ქართველი ერის გზა - ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა

ზვიად გამსახურდიაjvarcma

   სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ხმა ერისა - უფლისმიერ სიმართლეზე დამყარებული ნების აღსრულებას მოითხოვს. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელდებაც, სწორედ აღნიშნული შინა-არსის მატარებელია:

 "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

I. "უფლის სახელით..." - მოქმედების მიზანი

"და რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით,

იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით,

რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას"

[და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით,

ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა

ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ]

[კოლ. 3,17]

სამოთხეში ყოფნის, ანუ მარადისობაში განივთებული „დროის“ რაღაც მონაკვეთში - ცოდვით დაცემას, სასჯელად - ედემის, ანუ სამოთხის ბაღიდან გამოძევება მოჰყვა.

უზენაესი ძალის ჭვრეტის მადლს მოკლებული ადამის მოდგმა „წუთისოფლის“, ანუ სიკვდილს დაქვემდებარებული ხრწნადი სხეულის მქონებელი გახდა, და ასე დაადგა იმ გზასავალს, რომელიც - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების შემდგომად, განკითხვის დღეზე გავლით, რჩეულთათვის, კვლავ სამოთხეში დაბრუნებით, ანუ - დარღვეული სამართლიანობის აღდგენით უნდა დასრულდეს.

 სასუფევლის ძეებად შერაცხულთათვის - „... აღარ იქნება არავითარი წყევლა (აქ - ცოდვით გამოწვეული სასჯელი), და ტახტი ღმრთისა და კრავისა იქნება მასში, და მონები მისი ემსახურებიან მას. და ღამე აღარ იქნება იქ, და აღარ დასჭირდებათ სანთელი, და აღარც ნათელი მზისა, რადგანაც უფალი ღმერთი გაანათებს მათ, და ექნებათ სუფევა უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 22,3-5).