Print

გაზეთი N 5 [1075]

ნიშნები ბოლო ჟამისანი, ანუ

მისტერიულ ჯაჭვის რგოლთა კვალდაკვალ

 

წინათქმა

 

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ საქართველოს სულიერი მისიის გამომკვეთ თემატიკას, მთლიანობაში, განვითარების [მიმდინარეობის] სამი პირობითი ხაზი აქვს. კერძოდ:

 

წმინდა წერილებში დაცული ნიშნების საქართველოსთან მიმართებით აცხადება, გამოკვეთავს ადგილს სადაც:

ერთის მხრივ ხდება - მეორედ დიდებით მომავალი მაცხოვრის შობა, ხოლო

მეორეს მხრივ - მაცხოვრის შობის ადგილი თავადვე გამოკვეთავს ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ტერიტორიას;

 

საქართველოს სულიერი მისიის მაორიენტირებელი მეორე პირობითი ხაზი, ითვალისწინებს მეორედ მოსვლის დროის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება - გასაჯარისებას. ეს კი, ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში მომქმედი ჯგუფის მიერ, სადაც ხდება მაცხოვრის შობით მოსვლა.

 

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამში მეორედ მომავალი უფლის შობისეულ ქვეყანაში, ხდება ყველა ძირითადი: დადებითი თუ უარყოფითი ბიბლიური პერსონაჟების რეინკარნაცია.

ყველაზე მთავარ ორიენტირს ამ შემთხვევაში წარმოადგენს მეორედ მომავალი უფლის გაცხადებისეული დროის დადგენა.

მაგრამ ვინაიდან ეს დრო მოკვდავთათვის დაფარულია, ამიტომ, ღმერთისმიერი დაშვებით, ხსენებულ ჯგუფში შემავალ წევრთა მიერ ხორციელდება რეინკარნირებულ პერსონაჟთა გამომკვეთი ნიშნების მისტერიული აღსრულება, ანუ ბოლო ჟამის კონკრეტული ეტაპის დროითი საზღვრების დადგენა.

 

მიუხედავად უდიდესი მნიშვნელობისა, ამ ე.წ. მესამე პირობითი ხაზის მიმდინარეობისას, ძირითადი წარმმართველი პირების ღიად გამოკვეთის [დასახელების] „უფლებას“ წმიდას წერილი არ იძლევა, რამეთუ ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია მეორედ მოსვლისეული კონკრეტული დროის საჯაროდ გაცხადებაზე, რაც არცერთ მოკვდავთაგანს არ ხელეწიფება.

წმიდა წერილისეული სწავლებით, მეორედ მოსვლისეული დროის დამადასტურებელი ნიშნების მისტერიული აცხადების თანამიმდევრობა - არანაირ, მკვეთრად გამოყოფილ კანონზომიერებას არ ექვემდებარება.

მინიშნება - „...ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება“ [ლუკა 22,37], ზოგადად, ყოველგვარი თანამიმდევრობის გამოკვეთის გარეშე, მიგვანიშნებს, წმინდა წერილში დაცული მინიშნებების მისტერიულ ასრულებაზე, თითოეული მათგანის უცილობელ აცხადებაზე:

„... როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი [29]. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ ასრულდება [30]. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ [31].

ხოლო იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ [კოდია], არამედ მხოლოდ მამამ [32]. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი [33]“ [მარკ. 13,29-33].

 

ღმერთის შეწევნით, ჩვენი დღევანდელი საუბარი სწორედ ამ მინიშნებათა სულისკვეთებით გვინდა წარვმართოთ.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო ჟამის შეცნობასთან დაკავშირებული ნიშნები, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, უაღრესად დაშიფრულია... ამიტომ, მათი არსის აღქმა [მიგნება, ან მიგნებულის გააზრება], ღმერთის ნებით, მხოლოდ ცალკეულ პირთა ხვედრია.

 

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს. 

 

კოდი „კორონას“ საკითხისათვის

წმიდა წერილში დაფიქსირებულ ყველა მინიშნების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა - მისტერიული აცხადების კვალობაზე, გამოგვიკვეთოს ბოლო ჟამში, ამათუიმ ეტაპის მიმდინარეობის დროითი საზღვარი.

სახარების მიხედვით, სინედრიონის წევრები ცილს სწამებდნენ იესუს, თითქოს მას ისრაელის სამეფო ტახტის დაკავების სურვილი ამოძრავებდა.

მიუხედავად იმისა, რომ უფალი იესუ ქრისტე, მის მიერ „ამ ქვეყნის მთავრის“ მმართველობის ქვეშ მყოფ სამყაროს მეფობაზე არასოდეს ამახვილებს ყურადღებას, და პილატესთან საუბრისას ბრძანებს - „მიუგო იესუმ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური...“-ო [იოანე 18,36].

დიახ, მიუხედავად ამისა, პილატე, ჯვარზე გაკრული მაცხოვრის თავთან დასამაგრებლად განკუთვნილ ფიცარზე, წერს:

„და დაწერა წარწერა პილატემ და დააკრა ჯვარს; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“ [იოანე 19,19].

იგივე, ე.წ ბრალდებითი ხასიათის შინაარსია დაფიქსირებული დანარჩენ სამ სახარებაშიც:

„და დაუდგეს თავთით დაწერილი მისი ბრალდება: ეს არის იესო: იუდეველთა მეფე!“ [მათე 27, 37];

„და მისი ბრალი ამ წაეწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე“ [მარკ.15,26];

„და იყო იქვე ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე: [ლუკა23,38];

 

აქვე შეგახსენებთ, რომ:ძველი რომის ეპოქაში მსჯავრდებული პანელით მიჰყავდათ, რომელზეც ეწერა თუ რისთვის იყო  დასჯილი ( ლათ. Titulus) ან ეს ნაწერიანი პანელი მის წინ მიჰქონდათ“.

პილატემ  იუდეველთა სიშმაგე ყველას გასაგებად გამოხატა. მას სურდა აგრეთვე იესოს, როგორც თვითმარქვია მეფის შესახებ ყველას გაეგო. ამისთვის კი გამოიყენა ძველი აღთქმის ენა - ებრაული, წარმართებისა და ფილოსოფოსების ენა - ბერძნული და რომის იმპერიის ენა - ლათინური.

აღნიშნული წარწერის შესახებ მეტად სარწმუნო ცნობებს გვაწვდის ეფრემ ასური: ,,ამისთვის დაწერა პილატე იგი, რომლითა ბჭობდეს ქრისტეს სიკუდილსა და ჯუარს  აცუეს ღმერთი დიდებისაი. ესე სამნი ენანი დაწერნა და გამოაჩინნა ცხადად, რომელთა ზრახეს ჯუარსცუმაი ქრისტესი - ჰეროდე: ბერძენი იყო, პილატე: ჰრომი, ანნა და კაიაფა: ებრაელი“.

 

ზემოთქმულის პარალელურად, გვინდა შეგახსენოთ, რომ ჯვარცმისაკენ მიმავალ მაცხოვარს თავზე ნარეკლიან გვირგვინს ადგამენ:

„...ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს...“ [იოანე 19,2]. [იხ. მათე 27,29; მარკ. 15,17].

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, რამდენად გვეხმარება მოტანილი სახარებისეული მინიშნება, სამეფო ატრიბუტიკის ერთ ერთი სიმბოლო: „გვირგვინი“, ბოლო ჟამში მიმდინარე კონკრეტული ეტაპის დროის ჩარჩოების გამოკვეთაში. ზოგადად:

- „ვირუსები: 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი აქვთ. სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები, ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფია, რომელთაც არ აქვთ უჯრედოვანი აგებულება. ამ არსებებს ვირუსები ეწოდება (ლათ. „viruse“ - შხამი) და ისინი სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს მიეკუთვნებიან“.

დღეისათვის ასე ფართოდ გავრცელებული - კორონავირუსი, წარმოადგენს ვირუსების ჯგუფს, რომელსაც ეს სახელი დაერქვა ზედაპირზე გვირგვინისმაგვარი წანაზარდების გამო.

კორონავირუსი ცნობილია დაახლოებით 20 წელია, სწორედ მან გამოიწვია 2002 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS-COV) ეპიდემიური აფეთქება ჩინეთში. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომელსაც ვირუსი ჰქონდა იყო ძუძუმწოვარი, რომელიც ბინადრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ეს ეპიდემია დასრულდა 2004 წელს, რომლის ლეტალობის მაჩვენებელი იყო 10-12%.

ცნობილია კიდევ სხვა კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეპიდემია, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახე, რომელიც ცნობილია - შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS-COV) სახელით. ამ ინფექციას სიკვდილიანობა 37% -ია, და გვხვდება ძირითადად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომლისგანაც გავრცელდა ვირუსი იყო აქლემი.

 

კორონავირუსი, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება მთელ მსოფლიოში, არის ვირუსების დიდი ოჯახი, რომელსაც აქვს გარკვეული მსგავსება ზემოთ ხსენებულ 2 ვირუსთან. ეს ვირუსები გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს.

სახელდება - COVID-19“, უკავშირდება ამ ვირუსის გამოვლენისა და გავრცელების წელს. მისი ლეტალობა: 2-3 %-ია

[კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი].

 

როგორც ვიცით - ე.წ. „კორონავირუს „COVID-19“-ის აფეთქება 2019 წლის დეკემბრიდან ჩინეთში დაიწყო, და მას - „ახალ კორონავირუსადაც“ კი მოიხსენიებენ.  

2020 წ. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ ეს „ახალი კორონავირუსი“ გადამდებია.

 

ამ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს „ჯანმომ“ [„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“], კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

და აი, ამის შემდგომად, საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წ. 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით - საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მოქმედების ვადად 2020 წ. 21 აპრილამდე დრო დასახელდა.

ამ შემთხვევაში ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ 2020 წ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 19 აპრილს აღნიშნავს.

 

ამდენად გამოიკვეთა რამოდენიმე მინიშნება:

აღნიშნული ვირუსის 2019 წელს გამოვლენის გამო, მისი სახელდების შემადგენელ ნაწილად - „კორვირ 19“ [COVID-19“] განისაზღვრა.

მეორეს მხრივ 2020 წლის აღდგომის დღესასწაული აპრილის თვის - „19“ რიცხვში აღინიშნება.

ლასკარისეული ცნობიერებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება, რომ სახარებაში - ჯვარცმის გზაზე მიმავალი მაცხოვარისთვის გვირგვინის დადგმისა, და პილატეს მიერ ჯვარცმული მაცხოვრის თავზემოთ არსებულ წარწერაში - „მეფობაზე“ მინიშნების ჩვენს თვალწინ „კორვირ 19“ სახით გამოვლენილი მისტერია, რომელიც, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო და საკარანტირო შეზღუდვების 2020 წ. აპრილის თვეში აღსანიშნ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისეულ დროში ვლინდება, უნდა გამოკვეთდეს ბოლო ჟამის ჩვენ თვალწინ მიმდინარე დროის იმ ეტაპს [2020 წ. აპრილი], რომელსაც, მისტერიულად მიმდინარე - „ჯვარცმისეული ეტაპის“ - დასრულება ჰქვია.

 

ჩვენი შემდგომი საუბარი, იმ ნიშნებზე დაყრდნობით გვინდა წარვმართოთ, რომლითაც ხსენებული „ჯვარცმა-აღდგომისეული“ ეტაპის მისტერიული მიმდინარეობის დადასტურება ხდება.                                                                                                                                                                                       

„შემზადებისეული“ დროის დასასრული?

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით - „...პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს“ [მუხლი 37,3].

2020 წლისათვის ეს თარიღი 31 ოქტომბერზე მოდის.

 

იმაში გასარკვევად, თუ რომელი მისტერიული დროითი ეტაპის გასაყარზე ვიმყოფებით, მოდით, მოკლედ გავიხსენოთ, მიმდინარე დროის მანძილზე, როგორც ჩვენი პარტიის, ასევე ქვეყნის ხელისუფალთა მიერ განხორციელებულ ქმედებათა მოკლე ქრონოლოგია.        

 

ა) ბოლო ჟამის ქრონიკისათვის

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“ 2019 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე, კავშირის წესდების 6,5 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - 2020 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე;

2020 წ. 6 იანვარს განცხდებით მივმართეთ ცესკოს - ავიღეთ შესაბამისი ბლანკი, რომელთა შევსების პროცესი - 2020 წ. 9 იანვრიდან დავიწყეთ;

შევსებული ბლანკები ჩავაბარეთ 2020 წ. 11 თებერვალს;

2020 წ. 13 თებერვალს კომისიამ განიხილა ამ ხელმოწერათა ნამდვილობა;

2020 წ. 14 თებერვალს, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გავიარეთ რეგისტრაცია.

 

როგორც ითქვა, ამ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს „ჯანმომ“ [„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“], კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით - საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მოქმედების ვადად 2020 წ. 21 აპრილამდე დრო დასახელდა.

 

საქმე იმაში გახლდათ, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით [ანუ იგივე 21. 04. 2020 წ.], სხვა ღონისძიებებთან ერთად, აიკრძალა - როგორც ქალაქის შიგნით, ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილებისათვის გამიზნული ე.წ. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

როგორც მოგეხსენებათ, 2012 წ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზით, საარჩევნო გაერთიანების - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომად, მოკლე ხანში, ხელისუფლებამ დაავალდებულა მძღოლები, რომ ზემოთ აღნიშნული მიზნით, მგზავრთა მომსახურებისათვის, მხოლოდ ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსები გამოეყენებინათ.

 

დღევანდელ რეალობაში - ყვითელი ფერი, ერთგვარად, ე.წ. შემზადების დროზეც მიგვანიშნებს, რომლის შეზღუდვის შემდეგაც [მაგ. გზის შუქნიშანის შემთხვევაში] ხდება: მომდევნო ქმედების „ხასიათის“ განსაზღვრა [მაგ. მოძრაობის შეჩერება, ან მისი განგრძობა].

 

კომენტარის მაგიერ

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანუ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა ყვითელი ფერის სატრანსპორტო საშუალების მასობრივი გამოყენება, შეიძლება გამოვთქვათ მოსაზრება, რომ: დამთავრდა [ყვითელ ფერთან დაკავშირებული] ე.წ. გაფრთხილებისეული ეტაპის მისტერიულად მოქმედების დრო.

ამავე დროს მოდით გავერკვეთ [იგივე შუქნიშნის მაგალითზე], თუ რომელი [„წითელი“ - აკრძალვა, ანუ უმოქმედობისა; თუ „მწვანე“ - აქტიური ქმედების] მისტერიული ეტაპი შეიძლება დაიწყოს, ხსენებული ყვითელი ფერისეული ეტაპის დასრულების შემდეგ?

ამ ეტაპის ხასიათის განსაზღვრა ისევ წმინდა წერილში დაცულ მინიშნებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი.

 

მინაწერი:

საუბრის გაგრძელებამდე მოგახსენებთ, რომ 2020 წ. 6 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, გავიგეთ, რომ - თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

https://www.interpressnews.ge/ka/article/593937-kaxa-kalazis-gancxadebit-tbilisis-meria-300-mikroavtobusis-shesazenad-gamocxadebul-tenders-droebit-acherebs

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს.

სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. ამავე დოკუმენტის თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს, 12:00 საათზე დასრულდება“. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს გავიგეთ, რომ გადაწყვეტილება დროებით შუჩერებიათ.

https://www.interpressnews.ge/ka/article/593937-kaxa-kalazis-gancxadebit-tbilisis-meria-300-mikroavtobusis-shesazenad-gamocxadebul-tenders-droebit-acherebs

 

მიუხედავად ამისა, მკითხველი ალბათ ხვდება, რომ ჩვენთვის მთავარი - ყვითელი ფერის ე.წ. გამოყენების აკრძალვაა.

ამიტომ მოდით მივყვეთ მათი გამოვლენის პირობით თანამიმდევრობას.

 

„იუდასმიერი ეტაპის“ დროითი საზღვრები

იუდა ისკარიოტელის თაობაზე სახარებაში დაცულ ინფორმაციათა უმრავლესობაში ხაზგასმულია, რომ - „...იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი, და ვინ არის მისი გამცემი“ [იოანე 6,64].

სახარებისეულ სწავლებაში ჯვარცმისეული ეტაპი პირდაპირ კავშირშია იუდა ისკარიოტელის პიროვნებასთან და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთნ.

შესაბამისად, ბოლო ჟამში, იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი პირის მისტერიულად გამოკვეთისეული ნიშნებით, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განვსაზღვროთ ზემოთხსენებული ჯვარცმისეული ეტაპის დადგომისა თუ მიმდინარეობის დროითი საზღვრები.

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველი კარგად იცნობს 2014 – 2019 წლებში მიმდინარე იმ მოვლენებს, რომლებიც საბოლოოდ სწორედ იუდა ისკარიოტელის არსის გამომკვეთ პიროვნებას უკავშირდებოდა. ეს ნიშნები, 2015 – 2019 წ.წ. ჩვენი გაზეთის ფურცლებზე [მათ შორის ინტერნეტში, ჩვენი პარტიის ელ გვერდზე] ეტაპობრივად გამოქვეყნების შემდგომად, დეტალურად გვაქვს აღწერილი სამ კრებულში, ესენია:

 

- მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული [2017 წ.];

- ბოლო ჟამში მცხოვრები იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი ავთო იოსელიანის „პორტრეტისათვის“ [2019 წ.];

- პათოლოგიური მატყუარას, ანუ ეშმაკისაგან ჭკუა არეული [ნამუსახდილი კაცის] სიცრუისეული ისტორიის ქრონიკები [2019 წ.].

 

ხსენებულ კრებულებში თავმოყრილ მასალაზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი:

ბოლო ჟამში - იუდა ისკარიოტელის არსის მატარებელი პიროვნების შესაცნობი ნიშნებით გვეუწყა, რომ აღნიშნული კუთხით, წინაჯვარცმისეულ ეტაპთან დაკავშირებული დროითი მონაკვეთი: 2018 – 2019 წლების გასაყარზე დასრულდა.

 

„ამირანის მითოსისეული“ დროითი მინიშნებანი

მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამთან დაკავშირებული დროითი ეტაპების გამოკვეთაში, მითოსურ თხრობაში წარმოდგენილ ნიშნებს თავისი გამორჩეული როლი ეთმობა.

ერთ-ერთ ამდაგვარ წყაროს - „ამირანისეული მითოსი“ წარმოადგენს, რომელშიც გამორჩეულია არწივის მიერ კლდეზე მიჯაჭვული ამირანისათვის „გულ-ღვიძლის დაკორტნის“ თემატიკა.

როგორც ქართულ - „ამირანის მითოსში“, ასევე ბერძნულ - „პრომეთესეულ მითოსში“, არწივის მიერ ამირანისა, თუ მისი ბერძნული პროტოტიპის - პრომეთესათვის გულ-ღვიძლის დაკორტნის ეტაპის დადგომით გვეუწყება, თავად ამ მითოსით, ჩვენთვის მოწვდილი თემატიკის დასრულების დროის დადგომა.

ჩვენი გაზეთის მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა თვალი მიედევნებინა ჩვენს მიერ მათ წინაშე წარმოდგენილი, ზემოთქმულ საკითხთან დაკავშირებული მინიშნებების მისტერიულად ასრულებისათვის.

ამ თემაზე, ამჟამად საუბარს აღარ გავაგრძელებთ.

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ „გულ-ღვიძლის დაკორტნისეული“ მინიშნების - ე.წ. „მესამე ეტაპის“ მიმდინარეობა [იხ. ზემოთთქმული] თავის პირობით ათვლას 2018 წ. ნოემბერ-დეკემბრიდან იღებს სათავეს, და დღემდე გრძელდება.

მოდით თვალი გადავავლოთ მისტერიულად მიმდინარე ხსენებული პროცესის წმიდა წერილისეულ მინიშნებებს.

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

წინასააღდგომო მხილებათა ქრონიკის

მოკლე ისტორია

წინამდებარე წერილით გვინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენს მიერ 2020 წ. აპრილის თვეში, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი გამოვლენილ გამოხმაურებათა მოკლე ქრონიკა.

 

2020 წ. 4 აპრილი

ღია მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბ-ნ გიორგი გახარიას!

ბ-ნ გიორგი!

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ, მეტ-ნაკლები სისრულით ნაზიარები ხართ ქრისტიანული სულიერ ფასეულობების გადმომცემ ბიბლიურ სიბრძნესთან. ბ-ნო გიორგი, პატივს ვცემთ რა თქვენს დამოკიდებულებას ქვეყანაში წამოჭრილ პრობლემათა დროული გადაჭრის მცდელობის საქმეში, ამჯერად ბიბლიაში დაფიქსირებულ ორიოდე მინიშნებას შეგახსენებთ:

ქრისტიანულ ეკლესიასთან, საუკუნეების მანძილზე მებრძოლმა ვერცერთმა ძალამ, მათ შორის საბჭოთა ათეისტურმა ხელისუფლებამ, ვერ შეძლო ქრისტიანული ეკლესიის ჭეშმარიტი ფასეულობების ხელყოფა. და ასე იქნება უფლის მეორედ მოსვლამდე, რამეთუ მაცხოვარი ბრძანებს: „... კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“-ო [მათე16,18].

და კიდევ: მოგეხსენებათ, რომ რუსთაველისეული სწავლება: „რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქმნების“-ო, სათავეს იღებს პავლე მოციქულის შემდეგი შეგონებიდან: „და რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17].

ბატონო გიორგი!

მაშინ როდესაც თქვენი მეთაურობით გამართული სხვადასხვა ხასიათის სამთავრობო შეკრებები: იმართება დიახაც, რომ დახურულ სივრცეში; და სადაც, როგორც, ნიმუშად წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერიდან ჩანს, დარღვეულია თუნდაც ე.წ. 2 მეტრიანი დისტანცია;

მაშინ: რატომ ცდილობს ქვეყნის ხელისუფლება, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე, ეკლესიაში [ანუ ე.წ. დახურულ სივრცეში] მრევლის შეკრება კანონდარღვევად მონათლოს? და ეს იმ ფონზე, როდესაც საეკლესიო იერარქთა მიერ გაცხადებულია, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების დროს დაცული იქნება ე.წ. „სოციალური დისტანცია“?

თქვენს მიერ ჩატარებულ სხდომაზე - დახურულ სივრცეში, 3-ზე მეტი პირის მონაწილეობით ჩატარებული შეკრება, თავისი ნებისმიერი ფასეულობით, ვფიქრობ ახლოსაც ვერ მივა ღმერთის მიერ დადგენილი დოგმების ასრულებასთან.

თუმცა, ვფიქრობ რომ ამის შეხსენება თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ...

ღმერთის ნებითა და ჩვენი ძალისხმევით - ყველა პრობლემა თავის დროზე მოგვარდება... ჩემი სურვილია, ყველანი გავფრთხილდეთ - და ღმერთთან მებრძოლ იაკობს ნუ დავემსგავსებით.

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

 

 

დედო ზარები აღარ სდუმან საქართველოში!!!

დიახ, აღარ სდუმან, რადგან ღმერთი,

ყოველი განსაცდელის ჟამს,

თავისი წიაღიდან, ქართველ ერს უვლენდა

ბრძენ, მართალ, მტკიცე და სიმართლისათვის მებრძოლ

ერთგულ ადამიანებს!..

ასე მოხდა ამჯერადაც!!

„უჩინარი ღვაწლით“ ადუდუნდა დედო ზარი!..

ყველაფრისათვის გმადლობ ჩემო უფალო!

მადლობა იმ ადამიანებს,

სასულიერო თ საერო პირებს, რომლებმაც ეს მისია

უშიშრად აღასრულეს!!!

 

ღმრთისა და ერის სიყვარულმა,

 მამულზე ლოცვამ, სამართლის დაცვამ,

საღმა გონებამ, მტკიცე ქმედებამ, სიმართლის სიომ,

არ დაადუმეს დედო ზარები საქართველოში,

ამიტომ გვედრი: შენ დამილოცე უკლებლივ ყველა -

სამებავ წმინდავ და ჩემო სიონ!

სულიერების წმინდა წყარო ულევ ნაკადად,

ვით გადმოდინდა, ბნელში მყოფებს ლამპრად აგვენთო!

გევედრები - ჩემი სულიც მათ უნაკადე, აარაკრაკე...

დაუსრულებლად შენს დიდებაზე მალაპარაკე!..

მართალი რწმენა დღეს ძლიერია, როგორც არასდროს!

მის სამსხვერპლოზე სიყვარული, ერთგულება ზე-აღმართულა!

ჩემი ერის სიძლიერე - ღმერთია თავად!

დედო ზარებიც გუგუნებენ ამის დასტურად!

განსაცდელთ შინა მყოფი ერი შენი შემოგღაღადებს -

ვარსკვლავთაებრი რიცხვი შენი ლოცვის აღარ მოგვაკლო...

შენ შეგვავედრე სამებას წმიდას - მსწრაფლშემსმენელო,

გვიხსნას, დაგვიცვას, გაგვაძლიეროს, გავხდეთ უნაკლო!..

შიში ღმრთისა შენ მასწავლე - „ზეცის მეკარევ“,

მწამს ფრთოვანქმნილი შენი ლოცვა გაგვეფინება!

დედაო ღმრთისავ, მარად სუფევს წილხვდომილთათვის!

ზესთამბრძოლოო, შენ გვახარე - გადარჩენა მხსნელმა ინება!!!

ამენ! 

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]