ვაცხადებთ: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის ჩამოყალიბებას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია - საქართველოში, ქალაქ - ქუთაისში.

აღნიშნულიდან გამომდინარე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები, თავიანთი უმაღლესი წარმომადგენლობის საშუალებით, რომ-ლებმაც თავი მოვიყარეთ საქართველოში, ქ. ქუთაისში და წარვადგინეთ შესაბამისი რწმუნებულებანი, შევთანხმდით რა - მივიღოთ ეს დამფუძნებელი დოკუმენტი [წესდება], და შევქმნათ - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი,

ვადასტურებთ, რომ:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, ითვალისწინებს რა გაერო-ს წესდების 52-ე მუხლის პირველი პუნქტის სულისკვეთებას, რომელიც: „...არ ეწინააღმდეგება რეგიონული შეთანხმების ან ორგანოების არსებობას საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების სფეროს ისეთი საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც შეეფერებიან რეგიონულ ქმედებებს...“, - ყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, იქმნება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

  სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი არ ერევა იმ საქმეში, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემავალი რომელიმე სახელმწიფოს შინაგანი კომპეტენციაა;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო მოქმედებს მათი ქვეყნის სახელისუფლო ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით, როგორც ერთიანი სუვერენული ერთეული;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხებში თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა 1907 წლის ჰააგის კონვენციას „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“;

ვითვალისწინებთ რა 1969 წ. ვენის კონვენციასსახელშეკრულებო სამართლის შესახებ“;

ვეყრდნობით რა გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, აგრეთვე 33-ე მუხლში გადმოცემულ საერთაშორისო დავების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარების უმთავრეს პრინციპს, რომ საფრთხეს არ უნდა შეექმნას „საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას და სამართლიანობას; და

ვითვალისწინებთ რა 21-ე საუკუნეში არსებულ მულტიპოლარულ სისტემაზე დაფუძნებულ ძალთა წონასწორობის საერთაშორისო ნორმებს, კერძოდ - 1. მსოფლიო თუ რეგიონალური ჰეგემონიის თავიდან აცილება; 2. გაეროს წესდებით დეკლარირებული საერთაშორისო სისტემის შემადგენელი ელემენტებისა და, საკუთრივ, სისტემის შენარჩუნება; 3. საერთაშორისო სისტემაში, საყოველთაო თუ რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობა; 4. ომის შეკავებით მშვიდობის განმტკიცება და გახანგრძლივება,

ვაცხადებთ, რომ:

როგორც - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის, ასევე ცალ-ცალკე თითოეული მისი წევრი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმართული საქმიანობა დაემყარება  - მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის კვალიფიციური მიუკერძოებლობიდან გამომდინარე შემდეგ პრინციპებს:

1. ომის პერიოდში:

- არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;

- არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და სხვა);

- არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა: ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს);

- არ შეუწყოს ხელი, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას

2. მშვიდობიან პერიოდში:

ა) არ შევიდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში;

ბ) არ დათმობს თავის ტერიტორიას უცხოური ჯარებისა და სამხედრო ბაზებისთვის;

გ) არ დააწესებს პროტექტორატს უცხო სახელმწიფოს მიმართ, თუ კი ამ უკანასკნელს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი არ გააჩნია.

 

შესაბამისად, ვეყრდნობით რა გაეროს წესდების 54-ე მუხლს, რომლის ძალითაც - „უშიშროების საბჭო ყოველთვის სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელებული ან დასახული არიან რეგიონული შეთანხმებების ძალით ან რეგიონული ორგანოების მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდასაჭერად“,

გამოვდივართ წინადადებით, რომ - გაეროს წესდების 23 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრი სახელმწიფო - ინეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა დარდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან დადებული სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით, გახდნენ, ჩვენს მიერ დეკლარირებული - კვალიფიციური მიუკერძოებლობის პრინციპზე აგებული მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის მთავარი გარანტორები.

 

თავი 1.

განსაზღვრებანი

ამ წესდების მიზნებისათვის:

- „სამუბ“-ი ნიშნავს სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის;

- „წესდება ნიშნავს სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის წევრი ქვეყნების მეთაურების მიერ ხელმოწერილ დამფუძნებელ დოკუმენტს;

- „წევრი სახელმწიფოები ნიშნავს სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოადგენენ წესდების მხარეებს;

- „საბჭო ნიშნავს სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის საბჭოს [სამიტი ან/და მინისტერიალი];

- „თავდაცვის კომიტეტი“ ნიშნავს „სამუბ“-ის აღმასრულებელ ორგანოს;

- გენერალური მდივანი ნიშნავს „სამუბ“-ის „თავდაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარეს;

- „მუდმივი წარმომადგენელი ნიშნავს „თავდაცვის კომიტეტის“ წევრ, რომელსაც „სამუბ“-ის გამგზავნი წევრი სახელმწიფო აკისრებს იმოქმედოს როგორც „სამუბ“-თან მისი მუდმივი წარმომადგენლობის მეთაურმა;

- „მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომლები ნიშნავს წევრი სახელმწიფოების „სამუბ“-თან წევრ სახელმწიფოთა მუდმივ წარმომადგენლებს და წარმომადგენლობის პერსონალის წევრებს;

- „სამდივნო ნიშნავს „სამუბ“-ის სამდივნოს;

- „სამდივნოს თანამშრომლები ან სამდივნოს პერსონალი ნიშნავს „სამუბ“-ის სამდივნოს ადმინისტრაციულტექნიკურ მუშაკებს;

- „სამუბ“-ის არქივი ნიშნავს დოკუმენტებს, ჩანაწერებს, კორესპონდენციას, მათ შორის ხელმოწერებს, აუდიოჩანაწერებს, ვიდეოფირებს, ფოტოსურათებს, დისკებს, კომპიუტერულ პროგრამებს და ინფორმაციის სხვა მატარებლებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც ეკუთვნიან „სამუბ“-ს და მის მიერ არიან დაცულნი;

- „ოჯახის წევრები ნიშნავს „სამუბ“-ის მუდმივი წარმომადგენლობისა და სამდივნოს თანამშრომელთა მეუღლეებსა და შვილებს, რომლებიც იმყოფებიან მათ კმაყოფაზე და ცხოვრობენ მათთან ერთად.

 

თავი 2.

ზოგადი დებულება

მუხლი 1.

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [შემდგომში - „სამუბ“-ი], დაფუძნელია მისი ყველა წევრის უფლებრივი თანასწორობის პრინციპზე.

მუხლი 2.

„სამუბ“-ი ყველა წევრი კეთილსინდისიერად ასრულებს წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს, რათა ყველა წევრისათვის ერთობლიობაში უზრუნველყონ ის უფლება-მოვალეობანი, რომელნიც გამომდინარეობენ ორგანიზაციის წევრობიდან.

მუხლი 3.  

„სამუბ“-ი ყველა წევრი წამოჭრილ დავას წყვეტს მშვიდობიანი საშუალებებით იმგვარად, რომ საფრთხე არ შეუქმნას რომელიმე წევრი, თუ არაწევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, უშიშროებასა და სამართლიანობას.

მუხლი 4.

„სამუბ“-ი ყველა წევრი ყოველმხრივ დახმარებას უწევს ორგანიზაციას ყველა მოქმედებაში, რასაც იგი წესდების შესაბამისად წამოიწყებს.

მუხლი 5.

წესდება სრულებითაც არ ანიჭებს „სამუბ“- უფლებას, ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომელიც არსებითად შედის რომელიმე წევრი სახელმწიფოს შინაურ კომპეტენციაში.

 

თავი 3.

სამუბ“-ის წევრები და ძირითადი მიზანი

მუხლი 6.

„სამუბ“-ი დამფუძნებელი  წევრები არიან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - საქართველო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, უკრაინა და ბელარუსის რესპუბლიკა, რომლებმაც თავისი უმაღლესი წარმომადგენელი პირის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში, ქ. ქუთაისში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე, ხელი მოაწერეს სამუბ“-იდამფუძნებელ დოკუმენტს (შემდგომში - წესდება) და მოახდინეს მისი მიღება (რატიფიცირება) მე-7 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 7.

1. ეს წესდება რატიფიცირებული უნდა იქნეს, მისი ხელმომწერი სახელმწიფოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. წესდების რატიფიცირების დამადასტურებელი სიგელი შესანახად უნდა ჩაბარდეს სამუბ“-ი სამდივნოს თავმჯდომარეს (როცა იგი დანიშნული იქნება), რომელიც თითოეული სიგელის ჩაბარების შესახებ აცნობებს წესდების ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს. „სამუბ“-ი სამდივნო ადგენს ოქმს თითოეული სიგელის მიღების შესახებ და ოქმის ასლებს უგზავნის ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს.

3. ამ წესდების ხელმომწერი სახელმწიფოები, რომლებიც მოახდენენ მის მიღებას, მას შემდეგ რაც იგი ძალაში შევა, გახდებიან „სამუბ“-ი თავდაპირველი წევრები იმ დღიდან, როდესაც ისინი შესანახად ჩააბარებენ თავიანთ, შესაბამის, დამტკიცების დამადასტურებელ სიგელებს.

მუხლი 8.

1. „სამუბ“-ი წევრად მიიღება, „სამუბ“-ი წევრ რომელიმე ქვეყანასთან საერთო საზღვრის მქონე ის სახელმწიფო, რომელიც იკისრებს ამ წესდებაში მოცემულ ვალდებულებებს და რომელსაც სამუბ“-ი განსჯის მიხედვით, შეუძლია და სურს შეასრულოს ეს ვალდებულებანი.

2. „სამუბ“-ი წევრად ყოველი სახელმწიფოს მიღება წარმოებს საბჭოს [სამიტი] დადგენილებით, „სამუბ“-ი გენერალური მდივნის რეკომენდაციით.

3. „სამუბ“-ის სამუშაო ენებია: მისი წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენები; აგრეთვე - ინგლისური და რუსული.

მუხლი 9.

„სამუბ“-ი წევრი, რომელიც სისტემატიურად არღვევს ამ წესდებაში მოცემულ პრინციპებს, შეიძლება გაირიცხოს საბჭოს [სამიტი] მიერ, სამუბ“-იგენერალური მდივნის რეკომენდაციით.

მუხლი 10.

„სამუბი“-ს ძირითადი მიზანია:

- საერთაშორისო და რგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;

- დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა;

- საერთო უსაფრთხოების რეგიონალური სივრცის შესაქმნელად, ევროპისა და აზიის სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკურ სისტემებში ინტეგრაციის გაღრმავება.

 

 

თავი 4.

„სამუბ“-ის სტრუქტურა

მუხლი 11.

1. „სამუბ“-ის მთავარ ორგანოებად არსდება: სახელმწიფოს მეთაურთა საბჭო [სამიტი], თავდაცვის კომიტეტის საბჭო [მინისტერიალი] და „სამუბ“-ის სამდივნო.

2. დამხმარე ორგანოები, საჭიროებისამებრ, შეიძლება დაარსდეს ამ წესდების შესაბამისად.

მუხლი 12.

1. „სამუბ“-ის უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენს:

ა) „სამუბ“-ის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს [სამიტი] ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა;

ბ) „სამუბ“-ის თავდაცვის მინისტრების საბჭოს [მინისტერიალი] ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრა. 

2. „სამუბ“-ის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს „სამუბ“-ითავდაცვის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: „სამუბ“-ის წევრ-სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლები; კომიტეტი ფუნქციონირებს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით.

3. „სამუბ“-ის უმაღლეს ორგანოებში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა მხარის მონაწილეობით, კენჭისყრის გარეშე, შეთანხმების გზით კონსენსუსის საფუძველზე.  

4. ორგანიზაციაში თავმჯდომარეობა ხორციელდება ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც წესი, ერთი წლის ვადით, როტაციის პრინციპით ინგლისურ ალფავიტში წევრი სახელმწიფოების სახელწოდებათა თანამიმდევრობის მიხედვით.

5. „სამუბ“-ის ძირითად დამხმარე ორგანოს წარმოადგენს „სამუბ“-ის სამდივნო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან „სამუბ“-ის სამდივნოს ადმინისტრაციულტექნიკურ მუშაკები.

6. „სამუბ“-ის საინფორმაციო ფუნქციების შესრულება ევალება „სამუბ“-ის სანფორმაციო ოფისს, ქ. ქუთაისი.

 

თავი 5.

სამართალსუბიექტურობა

 

მუხლი 13.

1. „სამუბ“-ი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, უფლებამოსილს დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს, იჯარით აიღოს, განკარგოს და მართოს  „სამუბ“-ის ქონება, ასევე განახორციელოს სხვა ქმედებები, მიმართულნი თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის დაიცვას მისი ინტერესები სასამართლო წესით. ამ საკითხებში „სამუბ“-ის სახელით გამოდის, ორგანიზაციის თავმჯდომარე მხარის მიერ დანიშნული, გენერალური მდივანი.

2. წინამდებარე შეთანხმებით სარგებლობისას გენერალური მდივანი მოქმედებს თავმჯდომარე მხარის სახელით და/ან საბჭოსთან შეთანხმებით.

3. გენერალური მდივანი თანამშრომლობს წევრი ქვეყნების სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან, რათა ხელი შეუწყოს „სამუბ“-ის საბჭოზე [სამიტი, მინისტერიალი] მიღებულ გადაწყვეტილებათა  სათანადო შესრულებას, მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ყოველგვარი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე წესდებით.

 

 

თავი 6.

„სამუბ“-ის საბჭო

ა) შემადგენლობა

მუხლი 14.

1. „სამუბ“-ის უმაღლესი ორგანოა - საბჭო [სამიტი].

2. საბჭო [სამიტი] შესდგება „სამუბ“-ის ყველა წევრი სახელმწიფოსაგან.

3. „სამუბ“-ში შემავალ თითოეულ წევრს საბჭოში ჰყავს არაუმეტეს 5 (ხუთი) წარმომადგენლისა.

 

ბ) ფუნქციები და რწმუნებულობანი

მუხლი 15.

საბჭო [სამიტი] უფლებამოსილია განიხილოს ყოველი საკითხი ან საქმე ამ წესდების ფარგლებში, ან რომელიც ეხება ამ წესდებით გათვალისწინებული ყოველი ორგანოს რწმუნებულებებსა და ფუნქციებს, მისცეს რეკომენდაციები (გადაწყვეტილებანი) „სამუბ“-ის წევრებს, „თავდაცვის კომიტეტს“ ან სამდივნოს, ყოველ ასეთ საკითხზე ან საქმეზე.

მუხლი 16.

საბჭო [სამიტი] უფლებამოსილია განიხილოს ყოველი საკითხი, რომელიც მშვიდობისა და უშიშროების დაცვას შეეხება და მის წინაშე დაყენებულია „სამუბ“-ის ყოველი წევრის ან/და თავდაცვის კომიტეტის მიერ, ან იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ არის „სამუბ“-ის წევრი, თუ იმ დავის მიმართ, რომელშიც იგი მხარეს წარმოადგენს, წინასწარ იკისრებს დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესდებაშია გათვალისწინებული, მისცეს ყოველი ასეთი საკითხის შესახებ რეკომენდაციები (გადაწყვეტილებანი) ამ სახელმწიფოს თუ სახელმწიფოებს ან „თავდაცვის კომიტეტს“.

მუხლი 17.

საბჭოს [სამიტი] მე-16 მუხლში მოცემული რწმუნებულობანი არ უნდა ზღუდავდეს მე-15 მუხლის ზოგად აზრს.

მუხლი 18.

საბჭო [სამიტი, მინისტერიალი] აწყობს გამოკვლევას და იძლევა რეკომენდაციებს (გადაწყვეტილებებს) იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფოთა თანამშრომლობას უსაფრთხოების დაცვის დარგში და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელებას ყველასათვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და სარწმუნოებისა.

მუხლი 19.

1. საბჭო [სამიტი] იღებს და განიხილავს „თავდაცვის კომიტეტის“ [გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილ] ყოველწლიურ და სპეციალურ მოხსენებებს; ეს მოხსენებანი უნდა შეიცავდეს ანგარიშს იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელიც „თავდაცვის კომიტეტმა“ გადაწყვიტა მიიღოს, ან მიიღო;

2. საბჭო [სამიტი] იღებს და განიხილავს „სამუბ“-ის სხვა ორგანოების მოხსენებებს.

მუხლი 20.

1. საბჭო [სამიტი] განიხილავს და ამტკიცებს „სამუბ“-ის ბიუჯეტს;

2. „სამუბ“-ის წევრები გაიღებენ ხარჯებს საბჭოს [სამიტი] მიერ დაწესებული განაწილების მიხედვით.

 

გ) ხმის მიცემა

მუხლი 21.

1. საბჭოს [სამიტი, მინისტერიალი] თითოეულ წევრს ერთი ხმა აქვს.

2. საბჭოს [სამიტი, მინისტერიალი] გადაწყვეტილებათა მიღება მნიშვნელოვან საკითხებზე წარმოებს დამსწრეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა სული კონსენსუსით. ეს საკითხები შეიცავენ:

-  რეკომენდაციებს მშვიდობისა და უშიშროების დაცვის შესახებ;

- „თავდაცვის კომიტეტის“ გენერალური მდივნის არჩევნებს;

- „სამუბ“-ის ახალ წევრთა მიღებას;

- „სამუბ“-ის წევრთა უფლებებისა და პრივილეგიების შეჩერებას, მის წევრთა გარიცხვას;

- საბიუჯეტო საკითხებს.

3. გადაწყვეტილებათა მიღება სხვა საკითხებზე, იმ საკითხთა დამატებითი კატეგორიების განსაზღვრის ჩათვლით, რომლებიც სრული კონსენსუსით არ წყდება,  წარმოებს დამსწრეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით.

მუხლი 22.

„სამუბ“-ის წევრს, რომელზეც ირიცხება დავალიანება ფულად შენატანებზე, ერთმევა ხმის უფლება საბჭოში [სამიტი, მინისტერიალი], თუ მისი დავალიანების თანხა აღემატება იმ შენატანთა ჯამს, რაც მასზე მოდის ორი წინა სრული წლის განმავლობაში, მაგრამ საბჭოს შეუძლია ნება დართოს „სამუბ“-ის ასეთ წევრს მონაწილეობა მიიღოს ხმის მიცემაში, თუ იგი ცნობს, რომ გადახდის დაგვიანება მოხდა მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო.

 

დ) პროცედურა

მუხლი 23.

საბჭო [სამიტი] იკრიბება მორიგ ყოველწლიურ საშემოდგომო სესიებზე და ისეთ სპეციალურ სესიებზე, რომლებიც შეიძლება გარემოებამ მოითხოვოს.

სპეციალურ სესიებს იწვევს გენერალური მდივანი, „თავდაცვის კომიტეტის“ წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.

მუხლი 24.

საბჭო [სამიტი, მინისტერიალი] ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს. იგი ირჩევს თავის თავმჯდომარეს თითოეულ სესიაზე.

მუხლი 25.

საბჭო [სამიტი, მინისტერიალი] უფლებამოსილია დააწესოს ისეთი დამხმარე ორგანოები, რომლებსაც იგი საჭიროდ ჩათვლის თავისი ფუნქციების განსახორციელებლად.

 

თავი 7.

თავდაცვის კომიტეტი

 

ა) შემადგენლობა

მუხლი 26.

1. „სამუბ“-ის აღმასრულებელი ორგანო - თავდაცვის კომიტეტი, შედგება: გენერალური მდივნის, კომიტეტის მუდმივი და არამუდმივი წევრებისაგან;

2. თავდაცვის კომიტეტი მუდმივ წევრებად ითვლება „სამუბ“-ის წევრი სახელმწიფოს თითო წარმომადგენელი.

3. საბჭო [მინისტერიალი] ირჩევს თავდაცვის კომიტეტის სხვა არამუდმივ წევრებს, „სამუბ“-ის მუდმივი წევრის თანაშემწის, სამდივნოსა და სხვა დამხმარე ორგანოების თავმჯდომარეების სახით და ჯეროვან ყურადღებას უთმობს პირველ რიგში იმას, თუ რამდენად მონაწილეობენ ისინი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უშიშროების დაცვაში და სხვა მიზნების მიღწევაში;

4. თავდაცვის კომიტეტის არამუდმივ წევრებს ირჩევენ ერთი წლის ვადით. შესაძლებელია თავდაცვის კომიტეტიდან გასული არამუდმივი წევრის დაუყოვნებლივ ხელახლა არჩევა.

 

ბ) თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

მუხლი 27.

1. „სამუბ“-ის მთავარი წარმომადგენლობითი პირია,  თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - გენერალური მდივანი.

2. გენერალურ მდივანს, „სამუბ“-ის თავმჯდომარე ქვეყნის წარდგინებით, ერთი წლის ვადით, ნიშნავს საბჭო [სამიტი].

მუხლი 28.

გენერალური მდივანი მოქმედებს, როგორც საბჭოს [სამიტი, მინისტერიალი], ასევე თავდაცვის კომიტეტისა და სამდივნოს ყველა სხდომებზე და, ამ წესდების მუხლი 13,2-3 განსაზღვრულის გარდა, ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომლებსაც მას ეს ორგანოები აკისრებენ. გენერალური მდივანი საბჭოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

მუხლი 29.

1. „სამუბ“-ის სამდივნოს პერსონალს ნიშნავს გენერალური მდივანი თანახმად წესებისა, რომლებსაც ადგენს საბჭო [სამიტი].

2. სამსახურში მიღებისა და სამსახურის პირობების განსაზღვრის დროს საჭიროა ხელმძღვანელობა უმთავრესად იმით, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს მუშაობის უნარის, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების მაღალი დონე.

მუხლი 30.

1. თავიანთ მოვალეობათა შესრულების დროს გენერალური მდივანი და სამდივნოს დამხმარე პერსონალი მითითებებს არ უნდა ღებულობდნენ „სამუბ“-ის რომელიმე წევრი სახელმწიფოსაგან. მათ თავი უნდა შეიკავონ ყოველი მოქმედებისაგან, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მათს, როგორც მხოლოდ „სამუბ“-ის წინაშე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა, მდგომარეობაზე.

3. გენერალური მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა საქმიანობასთან.

 

გ) ფუნქციები და რწმუნებულებანი

მუხლი 31.

1. „სამუბ“-ის სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების უზრუნველსაყოფად მისი წევრები „თავდაცვის კომიტეტს“ აკისრებენ  მთავარ პასუხისმგებლობას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უშიშროების დაცვისათვის და თანხმდებიან იმაზე, რომ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოვალეობათა შესრულებისას გენერალური მდივანი მათი სახელით მოქმედებდეს.

2. ამ მოვალეობათა შესრულებისას თავდაცვის კომიტეტი მოქმედებს „სამუბ“-ის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად.

3. თავდაცვის კომიტეტი, გენერალური მდივნის მიერ საბჭოს [სამიტს, მინისტერიალს] განსახილველად წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებებს და საჭიროებისამებრ სპეციალურ მოხსენებებს.

მუხლი 32.

„სამუბ“-ის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, ამ წესდების შესაბამისად, დაემორჩილონ თავდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებებს და ხელი შეუწყონ მის აღსრულებას

 

ე) პროცედურა

მუხლი 33.

1. თავდაცვის კომიტეტი იმგვარად იქმნება, რომ მას შეეძლოს განუწყვეტლივ ფუნქციონირება. ამ მიზნით თავდაცვის კომიტეტის თითოეული მუდმივი წარმომადგენელი მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი „სამუბ“-ის განთავსების ადგილზე;

2. თავდაცვის კომიტეტის იკრიბება პერიოდულ და რიგგარეშე სხდომებზე, რომლებზეც თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია თავისი სურვილისამებრ წარმოდგენილი იყოს ან მუდმივი წევრით, ან რომელიმე სხვა, საგანგებოდ დანიშული წარმომადგენლით.

3. თავდაცვის კომიტეტის პერიოდული სხდომა იმართება თვეში ერთხელ.

4. თავდაცვის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა იმართება გენერალური მდივნის ან კომიტეტის მუდმივ წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით, ერთი კვირის განმავლობაში.

5. თავდაცვის კომიტეტის სხდომები, გენერალური მდივნის  გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს არა მარტო „სამუბ“-ის მუდმივ ადგილსამყოველში, არამედ ნებისმიერ ადგილზე, რომელიც უფრო უწყობს ხელს მის მუშაობას.

მუხლი 34.

თავდაცვის კომიტეტს, გენერალური მდივნის ინიციატივით, შეუძლია დააწესოს ისეთი დამხმარე ორგანოები, რომლებსაც იგი საჭიროდ ჩათვლის თავისი ფუნქციების შესასრულებლად.

მუხლი 35.

სამდივნოს ან/და დამხმარე ორგანოს წარმომადგენელს შეუძლია, ხმის უფლების გარეშე, მიიღოს მონაწილეობა თავდაცვის კომიტეტში შეტანილი ყოველი საკითხის განხილვაში, თუ თავდაცვის კომიტეტი თვლის, რომ ეს სპეციალურად ეხება  ამ წევრის ინტერესებს.

მუხლი 36.

ყოველი ქვეყანა, ან მისი სახელმწიფოებრივი ერთეული, რომელიც „სამუბ“-ის წევრი არ არის, თუ ისინი წარმოადგენენ მხარეებს იმ დავაში, რომელსაც თავდაცვის კომიტეტი განიხილავს, შეიძლება მოწვეული იქნენ ხმის უფლების გარეშე, და უფლება მიეცემათ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში, რომელიც ამ დავას შეეხება. თავდაცვის კომიტეტი „სამუბ“-ის არაწევრი ქვეყნის, ან მისი სახელმწიფოებრივი ერთეულის მონაწილეობისათვის აყენებს ისეთ პირობებს, როგორსაც იგი სამართლიანად მიიჩნევს.

 

თავი 8.

მუდმივი წარმომადგენლები და დელეგაციის წევრები

მუხლი 37.

 „სამუბ“-ის წევრი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლები და საბჭოს [სამიტი, მინისტერიალი], ან/და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე დამსწრე დელეგაციის წევრები თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტეტბით:

1. სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით მათ მიერ ნათქვამის ან დაწერილის ან მათი როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ქმედებისაგან;

2.  ხელშეუხებლობით დოკუმენტებისა და სამსახურეობრივი სარგებლობის ყველა სხვა ინფორმაციის მატარებლებისადმი;

3. უფლებით ისარგებლონ შიფრით, მიიღონ და გაგზავნონ დიპლომატიური ფოსტა;

4. გათავისუფლებით შეზღუდვებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია იმ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლაგასვლისა და იქ ყოფნასთან, სადაც ისინი იმყოფებიან ან რომელთაც გადაკვეთენ ტრანზიტით თავიანთი ფუნქციების შესრულებისას;

5. ისეთივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით ვალუტის შეტანაგატანის ან გაცვლისადმი, ასევე პირადი ბარგის შეტანაგატანისადმი, როგორიც ენიჭებათ დიპლომატიურ აგენტებს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად.

მუხლი 38.

მუდმივი წარმომადგენლები და წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლობების სხვა თანამშრომლები, ასევე მათი ოჯახის წევრები შესაბამისად სარგებლობენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციით გათვალისწინებული იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით.

მუხლი 39.

წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლებისა და დელეგაციის წევრებისათვის სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლებათა უზრუნველყოფის მიზნით საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას, იმუნიტეტი სასამართლო პასუხისგებაში მიცემისაგან მათ მიერ ნათქვამის ან დაწერილისათვის და ყოველგვარი ქმედებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს როგორც სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ძალაში რჩება ასევე ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების შეწყვეტის შემდეგაც.

მუხლი 40.

პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭება წევრ სახელმწიფთა მუდმივ წარმომადგენლებსა და დელეგაციის წევრებს არა ცალკეულ პირთა გამორჩენისათვის, არამედ თავისი თანამდებობრივი ფუნქციების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უარი თქვან თავიანთი წარმომადგენლების იმუნიტეტზე იურისდიქციისგან.

მუხლი 41.

წინამდებარე წესდების 38, 39 და 40 მუხლების დებულებები არ გამოიყენება წევრ სახელმწიფოსა და მის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისას.

 

 

თავი 9.

„სამუბ“-ის სამდივნო

 

ა) შემადგენლობა

მუხლი 42.

1. „სამუბ“-ის დამხმარე ორგანო - სამდივნო შედგება მისი თავმჯდომარის, აგრეთვე მუდმივი და არამუდმივი წევრებისაგან;

2. სამდივნოს მუდმივ წევრებად ითვლება „სამუბ“-ის წევრი სახელმწიფოს თითო წარმომადგენელი, აგრეთვე გენერალური მდივნის მიერ დანიშნული „სამუბ“-ის პრეს-მდივანი

3. საბჭო [მინისტერიალი]  ირჩევს სამდივნოს სხვა არამუდმივ წევრებს, სამდივნოს მუდმივი წევრების თანაშემწეებისა და დამხმარე ორგანოების თავმჯდომარეების [ასეთის ყოლის შემთხვევაში] სახით და ჯეროვან ყურადღებას უთმობს პირველ რიგში იმას, თუ რამდენად მონაწილეობენ ისინი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უშიშროების დაცვაში და სხვა მიზნების მიღწევაში;

4. სამდივნოს არამუდმივ წევრებს ირჩევენ ერთი წლის ვადით. შესაძლებელია სამდივნოდან გასული არამუდმივი წევრის დაუყოვნებლივ ხელახლა არჩევა.

 

ბ) სამდივნოს თავმჯდომარე

მუხლი 43.

სამდივნოს თავმჯდომარეს, გენერალური მდივნის წარდგინებით ნიშნავს საბჭო [სამიტი].

მუხლი 44.

სამდივნოს თავმჯდომარე მოქმედებს, როგორც ასეთი საბჭოსა [სამიტი, მინისტერიალი] და სამდივნოს ყველა სხდომებზე და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომლებსაც მას ეს ორგანოები აკისრებენ. სამდივნოს თავმჯდომარე საბჭოს [სამიტი] წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

მუხლი 45.

1. სამდივნოს დამხმარე პერსონალს, გენერალურ მდივანთან შეთანხმებით, ნიშნავს სამდივნოს თავმჯდომარე, თანახმად წესებისა, რომლებსაც ადგენს საბჭო [სამიტი].

2. სამსახურში მიღებისა და სამსახურის პირობების განსაზღვრის დროს საჭიროა ხელმძღვანელობა უმთავრესად იმით, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს მუშაობის უნარის, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების მაღალი დონე.

მუხლი 46.

1. სამდივნოს თავმჯდომარე ინიშნება ერთი წლის ვადით. შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ ხელახლა არჩევა.

2. თავიანთ მოვალეობათა შესრულების დროს სამდივნოს თავმჯდომარე და დამხმარე პერსონალი მითითებებს არ უნდა ღებულობდნენ „სამუბ“-ის რომელიმე წევრი სახელმწიფოსაგან. მათ თავი უნდა შეიკავონ ყოველი მოქმედებისაგან, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მათს, როგორც მხოლოდ „სამუბ“-ის წინაშე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა, მდგომარეობაზე.

3. სამდივნოს თავმჯდომარის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა საქმიანობასთან.

 

გ) პროცედურა

მუხლი 47.

1. სამდივნო იმგვარად იქმნება, რომ მას შეეძლოს განუწყვეტლივ ფუნქციონირება. ამ მიზნით სამდივნოს თითოეული წევრი მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი „სამუბ“-ის სამყოფელ ადგილზე;

2. სამდივნო იკრიბება პერიოდულ და რიგგარეშე სხდომებზე, რომლებზეც თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია თავისი სურვილისამებრ წარმოდგენილი იყოს ან მუდმივი წევრით, ან რომელიმე სხვა, საგანგებოდ დანიშული წარმომადგენლით.

3. სამდივნოს პერიოდული სხდომა იმართება თვეში ერთხელ.

4. სამდივნოს რიგგარეშე სხდომა იმართება გენერალური მდივნის, სამდივნოს თავმჯდომარის, ან სამდივნოს მუდმივ წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით, ერთი კვირის განმავლობაში.

5. სამდივნოს სხდომები, გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს არა მარტო „სამუბ“-ის მუდმივ ადგილსამყოველში, არამედ ნებისმიერ ადგილზე, რომელიც უფრო უწყობს ხელს მის მუშაობას.

 

თავი 10.

სამდივნოს თანამშრომლები

 

მუხლი 58.

სამდივნოს თანამაშრომლები რომლებიც ასრულებენ ფუნქციებს როგორც საერთაშორისო თანამდებობის პირები:

1. სარგებლობენ იმუნიტეტით წევრი სახელმწიფოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისაგან მათ მიერ ნათქვამის ან დაწერილისათვის და ყოველგვარი ქმედებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;

2. თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან და „სამუბ“-ის მიერ გადახდილი თანხებისათვის გადასახადის დაბეგვრისაგან;

3. სარგებლობენ იმუნიტეტით შეზღუდვებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე შესვლაგასვლასა და იქ ყოფნასთან;

4. სარგებლობენ ასეთივე პრივილეგიებით ვალუტის შეტანაგატანასა და გაცვლისადმიც, რომლებიც ენიჭება შესაბამისი რანგის დიპლომატიურ აგენტებს;

5. უფლება აქვთ ისეთივე შეღავათებზე, საგანგებო სიტუციებთან დაკავშირებით რეპატრიაციის შემთხვევაში, რომლებიც ენიჭება დიპლომატიურ აგენტებს;

6.  სარგებლობენ, სამდივნოს ადგილმდებარეობის ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, პირადი ქონების უბაჟო შეტანის უფლებით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებისაც, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თანამდებობის დაკავებისას. ასევე მათი უბაჟო გატანის უფლებით თანამდებობების დატოვებისას.

მუხლი 59.

სამდივნოს თანამშრომელთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ცხოვრობენ მათთან ერთად, ვრცელდება პრივილეგიები და იმუნიტეტები გათვალისწინებული 58-ე მუხლის მე-3 - 6 პუნქტებით.

მუხლი 60.

ქონება, რომელიც შემოტანილია ასეთი შეღავათების თანახმად, შეიძლება გასხვისდეს სამდივნოს ადგილმდებარეობის ქვეყანაში მხოლოდ ამ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლლობის შესაბამისად.

მუხლი 61.

წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლში მითითებული იმუნიტეტებისა და პრივილეგიების გარდა სამდივნოს საერთაშორისო თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ენიჭებათ სხვა პირვილეგიები და იმუნიტეტებიც, გათვალისწინებულნი დიპლომატიური აგენტისათვის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად.

სამდივნოს ადმინისტრაციულტექნიკური მუშაკები და მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით, რომლებიც გათვალისწინებულია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციით ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალის წევრებისათვის.

მუხლი 62.

სამდივნოს თანამშრომლებზე, რომლებიც არიან ადგილსამყოფელი ქვეყნის ან სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეები, რომელთაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სამდივნოს ადგილმდებარეობის სახელმწიფოში, ვრცელდება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების 58-ე მუხლის „1“ პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები.

მუხლი 63.

1. პრივილეგიები და იმუნიტეტები სამდივნოს თანამშრომლებს ენიჭება „სამუბ“-ის ინტერესებისათვის და არა ცალკეულ პირთა გამორჩენისათვის.

2. საბჭოს [სამიტი, მინისტერიალი] ან/და გენერალურ მდივანს უფლება აქვს უარი უთხრას იმუნიტეტზე სამდივნოს თანამშრომელს, რომელიც წარმოადგენს მის საერთაშორისო თანამდებობის პირს, იმ შემთხვევაში თუკი იმუნიტეტი ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და მათზე უარის თქმა ზიანს არ მიაყენებს იმ მიზანს, რისთვისაც იმუნიტეტი მინიჭებულ იქნა.

 

 

თავი 11.

დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტა

მუხლი 64.

ყოველი ისეთი დავის მონაწილე მხარეები, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან რეგიონში სტაბილიზაციის, მშვიდობისა და უშიშროების დაცვას, უწინარეს ყოვლისა, უნდა ცდილობდნენ გადაწყვიტონ დავა მოლაპარაკების, შემოწმების, შუამავლობის, შერიგების, საერთაშორისო არბიტრაჟისა და სასამართლო გარჩევის გზით, რეგიონალური ორგანოებისა და შეთანხმებებისადმი მიმართვით ან სხვა მშვიდობიანი საშუალებებით, თავიანთი არჩევისამებრ.

მუხლი 65.

თავდაცვის კომიტეტი უფლებამოსილია გამოიკვლიოს ყოველგვარი დავა ან ყოველგვარი სიტუაცია, რომელიც შეიძლება გახდეს რეგიონში უთანხმოების მიზეზი, რათა გამოარკვიოს ხომ არ დაემუქრება ამ დავის ან სიტუაციის განგრძობა რეგიონის სტაბილურობას, მშვიდობისა და უშიშროებას.

მუხლი 66.

ყოველ სახელმწიფოებრივ ერთეულს, რომელიც „სამუბ“-ის წევრი არ არის, შეუძლია აცნობოს თავდაცვის კომიტეტს ან საბჭოს [სამიტი, მინისტერიალი] იმ დავის შესახებ, რომელშიც იგი მხარეს წარმოადგენს, თუ იგი ამ დავის მიმართ წინასწარ იკისრებს დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესდებაშია გათვალისწინებული.

მუხლი 67.

1. თავდაცვის კომიტეტი უფლებამოსილია იმ დავის თითოეულ სტადიაში, რომელსაც 65-ე მუხლში აღნიშნული ხასიათი აქვს, ან ასეთივე ხასიათის სიტუაციაში, ურჩიოს სათანადო პროცედურა ან მოგვარების მეთოდი;

2. თავდაცვის კომიტეტი მხედველობაში იღებს დავის გადაწყვეტის ყოველ პროცედურას, რომელიც უკვე მიღებული იყო მხარების მიერ.

3. ამ მუხლის საფუძველზე რეკომენდაციების მიცემისას, თავდაცვის კომიტეტი მხედველობაში იღებს აგრეთვე, რომ იურიდიული ხასიათის დავა მხარეებმა, როგორც საერთო წესი, უნდა გადასცენ საერთაშორისო სასამართლოს.

მუხლი 68.

„სამუბ“-ის წევრები უნდა გაერთიანდნენ ურთიერთ დახმარების გასაწევად იმ ღონისძიებათა გატარებაში, რომელთა შესახებაც მიღებულია თავდაცვის კომიტეტი გადაწყვეტილება.

 

თავი 12.

კავშირგაბმულობის საშუალებები,

კორესპონდენცია და პუბლიკაციები

 

მუხლი 73.

1. წევრი სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიაზე „სამუბ“-ს ანიჭებენ არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს ოფიციალური კავშირისათვის, ვიდრე ის, რომელიც ენიჭებათ სხვა სახელმწიფოთა ან საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

2. „სამუბ“-ის კავშირგაბმულობის საშუალებები, კორესპონდენცია, პუბლიკაციები, ფოტო - და კინომასალები, ხმისა და ვიდეოჩანაწერები ცენზურას არ ექვემდებარება.

3. „სამუბ“-ს უფლება აქვს ისარგებლოს შიფრით, მიიღოს და გაგზავნოს დიპლომატიური ფოსტა, რომელზედაც ვრცელდება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციით გათვალისწინებული იმუნიტეტები და პრივილეგიები.

 

თავი 13.

„სამუბ“-ის ქონება

მუხლი 74.

1. „სამუბ“-ის ქონება სარგებლობს იმუნიტეტით ადმინისტრაციული ან სასამართლო ჩარევის ყოველგვარი ფორმისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საბჭო [სამიტი] იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ.

2. იურისდიქციისგან იმუნიტეტზე უარის თქმა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის მიმართ არ ნიშნავს იმუნიტეტზე უარის თქმას გადაწყვეტილების აღსრულებისადმი, რაზედაც საჭიროა საგანგებო უარი.

მუხლი 75.

1. „სამუბ“-ის ნაგებობები და არქივები ხელშეუხებელია.

2. „სამუბ“-ის ნაგებობები და არქივები სარგებლობენ იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, ექსპროპრიაციის, დაპატიმრებისა და ნებისმიერი სხვა საპროცესო ქმედებებისაგან.

მუხლი 76.

1. „სამუბ“-ს შეუძლია მიიღოს და ეკუთვნოდეს ფონდები, ნებისმიერი სახის ძვირფას ლითონებსა და ვალუტაში, ფლობდეს და განკარგავდეს საბანკო ანგარიშებს ნებისმიერ ვალუტაში და სხვა ფინანსური აქტივებით.

2. „სამუბ“-ს შეუძლია თავისუფლად გადაიყვანოს მისი კუთვნილი სახსრები ერთი წევრი სახელმწიფოდან მეორეში, გამოიყენოს ისინი და მოახდინოს მათი კონვერტირება ნებისმიერ ვალუტაში, რომელსაც იგი ფლობს, რაიმე ფინანსური კონტროლით, დადგენილებებით ან წევრი სახელმწიფოების შესაბამისი მორატორიუმით შეუზღუდავად.

მუხლი 77.

1. „სამუბ“-ი, მისი აქტივები და სხვა ქონება თავისუფლდება:

ა) ყველა სახის პირდაპირი გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან რომლებიც იკრიბება წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, მათ გარდა, რომლებიც წარმოადგენენ გადახდას კონკრეტული სახის მომსახურებისათვის;

ბ) ქონებაზე ყველა სახის საბანკო გადასახადებისაგან, მათ შორის გამოცემებზეც, რომლებიც „სამუბ“-ს შეაქვს და გამოაქვს სამსახურებრივი სარგებლობისათვის, გარდა დანახარჯებისა და საწყობებაზე, საქონლის საბაჟო გაფორმებაზე ამ მიზნებისათვის განსაზღვრული ადგილების გარეთ და ზევადიანი სამუშაო საათების ანაზღაურებაზე საბაჟო ორგანოებისათვის.

2. „სამუბ“-ის ქონება, რომელიც შემოტანილია ასეთი შეღავათების შესაბამისად, არ გასხვისდება წევრ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც იგი შეტანილია, თუ არა იმ სახელმწიფოსთან შეთანხმებული პირობებით.

მუხლი 78.

1. „სამუბ“-ი შეიძლება გათავისუფლდეს არაპირდაპირი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადებისაგან და აქციზებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების ფასის ნაწილს, რომელთაც იძენს „სამუბ“-ი საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან შეთანხმებული მოცულობით.

2. საქონელი, შეძენილი ასეთი გათავისუფლებისაგან ანაზღაურების შესაბამისად, შეიძლება გაიყიდოს ან სხვაგვარად გასხვისდეს მხოლოდ წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობებით, რომელმაც მიანიჭა გათავისუფლება ან ანაზღაურება.

 

 

თავი 14.

შესწორებანი

მუხლი 79.

ამ წესდების შესწორებანი ძალაში შედის „სამუბ“-ის ყველა წევრისათვის მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება საბჭოს [სამიტი] სესიაზე წევრთა სრული კონსენსუსით.

მუხლი 80.

ამ წესდების გადასინჯვის მიზნით შეიძლება საბჭოს [სამიტი] საგანგებო სხდომის მოწვევა ისეთ ვადასა და ადგილზე, რომლებსაც განსაზღვრავს „სამუბ“-ის წევრთა ხმების ორი მესამედი ან თავდაცვის კომიტეტი.

 

თავი 15

„სამუბ“-ის სიმბოლიკა,

ადგილმდებარეობა, ლიკვიდაციის წესი

მუხლი 81.

1. „სამუბ“-ს გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი.

2. „სამუბ“-ის დროშა არის მართხუთხედის ფორმის თეთრი ფერის ქსოვილი, შუაში წითელი დისკოთი, რომლის გარშემო წრეზე განლაგებულია ხუთი ხუთქიმიანი ცისფერი ვარსკვლავი.

წითელ დისკოში მოთავსებულია წევრი სახელმწიფოებისაგან შემდგარი რეგიონის რუკა.

დროშის სიგანის შეფარდება სიგრძესთან არის 3:5, წითელი დისკოს დიამეტრი ტოლია 1 ერთეულის, ვარსკვლავების განლაგების წრის დიამეტრი - 1,5 ერთეულის, ხოლო თავად ვარსკვლავი 1/4 ერთეულის წრეშია ჩახაზული.

მუხლი 82.

„სამუბ“-ის დროშა დაყენდება სატრანსპორტო საშუალებებზე, როდესაც ისინი გამოიყენება ოფიციალური მიზნებისათვის.

მუხლი 83.

„სამუბ“-ის გერბი წარმოადგენს „სამუბ“-ის დროშის ცენტრში დატანილ ნიშანთა ერთობლიობას - წითელ დისკოში მოთავსებულ წევრი სახელმწიფოებისაგან შემდგარ რეგიონის რუკას.

მუხლი 84.

„სამუბ“-ის შტაბ-ბინა მდებარეობს - საქართველოში, ქ. ქუთაისში.

მუხლი 85.

„სამუბ“-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მის წევრთა 4/5-ის გადაწყვეტილებით.

 

თავი 16.

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 86.

წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

მუხლი 87.

წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე დავების აღმოცენების შემთხვევაში წევრი სახელმწიფოები მათ გადაწყვეტენ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებათა გზით.

მუხლი 88.

დათქმები წინამდებარე შეთანხმებაში არ დაიშვება.

 

შესრულებულია:

. ქუთაისში, 201_ წლის _______, ერთ ეგზემპლარად ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

ხელმოწერილია:

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალ, სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის წევრ  სახელმწიფოთა უმაღლესი წარმომადგენლობითი პირის მიერ.

 

საქართველოს სახელით

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით

მოლდოვის რესპუბლიკის სახელით

უკრაინის სახელით

ბელარუსის რესპუბლიკის სახელით

 

ხელმოწერის თარიღი:

 

 

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

იხეილ (გელა)  სალუაშვილი