Print

გაზეთი N 10 [1080]

საარჩევნო ბლოკის - „ზვიადის გზის...“

დაარსების მოკლე ისტორია

ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის არჩევნებს უკავია.

ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან მოყოლებილი, დღემდე - ქვეყნის სათავეში, 1991-1992 წ.წ. მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მომწყობთა პოლიტიკური სამართალმემკვიდრეები არიან დამკვიდრებული.

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის მიზანი ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციის სამართლებრივად გამართული ფორმის დამკვიდრება წარმოადგენს.

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ხაზის ერთგულ ძალებს შორის მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, 2020 წ. 23 ივლისს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დაფუძნებული იქნა საარჩევნო ბლოკი „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“.

აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში ხელმოწერილი იქნა თანამშრომლობის ამსახველი „ხელშეკრულება“, და სპეციალური პოლიტიკური „მემორანდუმი“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 

საარჩევნო ბლოკის

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

ურთიერთ თანამშრომლობის

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-სა

და

პოლიტიკურ მოძრაობა „დავითი და თამარს“

შორის

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, სხვადასხვა სახის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, მკაცრად განსაზღვრავს მათში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების უფლება-მოვალეობების თავისებურებებს.

 

ვხელმძღვანელობთ რა: ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში - ეროვნული სულისკვეთებით გაჯერებული ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა - დამკვიდრების სულისკვეთებით:

ერთის მხრივ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სა და

მეორეს მხრივ - პოლიტიკური მოძრაობის „დავითი და თამარი“-ს მიერ:

მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება - 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთობლივი საარჩევნო ბლოკის სახით მონაწილეობის თაობაზე.

საარჩევნო ბლოკის სახელდებად განისაზღვრა: „ზვიადის გზა [ღმერთის სიმართლისა და ქვეყნისათვის]“ [შემოკლებით - „ზვიადის გზა...“].

ამასთან:

ვადასტურებთ რა რომ - საარჩევნო ბლოკის „ზვიადის გზა“-ს ორიენტირი: სულიერად და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნაა; და

გააზრებული გვაქვს რა - ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის უფლისმიერი სიმართლით მოქმედების მნიშვნელობა, „ზვიადის გზა“-ს მიერ მომზადებული პროგრამა აერთიანებს, როგორც:

- ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ნორმალიზებისათვის საჭირო საკანონ-მდებლო ცვლილებათა მთელ პაკეტს, ასევე

- საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ კონკრეტულ წინადადებებს.

 

საარჩევნო ბლოკის სახელდებაშივე შემავალი მეორე შემადგენელი: „ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“, წარმოადგენს კიდეც ჩვენი საარჩევნო ბლოკის - სამოქმედო დევიზს.

 

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე.

 

საარჩევნო ბლოკის

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

სახელით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე                                                   იხეილ (გელა) სალუაშვილი

 

პოლიტიკური მოძრაობა

„დავითი და თამარი“-ს

თავმჯდომარე                                                                                                 გიორგი ჩახაია

 

ხელმოწერის თარიღი - 2020 წლის 23 ივლისი

 

 

საარჩევნო ბლოკის დაარსების თაობაზე მომზადებული კლიპის სცენარში ვკითხულობთ:

 

საარჩევნო ბლოკის

„ზვიადის გზის

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

დაარსების თაობაზე

 

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მოქალაქენო!

საქართველოში მომხდარი კრიმინალური სამხედრო გადატრიალების შემდგომად, ქვეყნის სათავეში მოსული დამნაშავე ძალისა და მათი სამართალმემკვიდრეების პირობებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა, დღემდე ამაოდ ეძებს მათი რეალური ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური გუნდის გამოჩენას,

1991-1992 წლებში მოქმედი „მოქალაქეთა კავშირისა“ და „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმის ჩამნაცვლებელი „ქართული ოცნების“ მიერ ხელშეწყობილი ე.წ. ორპოლუსიანი პოლიტიკური მმართველობის პორობებში კიდევ უფრო გამოიკვეთა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობა.

სახელმწიფოებრივი განვითარების კუთხით ზვიად გამსახურდიას მიერ არჩეული ძირითადი პოლიტიკური ხაზის ერთგულ ძალებს შორის მიმდინარე კონსულტაციების შედეგად:

ერთის მხრივ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეასა“;

და მეორეს მხრივ - პოლიტიკური მოძრაობა „დავითი და თამარის“ მიერ

მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთობლივი საარჩევნო ბლოკის სახით მონაწილეობის თაობაზე.

საარჩევნო ბლოკის სახელდებად განისაზღვრა: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“, შემოკლებით - „ზვიადის გზა...“.

 

გააზრებული გვაქვს რა - ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის უფლისმიერი სიმართლით მოქმედების მნიშვნელობა, ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა - ბიბლიური სიბრძნის ბაზაზე მომზადებულ კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებათა ერთობაზე გვაქვს აგებული.

 

შესაბამისად, „ზვიადის გზა...“, მასზე მავალი გუნდის ის გზასავალია, რომლის მთავარი სამოქმედო მიზანია:

 

1. ქვეყნის საერო საქმიანობის - საუკუნეების მანძილზე გამოკვეთილ ღვთაებრივ ფასეულობებზე დამყარებული პრინციპებით წარმართვა;

2. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება; და

3. ღვთაებრივ სამართალზე ორიენტირებული, კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებული - სულიერად და ეკონომიურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა...

 

აქვე დავსძენთ, რომ ჩვენი აზრით პოლიტიკური გარემოს დარეგულირება, ქვეყნის მაცხოვრებელთა ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გზასავალის ძირითადი საფუძველია.

 

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე.

 

მაშ, ფეხბედნიერი ყოფილიყოს პოლიტიკურ ასპარეზზე საარჩევნო ბლოკის - "ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]" გზასავალი.

 

ნიშნები ბოლო ჟამისანი

ა] საარჩევნო ბლოკის შექმნის საკითხი

ლასკარულ ცნობიერება ზიარებულმა მკითხელმა იცის, რომ ბიბლიაში მოცემული, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულებას თავის დრო-ჟამი აქვს.

თითოეული ასეთი ნიშანი, მისი მნიშვნელობიდან მომდინარე პირობითი მოზაიკური სურათის შემადგენელი ნაწილია.

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი ჩვენი საარჩევნო ბლოკი, ორი სუბიექტისაგან შედგება.კერძოდ, ესენია:

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; და - პოლიტიკური მოძრაობა „დავითი და თამარი“.

საარჩევნო ბლოკის სახით მათი გაერთიანება - საპარლამენტო არჩევნების კანონისმიერი მოთხოვნებითაა ნაკარნახევი.

ამდენად, დღემდე დამოუკიდებლად მოქმედი ორი სუბიექტი, ერთ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებით, იქცა კიდეც დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ერთ პოლიტიკურ სუბიექტად.

 

ჩვენი აზრით აღნიშნული მოვლენის ბიბლიური გამოძახილი - ეზეკიელის წინასწარმეტყველებაშია მოცემული. სადაც ვკითხულობთ:

„15. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

16   შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი [აქ - ხსენებული საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი] და ზედ წააწერე: იუდასთვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი [აქ - საარჩევნო ბლოკის მეორე სუბიექტი] და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის შტო) და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათვის;

17   ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები [აქ - საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბება] და იყოს, როგორც ერთი, შენს ხელში.

18   როცა შეგეკითხებიან შენი ერის შვილები, ხომ არ გვეტყვი, ეს რა გაქვსო?

19   უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხეს, რომელიც ეფრემის და ისრაელის შტოთა, მის თანამდგომთა, ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხეს, გადავაქცევ ერთ ხედ და ერთი [აქ - საარჩევნო ბლოკი] იქნება ჩემს ხელში“ [ეზეკ. 37,15-17].

 

ბ] საარჩევნო ბლოკის დაარსების თარიღის თაობაზე

მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადა - „პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე“ [მუხლი 113,1-ბ] დროითაა შემოსაზღვრული.

ხსენებული საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების ერთგვარ ორიენტირად, მიზეზთა გამო სწორედ 15 ივლისი იქნა არჩეული.

გარკვეული ტექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ, ჩვენი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებისათვის - 2020 წლის 23 ივლისი გამოიკვეთა.

მოდით ვნახოთ რაზე მიგვანიშნებს ბიბლია:

„მერვე დღეს [აქ - 15 ივლისიდან ათვლით: 16-17-18-19-20-21-22-23, 23 ივლისი] გამართეს წვეულება [აქ - საარჩევნო ბლოკი დაფუძნდა]...

მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს [აქ - ივლისის თვის 23] გაისტუმრა ხალხი [ამ დღეს ლასკარში შეკრებილები], თავთავის კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს“ [მე-2 ნეშტთა 7,9-10].

აი, ასეთი თანხვედრაა ჩვენს თვალწინ - კონკრეტული ათვლიდან მე-8 დღეს მომხდარზე, რომელიც მეშვიდე, ანუ ივლისის თვის 23-ე დღეს გამოკვეთავს.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ბოლო ჟამის მისტერია ნორმით სრულდება.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

ნუ გეშინიათ - მე თქვენთან ვარ!

დიახ, ღმერთო, სწორედ ამ სიტყვებით ვართ ძლიერ

და შენი იმედით ვხარობთ!

ღმერთის სიტყვის ძალმოსილებით

იქმნა სამყარო!..

წინასწარ თქმულა? - აღსრულებულა!

და აღსრულდება, რაც რამ არს წერილ!

შენი წყალობით ვერ იხილავენ

ჩვენს სულ სჩახერგილს...

გამოწვევები, განსაცდელები რაც გავიარეთ

და რისი გავლაც კიდევ მოგვიწევს...

აღარ გვაშინებს, რადგან ჩვენთან ხარ -

სულთა დამხსნელო, ერთგულთა მწევ

შენი ლასკარი შენით არს ძლიერ!

აღარ გვაშინებს წნეხი, კრიზისი...

მხოლოდ და მხოლოდ ვსასოობთ შენით -

მამის მარჯვენით ვინაც ზის - მისით!..

 

მადლობა უფალს და ეკლესიას!

განსაცდელი, რაც გამოვიარეთ

გამოიარეს თვის წილ ერებმაც...

რომ არა ღმერთი - გადავრჩებოდით?

ჩვენ დავივიწყეთ - მადლიერება...

თუმც ბევრი გმირი ტაშის გრიალში

იშვა და ღმერთმა სცეს ძლიერება!

მადლობა ყველას, ვინც ღირსეულად

იღვაწ - აჩინა ნიჭიერება!

ნიჭებს ვინ გვაძლევს თუ არა ღმერთი?

სძინავს უმადურთ ცნობიერებას?

ო, ქართველობავ, ვალში ვართ! - რატომ?

ღმერთს არ „ვაღირსეთ“ მადლიერება...

ეკლესიაში - წმიდა ტაძარში

გვიხმეს გუგუნით დედო - ზარებმა!

აღგივლენს, გწირავს ურიცხვ მადლობას,

ვინც მღვიძარებით დაიარება!

მადლობა უფალს და ეკლესიას,

რომ დაგვანახა ბევრთ ცბიერება...

ჩვენ სიყვარულით გმადლობთ და გიძღვნით

დაუცადებელ მადლიერებას!

 

ბოროტებას და სიძულვილს გვაპატიებს ღმერთი?

„ვინაიდან ვინც ბოროტებას სჩადის,

სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ,

რათა არ იქმნეს მხილებული მისი საქმენი“

 

სიცარიელე, სიჩუმე გამეფებულა უკიდეგანოდ,

სახლებში შეყუჟულან მორჩილნიც, ურჩებიც...

ცოცხალთ „აკლდამას“ ემსგავსება საწუთრო...

გვიკიჟინებენ: „ღმერთის იმედად ნუ რჩებით“...

ეს შენ არ გჯერა, არ გეიმედება ღმერთის...

მე მისი მჯერა! - მწამს გადავრჩებით!

როცა ჩემშია „ანი და ჰოე“

ვერ შემაშინებ - უფალში ვრჩები!

წმიდა ზიარება კურნავს!

ის დიადია მცირედი დოზით!

წმიდაა, წმიდა - სისხლიც და ხორციც!

წმიდაა, ბარძიმიც, კოვზიც!

ძელს გაკრულმა ავაზაკმაც აღიარა იესო!

ბოლო წამში ითხოვა და სასუფეველი ჰპოვა

შენ კი არ გწამს სულში ეშმა-უხსენებელ ჩამდგარს...

არ გწამს ბოლო ჟამისა? - მალე ქრისტე მოვა!!!

დიახ მოვა სისყვარულის ღმერთი!

შენ სიძულვილს ახვედრებ და ხარობ?

იცი? - ერთ დროს მეც ვიყავი უღმერთო.

20 წელია ვგოდებ, ვტირი და ვნანობ...

ილოცე სანამ არ ამოწურულა დრო,

შენთვისაც დადგეს ჟამ[ი] კურნებისა!

ურდული გასწიე გულისკარის და შეხვდი უფალს,

რომ იგრძნო უსაზღვრო ნეტარება ზიარების!

 

რად დავივიწყეთ მადლიერება

არსთა გამრიგემ რა აღარ მოგვცა -

„მამული, ენა, სარწმუნოება]!“

სიბრძნე [სიმდაბლე[ ბედნიერება,

ვწირავთ ამისთვის მადლიერებას?!

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“,

მოყვასიც, მტერიც თუ გვეყვარება,

გვჭირდება სულის ამდუღარება -

აი, რა არის - მადლიერება!

ვინაც არს ანი და არის ჰოე -

სიყვარული და თვით უკვდავება!

ერთგულება კი გზა არს საკვირველ,

რომ ღმერთს მიუძღვნა მადლიერება!

გვაქვს დამწერლობა უუძველესი -

ნუსხა-ხუცური, მხედრულ კერებად,

ისტორია კი - მისტერიაა ამოუცნობი...

ვიცით ვის ვუძღვნათ მადლიერება!

უღმერთობამ და ურწმუნოებამ

მოიცვა საღმრთო ქვეყნიერება,

აღარ ვაფასებთ სახიერებას,

რადგან განვდევნეთ მადლიერებაც...

ვინც მოგვცა ის რაც ჩვენ გაგვაჩნია:

მშობლები, ოჯახი, შვილიერება,

ვინც გვაძლევს ძალას და ძლიერებას

არც გვახსოვს ვუძღვნათ - მადლიერება...

რითი ვატკინეთ გული შემოქმედს -

ნუთუ გვღალატობს მეხსიერება,

რადგან საკუთარ მე-საც არ ვუმხელთ,

რომ დავივიწყეთ მადლიერება...

მეამბოხეს და სიმართლის მძებნელს,

ბევრჯერ დამაკლდა თვინიერება,

თუ ვმრისხანებდი, თუ ვმწუხარებდი -

იყო კი ჩემგან მადლიერება?

როგორც მოვუხმობთ მეხსიერებას

გამოგვიღვიძებს სულიერება,

ჩვენ ვიგრძნობთ შრეთა აელვარებას,

ვიგრძნობთ გვაკლია მადლიერება...

თუ კი განვლილ გზას წამით მივხედავთ

დაიყოფიან ჟამიერებად...

ყელში გაჩხერილი ბურთი ამოგძახებს -

შენ სად დაკარგე მადლიერება?..

პურს არსობისას სხვა გვაძლევს ვინმე,

თუ არა ღმერთი - ჭეშმარიტება?

წმინდა წყაროთი ვინაც გვარწყლულებს,

არ აღვუვლინოთ მადლიერება?..

თუ ღმერთმა კაცად და ქალად შეგვქმნა,

სიბილწის ქცევის კადნიერება

საიდან, ვისგან უწმინდურება

რატომ შევბღალეთ მადლიერება?

ღმერთის შეწევნით უმანკოებით

ჩვენ დავძლევთ ჩვენსავ მანკიერებას,

უგუნურებას - გონიერებით,

ესეც იქნება - მადლიერება...

ნელ-თბილობა თუ გულმხურვალება,

მრისხანება თუ ლმობიერება,

ღვთისგან კურთხევას ვითვალისწინებთ?

გწამდეს - ეს არის მადლიერება!

იყო მართალ, ქველი აღმსარებელი

და თაყვანს სცემდე ზეციერებას!

იყო მვედრებელ, სულგრძელ და მთმენ,

გწამდეს - ეს არის მადლიერება!

ვინ გვაძლევს - უღირსთ, იმის კურთხევას,

რომ ვღებულობდეთ ჩვენ ზიარებას?

რა არ ვაკადრეთ უწმინდურებმა,

რით გამოვხატეთ მადლიერება?

წარსულ-აწმყოსა თუ მომავალში,

ჩვენს წილ სიხარულს, ნიჭიერებას

არ გვაკლებს ღმერთი სიყვარულს, სიტკბოს,

რად არ აღვუვლენთ მადლიერებს?

ჰაერი, წყალი, მიწა და ცეცხლი,

ცით ცისარტყელის გაცისკროვნება,

სიცოცხლე, სული - ჭეშმარიტება,

არ გამოვხატოთ მადლიერება?

ვადიდებთ ყველა წმიდა მარიამს...

ზეციურ დედას - მშვენიერებას?

ვინც დაიტია დაუტევნელი -

განა აღვუვლენთ მადლიერებას?

ვის მეოხებით ვსაზრდოობთ ყველა,

ვის მფარველობით სულში გვეღვრება -

სისპეტაკე და ნათელი ღვთისა -

არ ვუგალობოთ მადლიერება?

შემოქმედს ცისა, მზისა და მთვარის,

ვინც ჰქმნა ვარსკვლავთა ზე-ბრწყინვალება,

არ არს დრო ვუძღვნათ მადლი ერებმაც

წრფელად შევწიროთ მადლიერება?!

ვისგან მოგვეცა დედამიწა, მწვანე ბუნება,

ვინაც დაგვანათლა კავკას-იერება!

ყველაფრისათვის და ყოვლისათვის,

შენი „ლასკარი“ ზეცად აღავლენს ურიცხვ მადლიერებას!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]