Print

გაზეთი N 7 [1077]

წინასააღდგომო მხილებათა ქრონიკის

მოკლე ისტორია

ვაგრძელებთ ჩვენს მიერ 2020 წ. აპრილ-მაისის თვეში, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი გამოვლენილ გამოხმაურებათა მოკლე ქრონიკა.

 

2020 წ. 8 აპრილი

„ვისგან მოდის საცდური“?, ანუ

მეორედ მოსვლის წინარე ღია მიმართვა

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბ-ნ გიორგი გახარიას!

ბ-ნო გიორგი!

მადლობა მინდა მოგახსენოთ, 2020 წ. 7 აპრილს თქვენს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმადაც - კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეიდან სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმით გამართავს. გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან ასაცილებლად“.

მით უმეტეს, როცა ეს გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია 2020 წ. 4 აპრილს, ჩვენს მიერ თქვენდამი - „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებული ტექსტის სულისკვეთებასთან.

 

თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი, დარწმუნებულნი ვართ კარგად იცნობთ სახარებისეულ სიბრძნეს. ამიტომ, ამჟამად, მხოლოდ რამოდენიმე მათგანზე შევაჩერებთ თქვენი, და თქვენი მეთაურობით მოქმედი მთავრობის წევრთა ყურადღებას:

მაცხოვარი ბრძანებს - „ვინაიდან, როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდართ, ასევე ძეც, ვისაც ნებავს აცოცხლებს [21]. რადგან მამა არც განსჯის არავის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს“-ო [22] [იოანე 5,21-22].

და აი, ამ უფლებით აღჭურვილი ძე, რომლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც უახლოეს დღეებში აღნიშნავენ ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანები, იქვე ამატებს: „კეთილ კაცს კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი [35]. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს [36]. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები“-ო [37] [მათე 12,35-37].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა მოგმართოთ შემდეგი თხოვნით:

არავის, როგორი პროფესიული დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს მას, ნუ მისცემთ უფლებას, მთავრობის, ანუ ფაქტიურად - თქვენის სახელით, შეეცადოს [მთავრობის სხდომათა ხსენებული ფორმატის ფონზე - ეკლესიაში მრევლის შეკრების წესის შესაძლო შეცვლის მიზნით] აცდუნოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ქრისტიანული ეკლესის ნებისმიერი წევრთაგანი, და თავს მისცეს უფლება, საერო პირის პოზიციიდან - ჩაერიოს განკაცებული მაცხოვრის მიერ დაფუძნებული ეკლესიური სწავლების ნებისმიერი სახის განმარტებაში.

ჩვენს დღევანდელ მიმართვას, ეშმაკისაგან ცდუნებულ ასეთ ადამინთა ერთობისადმი განკუთვნილი მიმართვით დავასრულებთ:

„და ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელთაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ გულზე და ზღვის უფსკრულში დანთქვან [6].

ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდაუვალია , მაგრამ ვაი იმ კაცს ვისგანაც მოდის საცდური [7]“ [მათე 18,6-7].

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

 

2020 წ. 9 აპრილი

ღია მიმართვა

ბოლო ჟამისმიერ საქართველოში მცხოვრებ

ყველა „ფარისეველს“

ღმერთის ნებით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაში, დღესაც მრავალი ღირსეული მამულიშვილი ცხოვრობს!.. ამ ფონზე, მავანმა, შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს, თუ რამდენად შეიძლება მქონდეს წინამდებარე მიმართვის გაკეთების მორალური უფლება...

სწორედ ასეთთა გასაგონად მინდა განვაცხადო შემდეგი:

მიზეზთა გამო - საქართველოს სახელისუფლო შტოს [საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო, მედია-საშუალებები და ა.შ.] თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ერთმანეთის წამხედურობისა გამო, ერთგვარ მოდად იქცა, მოახლოებული აღდგომის სალიტურგიო წესის აღსრულებისადმი, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მედია საშუალებებში გასული მათი კომენტარის 99 %-ი მოგვიწოდებს - უარი ვთქვათ ეკლესიაში წასვლისაგან და „სახლში დავრჩეთ“.

ჩვენ შორს ვართ იმისაგან, რომ მათი უმრავლესობა, ეშმაკის მიერ თავსმოხვეული: ღმერთთან მებრძოლთა ჭაობშია ჩათრეული. დანარჩენ ნაწილს კი გვინდა შევახსენოთ, გასაბჭოების პირველსავე წლებიდან საქართველოში დაარსებული: „ღმერთთან მებრძოლთა კავშირები“, ეკლესიების ძარცვისა და მღვდემსახურთა უმრავლესობის ძალით გაკრეჭვის; ეკლესიების სახურავიდან ჯვრების მოხსნის; ტაძრებში საერო დაწესებულებების [ბიბლიოთეკების, საწყობების, აბანოების და სხვა] გახსნისა და სხვა უამრავი უმსგავსო საქციელი.

სწორედ თქვენნაირებს მინდა შეგახსენოთ მაცხოვრისეული მინიშნება:

„ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას“ [მათე 23,13].

დიახ თქვენ, ე.წ. „ფარისეველთა“ კასტაში ნებსით თუ უნებლიეთ თავმოყრილთ, გეკითხებით: ტელეეთერებიდან რას გვიქადაგებთ? ეკლესიებში არ წავიდეთ? ნუთუ არ გიფიქრიათ - პირველსავე წინააღმდეგობაზე, ასე უცებ როგორ შემოგეხსნათ ხალხის დასანახათ ტანზე მორგებული ე.წ. „რწმენის მოსასხამი“?

მოდით ყველა ერთად დავფიქრდეთ, თუ როგორ მივეხმაროთ ერთმანეთს - ღმერთთან მებრძოლეობის მორევიდან ამოსვლაში... გზამკვლევად, კვლავ მაცხოვრის შეგონებას გთავაზობთ: „არა ყველა ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას“ [მათე 7,21].

შესაბამისად, გთხოვთ განერიდეთ ეშმაკის მიერ დაგებულ ხლართებს, და სხვათა საცდურის ცოდვაში ნუ ჩაიგდებთ თავს. გვახსსოვდეს განკითხვის დღე მოახლოებულია.

პოლიციის როგორი კორდონებიც არ უნდა ჩააყენოთ ეკლესიის წინ - არაფერი გამოგივათ. ვისაც დაავიწყდა შევახსენებთ ისტორიულ ფაქტს - მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, სააღდგომოდ ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა როგორ გახეთქა ეკლესიის ერთ-ერთი სვეტი და მორწმუნის ხელში მოქცეული სანთლები ააბრიალა...

წინამდებარე მიმართვა ღირსეული ქართველი მამულიშვილის - მუხრან მაჭავარიანის ლექსით გვინდა დავასრულოთ:

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! მრავალს უწია ცოდვამ: ვინ რა ყოფილა - გამოჩდა! კაცი აღმოჩდა ცოტა!

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! ცოდვის კითხვააჰოდა! ყველა ისეთი აღმოჩდა, რა წარმოდგენაც მქონდა!

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…

ღმერთი! - თვით ღმერთი გაოცდა! ამდენი ხილვით!

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

2020 წ. 11 აპრილი

თვალებში ნაცრის შეყრა არ გამოვა,

ღია მიმართვა

საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობას

დღევანდელ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია რუსეთის იმპერიის ოკუპაციის პირობებში მცხოვრებნი, რომლებსაც კარგად გვახსოვს, ათეისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული საბჭოთა ხელისუფლება როგორ ცდილობდა, ტელეეთერში გასული სხვადასხვა გასართობი გადაცემებით გადაეფარა - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღსასრულებელი ყოველი საეკლესიო ლიტურგიის მიმდინარეობა.

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომად, სამხედრო კრიმინალური გადატრიალების მომწყობი ძალების მესვეურთათვის ეკლესიაში სიარული ერთგვარ მოდად იქცა.

მათი უმრავლესობისათვის, ღმერთისადმი აღვლენილი ლოცვაში გამოვლენილი რწმენა, ლამის - ანთებული სანთლის ზომამდე დავიდა.

1992 წლიდან 2020 წლის იანვრამდე, ტაძარში მყოფი ხელისუფლების მესვეურნი, ეკლესიის უმაღლეს იერარქთა გვერდით დგომით იწონებდნენ თავს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა თუ ე.წ. კარანტინის გამოცხადებიდან [21. 04. – 30.04. 2020 წ.] მოყოლებული ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მართლმადიდებელი მრევლი, უახლოეს დროში, თავი შეიკავოს საეკლესიო რიტუალში მონაწილეობისაგან.

პარალელურად ამისა, 2020 წლის თებერვალ-მარტიდან მოყოლებული დღემდე, ხელისუფლების ოთხივე შტოს წარმომადგენელთა უმრავლესობა, ცდილობს ერთმანეთს დაასწროს და ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან აცხადებენ, რომ ისინი ეკლესიაში მისვლის ნაცვლად ტელევიზიის მეშვეობით აპირებენ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ აღვლენილ საეკლესიო რიტუალში „მონაწილეობას“.

ბუნებრივია ეს მათი არჩევანისმიერი გადაწყვეტილებაა და არავის აქვს უფლება რაიმეთი დააბრკოლოს ისინი.

 

უახლოესი საყოველთაო აღწერის მიხედვით: საქართველოს მაცხოვრებელთა 84 % მართლმადიდებლად თვლის თავს; 10%-ზე მეტი მუსულმანები, ხოლო 2,4%-ი სომხური მონოფიზიტური ეკლესიის მრევლია; მოსახლეობის დანარჩენი - 3,5% ნაწილდება: კათოლიკებზე, პროტესტანტებზე, ათეისტებზე და სხვადასხვა სექტანტურ წარმომადგენლობებზე.

და აი, ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, 2020 წ. 11 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გადასცა - თბილისში არსებული კათოლიკური ეკლესიის უმაღლეს საეკლესიო იერარქთა მიერ აღვლენილი ლიტურგია.

საზოგადოებრივი არხის ეთერში გასული ამ გადაცემის პროპაგანდისტული მიზანი ყველასათვის ნათელი გახდა ჟურნალისტის მიერ გაკეთებული კომენტარიდან [იხ. ვიდეო მასალა].

მრევლისაგან დაცლილ ტაძარში მიმდინარე გადაცემა, რომელშიც, კათოლიკური ეკლესიის ათიოდე სასულიერო პირი მონაწილეობდა: 18:28 სთ-დან 20:16 სთ-მდე, ანუ სულ 2 სთ და 45 წთ. გრძელდებოდა.

დასასრულს, სახელისუფლო შტოს ყველა წარმომადგენელს მინდა გთხოვოთ - ნურავინ შეეცდება გვერდით მდგომისათვის თვალებში ნაცრის შეყრას.

სწორედ ამ სულისკვეთებით მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც - იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენი რწმენა გიკარნახებთ, ოღონდ ისიც გვახსოვდეს, რომ ყველანი სწორედ ჩვენს მიერ ჩანადენით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეზე.

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

  

2020 წ. 14 აპრილი

ღია მიმართვა

ე.წ. „ორმაგი მიდგომის“ მქადაგებელ

„ფარისევლებს“

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ჩატარებული ბზობის ლიტურგიის საზ. მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებამ, პარლამენტსა თუ მის გარეთ მყოფ ფსევდო ლიბერალებს საშუალება მისცა ე.წ. ორმაგ სტანდარტებზე დაეწყოთ საუბარი.

მიუხედავად, ვირუსის გამო არსებული შეზღუდვებისა, მათთვის, ბზობის ლიტურგიაზე მისული მრევვლის რაოდენობა, ძლერი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რამეთუ მიხვდნენ, რომ ხელისუფლებაში ჩაბუდებული, მათი დამახინჯებული პოზიციის მხარდამჭერი ე.წ. ლიბერალების რაოდენობა, შესაძლოა არ გახდეს საკმარისი სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის არდაშვებისა.

ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ კრავის ტყავში შემძვრალი მგლის პოზიციას შეფარებულები, თავის თავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევენ, და სწორედ ამ პოზიციიდან უნდათ აიძულონ ხელისუფლებაში მყოფი ჯანსაღი ნაწილი, ეკლესიის წიაღსგარეთ არსებული წესები სააღდგომო ლიტურგიაზე მისულ მრევლზეც გაავრცელონ.

სხვადასხვა დაფინანსების მიღების სანაცვლოდ ყველაფერზე წამსვლელი ეს - ვაილიბერალები, ვითომცდა ორმაგის სტანდარტის პოზიციიდან, გვიქადაგებენ საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიის მსოფლმედველობითი მრწამსი მართლმადიდებელი ეკლესიის ფუნდამენტურ დოგმებს გაუთანაბრონ.

„ამ წუთისოფლის მთავრის“ მმართველობის ქვეშ მყოფ მსოფლიოში, წარმმართველ პოზიციებზე მყოფი, ანდა, ყველაფრის საფასურად, ხელისუფლების მაღალი იერარქიის დაკავებაზე ორიენტირებულთა მიმართ ბიბლიურ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს...

მოახლოებულ განკითხვის დღეზე მეტ-ნაკლებად ცოდვებისაგან განწმენდილის პოზიციიდან წარდგომის მსურველთა გასაგონად კი, მოდით ერთად გავიხსენოთ ძველი და ახალი აღთქმიდან აღებული ორიოდე შეგონება.

ცრუ ღმერთებზე ორიენტაციაზე ბიბლია გვაუწყებს: „თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი... არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. არ გაიკეთო კერპები, არც რაიმე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში, მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი...“ [დაბ. 20,1-5];

ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით ღმერთისმიეი არსის დამახინჯებულად წარმომჩენთა [ე.წ. ლიბერალები] თაობაზე უფალ იესუ ქრისტეს შეგონება ასეთია:

„არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც“-ო [მათე 6,24].

ე.წ. ორმაგ სტანდარტზე ორიენტირებულ დამახინჯებული ლიბერალური ცნობიერების მქონეთა მიმართ განკუთვნილი „ღია მიმართვა“ მაცხოვრის მორიგი შეგონებით გვინდა დავასრულოთ:

„ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ნთქავთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნეთ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი“ [მათე 23,14].

გაფრთხილდით, რამეთუ ცოტაღა დარჩა დრო.

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

2020 წ. 15 აპრილი

ღია მიმართვა

საქართველოს პარლამენტის წევრ

ბ-ნ გიგა ბოკერიას!

ბატონო გიგა! ვხელმძღვანელობთ რა უფალ იესუ ქრისტე მიერ დაფუძნებული ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი მოწოდებით, რომ ეკლესია, სხვა მრავალი ქმედების პარალელურად - სულით ავადმყოფთა გამოჯანმრთელებისთვისაც არ იშურებს ძალისხმევას,

მ ო გ ი წ ო დ ე ბ თ ! წაიკითხეთ სახარება, კერძოდ - პეტრე მოციქულის შეგონება:

„იფხიზლეთ, იღვიძეთ, ვინაიდან თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს მსხვერპლს“ [1-ლი პეტრე 5,8].

და იქნებ მონახოთ - ეშმაკის მიერ შეპყრობილ თქვენს სულში ძალა, რათა ეკლესიის წიაღში მისვლით შეიძლოთ თქვენს სხეულს დაფუძნებული ეშმაკის გამოდევნა... ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

2020 წ. 16 აპრილი

ღია მიმართვა

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბ-ნ გიორგი გახარიას!

ბატონო გიორგი!

ვითვალისწინებთ, რა ერთის მხრივ - ქვეყანაში შექმნილ უმწვავეს მდგომარეობას; და მეორეს მხრივ - თქვენი შინაგანი სულისმიერი მდგომარეობიდან მომდინარე, ქვეყანაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მცდელობის სურვილს,

გვინდა მოგახსენოთ შემდეგი: ამ ქვეყანაზე არ არსებობს ღმერთის მიერ დადგენილ მცნებებზე უფრო აღმატებული კანონი; იმედი გვაქვს, რომ თქვენ იცნობთ წმიდა მამათა იმ წინასწარმეტყველებებს, სადაც, ბოლო ჟამში საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლზეა მითითება; შესაბამისად, გვინდა გვჯეროდეს, რომ, დღევანდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ გამოვლენილი საეკლესიო დოგმებისადმი ერთგულება, და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებული საკითხებისადმი მართებული დამოკიდებულება, დიახაც რომ ხაზს უსვამს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს;

ზემოთქმულიდან გამომდინარე,

ვეყრდნობით რა საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს [1- „საქართველოს კონსტიტუცია“; 2 – „საქართველოს კანონი: საგანგებო მდგომარეობის შესახებ“], გთავაზობთ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემის მოგვარების კონკრეტულ მექანიზმს. კერძოდ:

ვითვალისწინებთ რა, რომ - თქვენს მიერ კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებაზე დაყრდნობით [იხ. 1; და 2] 2020 წ. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა;

ვითვალისწინებთ რა, რომ მოქმედი კანონმდებლობით - „საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს... საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე, და იგი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე“ [იხ. 2, მუხლი 3];.

ვითვალისწინებთ რა, რომ მოქმედი კანონმდებლობით

4. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეზღუდოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეაჩეროს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. საქართველოს პრეზიდენტი ამ პუნქტით გათვალისწინებულ დეკრეტს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. დეკრეტი უფლების შეზღუდვის შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე“,

მოგმართავთ წინადადებით:

მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში [იხ. 1, მუხლი3], საქარველოს პრეზიდენტს წარუდგინეთ, ორგანული კანონის ძალის მქონე, შემდეგი შინაარსისკანონპროექტი: - „დეკრეტი N2“

 

დ ე კ რ ე ტ ი   N 2

ვეყრდნობით რა: „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნას“: მუხლი 8. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“; და ვეყრდნობით რა: 2020 წ. 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში კანონით მონიჭებულ უფლებას [იხ. 1, მუხლი 4]

წინამდებარე დეკრეტი N2-ის ძალით:

„2020 წ. 18 აპრილის 21:00 სთ-დან ვიდრე 19 აპრილის 06:00 სთ-მდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე შეჩერდეს საგანგებო მდგომარეობის მოქმედება“.

საქართველოს ხელისუფალთა მიერ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემოთავაზებული მექანიზმი: ერთის მხრივ საშუალებას მისცემს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრევლს, ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, შეძლოს სრულყოფილად ჩაერთოს სააღდგომო ლიტურგიის აღსრულებაში; ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ჯანსაღ ნაწილს საშუალებას მისცემს თანაზიარი გახდეს იმ უდიდესი მნიშვნელობის ქრისტიანული დღესასწაულის აღსრულებისა, რასაც აღდგომის უდიდესი მისტერია ჰქვია.

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

2020 წ. 17 აპრილი

ღია მიმართვა

ღმერთისა და ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედ, ეშმაკისაგან ტვინარეულ

საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის ნებისმიერ წარმომადგენელს

წინამდებარე მიმართვის ქვაკუთხედად მაცხოვრის შეგონებას გვინდა ავიღოთ:

„ნუ განსჯი, რათა არ განისაჯოთ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირადვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ“ [მათე 7,1-2].

მინდა შევთხოვო ღმერთს პატიება და მოგახსენოთ შემდეგი: დღეს, თქვენი მონაწილეობით - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია განიცდის საშინელ წნეხს. თქვენი ქმედება თითქმის უცვლელად იმეორებს საქართველოს გასაბჭოების საწყისი ეტაპის მდგომარეობას, როდესაც ეშმაკისაგან ტვინარეული კომუნისტები გაშმაგებულად ებრძოდნენ ღმერთსა და ეკლესიას. მაგალითად:

ბ-ნი ამირან გამყრელიძე აცხადებს - „ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით. გვაპატიებს ამას ღმერთი“, ამ დროს ავიწყდება, რომ მონანიებას წინ აღსარება უნდა უძღოდეს;

ბ-ნი პაატა იმნაძემ ა.წ. 3 აპრილს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ნაკლებად მორწმუნეა, და არც კი ახსოვს ბოლოს როდის იყო ეკლესიაში.

მისივე განცხადებით ეკლესიაში აღსრულებული ზიარების საიდუმლო წესი - „რესტორანში წასვლის ტოლფასია“ - „ადამიანმა ერთი კოვზი არც ოჯახში არ უნდა გამოიყენოს და არც რესტორანში. არ უნდა გამოიყენოს მეზობლის ჩანგალი ან კოვზი, როცა რესტორანში ზის...“.

აი, ასეთი ხალხი ცდილობს მრევლისათვის ჭკუის დარიგებას...

რა მოგდით? თუ ღმერთის შიში და სათანადო რწმენა გაქვთ:

რელიგიასა და ეკლესიას ნუკი ებრძვით, ანუ ეკლესიაში არმისვლას კი ნუ მოუწოდებთ მრევლს, და ასე ცდილობთ საღდგომო ლიტურგიის მისტერიულ ასრულების გადატანასა თუ ჩაშლას; არამედ შეეცადეთ ყველაფერი გააკეთეთ სააღდგომო ლიტურგიის იმ ფორმის ჩატარების მექანიზმი შეიმუშავოთ, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება ღმერთისა და ერისათვის.

ნუ გგონიათ მრევლი ვერ ხვდებოდეს, რომ „თეთრი ძაფითთ“ ნაკერი - ღმერთთან მებრძოლობის თქვენი ეს პოზიცია, ერთგვარი წინაპირობისთვის გსურთ შემოინახოთ, და სააღდგომო დღეების ჩამთავრების შემდეგ, ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის სავარაუდო ზრდა - ეკლესიას დააბრალოთ...

მე, ვერავის მოვთხოვ აღსარების ჩაბარებას. სამაგიეროდ, მინდა ყველას გკითხოთ - გულზე ხელი დაიდეთ და თქვენს თავსვე უპასუხეთ:

როგორ მოიქცეოდით, ჯალალედინის შემოსევის დროს რომ გეცხოვრათ? - ასი ათასი მოწამის გვერდით აღმოჩნდებოდით, თუ მოსახლებას დაუწყებდით ჭკუის დარიგებას - დღეს მთავარი სიცოცხლის გადარჩენაა, ამიტომ ხატებზე ფეხის დაბიჯებას ღმერთი გვაპატიებსო!...

როგორ მოიქცეოდით მე-20 ს. 20-იან წლებში - ეკლესიის სახურავზე დამაგრებულ ჯვარს დაიცავდით, თუ ტაძრიდან გადმოგდების მიზნით, თქვენ წილ წიხლს მიაყოლებდით?

მთელი საქართველო სასოებით ევედრება ღმერთს - ამ გაუგონარი შემოტევის დროს, საქართველოს ეკლესიის მესვეურებმა იქნებ როგორმე შეინარჩუნონ კირიონ საძაგლიშვილისა და ამბროსი ხელაიას სულიერი სიმტკიცე...

არადა - დიდხუთშაბათ დღეს, საიდუმლო სერობის ლიტურგიის ასრულების დროს, თქვენი მხრიდან ღმერთთანმებრძოლეობის საეთერო სივრცეში გავრცელების დონემ - ფეხთბანვის მიტერისს არ ჩატარება გამოიწვია...

[მეუფე იაკობის ინფორმაციით, დღეს ფეხთა ბანვის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში უბრალოდ არ ჩატარდა...].

დიახ, ეკლესიის იერარქთა თითქმის ყველა წარმომადგენელთა მიმართ გამოვლენილი თქვენი ზეწოლისა გამო ყველანი ეკლესიის შებარბაცების მომწსრენნი გავხდით. ნუთუ არაფრის გეშინიათ? ხვდებით კი, თუ რა ცოდვაში ვარდებით?

სახარებისეული სწავლებით - ფეხთბანვა, აუცილებელი წინაპირობაა მაცხოვრისეული წილის დადებისათვის. თავს იტყუებთ თუ არ გახსოვთ რა დიალოგი იმართება უფალსა და სიმონ-პეტრეს შორის:

„5. მერე წყალი ჩაასხა საბანელში, და დაიწყო მოწაფეებისათვის ფეხების ბანა და პირსახოცით შემშრალება, რომელიც წელზე ერტყა. 6. და მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა მას პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს? 7. მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც მე ვიქმ, შენ ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ. 8. უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. 9. უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, არა მარტო ფეხებს, არამედ ხელებსაც და თავსაც 10. უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა; და თქვენც სუფთანი ხართ...“ [იოანე 13,5-10].

მართლმადიდებელი მრევლი - გულისტკივილამდე დასული შიშით ელოდება, როგორ აისახება თქვენი გათავხედებამდე გააფთრებული საქციელი - სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე...

გაფრთხილდით: თქვენ შეიძლება, მიზეზთა გამო, მოახერხოთ ეკლესიის დამორჩილება, მაგრამ ვერაფერს დააკლებთ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რწმენისმიერ სიმტკიცეს.

წინამდებარე ღია მიმართვას კი მაცხოვრის შეძახილით დავასრულებთ:

„ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც გარედან წმენდთ სასმისებსა თუ ჯამებს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.

ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურობით“ [მათე 23,25; 27].

გაფრთხილდით, რამეთუ ცოტაღა დარჩა დრო.

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი! 

 

2020 წ. 18 აპრილი

ღია მიმართვა

ცხვრის ტყავში გახვეულ სიცრუის მქადაგებელ და

მეორედ მოსვლის მომლოდინე ჭეშმარიტ ქრისტიანებს

თავდაპირველად მივმართავ ყველა ჯურის - ფარისეველთ, ცრულიბერალური პოზიციის მატარებელ, დღევანდელ საქართველოში მცხოვრებ არცთუ მცირე ნაწილს, სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მოკალათებულნი რომ ცდილობენ ირგვლივმყოფთა ცდუნებას:

მსოფლიოში მრავალი რელიგიური მიმდინარეობაა. მათ შორის ბევრია ქრისტიანობის სახელს ამოფარებული ეკლესიები, ცრუ რელიგიურ დოგმებზე დაყრდნობით რომ ცდილობენ მრევლის მოზიდვას.

უფალი ბრძანებს - „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას“-ო [მათე 7.21].

დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებული ე.წ. ახალი კორონა ვირუსი, რომელიც, ღმერთის განგებულებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნისეულ დროს დაემთხვა, მრავალი ჯურის „ცრუწინასწარმეტყველისათვის“ ღმერთთან მებრძოლეობის საუკეთესო საშუალებად იქცა.

სწორედ მათ მინდა ვკითხო: მაშინ, როდესაც, ეშმაკისაგან ცდუნებულნი, საკუთარი თავის წინაშე მარტონი რჩებით, ნუთუ არასდროს გიფიქრიათ ღვთაებრივი ნების იმ უდიდეს გამოვლინებაზე, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღსანიშნ აღდგომის წინარე დღეს ხდება, და რომელსაც - ზეციდან ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა ჰქვია?

ასე რამ დაგიბნელათ გონება

პარლამენტარებო, მთავრობისა თუ სასამართლოს წარმომადგენლებო, ე.წ. - პოლიტიკოსებო, ვაიჟურნალისტებო, ყველა ჯურის ექიმებო, პოლიციელებო, ბიზნესმენებო, სპორტული თუ სახელოვნებო წრის წარმომადგენლებო და ასე შემდეგთა სიაში მყოფო ვაი/ცრუ ლიბერალებო?

დაფიქრდით, იქნებდა 2020 წლის 18 აპრილს, მართლმადიდებელი რელიგიის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების მიერ ჩაკეტილ და ყველასაგან მიტოვებულ იერუსალიმში, ჩვენი დროით: 14:49 სთ-ზე, ზეციდან გადმოსული ცეცხლის შუქმა მაინც გაგინათოთ ჩაბნელებული გონება?

ეს სასწაული ხომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღსანიშნ აღდგომის წინარე დღეს ხდება? მაშ, დე, დანარჩენმა მსოფლიომ ერთხმად იძახოს - „დარჩით სახლში!...“, ეკლესიაში არ წახვიდეთო... მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ავყვეთ ამ ცრუ ფასეულობის მქადაგებლებს?

რას გვიქადაგებთ - დაავადების არ გავრცელების მიზნით: „სახლში დავრჩეთ“ და ყველაფრის შემოქმედ, სნეულთა განმკურნელ და გარდაცვლილთა მკვდრეთით აღმდგენ უფლთან მიახლებაზე ვთქვათ უარი?

იფიქრეთ რას ქადაგებთ, განუდექით ეშმაკის საქმეებს იქნებდა შეიძლოთ ცოდვისაგან დამძიმებული სულის გადარჩენა!..

მეორედ მოსვლის მომლოდინე ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ჩემგან ბევრის შეგონება-შეხსენება არ სჭირდებათ - ღმერთმა ძალა მოქცეთ ბოლომდე უერთგულოთ დასახულ გზას... ეშმაკის ძალისხმევით ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის რწმენას გამოცდის ჟამი დაუდგა... იმ პირობებში, როდესაც: ჯერ სამსახურებიდან გამოუშვეს ხალხი; შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეზღუდეს და მოგვიანებით საერთოდ გააჩერეს; სააღდგომო დღესასწაულთა დაკავშირებული ვადით - ყველას, მათ შორის მორწმუნე მრევლს, აუკრძალეს ტაქსითა თუ საკუთარი ტრანსპორტით სარგებლობა;

დიახ, ამ, და სხვა შეზღუდვების პირობებში ყველას გისურვებთ - იდექით მტკიცედ, და არ დაივიწყოთ ვახტანგ გორგასლის მიერ სიკვდილის წინ გაკეთებული მიმართვა ერისადმი: „ეძიეთ სიკვდილი ქრისტესთვის“...

ყოველივე ზემოთქმულის დასასრულს უფალ იესუ ქრისტესმიერ მოწოდებას გავიხსენებ - „ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი გექნებათ ქვეყნად, მაგრამ გახნევდით, მე ვძლიე ქვეყანას“ [იოანე 16,33].

ღმერთო მოგვეცი მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

2020 წ. 20 აპრილი

ღია მიმართვა

სამარხთა ტერიტორიის

ჭირუისუფალთაგან დამაცარიელებლებს, ანუ...

მართალია განსხვავებული განზრახულობით, მაგრამ საფლავზე გასვლის პირველი შემთხვევა მაცხოვრის საფლავზე გასვლას უკავშირდება - „ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის [რაც - ორშაბათზე მოდის - გ.ს.] განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად" -ო [მათე 28,1] - გვამცნობს სახარება.

ამდენად სახარება გვაუწყებს: „შაბათის დამლევზე“, რაც არის კვირა დღე; „კვირის პირველ დღეზე“ - რაც არის ორშაბათი; და „სამარხის სანახავად გასვლაზე“.

სახარებაში დაფიქსირებული სამივე ამ შემთხვევის მისტერიას განასახიერებს სწორედ აღდგომის მეორე დღეს, ანუ: ორშაბათს, ჩვენ-ჩვენი მიცვალებულების სამარხზე გასვლა, რათა, მათთან ერთად, უფლის მკვდრეთით აღდგომის მისტერიაში გამოვლენილი სიხარულის თანაზიარი გავხდეთ.

ცრულიბერალების მიერ გამოვლენილი ზეგავლენით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული წარმომადგენელი, იძულებული გახდა განეცხადებია, რომ კომუნისტების უღმერთო მმართველობის 70-წლიანი დროის მანძილზე, მიცვალებულთათთვის მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მილოცვის ტრადიცია ჩვენს მახსოვრობით დროში იღებს სათავე, და რომელსაც, თითქოსდა არავითარი კავშირი არ აქვს სახარებისეულ სწავლებასთან.

არადა, როგორც ვნახეთ ეს პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის სახარებასთან.

წინამდებარე საუბარს მსცხოვრის შეგონებით დავასრულებთ:

„ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, და ამკობთ მართალთა ძეგლებს“ [მათე 23,29]..

მეორედ მოსვლის წინარე დროში მაცხოვრებლებო - გაფრთხილდით, განკითხვის დღე გვიახლოვდება!..

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

ამ ეტაპზე ამ მასალით შემოვიფარგლებით. ღმერთმა მოგცეთ მოსმენისა მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

პატივისცემით

 

 

უპირობო ერთგულება

ვერა ჩემო რწმენავ წმიდავ-უბიწო და მართალო,

ვერ წაგშლიან გონებიდან, რაც არ უნდა გათვალონ...

შენგან ბოძებულ სიცოცხლით და უკვდავი სულითა,

მას ხომ ჩემი წინაპარი იცავდა და უვლიდა!

... დღესაც რიცხვ არს უსასრულო შენთა მადიდებელთა!..

ვინღა უსმენს სულგაყიდულთ, შენთა მაგინებელთა,

ღმერთის სახლის იერიშით აღების ვაი-მსურველთა,

იმედ-გქონდეს, ჩემო ღმერთო, შვილთა უერთგულესთა!

ოღონდ შენთან გვამყოფე და რწმენას არ დაგვაცილო,

შენი ძალით განქარდება, ვინაც „კორონ“ ბაცილობს,

გადაივლის ქარბორბალა სიცოცხლის და ღალატის,

შენი საქართველო კვლავაც ყველას მისცემს მაგალითს!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]