Print

გაზეთი N 18 [1061]

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები, ანუ

თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანიდან, ვიდრე - სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დროში მომხდარი

2019 წ. 4 და 11 ივლისს ბ-ნი ავთო იოსელიანის მიერ - ჩემი, ქ-ნ დინა ჯიქიასა და ბ-ნ მევლუდ მამადაშვილის წინაშე გაკეთებული ე.წ. „აღიარებითი ჩვენების“ მიცემის დღეს [როდესაც გვამცნო თუ, წინა სამი წლის მსგავსად, როგორ გვატყუებდა მთელი ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე, და სიცრუეზე აგებული ისტორიების შეთხზვის ფონზე გვპირდებოდა ჩვენგან თაღლითობით გამორთმეული თანხის დაბრუნების სხვადასხვა ვადებს], იგი, ქ-ნ დინა ჯიქიას თანმხლებ ნათესავებს ბ-ნ გოჩასა და ბ-ნ გელას შეპირდა, რომ ქ-ნ დინა ჯიქიასათვის გამორთმეული თანხის დაბრუნების კონკრეტულ მექანიზმს - 17 ივლისისათვის გააცნობდა მათ.

19 ივლისს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო იოსელიანმა მამცნო, რომ ბ-ნ გოჩასთან შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს, ზემოთ ხსენებული შეპირებული მექანიზმის ფარგლებში, თანხის დაბრუნებას - აგვისტოს თვისათვის შევპირდიო.

ჩემი გაოცებული სახის დანახვის შემდეგ, დასძინა - აქვე უნდა ვთქვა, რომ რამდენად მოხერხდება ჩემი დანაპირების ასრულება, მე თვითონაც არ ვარ დარწმუნებულიო.

ჩვენი გაზეთის N12 [1055] [27 ივლისი, 2019 წ.] უკვე ვწერდით, რომ -ამ შეხვედრის, ანუ - 19 ივლისის შემდეგ, ბ-ი ავთო იოსელიანი, თითქმის ერთი კვირის მანძილზე ჩემს სატელეფონო ზარს არ პასუხობდა.

იქვე ვწერდით, რომ ბ-ნი ავთო იოსელიანის თაღლითობის ისტორიის გაცნობის მიზნით, ჩვენს საერთო ნაცნობთან ბ-ნ მიხეილ ანდღულაძესთან გამართული შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ბ-მა ავთო იოსელიანმა თავად დამირეკა და „მომობოდიშა“ - მისი მორიგი დამალვით გამოწვეული უხერხულობის გამო [იხ. იქვე, გვ. 8].

ამავე დღეებში ქ-ნ დინა ჯიქიასაგან შევიტყვე, რომ ბ-ნ ავთო იოსელიანს მისი ნათესავებისათვის თანხის მიცემის სავარაუდო დროდ ა.წ. 14-17 აგვისტო დაუსახელებია.

ამ თარიღის მოახლოების დროისათვის, ბ-ნ ავთო იოსელიანს შევთავაზე - ა.წ. 13 აგვისტოს, მიხეილ ანდღულაძის ოფისში გაგვემართა შეხვედრა.

შეხვედრისას, როგორც მოსალოდნელი იყო, გაირკვა, რომ ბ-ნ ავთოს, ქ-ნ დინასთვის მისაცემი თანხა არ გააჩნდა. საუბრის მიმდინარეობისას „შევთანხმდით“, რომ, თანხის მოძიების მიზნით, ბ-ნი ავთო დაუკავშირდებოდა, ამჟამად, ოჯახთან ერთად დასასვენებლად გრიგოლეთში მყოფ თავის დას, და დასძინა, რომ - „ჩემი დის საბოლოო პოზიციის დაზუსტებას 17-18 აგვისტოსთვის მოვახერხებო“.

ბ-მა ავთომ, ჩემი წინა შეთავაზების საპასუხოდ [იხ. გაზ. N12 [1055] 27 ივლისი, გვ.7], ბ-ნ მიხეილის თანდასწრებით განმიცხადა, რომ - ჩვენთვის მოყენებული ამდენი ტკივილისაგან დამძიმებული საკუთარი სულის გადასარჩენად - ეკლესიაში, მორჩილად, ან ბერად აღკვეცის გზაზე, იგი - უარს ამბობდა - „ეკლესიაში შეიძლება მხოლოდ 2-3 თვე გავძლო, და იქიდან წამოსვლით, ვაითუ კიდევ უფრო მეტ ცოდვაში ჩავვარდეო“.

რაც შეეხებოდა ე.წ. „მეორე გზას“ - მისი თაღლითობის აღმწერი ჩვენი კრებულით ხელში პოლიციაში მისვლას, თაღლითობის ფაქტის აღიარებას და შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მისი მზაობის დაფიქსირებას, ამის თაობაზე, ასევე 17-18 აგვისტოსთვის „ჩამოვყალიბდებიო“.

ბ-ნ ავთო იოსელიანს იქვე ვთხოვე ეპასუხა ჩემს კითხვაზე

- „თქვენ იცით, რომ ქ-ნი დინა ჯიქია თქვენს წინააღმდეგ, თაღლითობის ფაქტზე, აპირებს სპეციალური სარჩელით მიმართოს პროკურატურას... და თუკი მიზეზთა გამო ეს მართლა ასე მოხდა - თქვენ რას იზამთ: ადვოკატს დაიქირავებთ და სამართალდამცავთა წინაშე დაიწყებთ თავის მართლებას, თუ გულახდილად აღიარებთ ჩვენთვის მოყენებულ ფინანსურ და მორალურ ფაქტს-მეთქი?’.

პასუხად განმიცხადა - „ბ-ნო გელა, რას ამბობთ, რა მაქვს თავის სამართლებელი, განა ყველამ არ ვიცით საქმის მიმდინარეობის მთელი სიმძიმეო?’.

დამშვიდობებისას შევთანხმდით, რომ 18 აგვისტოს [კვირა დღე] საღამოს ან 19 აგვისტოს დილას სატელეფონო საუბრისას გაგვეანალიზებინა იმ დროისათვის არსებული მდგომარეობა [მისი დის პასუხი; ქ-ნ დინას ნათესავებთან გამართული შეხვედრის შედეგი და სხვა].

იმავე კვირაში ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ქ-მა დინა ჯიქიამ განმიცხადა - „ბ-ნო გელა მე არ მჯერა ავთოს დანაპირების, ამიტომ ვაპირებ მომზადებული სარჩელი ვაჩვენო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მომუშავე ჩემს თანასოფლელს, და თუ ავთომ შეპირებული თანხა ამჯერადაც არ მოიტანა - 19 აგვისტოს სარჩელს შევიტან პროკურატურაშიო“. რა უნდა მეთქვა - დავეთანხმე.

წინასწარი შეთანხმებით, მე და ქ-ნი დინა 2019 წ. 19 აგვისტოს ერთად მივედით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

ქ-ნმა დინამ მითხრა, რომ თურმე - 18 აგვისტოს მთელი დღის მანძილზე ავთო არ პასუხობდა მისი ნათესავის გოჩას სატელეფონო ზარებს. იქვე დავურეკე ბ-ნ ავთო იოსელიანს. მან - პირველ ორ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ხოლო შემდგომად [დღემდე] საერთოდ გათიშა ტელეფონი.

რამოდენიმე წუთში გადავურეკე ბ-ნ მიხეილ ანდღულაძეს, და ვაცნობე, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ქ-ნ დინა ჯიქიას სარჩელი შეჰქონდა პროკურატურაში. ბ-მა მიხეილმა არ იცოდა ავთოს ადგილსამყოფელი, და წუხილი გამოთქვა საქმის ამდაგვარად განვითარების გამო.

თაღლითობის თაობაზე ავთო იოსელიანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ჩვენ გამოვაქვეყნეთ გაზეთის N16 [1059], 24 აგვისტოს ნომერში [გვ. 2-8].

მშრალი სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:

სარჩელის ჩაბარების ნომერი - N01/13-82190, 19/08-2019 წ.;

21 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში გვაცნობეს, რომ სარჩელი - თბილისის პროკურატურისათვის გადაუციათ;

26 აგვისტოს, თბილისის პროკურატურამ გვაცნობა, რომ 23 აგვისტოს სარჩელი ვაკე-საბურთალოს პროკურატურას დაეწერაო [პროკურორი ქ-ნი ქეთევან გარაშვილი];

30 აგვისტოს - მე და ქ-ნი დინა ჯიქია, თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციაში შევხვდით ამ სარჩელის დეტექტივს [გამომძიებელს] ბ-ნ გიორგი აბუაშვილს.

ოფიციალური გასაუბრების ტექსტის შედგენის შემდეგ ბ-მა გიორგიმ გვითხრა, რომ მომდევნო კვირაში მოხდებოდა ამ საქმის ყველა დეტალის გარკვევა.

მართლაც - 2019 წლის 9 სექტემბრის საღამოს [5-6 საათზე] ბ-მ გიორგიმ ტელეფონით მაუწყა - „ქ-ნი დინა ჯიქიას სარჩელის მიხედვით მოხდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, და გვთხოვა მეორე დღეს პოლიციაში მივსულიყავით.

10 სექტემბერს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის დეტექტივმა ბ-მა გიორგი აბუაშვილმა ოფიციალური ჩვენება ჩამოართვა სარჩელის ავტორს ქ-ნ დინა ჯიქიას.

როგორც გაირკვა ბ-ნი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: სსკ-ის 180-ე მუხლი [თაღლითობა} მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს: 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ბ-მა გიორგიმ იქვე მაცნობა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმებოდა, ამ საქმეში დაზარალებული პირის სტატუსის გამო - ჩემი და ბ-ნი მევლუდ მამადაშვილის მოწმის სახით დაკითხვა.

ორი დღის შემდეგ [13 სექტემბერს], ბ-მა გიორგიმ ტელეფონით მაცნობა, რომ - ვინაიდან ქ-ნი დინას მიერ, ავთო იოსელიანისათვის თანხის გადაცემა წყნეთის ტერიტორიაზე მოხდა, სარჩელი, ტერიტორიული დაქვემდებარების მიხედვით, შემდგომი გამოძიებისათვის, გადაეცემოდა - ძველი თბილისის რაიონულ პოლიციას; და რომ, ჩვენი გამოკითხვის დროის დაზუსტება სწორედ ძველი თბილისის პოლიციის იმ დეტექტივის მიერ მოხდებოდა, ვისაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაევალებოდა...

 

რამოდენიმე ბიბლიური პარალელის საკითხისათვის

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველი უკვე იცნობს - ბოლო ჟამში ბ-ნი ავთო იოსელიანის მიერ ჩვენთან მიმართებაში ბოლო ოთხნახევარი წლის მანძილზე გამოვლენილი თაღლითობის მისტერიულად ამსახველ იმ მინიშნებას, რომელიც სახარებაში დაცულ „ლეღვის ხესთან“ დაკავშირებულ იგავშია მოცემული [იხ. ლუკა 13,4-9].

ხსენებული იგავის მიხედვით - უნაყოფო ლეღვის ხის მოჭრა, კოდირებულ მე-5 წელს ხდება; რაც მიმდინარე ბოლო ჟამის 2019 წელს გამოკვეთავს.

ზემოთქმულზე დაყრდნობით, გვინდა განვაცხდოთ, რომ - თაღლითი [აქ - უნაყოფო] ავთო იოსელიანის წინააღმდეგ, ჩვენი ლასკარის წევრის ქ-ნი დინა ჯიქიას მიერ საქართველოს პროკურატურაში სარჩელის შეტანის დღე - 2019 წ. 19 აგვისტო, მისტერიულად უნდა წარმოადგენდეს, სახარებისეულ იგავში დაფიქსირებულ უნაყოფო ლეღვის ხის მოჭრის პირობით თარიღს.

საუბრის გაგრძელებამდე, გვინდა გაგაცნოთ, ამ პროცესთან მიმართებით, ჩვენს მიერ - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი მასალა:

 

უნამუსო კაცს პირში აფურთხებდნენ და - „რა კარგი წვიმა მოდისო“

ლასკარი მწუხარებით იუწყება, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მცდელობისა ვერ შევძელით გაგვეჯანსაღებინა ავთო იოსელიანის ცოდვილი სული. იგი კვლავაც დარჩა ეშმაკის მიერ მოზელილი სიბინძურის ტალახში თავისი ნებით ჩაწოლით მიღებული „სიამოვნების“ გარემოცვაში:

რომელიც არად დაგიდევთ ღმერთისა და ხატის ძალასა და მადლს;

რომელსაც შეუძლია იცრუოს, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, რამეთუ ეს უკანასკნელი [აქ - სინდისი], მას არ გააჩნია;

რომელიც დაცლილია ყოველგვარი ჯანსაღი პასუხისმგებლობის გრძნობისაგან;

მოციქული გვასწავლის- „თუ ვინმე ხედავს, თავის ძმას, რომელიც სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ითხოვოს და მისცემს მას სიცოცხლეს, ესე იგი მას, ვინც სცოდავს, მაგრამ არა მომაკვდინებელი ცოდვით. არის მომაკვდინებელი ცოდვა; მისთვის როდი ვამბობ ითხოვოს-მეთქი“ [1 იოანე 5,16].

ვაქვეყნებთ რა - ეშმაკისაგან ნამუსგარეცხილი ავთო იოსელიანის სიცრუის ქრონიკებს, ვუსურვებთ მას იქნებ მოახლოებული განკითხვის კარიბჭესთან მდგომმა მაინც შეძლოს მონანიების მადლთან ზიარება...

 

როგორც უკვე ვწერდით - თაღლით ავთო იოსელიანთან მიმართებით განვითარებული პროცესები, ერთგვარ კავშირშია - 2019 წ. ივლისსი თვეში, ტ/კ „რუსთავი -2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან [იხ. გაზ. N12 [1055], 27 იცლისი, გვ, 2-8].

ამის შემდგომად ხსენებული პროცესების ერთგვარი თანხვედრით განვითარებული „ისტორიული ქრონიკა“ ასეთია:

19 აგვისტოს - ქ-მა დინამ, თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა საქართველოს პროკურატურაში;

19 აგვისტოს, ტ/კ „რუსთავი - 2“- ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტ/კ-იის ჟურნალისტთა ერთ ნაწილს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებული ფარული გარიგების შედეგი, 20 აგვისტოს გამჟღავნდა - ამ დღეს ტ/კ-იის გადაცემა „კურიერი 9 სთ-ზე“-ს ღია ეთერში „რუსთავი - 2“ -ის ჟურნალისტებმა ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს განაცხადი ტ/კ-იის დატოვების თაობაზე;

ამ დღიდან მოყოლებული - ხსენებულმა გუნდმა დაიწყო მზადება ახალი ტ/კ-იის დაარსების თაობაზე.

და აი, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გირაოს გადახდის ბოლო ვადის ამოწურვის [10 სექტემბერი] წინა დღეებში, ნიკა გვარამიამ განაცხადა ახალი ტ/კ-იის დარეგისტრირების თაობაზე. სახელწოდებით - „მთავარი არხი“, მოკლედ - „მთავარი“.

9 სექტემბერს, გირაოს გადაუხდელობის გამო შესაძლო დაპატიმრების თავიდან აცილების მიზნით - ნიკა გვარამიამ გადაიხადა დაწესებული გირაო [40 000 ლარი].

9 სექტემბერს, თბილისის ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება- თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე;

ამავე - 9 სექტემბერს, საღამოს 9 სთ-ზე, ახლად დაარსებული ტ/კ-იის ეთერში გავიდა პირველი საინფორმაციო გამოშვება, სახელწოდებით - „მთავარი“.

ჩვენი წინამდებარე საუბრის დასასრულს გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ ღმერთი ინებებს, შესაბამისი ნიშნების მიმდინარეობისდა მიხედვით, მკითხველს გავაცნობთ ბოლო ჟამის ამ ეტაპზე განვითარებულ მისტერიულ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

თაღლითი ავთო იოსელიანის წინააღმდეგ

სისიხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხისათვის

 

საქმე აღიძრა 2019 წ. 9 სექტემბერს

სსკ- 180- მუხლის მესამე ნაწილით

 

აი, რას ვკითხულობთ დღეს მოქმედ საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ [კარი მერვე - ეკონომიკური დანაშაული; თავი XXV: დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ].

სსკ-ის 180-ე მუხლი - თაღლითობა,

მე-3 ნაწილი:

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

სსკ- 180- მუხლის მესამე ნაწილით თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით (იგულისხმება ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა ან სხვა სამუშაო, როფორც საჯარო-საზოგადოებრივ, ისე კერძო სამსახურის სფეროში), დიდი ოდენობით ან არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე,

 

აქვე გთავაზობთ - მცირე ამონაწერს, აღნიშნულ მუხლთან მიმართებაში მოქმედი კანონის განმარტებიდან.

 

განმარტება

სსკ მუხლი 180 - თაღლითობა

თაღლითობა არის ეკონომიკური დანაშაული, მიმართული საკუთრების უფლების წინააღმდეგ და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით.

თაღლითობა მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. აღნიშნული მუხლის დისპოზიციის მიხედვით, თაღლითობა წარმოადგენს სხვისი ნივთის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მიღებას, ჩადენილს მოტყუებით.

სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი.

დანაშაული ჩადენილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც უკვე მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრის ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება და არ აქვს მნიშვნელობა შეძლო თუ არა დამნაშავემ თავისი საბოლოო მიზნის მიღწევა ანუ ნივთისა და ქონების მისაკუთრება.

თაღლითობა არის განზრახი დანაშაული და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს ან მის კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას.

თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, რაც იმაში გამოიხატება, რომ დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ან პირიქით ნამდვილი ინფორმაციის დამალვით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე.

მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის, ხერხი. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა.

 

თაღლითობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუებით.

აქტიური მოტყუებაა, როდესაც ხდება პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე წინასწარი შეცნობით.

პასიური მოტყუება კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის დაზარალებულისთვის შეტყობინება სავალდებულო იყო.

მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით.

მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად.

 

თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

 

 

...

მომესმის ხმა სანუკვარი,

სულისმიერი საწმიდარიდან:

მაცხოვარს თურმე სისხლი სდის

ნაჭრილობევი გულიდან!..

დინა [დიანა] ჯიქია

 

„ღმერთი არის სული და

მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ

სულითა და ჭეშმარიტებით“

[იოანე 4,24]

 

ვიცი, რომ ვერსად გავექცევი ჩემს ცოდვებს, ღმერთო,

ვერც დაგიმალავ, ყველგანმყოფო, შენ თავად მხედავ!

შენ, ჩემში მყოფობ, არ მტოვებ სულო,

სხვაგვარ ცხოვრებას მე ვით გავბედავ?..

შენი წყალობით ვმზერ დილის ცისკარს,

შენი კურთხევით ხმიანობს ზარი!

სულის სამრეკლო ფხიზლად მამყოფებს -

ავდარია თუ ლაღი მზის დარი!

და როცა მთვარე, ვერცხლისფერი, ფარდას გადასწევს,

და დამანახებს მოკაშკაშე ვარსკვლავთა კრებულს,

ჩემს სალოცავში მობრიალე კელაპტრის ალი,

ლოცვა-ვედრებას, ჩემს სინანულს მიართმევს ჯვარცმულს...

შენი იმედით ძილს მივენდობი,

და ბოლო ჟამის მოლოდინში კვლავ ველი აისს,

ვიდრე მამყოფებ ამ საწუთროში,

დაველოდები ბოლო ჟამის ცხოვრების დაისს...

ყველაფრისათვის შენ გმადლობ ღმერთო!

შენი წყალობით სად არ მივლია?!

თუმც მრჩება ბევრი, რაც მსურს მოვასწრო,

მაგარმ... ეჰ, დრონი - რა სწრაფად ვლიან?..

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

...

მოგვიახლოვდა ის ჟამი,

რასაც ქვეყანა ელოდა,

მეშვიდე საყვირს ჩაჰბერენ

ღვთისმშობლის საქართველოდან.

ბევრი მოგძებნის ლასკარო,

და ბევრიც მოგთხოვს შველასა,

ვეღარაფერი უშველით

ეშმაკის წარწყმედილებსა.

 

ეკატერინე

ხრიკული