Print

გაზეთი N 24 [1067]

სიყვარულში გალეული სიცოცხლე

ლასკარი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ თავის 89-ე წლისთავამდე 33 დღით ადრე, 2019 წ. 1 ნოემბერს, ხანგრძლივი ფიზიკური ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, სულიერად მუდამ გაუტეხელი და თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული - ქალბატონი ეკატერინე ხრიკული.

ამქვეყნიური საქართველოდან გასვლისათვის გამზადებული მისი უკვდავი სული, 89 წლის მანძილზე ერთგულად მომსახურე მის სხეულს 2019 წ, 5 ნოემბერს, სამუდამოდ მიაბარებს ქართულ მიწას, და ღმერთის მიერ მისთვის განწესებულ ახალ „გზა-სავალს“ შეუდგება.

დე, მსუბუქი იყოს ქალბატონი ეკატერინე გიორგის ასული ხრიკული-მერაბაშვილის სხეულზე დაყრილი ქართული მიწა, რომელსაც იგი, სხვადასხვა ფორმით გამუდმებით ესიყვარულებოდა:

„ყველაფერი სიყვარულით დაიწყება,

და ღვთის ნებით გაბრწყინებით დასრულდება!..

ქართველებო - შეიყვარეთ ერთმანეთი.

გეფიცებით - მერე გვიან იქნება...

 

ეშმაკისაგან ჭკუაარეული, თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების საკითხისათვის

მკითხველმა იცის, რომ - 2019 წ. 19 აგვისტოდან, ანუ პროკურატურაში სარჩელის შეტანიდან მოყოლებული, ავთო იოსელიანმა გათიშა თავისი ტელეფონი და მიიმალა.

გამომძიებელმა ლუხუმ მაჩხოშვილმა განგვიცხადა, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს ავთო იოსელიანის მოსაძებნადო. კერძოდ:

პოლიციის მოთხოვნით გაფრთხილება მიეცა სასაზღვრო სამსახურს, რომ ავთო იოსელიანის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის [ანუ დამალვის] მცდელობა აღკვეთილიყო;

სატელეფონო კონტაქტი დამყარდა ავთო იოსელიანის დედასთან ქ-ნ დალი ურუშაძესთან [რომელმაც განაცხდა, რომ ამ საქმის გამო ავთო სახლიდან მე გავაგდე, და ეხლა სად არის არ ვიციო],; ავთო იოსელიანის ნახევარ დასთან; ავთო იოსელიანის ყოფილ მეუღლესთან და ა.შ. თითოეული მათგანი აცხადებდა, რომ, თითქოსდა, მათ არ იცოდნენ ავთოს ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

2019 წ. 11 ოქტომბერს ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია თავად მივიდა პოლიციის წყნეთის სამმართველოში და თავისივე ინიციატივით გაესაუბრა გამომძიებელ ლუხუმ მაჩხოშვილს.

2019 წ. 15 ოქტომბერს, პოლიციის განყოფილებაში კვლავ თავისი ინიციატივით მისულ ქ-ნ დინას, გამომძიებელმა აცნობა, რომ ამდენი ხნის ძენბნის შემდეგ, ავთო იოსელიანი თავისით მისულა პოლიციის განყოფილებაში - ჩვენების მისაცემად. თავისი ე.წ. მიმალვის თაობაზე გამომძიებელს [ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტყუილი უტიფრად] განუცხადა, რომ თითქოს ტელეფონი გაუფუჭდა და ამიტომ ვერ ხერხდებოდა მასთან დაკონტაქტება.

ავთო იოსელიანის ჩვენების შემდგომად ბ-მა ლუხუმმა, გარკვეულ კითხვებზე პასუხის დაზუსტების მიზნით კვლავ მოინდომა ჩვენთან ოფიციალური გასაუბრება [დაკითხვა]. შესაბამისად:

გამომძიებლის ლუხუმ მაჩხოშვილის მიერ:

2019 წ. 23 ოქტომბერს მოხდა დინა ჯიქიას დაკითხვა;

2019 წ. 23 და 25 ოქტომბერს მოხდა მიხეილ [გელა] სალუაშვილი დაკითხვა;

2019 წ. 25 ოქტომბერს მოხდა მევლუდ მამადაშვილის დაკითხვა;

ამდენად

2019 წ. 19 აგვისტოს დინა ჯიქიას მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ავთო იოსელიანის თაღლითობის თაობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სარჩელის შეტანისა და

2019 წლის 9 სექტემბერს - ავთო იოსელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან [სსკ-ის 180-ე მუხლი [თაღლითობა} მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს: 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას], მოყოლებული

2019 წ. 25 ოქტომბრის დროის ფარგლებში მოხდა, აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებული ყველა მონაწილე პირის:

ერთის მხრივ დაზარალებული - დინა [დიანა] ჯიქიას, მიხეილ [გელა] სალუაშვილის მევლუდ მამადაშვილისა, და

მეორეს მხრივ, თაღლითობაში მხილებული - ავთანდილ იოსელიანისათვის ჩვენების ჩამორთმევა.

გამომძიებელ ლუხუმ მაჩხოშვილის ინფორმაციით, იგი უახლოესი დღეების განმავლობაში შეაჯერებს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით გადასცემს „ძველი თბილისის“ რაიონულ პროკურორს.

სწორედ „ძველი თბილისის“ რაიონული პროკურორი გადაწყვეტს, ავთო იოსელიანის თაღლიტური საქციელის თაობაზე მოძიებული მასალის სასამართლოში წარდგენის ვადას.

ამჯერად, მკითხველს გვინდა შევთავაზოთ, თაღლითი ავთო იოსელიანისათვის წარდგენილი, რამოდენიმე ეპიზოდისაგან შემდგარი, ჩვენი კუთხით გააზრებული ე.წ. „ბრალდების“ ზოგადი მონახაზი.

 

წინათქმა

საქართველოს მოქალაქე დინა [დიანა] ჯიქიას მიერ, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ იოსელიანის წინააღმდეგ, 2019 წ. 19 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურაში შეტანილი სარჩელის [N01/13-82190, 19/08-2019 წ.] საფუძველზე, 2019 წ. 9 სექტემბერს ავთანდილ იოსელიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: სსკ-ის 180-ე მუხლის [თაღლითობა} მე-3 ნაწილის მიხედვით.

სარჩელში წარმოდგენილი მასალებისა, და წარმოებული გამოძიების დროს გამოკვეთილ გარემოებათა შეჯერების მიხედვით, დგინდება, რომ:

2014 წლიდან მოყოლებული ვიდრე 2019 წ. 19 აგვისტომდე, თაღლითობაში ბრალდებულ ავთანდილ იოსელიანს თავიდანვე ჰქონდა რა გააზრებული საკუთარი ქცევის შედეგი, მისი საქციელით დაზარალებული მხარის წარმომადგენლებს: დინა [დიან] ჯიქიას, მევლუდ მამადაშვილს, ლევან ჩოხელსა და მიხეილ [გელა] სალუაშვილს, თანხის გამოძალვის მიზნით, აწვდიდა ცრუ ინფორმაციას.

სახეზე გვაქვს, ავთანდილ იოსელიანის მიერ თაღლითობის, როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუების გამოვლენასთან... კერძოდ:

თაღლითობაში ბრალდებულმა ავთანდილ იოსელიანმა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე წინასწარი შეცნობით, შეცდომაში შეიყვანა დაზარალებული მხარის წარმომადგენლები, რომელთაც უმალავდა იურიდიული მნიშვნელობის იმ ფაქტებს, რომლის დაზარალებულთათვის შეტყობინება სავალდებულო იყო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა ითქვას შემდეგი:

 

პირველი ეპიზოდი

საქართველოს მოქალაქე ავთანდილ იოსელიანი, პარტია: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [თავმჯდომარე - მიხეილ (გელა) სალუაშვილი] მიერ წარდგენილი იყო 2014 წ. 15 ივნისის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვაკის რაიონის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატად.

ავთანდილ იოსელიანის მიერ, თავისი საარჩევნო პლაკატის კანონსაწინააღმდეგოდ გაკვრის გამო, შესაბამისი სამსახურის მიერ, მისი წარმდგენი პარტია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“ - 1000 [ათასი] ლარით იქნა დაჯარიმებული.

ვინაიდან, ავთანდილ იოსელიანის განცხადებით დაკისრებული ჯარიმის გადახდა მას არ შეეძლო, 2014 წ. 14 ივლისს, ჯარიმის გადახდა მოხერხდა მხოლოდ პარტიის წევრთა ნაწილის მიერ, სპეციალურად ამ მიზნით შეგროვილი თანხის მეშვეობით.

ერთ-ერთ პარტიულ შეკრებაზე ავთანდილ იოსელიანმა, დამსწრე პირებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა გზით აპირებდა იგი ამ თანხის დაბრუნებას. კერძოდ - მისი ინფორმაციით იგი შეიძლება გამხდარიყო, საზღვარგარეთ [აფრიკაში მდებარე ტოგოს რესპუბლიკაში] მოღვაწე მისი მოგვარისა და ნაცნობი ბიზნესმენის ტრაგიკული გარდაცვალების შედეგად დატოვებული მემკვიდრეობის მფლობელი.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ როგორც ამ პარტიული სხდომის მონაწილეებმა, ასევე პარტიის თავმჯდომარემ - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა გააფრთხილეს ავთო იოსელიანი, რომ, ვინაიდან ინტერნეტ სივრცე გაჯერებულია იმ ცრუ შემოთავაზებებით, რომელიც სავარაუდო - „საკბილოს“, გარკვეული ხარჯების გაღების შემთხვევაში, საზღვარგარეთ უეცრად გარდაცვლილი, ვითომცდა მათი ნათესავი ბიზნესმენის სამემკვიდრეო ქონების მიღებაში დახმარებას ჰპირდება, აღნიშნული საქმე წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში დამთავრდებოდა, თუკი იგი მართლაც პირადად იცნობდა, მის მიერ დასახელებულ პირს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წ. ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანს გარკვეულ რჩევებს აძლევდა მასსა და აფრიკაში მყოფ ე.წ. პირთა შორის ელ. ფოსტით წარმოებული მიმოწერის დროს.

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, მთელი ამ დროის მანძილზე იგი გამუდმებით აფრთხილებდა ავთანდილ იოსელიანს იმ მოსალოდნელი საფრთხის [ფინანსური ზარალის] შესახებ, რაც შეიძლება დამდგარიყო იმ შემთხვევაში თუკი, მის მიერ დასახელებული პიროვნება ან საერთოდ არ არსებობდა, ანდა იგი მართლაც პირადად არ იცნობდა გარდაცვლილ ბიზნესმენს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილ იოსელიანმა, მიხეილ [გელა] სალუაშვილს, ნდობის მოპოვების მიზნით, განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მისთვისაც ცნობილი იყო, ოღონდ მისი შემთხვევა იმით იყო გამორჩეული, რომ იგი თავად პირადად იცნობდა აფრიკის სახელმწიფო - ტოგოში მოღვაწე, მის მოგვარე, ქართველ ბიზნესმენ ჯონსონ იოსელიანს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით ავთანდილ იოსელიანმა მას აცნობა, რომ:

ჯონსონ იოსელიანის ტრაგიკულად გარდაცვალება მან შეიტყო ტოგოში მცხოვრები ადვოკატის მიერ, 2010 წ. ზაფხულში მისთვის ელ. ფოსტით გამოგზავნილი შეტყობინებიდან;

შეტყობინების მიღებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ, იგი, ვითომცდა თავად ჩავიდა ტოგოში, და სამემკვიდრეო ქონების მიღების მიზნით წარმოებული საქმისათვის ხელშეკრულება გააფორმა იქაურ ადვოკატთან.

2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, ავთანდილ იოსელიანმა მას განუცხადა, რომ - „...ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, საწყის ეტაპზე ითხოვდა გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს, რომლის გაღების შესაძლებლობაც მას ამ ეტაპზე არ გააჩნდა...“; და, რომ მისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ, იგი, პარტიის მიერ სხვადასხვა საარჩევნო კამპანიის დროს, კანონის ფარგლებში ფინანსური დახმარების აღმოჩენის პირობას იძლეოდა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ავთო იოსელიანს შორის შემდგარ საუბრებს, სხვადახვა დროს ესწრებოდნენ - მევლუდ მამადაშვილი, დინა ჯიქია და ბ-ნი ლევან ჩოხელი. სწორედ მათ მიერ, სხვადასხვა გზით, ავთანდილ იოსელიანისათვის სესხად მიცემული თანხის მობილიზებით წარიმართა მთელი შემდგომი პროცესი.

საერთო ჯამში 2014 წ. დეკემბრიდან ვიდრე 2015 წ. მაისის დროის მონაკვეთში, ავთო იოსელიანმა: დინა [დიანა] ჯიქიასგან [8 000 აშშ დოლარი], მევლუდ მამადაშვილისა [20 000 აშშ დოლარი] და ლევან ჩოხელისაგან [5 000 აშშ დოლარი], მოტყუებით [თაღლითური განზრახულობით], საერთო ჯამში - 33 000 [ოცდაცამეტი ათასი] აშშ დოლარის გამოძალვა მოახერხა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ავთო იოსელიანმა დაზარალებულ მხარეებს, სხვადასხვა დროს, წარმოუდგინა, ტოგოდან გამოგზავნილი, ვითომცდა მისი სამემკვიდრეო საქმის წარმატებით დასრულებაზე ორიენტირებული რამოდენიმე დოკუმენტი. კერძოდ:

- 2014 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში,   ავთო იოსელიანმა მიხეილ [გელა] სალუაშვილს აჩვენა, ტოგოში მცხოვრები მისი ე.წ. ადვოკატის მიერ, ელ ფოსტით გამოგზავნილი 2014 წ, 30 სექტემბრით დათარიღებული, აფრიკაში მდებარე - ტოგოს რესპუბლიკის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც იგი ცხადდებოდა - გარდაცვლილი ბიზნესმენის ჯონსონ იოსელიანის ქონების მომდევნო რიგის მემკვიდრედ.

- აქვე წარმოადგინა, ამავე გზით მიღებული, ტოგოს რესპუბლიკის დედაქალაქ ლამეში მდებარე ბანკის მიერ გაცემული ამონაწერი, ამ ბანკში ჯონსონ იოსელიანის სახელზე 20 500 000 [ოცი მილიონ ხუთასი ათასი] აშშ დოლარის არსებობის თაობაზე.

წარმოდგენილ დოკუმენტებს შორისაა, ტოგოდან ელ. ფოსტით გამოგზავნილი::

- 2015 წ. 15 იანვრით დათარიღებული - „სტატუსის აღიარების სერტიფიკატი“;

- 2015 წ. 16 იანვარს გაცემული - „მესაკუთრის შეცვლის მოწმობა“;

- 2015 წ. 19 იანვარს გაცემული, ადვოკატის მიერ - „ფიცის ქვეშ დამტკიცებული მოწმობა“;

- 2015 წ. 19 იანვარს გაცემული - „ავტორიზაციის განაცხადი“ ...

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენებით გაირკვა, რომ 2015 წ. აპრილის თვის ჩათვლით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მიმოწერას ავთო იოსელიანი. თავისი ელ. ფოსტის მეშვეობით აწარმოებდა. მოგვიანებით, ურთიერთ შეთანხმების შემდეგ [საქმის ოპერატიულად წარმართვის მიზნით] მან ელ. ფოსტაზე წვდომისათვის საჭირო სპეციალური პაროლი, მიხეილ [გელა] სალუაშვილს გაანდო..

ამ უკანასკნელის განცხადებით გაირკვა, რომ ვინაიდან, მიზეზთა გამო, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დროში უსაშველოდ გაიწელა. საქმის მთელი ისტორიის გაცნობა-გაანალიზების მიზნით, 2015 წ. მაისის თვეში, ხსენებულ ელ. ფოსტაზე 2010 წ;იდან განთავსებული მასალის თავმოყრა და შესწავლა გადაწყვიტა.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით ელ. ფისტაზე არსებული მასალებიდან ირკვეოდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული პირველი შეტყობინება   ავთო იოსელიანისეულ ელ.ფოსტაზე 2010 წ. ივნისის დასაწყისში დაფიქსირებულა. კერძოდ, ტოგოში მცხოვრები ე.წ. ადვოკატის გზავნილი იტყობინებოდა ვითომცდა ტოგოში მოღვაწე ბ-ნი ავთო იოსელიანის მოგვარე ქართველი ბიზნესმენის გარდაცვალების ამბავს, რომლის ფინანსურ ადვოკატადაც თითქოსდა იგი მუშაობდა.

კერძოდ, იგი წერდა, თუ რა ძალისხმევა დასჭირდა მას, რათა, ბ-ნი ავთო იოსელიანის სახით, მოეძებნა გარდაცვლილი ბიზნესმენის მოგვარე, შესაბამისი ღირსების მქონე პიროვნება. უმტკიცებდა მას - ეჭვი არ შეპარვოდა მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში, და მიენდო მისთვის ამ საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა.

მეტი დამაჯერებლობისთვის, წერილს თან ერთვოდა, ე.წ. ავტოკატასტროფაში, მთელი ოჯახით, დაღუპული - ხსენებული ბიზნესმენის, მისი მეუღლისა და ორი ქალიშვილის ფოტოები.  

როგორც თავად ტექსტის შინაარსი, და ამ წერილზე ავთო იოსელიანის პასუხები, ასევე ფოტოებზე აღბეჭდილ გარდაცვლილთა ასაკი, ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდიოდა ავთო იოსელიანის მიერ დაზარალებული მხარეებისათვის ნათქვამთან.

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, სამემკვიდრეო საქმეში სავარაუდო თაღლითობის ფაქტებში დახმარების მიზნით ავთო იოსელიანს თავად მიუმართავს თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის რაიონული განყოფილებისათვის.

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხდებით, ავთო იოსელიანმა, მასთან 2014 წ. სექტემბრიდან მოყოლებით არაერთგზის ზეპირად ნათქვამის შინაარსი ზუსტად გაიმეორა, მოგვიანებით, კერძოდ 2015 წ. 28 დეკემბერს, თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში, გამომძიებელ ლია ნოდიასთვის მიცემულ ჩვენებაში [გამომძიებელთან ისინი ორივე ერთად იმყოფებოდნენ].

ავთანდილ იოსელიანის მიერ მიცემულ ჩვენებაში კერძოდ ვკითხულობთ - „...იგი დაბადებული იყო ქალაქ ასტრახანთან მდებარე ერთ-ერთ ქალაქში [სახელწოდება არ ვიცი], და გადასახლებული იყო ოჯახით ყაზახეთში. შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საცხოვრებლად დედამისთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, ხოლო შემდეგ აფრიკაში. მამა გარდაცვლილი ჰყავდა, მეუღლე უცხოელი ჰყავდა [მულატზე ღია ფერის კანი ჰქონდა], ერთხელ მყავს ნანახი...“.

შესაბამისად, დიდი გამოთვლა არ სჭირდება იმაში გარკვევას, რომ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაბადებული პიროვნება, მისი ავიაკატოსტროფის დროს დაღუპვისას, ანუ 2010 წლისთვის, მინიმუმ: 70-75 წლის იქნებოდა. არადა, ტოგოელი, ვითომდა, ადვოკატის მიერ 2010 წ. ივნისში გამოგზავნილ ფოტოებზე მაქსიმუმ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, შესაფერი ასაკის ქალბატონი [მეუღლე] და ორი ახალგაზრდა გოგოა [ე.წ. შვილებია] გამოსახული.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, ავთო იოსელიანმა მას უპასუხა, რომ ადვოკატს ფოტოები შეეშალაო და დაბეჯითებით იმეორებდა მის მიერ უკვე გაცხადებულს.

ამასთან, კითხვის ნიშნები გამოიკვეთა მაშინაც, როდესაც, რამოდენიმე დღის შემდეგ, მისი ელ. ფოსტის მორიგი გახსნისას აღმოჩნდა, რომ ავთო იოსელიანის ელ. ფოსტაზე, 2010 წლიდან მოყოლებული ვიდრე, თითქმის 2014 წლამდე არსებული მიმოწერის ჩანაწერი [ზემოთ აღნიშნულ სურათებთან ერთად] - მთლიანად წაშლილი აღმოჩნდა.

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, ავთანდილ იოსელიანმა ყოველივე - თავად ელ. ფოსტის მომსახურე კომპანიის [„იანდექს.რუ“] მიერ, მისი [როგორც მომხმარებლის] დაუკითხავად განხორციელებული [გაურკვეველი] ოპერაციის მიზეზით ახსნა, და შეტყობინებათა წაშლა მათ დააბრალა [???]....

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, ზემოთქმულის გამო წარმოშობილი ეჭვების გაფანტვის მიზნით, ავთო იოსელიანს შესთავაზა დახმარებისათვის სახელმწიფოსათვის მიემართათ.

მართლაც, იმ დროისათვის მათ ხელთ არსებული დოკუმენტების თანდართვით, ავთო იოსელიანმა შესაბამისი განცხადება წარუდგინა:

- 2015 წ. 7 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს;

- 2015 წ. 13 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს.

2015 წ. 12 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილში [N01/30615], გაირკვა ავთანდილ იოსელიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სიყალბე. პასუხში, კერძოდ ვკითხულობთ:

„თქვენი 2015 წ. 13 ივლისის N27292/01 განცხადების პასუხად, რომელიც ეხებოდა ტოგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული მემკვიდრეობის საკითხს, ეთიოპიაში ტოგოს რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციის თანახმად, რომელიც მიეწოდა ეთიოპიაში საქართველოს საელჩოს, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მიღებული დოკუმენტაციის ნამდვილობა არ დასტურდება და მისი გამომგზავნი დაწესებულება ტოგოს რესპუბლიკაში არ არსებობს...“-ო.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, ავთო იოსელიანის მიერ მოწვდილი ინფორმაციის სიყალბეში გარკვევაში მთელი სამი წელი გაილია.

და რომ, მხოლოდ 2018 წ. იანვრის თვეში, როდესაც ავთანდილ იოსელიანს ამოეწურა ჯანსაღ ლოგიკასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ანგუმენტი, მან, დაზარალებული მოწმეების, კერძოდ - მისი, დინა [დიანა] ჯიქიას, მევლუდ მამადაშვილისა და ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ შეხვედრაზე აღიარა, რომ მის მიერ ვინმე ჯონსონ იოსელიანთან ნაცნობობის თაობაზე გაკეთებული განცხადება იყო სიცრუე.

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, იგი შეეკითხა ავთანდილ იოსელიანს:

„მაშინ, როდესაც იცოდით, რომ ბუნებაში არ არსებობდა არავითარი ვითომცდა გარდაცვლილი თქვენი ნათესავი, რომლის მემკვიდრეობის მიღებაც ვითოცდა გსურდათ,

2014 წლის ბოლოს, ჩვენს მიერ ამ საქმეში ჩართვის გადაწყვეტილების მიღებისას, რატომ მოგვატყუეთ, რომ თითქოს საქმე ეხებოდა - თქვენი შორეული ნათესავის [მოგვარის] და გარკვეულწილად ბიზნეს პარტნიორის, - გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების თქვენთვის დატოვების ფაქტს... და ამ საქმის წარმატებით დასამთავრებლად საჭირო ფინანსური რესურსით დახმარება რატომ გვთხოვეთ... რაში დაგჭირდათ ასეთი ტყუილის თქმაო?“

ავთანდილ იოსელიანს მისთვის განუცხადებია - „დიახ, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ რადგანაც გადაწყვეტილი მქონდა სამემკვიდრეო ქონების ნაწილის, თქვენს მიერ დაგეგმილი პროცესების [იგულისხმებოდა - საქართველოს სულიერი მისიის კვლევის თემატიკა] განვითარებისთვის დამეხარჯა, ვიფიქრე ღმერთი ხელს შეგვიწყობდა და ეს საქმე წარმატებით გამოვიდოდაო...“.

 

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ნათელია, რომ თაღლითობაში ეჭვმიტანილი ავთო იოსელიანი, დაზარალებულ მხარეებს:

ერთის მხრივ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მისი და ე.წ. ტოგოში გარდაცვლილი არარსებული პირის ჯონსონ იოსელიანის ურთიერთობის თაობაზე; და

მეორეს მხრივ, თანხის გამოძალვის მიზნით ეტაპობრივად წარუდგენდა მათ გარკვეული სახის დოკუმენტაციას, რომლის სიყალბეც დადასტურდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მოკვლეული მასალის საფუძველზე.

 

მეორე ეპიზოდი

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, 2014 წ. ოქტომბრის დასაწყისში, ტოგოს რესპუბლიკიდან სამემკვიდრეო თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების [კერძოდ - საბანკო ანგარიშის გახსნის] მიზნით, ავთანდილ იოსელიანი საქართველოს ფარგლებს გარეთ [ქ. ვილნიუსში] გაემგზავრა.

მოგვიანებით, კერძოდ 2017 წლის დასაწყისში ავთო იოსელიანს მისთვის უცნობებია, რომ, თითქოსდა ქ. ვილნიუსში მდებარე „შვედბანკში“ არსებულ მის ანგარიშზე, 2017 წ. 10 იანვარს, ტოგოდან გადმორიცხულა მისი სამემკვიდრეო თანხა, რომლის თბილისში გადმორიცხვას მხოლოდ ტექნიკური დეტალების მოგვარება სჭირდებოდა.

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, სხვადასხვა მიზეზის დასახელებით გაწელილი პროცესი თითქმის ერთი წლის ტავზე, მისი დაჟინებული მოთხოვნით ავთო იოსელიანმა განცხადებით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ვილნიუსში მდებარე „შვედბანკში“ არსებული მდგომარეობის გარკვევაში დახმარებოდნენ,

2018 წ, მარტის დასაწყისში, ვილნიუსში ჩვენი კონსულის ლევან ღვაჩლიანისაგან მიღებულ პასუხში ვკითხულობთ:

თქვენი 2018 წლის 1 თებერვლის №4502-01 წერილის პასუხად, რომელიც ეხება მოქალაქე ავთანდილ იოსელიანის განცხადებას, რომელსაც სურს . ვილნიუსში არსებულ ბანკ ,,Swedbank”- ში თავისი საბანკო ანგარიშიდან 2017 წლის მანძილზე საბანკო ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის მიღება, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართე ,,Swedbank”-ის უცხოელ კლიენტთა განყოფილების თანამშრომელთან ედიტა სერეიციკიენესთან, რომელმაც შეხვედრის დროს შეამოწმა ბანკის ბაზაში ავთანდილ იოსელიანის სახელზე ანგარიშის არსებობა და განმიცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე ბანკში ანგარიში საერთოდ არ არის გახსნილი...“.

ყოველივე ზემოთქმული, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორ ცდილობს თაღლითობაში ბრალდებული ავთანდილ იოსელიანი, დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, გაამართლოს მათგან გამოძალვით აღებული სესხის საკითხში გამოვლენილი სიცრუე.

 

მესამე ეპიზოდი

გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითობაში ბრალდებულმა ავთანდილ იოსელიანმა, 2017 წ. 1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილს გადასცა, იმავე დღეს, პოლიციის განყოფილებაში მის მიერვე შეტანილი შემდეგი განცხადების ასლი:

 

საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის

პირველი განყოფილების უფროსს

ბატონ ვანო ფიროსმანაშვილს

მოქალაქე - ავთანდილ ი.-ს

მცხოვრები - ატენის ქ. N3

ტელ. 5[91] ...

 

განცხადება

მოგახსენებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვარ ჩართული, როგორც მხარე, იურიდიულ დავაში [უცხოეთში], რომელიც, მთელი რიგი მიზეზების გამო, ამ დღემდე ვერ მივიდა ჩემთვის სასურველ შედეგამდე. ამ დავის წარმოებაში ფინანსურად დამეხმარა ჩემი ახლობელი - ბატ. მიხეილ სალუაშვილი, რომლის მიერ მოძიებული ფინანსური რესურსები, ჩვენ ერთად გადაურიცხეთ უცხოეთში ჩემს კონტრ-აგენტებს [ადვოკატები, კონსულტანტები]. საქმის დასრულების ვადის გაწელვამ გამოიწვია ჩვენს შორის არასასურველი დაძაბულობა, ხმამაღალი საუბარი და ურთიერთობის დაძაბვა.

ვინაიდან, საქმის მიმდინარეობა და დასრულება ობიექტურად არაა ჩემზე დამოკიდებული, გთხოვთ, რომ გასაუბრების გზით აუხსნათ ბატ. მიხეილ [გელა] სალუაშვილს, რომ პირადი გარჩევების გზას არასასურველი ექსცესებისაკენ მივყავართ და მისცეთ მას რჩევა, რომ ყველა საკითხი სამართლებრივი გზით გავარკვიოთ.

განმცხადებელი [ხელმოწერა]

01. 12. 2017 წ.

ჩაბ. N 2890756

ჩაიბარა: ანა სულხანიშვილი

                                                                                                                                                       01.12. 2017 წ. 

მოგვიანებით, კერძოდ 2018 წ. 8 თებერვალს ავთო იოსელიანმა პოლიციის იმავე განყოფილებას მორიგი განცხადებით მიმართა სადაც ითხოვა შეეჩერებინათ 2017 წ. 1 დეკემბრის განცხადებაში მის მიერ გამოხატულ საქმესთან დაკავშირებული ქმედება

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თაღლითობაში მხილებული ავთანდილ იოსელიანი, ხსენებულ 2017 წ. 1 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში გაკეთებული ჩანაწერით, კერძოდ:

დავის წარმოებაში ფინანსურად დამეხმარა ჩემი ახლობელი - ბატ. მიხეილ სალუაშვილი, რომლის მიერ მოძიებული ფინანსური რესურსები, ჩვენ ერთად გადაურიცხეთ უცხოეთში ჩემს კონტრ-აგენტებს [ადვოკატები, კონსულტანტები]...“,

აღიარებს, მის მიერ, დაზარალებულთაგან „ფინანსური რესურსის“ აღების ფაქტს.

 

მეოთხე ეპიზოდი

გამოძიების წარმოების პროცესში, მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა - 2014 წ. 29 დეკემბრიდან მოყოლებული, ვიდრე 2015 წ. მაისის ჩათვლით, სხვადასვა ბანკების მიერ გაცემული საბანკო ოპერაციების დამადასტურებელი ქვითრები

აღნიშნული საბანკო ქვითრებით დასტურდება, დაზარალებულთაგან სესხად აღებული თანხების, ავთო იოსელიანის მიერ ტოგოში გადარიცხვის ფაქტი.

ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს 2015 წ. 27 მაისს განხორციელებული გადარიცხვის ოპერაცია, როდესაც კონკრეტული ბანკის მიერ დაწესებული საბანკო შეზღუდვის მიხედვით - ფიზიკურ პირისათვის, დღეში ერთჯერადად გადარიცხვის მაქსიმალური ლიმიტი - 2000 [ორი ათასი] აშშ დოლარით არის განსაზღვრული.

აქედან გამომდინარე, ტოგოში მყოფი ადვოკატების მიერ მოთხოვნილი სრული თანხის გადარიცხვა ავთანდილ იოსელიანისა და მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ ორ ეტაპად განხორციელდა.

 

მეხუთე ეპიზოდი

გამოძიების წარმოების პროცესში, დადგინდა, რომ 2017 წ. 18 ივნისს, ავთანდილ იოსელიანი მიერ წინასწარ განსაზღვრულ დღეს, მას უნდა მოეტანა დაზარალებულთაგან სესხად აღებული თანხა.

შეხვედრაზე მყოფ დაზარალებულებს - მიხეილ [გელა] სალუაშვილს, დინა [დიანა] ჯიქიას, მევლუდ მამადადაშვილსა და ლევან ჩოხელს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თაღლითობაში ბრალდებულმა ავთანდილ იოსელიანმა განუცხადა, რომ მან ამ დროისათვის ჯერ კიდევ ვერ შეძლო სესხის დაფარვისათვის საჭირო თანხის მოძიება.

მორიგი ტყუილის მოსმენით გაღიზიანებული დინა [დიანა] ჯიქიას მიერ გამოთქმული საყვედურების ფონზე, ავთო იოსელიანმა, ჯერ ზურგის არეში ჩაარტყა წიხლი, მისკენ ზურგშექცევით მდგარ დინა ჯიქიას, ხოლო შემდეგ, აიწია, ზაფხულის ამ დროისათვის შეუფერებელი პერანგის გრძელი სახელური, და მაჯაზე სპეციალურად დამაგრებული კუსტარულად დამზადებული ბუდიდან ამოღებული დანის მოქნევას შეეცადა.

მიხეილ [გელა] სალუაშვილის განცხადებით, მან და ამ მომენტის უშუალოდ შემსწრე ლევან ჩოხელმა შეძლეს ავთო იოსელიანისათვის დანის გამორთმევა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ავთო იოსელიანმა ბოდიში მოიხადა თავისსი უგვანი საქციელის გამო.

 

მეექვსე ეპიზოდი

გამოძიების წარმოების პროცესში, დაზარალებული პირები მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ავთანდილ იოსელიანმა, 2018 წ. იანვრის ბოლო გამართული შეხვედრის მონაწილეთა წინაშე უარყო - ჯონსონ იოსე;იანთან მისი ნაცნობობა,

ამავე დღეს ავთო იოსელიანმა წარმოადგინა აღებული ვალის დაბრუნების ახალი მექანიზმი, რომელიც ყაზახეთში მცხოვრებ, მის ნაცნობ ქართველ ბიზნესმენთან ერთად წარმოებულ ბიზნეს საქმიანობას ემყარებოდა.

დაზარალებული პირების განცხადებით, ავღო იოსელიანის მიერ დანაპირები მორიგ ტყუილზე იყო აგებული.

სხვადასხვა მიზეზის მოშველიების ფონზე მიმდინარე წლინახევრიანი უშედეგო მოლოდინის ბოლოს, კერძოდ - 2019 წ. ივლისის თვეში, ავთო იოსელიანმა, დაზარალებული პირების - დინა [დიანა] ჯიქიას, მევლუდ მამადაშვილისა და მიხეილ [გელა] სალუაშვილისს [ამ დროისათვის მეოთხე დაზარალებული ლევან ჩოხელი უკვე გარდაცვლილი იყო] წინაშე აღიარა, რომ - 2014 წლის ბოლოდან ჯონსონ იოსელიანთან დაკავშირებული მოვლენის მსგავსად, 2018 წ. იანვრიდან მოყოლებული დღემდე, მის მიერ შემოთავაზებული ვალის დაბრუნების ახალი მექანიზმიც, თავიდან ბოლომდე მის მიერ იყო მოგონებული, და რეალობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, ანუ კვლავ ტყუილ დაპირებაზე იყო დამყარებული....

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე პროცესები უმძიმესი განვითარების ფონზე წარიმართა. კერძოდ:

2015 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე - დინა ჯიქია, უბინაოდ არის დარჩენილი, და სხვადასხვა ნათესავისა და მეგობრების სახლში ათენებს ღამეს;

მევლუდ მამადაშვილმა [ისევე როგორც ბ-მა ლევან ჩოხელმა], ავთო იოსელიანისათვის გადასაცემად მოძიებული თანხა, მის მიერ საახლობლო წრიდან სესხად აღების გზით შეაგროვა.

ავთო იოსელიანის მხრიდან გამოძალული თანხის დაუბრუნებლობისა და წარმოშობილი ვალდებულების გასტუმრების მიზნით, მევლუდ მამადაშვილი იძულებული შეიქნა თავისი საკუთარი საცხოვრებელი ბინა გაეყიდა;

სხვადასხვა ვალდებულების დროულად გასტუმრების მიზნით, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა გაყიდა, მისი შვილის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი ბინა;

ავთო იოსელიანის მხრიდან თაღლითობის უამრავი შემთხვევიდან გამომდინარე მიღებული სხვადასხვა სიმძიმის ნერვიული დაძაბულობის ფონზე ბ-ნი ლევან ჩოხელი 2018 წ. 6 ივნისს გარდაიცვალა.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულ მასალაში ჩვენ შევეცადეთ, წარმოგვედგინა თაღლითობაში ბრალდებული ავთანდილ იოსელიანის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ბოლოს შესადგენი, ე.წ. „საბრალდებო დასკვნის“ ზოგადი მონახაზი, რომელიც, უკვე უშუალოდ გამომძიებლის მიერ დასაწერი დასკვნითი ნაწილით, ანუ - თაღლითობაში ბრალდებული ავთანდილ იოსელიანის მიმართ განსახორციელებელი იურიდიული ნაბიჯების ჩამონათვალით უნდა დამთავრდეს.

წინამდებარე პუბლიკაციაში გამოქვეყნებული ეს წერილი, მომდევნო კვირაში, გვინდა გადავცეთ ამ საქმის გამომძიებელს ბ-ნ ლუხუმ მაჩხოშვილს, რითაც გვსურს გავუადვილოთ მას მის ხელთ არსებული მასალის მართებულად გააზრება.

ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

დაუწერელი კანონების თეოსოფიური ახსნა

ჩვენ ვიცით, რომ სანამ დამწერლობა გაჩნდებოდა, მანამდე მცხოვრებ ადამიანებსს ჰქონდათ ცხოვრების დაუწერელი წეს-კანონი, რომელიც ზეპირსიტყვიერებით გადეცემოდა თაობებს... მოგვიანებით გაჩნდა დამწერლობა.

ჩვენთვის ცნობილია, რომ თავდაპირველად ადამიანები ტომებად ცხოვრობდნენ, შემდგომ - დაიხვეწა ადამიანთა თანაცხოვრების წესი და ჩამოყალიბდა ოჯახი.

ყველა ოჯახს თავისი ვალდებულება აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რასაც ტრადიციული ცხოვრების წესი განსაზღვრავს, და ყველა ერთხმად ემორჩილება.

ნებისმიერი ეროვნების ადამიანი, თავის ერში შემორჩენილ ტრადიციულ თავისებურებებს დიდ პატივს სცემს.

ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ერში დღემდეა შემორჩენილი ტრადიციული წინადაცვეთა, და ეს მათთვის, მისაღებია.

ჩვენ ვიცით, რომ დღეს ადამიანის და საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმატი და ჩარჩოები კონსტიტუციით განისაზღვრება.

დღემდე სწავლობენ მეცნიერები, ატარებენ კვლევებს საზოგადოებრივი ცხოვრების რომელი წეს-კანონი უფრო ჯანსაღია და რომელი უფრო ახლოს დგას ზეციურ სამართლიანობასთან.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებრივ თანაცხოვრებაში, ყველგან და ყველაფერში საჭიროა ჩარჩოებისა და წითელი ხაზების დაცვა...

დინა [დიანა] ჯიქია