Print

გაზეთი N 21 [1064]

„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდბელობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის“ პრაქტიკულად რეალიზების პროცესის ქრონიკები

 

გაზეთის წინა ნომერში აღვნიშნეთ, რომ - „... 2019 წ. ივნისის ბოლოდან დაწყებული ერთგვარი შესამზადებელი საქმიანობის ბოლოს, კერძოდ 24, 25 და 26 სექტემბერს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მომზადებული „ღია მიმართვის“ ტექსი ჩაბარდა:

საქართველოს მთავრობას [ბ-ნ გიორგი გახარიას], ჩაბ. N37532, 24/09/2019;

საქართველოს პარლამენტს [ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს], ჩაბ N 1-17919/19, 25/09/2019; და

ქ. თბილისის მერიას [ბ-ნ კახი კალაძეს], ჩაბ. N 10/01192693067-01, 26/09/2019.

ხსენებულ სამივე სახელმწიფო სტრუქტურას შევთავაზეთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სათანადოდ შერჩეულ ადგილას დაიდგას: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდბელობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი“ [იხ. გაზ. N20 [1063], გვ. 4].

მოგვიანებით შევიტყვე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, ა.წ. 30 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში იმართებოდა, ბოლო ერთი თვის მანძილზე მიმდინარე „საკონსტიტუციო ცვლილებათა“ ტექსტის განხილვის ბოლო შეკრება.

ამ შეკრების დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნ არჩილ თალაკვაძესთან გამართულ რამოდენიმე წუთიანი საუბრის ბოლოს შევთანხმდით, რომ იგი, თავის თანაშემწისათვის შესაბამისი დავალების მიცემის მეშვეობით, მოახერხებდა უახლოეს დროში, მემორიალის თემაზე ჩვენი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებას.

შეკრების მიმდინარეობისას, გავესაუბრე ბ-ნი არჩილის თანაშემწეს ბ-ნ თორნიკე ჭეიშვილს, და მოკლედ გადავეცი ჩემი და ბ-ნი არჩილის საუბრის შინაარსი.

იქვე, ბ-ნ თორნიკეს მივაწოდე, ჩვენს მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებული „ღია მიმართვის“ პარლამენტის კანცელარიაში ჩაბარების ნომერი.

ჩვენი სავარაუდო შეხვედრის გამართვა დაიგეგმა - მომდევნო, არასასესიო კვირისთვის [7-11 ოქტომბერი]. ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები.

 

დასასრულს გაცნობებთ, რომ - ა/წ 2 ოქტომბერს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით მივიღეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი შემდეგი შინაარსის შეტყობინება:

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

30. 09. 2019 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას

ასლი:

ზვიად გამსახურდიას სახელობის

თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის პრეზიდენტს

ბ-ნ მიხეილ [გელა] სალუაშვილს

მის. ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მე-2 კორპ. ბ. 95

 

გიგზავნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე შემოსული ზვიად გამსახურდიას სახელობის თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის პრეზიდენტის, მიხეილ [გელა] სალუაშვილის N37532 წერილს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, თქვენი კომპეტენხიის ფარგლებში, განიხილოთ წარმოდგენილი კორესპონდენცია და განხილვის შედეგები აცნობოთ დაინტერესებულ მხარეს.

 

საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი

ლევან ერიქაშვილი

 

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები, ანუ

თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდგომად განვითარებული პროცესების თაობაზე

 

ქალბატონ დინა ჯიქიას მიერ 2019 წ. 19 აგვისტოს, თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურაში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, 2019 წ. 9 სექტემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: სსკ-ის 180-ე მუხლსი [თაღლითობა} მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს: 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გამომძიებელ გიორგი აბუაშვილმა ქ-ნ დინა ჯიქიას ჩვენება ჩამოართვა [დაკითხა] - 2019 წ. 10 სექტემბერს.

 

ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში ვწერდით - „...ბ-მა გიორგიმ იქვე მაცნობა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმებოდა, ამ საქმეში დაზარალებული პირის სტატუსის გამო - ჩემი და ბ-ნი მევლუდ მამადაშვილის მოწმის სახით დაკითხვა.

ორი დღის შემდეგ [13 სექტემბერს], ბ-მა გიორგიმ ტელეფონით მაცნობა, რომ - ვინაიდან ქ-ნი დინას მიერ, ავთო იოსელიანისათვის თანხის გადაცემა წყნეთის ტერიტორიაზე მოხდა, სარჩელი, ტერიტორიული დაქვემდებარების მიხედვით, შემდგომი გამოძიებისათვის, გადაეცემოდა - ძველი თბილისის რაიონულ პოლიციას; და რომ, ჩვენი გამოკითხვის დროის დაზუსტება სწორედ ძველი თბილისის პოლიციის იმ დეტექტივის მიერ მოხდებოდა, ვისაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაევალებოდა...“ [იხ. გაზ. N18 [1061], გვ. 3].

ამის შემდგომად განვითარებული პროცესების მშრალი სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:

ვაკე-საბურთალოს რაიონიდან, ქ. თბილისის „ძველი თბილისის“ პროკურატურას, აღნიშნული საქმე გადაეცა ა/წ 17 სექტემბერს [N13/03-65892];

19 სექტემბერს საქმე დაეწერა პროკურორ ქ-ნ ნათია თათიაშვილს. მისმა თანასემწემ ქ-ნმა თამარ წიკლაურმა მაცნობა საქმის მიღების ახალი ნომერი - N007100919006;

24 სექტემბერს გვაცნობეს, რომ საქმე გადაეცა წყნეთის პოლიციას, გამომძიებელ ბ-ნ ლუხუმ მაჩხოშვილს;

მიზეზთა გამო, გამომძიებელმა ბ-მა ლუხუმ მაჩხოშვილმა, ჩემი, როგორც სარჩელში მოხსენიებული დაზარალებული მოწმის სტატუსით დაკითხვა მხოლოდ 2 ოქტომბერს მოახდინა.

თითქმის სამსაათიანი გასაუბრებისა და შესაბამისი დაკითხვის ოქმის შედგენის ბოლოს შევთანხმდით, რომ ანალოგიური მიზნით ბ-ნ მევლუდ მამადაშვილის დაკითხვა მეორე დღეს შედგებოდა.

მიზეზთა გამო, ბ-ნ მევლუდ მამადაშვილს საერთოდ არ სურდა, ავთო იოსელიანის თაღლითობის გამო პოლიციასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად ამისა, ჩვენი ორმხრივი გასაუბრების შემდგომად ბ-ნი მევლუდი დავითანხმე, და ა/წ 3 ოქტომბერს წყნეთის პოლიციის განყოფილებას ვესტუმრეთ.

ბ-ნი მევლუდის მოწმისა და დაზარალებულის სტატუსით დაკითხვა ორი საათი გაგრძელდა.

გამომძიებელმა, ბ-ნმა ლუხუმ მაჩხოშვილმა, კანონით გაწერილი პროცედურის გაცნობის შემდეგ გვითხრა, რომ - ავთო იოსელიანის დაკითხვის შემდგომად, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში უკვე ყველაფერი გარკვეული უნდა იყოსო.

 

სახარებისეული ჩანართი

სახარებაში დაფიქსირებულ მაცხოვრისეულ მინიშნებაზე საუბრის დაწყებამდე, აი რა გვინდა მოგახსენოთ.

ლასკარის წევრთან - ბ-ნ მევლუდ მამადაშვილთან ჩემი მრავალწლიანი ურთიერთობის მანძილზე გამართული საუბრებიდან ვიცოდი, რომ ბ-ნ მევლუდს პოლიციასთან ურთიერთობის თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა. კერძოდ, იგი, განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე, ყოველთვის ცდილობდა თავისი საქმიანობის ისე წარმართვას რომ მინიმუმამდე დაეყვანა პოლიციასთან რაიმე ფორმით ურთიერთობის ალბათობა.

და აი, თავისი ცხოვრების 55-ე წლისთავზე, ბ-ი მევლუდი, ჩვენი ორმხრივ პატივისცემაზე აგებული ურთიერთობიდან გამომდინარე, დამეთანხმა - თაღლითი ავთო იოსელიანის ე.წ. საქმის გამო ჩვენების მისაცემად პოლიციაში წამომყოლოდა.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ - მათ, ვისაც ყური სასმენლად აქვს მომართული, გვინდა შევახსენოთ - იოანეს სახარებაში დაფიქსირებული უფალ იესუ ქრისტეს მიერ პეტრესადმი მიმართული მინიშნება:

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუნმები შენ [აქ - პეტრეს]: სანამ იყავ ახალგაზრდა [აქ - ხსენებული 55-წლიანი ცხოვრების მანძილზე], სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, და სხვა შემოგარტყავს სარტყელს და წაგიყვანს, სადაც არ გინდა [აქ - პოლიციაში]“ [იოანე 21,18].

დასკვნის გაკეთება მკითხველისათვის მიგვინდვია.

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

ინტერნეტ სივრცეში დაფიქსირებულ აქტივობათა ქრონიკა

ჩვენი გაზეთის მკითხველებს გვინდა გავაცნოთ ქვეყანაში განვითარებულ ცალკეულ მოვლენაზე, ჩვენს მიერ ინტერნეთ სივრცეში გაკეთებული რამოდენიმე გამოხმაურების შინაარსი.

 

2019 წ. 18 სექტემბერი:

ასე გესმით თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობა?

ა.წ. 18 სექტემბერს, ქუთაისში დაგეგმიხილი ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებასთან დაკავშირებული საეთერო სიუჟეტიდან შევიტყვეთ, რომ საბოლოოდ - 60 ათას სტუდენტზე ორიენტირებულ ახალ უმაღლეს სასწავლებელში, სწავლება მხოლოდ - არაქართულ ენაზე იქნება შესაძლებელი...

ყველას, ვინც არ იცის, ან მახსოვრობასთან პრობლემები აქვს, გვინდა შევახსენოთ, რომ:

საბჭოთა იმპერიაში იძულებითი ყოფნის 70 წლის მანძილზე, ოკუპირებული და ანექსირებული საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებდა რუსულენოვანი ფაკულტეტები. მაგრამ, ერთა გარუსების პოლიტიკაზე ორიენტირებულმა რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამაც კი ვერ გაბედა, რომ რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი მთლიანად ყოფილიყო რუსულენოვანი.

აბა დღეს რა გვემართება?

 

2019 წ. 18 სექტემბერი:

ღია მიმართვა ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს

ქალბატონო სალომე!

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალებისა და ამ საკითხის ირგვლივ ა/წ 18 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი, ბადებს ეჭვს, რომ იგი ძალიან ზედაპირულად უნდა იცნობდეს „საქართველოს კონსტიტუციას“. კერძოდ:

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით [მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები], მხოლოდ პრეზიდენტი - „ვ) შეიწყალებს მსჯავრდებულებს“;

ამ უფლების განხორციელების დროს პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას, ე.წ. მრჩეველთა [ან სხვა სახელდების, მაგრამ ამავე ფუნქციის მქონე] ჯგუფი; მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა.

შესაბამისად, პრეზიდენტის ყოველგვარი განცხადება, ამ საკითხთან მიმართებით ცვლილებათა განხორციელებამდე, ე.წ. მორატორიუმის მიღების თაობაზე, სალომე ზურაბიშვილის, რბილად რომ ვთქვათ - არაკომპეტენტურობის გადაფარვის მცდელობაა მხოლოდ, ვინაიდან იგი მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაშია შესაძლებელი.

კონსტიტუციაში კი, შესაძლო ცვლილების მექანიზმთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერია დაფიქსირებული:

„3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი“ [მუხლი 77,3-4].

წაკითხულის სათანადო გააზრების კომპეტენციის მქონე ნებისმიერი პირისათვის, ნათელი უნდა იყოს - ხსენებული პოზიციის პრაქტიკული განხორციელების შეუძლებლობა.

ქალბატონო სალომე - მოგიწოდებთ:

ან თავად გამონახეთ დრო, და სათანადოდ შეისწავლეთ - საქართველოს კონსტიტუცია; ან

ან, საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში აიყვანეთ შესაბამისი უნარის მქონე - კონსტიტუციონალისტი იურისტი.

 

2019 წ. 19 სექტემბრის ღია მიმართვა

ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს

ქალბატონო სალომე - მოგიწოდებთ:

სათანადოდ გაიაზროთ - თქვენს მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საკითხის მთელი სიმძიმე და მიიღეთ, ამ ეტაპისათვის შესაფერისი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება:

გააუქმეთ - მკვლელობის მუხლით გასამართლებულთა და ძებნილი პირი მიმართ თქვენს მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება...

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

2019 წ. 19 სექტემბერი:

პოლიტიკურად უმწიფარი, ანდა პოლიტიკურად თაღლითი პარტიების გასაგონად, ანუ ე.წ. კოალიციური მთავრობის საკითხისათვის

2020 წლისათვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო პროგნოზი, დაახლოებით [ჯამში 2%-იანი ცდომილების გათვალისწინებით] ასეთ სურათს გამოკვეთავს:

პარლამენტში დაახლოებით 8-9 პარტია მოხვდება, რომელთა შორის, არსებული 150 სადეპუტატო მანდატი, დიდის ალბათობით ასე გადანაწილდება [დანარჩენი იხ. გაზ. N19 [1062], გვ. 6].

 

2019 წ. 29 სექტემბერი:

როდემდის?! - როდემდის?! როდემდის?! - აღარ მოგბეზრდათ ამდენი ტყუილი?!..

დროა - "...საქართველოს მოსახლეობამ, სათანადოდ გაიაზროს, რომ:

როგორც საერთაშორისო, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებში მოქმედი სხვადასხვა პირისა თუ ჯგუფის მიერ, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პირობებისა თუ დროითი მიჯნების გამოკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დაპირება:

ან შეგნებული სიცრუის ნაწილია,

ანდა ამ პოზის პერსპექტივის მოიმედეთა სრულ პოლიტიკურ უგუნურებაზე მეტყველებს..." [დანარჩენი იხ. გაზ. N19 [1062], გვ. 1-5].

 

 

კახეთი არის საუფლო კელია

კახეთი არის „საუფლო კელია“,

და ყველა მართალს მუდამ ელიან

უფლის საყდარ-სალოცავები,

ზარ-ზეიმით ეგებებიან...

მე ვიხილე თელავს

ზეციური ომი,

მე ვიხილე ბრძოლის ველი

როგორ „ელავს“ თეთრი რაში ზეცას,

მე ვიხილე ზეცის მხედრობა.

მე ვიხილე „თეთრი არწივი“,

როგორ მიჰქრის ის ფრთოსანი.

მე ვიხილე თელავს,

„ხმალი როგორ ელავს“.

ცის საუფლოდან წამომდგარა

„ერეკლე-ბატონი“,

საწმიდარიდან გადმოგვყურებს,

როგორც პატრონი.

ბოდბეს - „წმინდა ალაგებს“,

დედა ნინო ალაგებს...

გზებს მოიკვლევს,

ლერწამივით მოირხევა,

ზეცის ნათელს მოაფრქვევს.

მიეგებეთ! მიეგებეთ!

გზადაღლილმა, დახუნძლული,

ტკივილებით იარა;

და მალამოდ მოეფინა

ყველა წყლულს და იარას.

აღმოსავლეთში სულ სხვა ფარია,

„ზეცის ჯარია“,

თელავს - მეფე ერეკლეს ხმალია,

ბოდბეს - „წმინდა ცრემლების“ წყალია,

ყვარელს შუქი დაჰნათის

წმინდა მართალ ილიას...

ის ნაპერწკალი, ალია,

ზეცის ნათელის კვალია...

კვალდაკვალ მიდიან მართალნი...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

ხშირად მეკითხებიან: - „ვინ არის ჩემი მოძღვარი?“

-ვინც დღეს აღსარებას

ჩემგან იღებს მოძღვარი,

დიდად ვმადლობ და შევბედავ -

ჩემი მოძღვარ -ღმერთ - არის!

სულიწმინდით ქალწულისგან~ღმრთისგან შობილ ვინც არი,

მხცნელ-ღმერთ-კაცად ვინც გვივლინა -

ჩემი მოძღვარ - ის არი!

ვინც სიბრძნის ზღვა უშრეტ არს

ქადაგებდა მგზნებარი!~სიყვარული ვინც მასწავლა -

არის ჩემი მოძღვარი!

ოცდაათ ვერცხლად ვინც ვყიდეთ,

ვისზედაც ვთქვით უარი...

ვინც ვტანჯეთ და გავშოლტეთ -

არის ჩემი მოძღვარი!

უმოწყალოდ ვინაც ცვემეთ,

მაგრამ იყო მდუმარი...

ეკლის გვირგვინ ვისაც ვკადრეთ -

არის ჩემი მოძღვარი!

მის დაცინვას, თუ მის ნერწყვას

აღარ ჰქონდა საზღვარი...

გოლგოთას ჯვარ - ვინც აზიდა

არის ჩემი მოძღვარი!

ცილი ვწამეთ და დავამცრეთ

რწმენა გაუხუნარი,

უსამართლოდ ჯვარს ვინც ვაცვით -

არის ჩემი მოძღვარი!

-         ვინც წყლის ნაცვლად ძმარ-ვაწოდეთ

დაგვავიწყდა მტავარი...

-         ჯვარზე გაკრულს შუბ-ვაძგერეთ,

მოხდა გაუგონარი,

სისხლ-წყალი რომ გარდმოდინს

ის არს ჩემი მოძღვარი!

ის კვლავ მოვა! - პასუხს ვაგებთ,

აღიგვება მზაკვარი...

ვინც მესამესა დღესა -

აღსდგა საფლავში მკვდარი!

ვინც ამაღლდა, სული გვფინა -

არის ჩემი მოძღვარი!

წმიდა ზეცას, ბილწ საწუთროს

ვინც გაუვლო საზღვარი,

ვისგან სამართალი ვიგრძენ -

ჩემი მოძღვარი - ის არი!

ვინც მის სისხლ-ხორცს მაზიარა,

შემიწყალა ცხოვარი,

თავის შვილად ვინც მიმიღო -

არის ჩემი მოძღვარი!

ზეცის ქნარის ღირს ვინც მხადა,

მამეტყველა მ.დუმარი...

მაწერ-მამღერ-მაგალობა -

ჩემი მოძღვარ ის არის!

ვინც სული მისპეტაკა,

გზა-ჭეშმარიტ ვინც არი,

ვინაც მფინა მე ნათელი - ჩემი მოძღვარი ის არი!

ვისი დედის გულმა შვიდგზის

განიცადა ისარი,

ღმერთის ნების მორჩილ ვინც არს -

არის ჩემი მოძღვარი!

შემუსვრილი სულით, გულით

ვისაც ველი - ღმერთ არი!

მე ჩემს მოძღვარს ველოდები

ქრისტეს მოსვლის ჟამ-არის!!!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

...

ჩემო ლასკარო, შენი სიწმინდე

არ გაეგება ვისაც,

არ მიმაჩნია სიყვარულის და

პატივისემის ღირსად!

ცხოვრება როცა ჩაივლის

ყველა იმ ქვეყნად წავალთ,

ვერვინ ვერაფერს წავიღებთ

თან, ცოდვა-მადლის გარდა.

როგორც აქ, იქაც გვფარავდეს

ღმერთის მოწყალე კალთა.

 

ყველაფერი სიყვარულით დაიწყება

და ღვთის ნებით, გაბრწყინებით დასრულდება,

ქართველებო შეიყვარეთ ერთმანეთი,

გეფიცებით, მერე გვიან იქნება!

 

ზეციდან ხმა მომდინარე მამშვიდებდა,

ნუ შფოთავხართ, ფეხზე მაგრად დადექით.

შენ გგონია, თითქოს ვინმემ მიგატოვა

როგორც ადრე, მე შენს გვერდით დავდექი.

რწმენისათვის მიყვარხარ და მეყვარები,

ებრძვი ბოროტს, ხარ სატანის მგმობელი,

თანახმა ვარ, რომ სტატუსად მოგენიჭოს

შენ, ლასკარის გზათა მახარობელი!

 

ეკატერინე

ხრიკული